ხსენება 10 აპრილს, ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს (ბერძნ.)
დაუ-პენდელიში მდებარე პანტოკრატორის მონასტრის ღირსი მოწამეები ეწამნენ 1680 წლის წმინდა აღდგომის დღეს. იმ დროს მონასტერი იყო მართლმადიდებლობისა და ბერძნული თვითშეგნების ციხესიმაგრე ატიკაში, აქ შეკრებილი იყო მრავალრიცხოვანი და მოშურნე ძმობა, რომელიც ასრულებდა "დაუძინებელ" (უწყვეტ) ღვთისმსახურებას.
მონასტერში მომუშავე მუშებს შორის აღმოჩნდა მოძულე, რომელმაც აღდგომის დღეს საიდუმლო გზით შეიყვანა მონასტერში ალჟირელი მეკობრე-მძარცველები. ამ დროს ყველა მამა იდგა ღვთისმსახურებაზე ანთებული სანთლებით და გალობდა სააღდგომო საგალობლებს. ავაზაკები ვერაგულად თავს დაესხნენ ბერებს და არავინ დატოვეს ცოცხალი, ხმლებით აკუწეს 179 ადამიანი. ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მთელი მონასტერი სისხლით იყო მოცული. მეკობრეებმა კი, გაძარცვეს რა სავანე, დატოვეს იგი.
მთელი ძმობიდან მხოლოდ ერთი იერომონაზონი, რომელიც გეროცაკულიში (Γεροτσακούλι) მონასტრის მეტოქში იყო წასული, გადარჩა ცოცხალი. მეორე დღეს სავანეში დაბრუნებულმა, მან იპოვა თავისი ძმების დაკუწული სხეულები და ქრისტიანულად დაკრძალა ისინი.
მაგრამ საუკუნეების განმავლობაში 179 ღირსი მოწამის დაკრძალვის ადგილი უცნობი რჩებოდა, 1965 წლის სექტემბრამდე, როდესაც სავანის რესტავრაციის დროს აღმოჩენილ იქნა მათი საფლავები. თითქმის 300 წლის განმავლობაში მიწაში მდებარე წმინდა ნაწილები ზეციურ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. 1992 წლის 14 აგვისტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სავანის 179 ღირსი მოწამე წმინდანთა დასს მიეკუთვნა, ხოლო მათი წმინდა ნაწილები მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის დაასვენეს. ამ დიდი სიწმინდიდან უამრავი სასწაულები ხდება, რასაც მოწმობენ აღორძინებული მონასტრის დები - ახლა ის ქალთა მონასტერი გახდა, და მრავალ მომლოცველს მასპინძლობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი