მღვდელმოწამე ალექსანდრე (ტრაპიცინი) პუგაჩევსკის მთავარეპისკოპოსი (1862 - 1938) - 01 (14) იანვარი.
მღვდელმოწამე ალექსანდრე (ტრაპიცინი) პუგაჩევსკის მთავარეპისკოპოსი (1862 - 1938) - 01 (14) იანვარი.
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მამათა დასში 1917-1918 წწ.

ერისკაცობაში ალექსანდრე ტრაპიცინი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს ვიატკას გუბერნიის სოფელ ვოლმაში, დიაკონ იოანე ტრაპიცინისა და მისი მეუღლის კლაუდიას ოჯახში. მშობლებს ჰყავდათ რვა ვაჟი, მათგან სამი გახდა მღვდელი, ერთი კი ეპისკოპოსი; ვასილი (1880 - 1907) გახდა საეპარქიო სასწავლებლის მასწავლებელი.

ალექსანდრემ დაწყებითი განათლება ვიატკას სასულიერო სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ვიატკას სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს სემინარიის კურსის დასრულების შემდეგ იგი, როგორც მისი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც სწავლობდა სახელმწიფო ხარჯით.

1888 წელს ყაზანის სასულიერო აკადემია დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და ნარკვევისთვის თემაზე "სიმონიის წინააღმდეგ დადგენილებები ბერძნულ-აღმოსავლეთ და რუსულ ეკლესიაში" დაინიშნა ვიატკას სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად.

იმავე 1888 წელს იგი დაქორწინდა და 1889 წლის 23 თებერვალს აკურთხეს დიაკვნად ვიატკას ყველა წმინდანის სახელობის ტაძარში, 26 თებერვალს - კი მღვდლად ხელი დაასხეს ამავე ეკლესიაში და დანიშნეს საღვთო სჯულისა და ეკლესიის ისტორიის მასწავლებლად ეპარქიის ქალთა სკოლაში. გარდა ამისა, იგი იყო მედავითნეთა მოსამზადებელი სკოლის კომიტეტის წევრი, რელიგიური და მორალური შინაარსის ქადაგებებისა და ნაწარმოებების ცენზურა, ხოლო 1892-1897 წლებში - სასულიერი განყოფილების მოადგილე ვიატკას ქალაქის დუმის კრებებზე. .

1892 წლის მარტში ალექსანდრეს მამას ვაჟი შეეძინა და იმავე წლის ივლისში ცოლი გარდაეცვალა.

1893 წლიდან მსახურობდა სამართლის მასწავლებლად ვიატკას რეალურ სკოლაში. 1894 წელს იგი დიდხანს ეწვია წმინდა მიწას, რომელიც აღწერილია "ვიატკას ეპარქიული ცნობებში" გამოქვეყნებულ ნარკვევებში. 1896 წლის 27 მაისს წარადგინეს საეპარქიო სასკოლო საბჭოში.

1897 წლის ივნისში აირჩიეს ეპარქიის ქალთა სკოლის საბჭოს წევრად, ხოლო იმავე წლის სექტემბერში გადაიყვანეს ვიატკას სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად.

1900 წლის 26 თებერვალს ის ბერად აღკვეცა ვიატსკისა და სლობოდის ეპისკოპოსმა ალექსიმ (ოპოცკი). ახლადაღკვეცილს ერისკაცობისდროინდელი სახელი-ალექსანდრე დაუტოვეს.

ბერად აღკვეციდან მალევე დაინიშნა ვიატკას სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

1900 წლის დასაწყისში ჩატარდა რევიზია კალუგის სასულიერო სემინარიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნარვას ეპისკოპოსი ნიკონი; მან აღმოაჩინა მრავალი ხარვეზი ეპარქიის და ასევე კალუგას სასულიერო სემინარიის მართვაში, რასაც მოჰყვა სტუდენტებში არეულობა და დაუმორჩილებლობა საკუთარი უფროსების მიმართ. რევიზიის შედეგად წმინდა სინოდმა გადააყენა სემინარიის რექტორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ორმოცი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.1901 წლის 28 ივლისს დაინიშნა კალუგის სასულიერო სემინარიის რექტორად და აყვანილი იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1904 წლის 12 დეკემბერს აკურთხეს მურომის ეპისკოპოსად, ვლადიმირის ეპარქიის ქორეპისკოპოსად.

1905 წლის ნოემბერში დაინიშნა ვლადიმირის საეპარქიო სასკოლო საბჭოს თავმჯდომარედ.



1907 წლის 23 ნოემბრიდან დანიშნეს იურიევის ეპისკოპოსად, და ვლადიმირის ეპარქიის პირველ ქორეპისკოპოსად.

თანამშრომლობდა ეპისკოპოს ნიკონთან (როჟდესტვენსკი) პალესტინის მართლმადიდებლური საზოგადოების ვლადიმირის განყოფილებაში და მისიონერულ საზოგადოებაში.

1912 წლის 29 მაისიდან 1921 წლამდე -იგი ვოლოგდასა და ტოტემის ეპისკოპოსია.

პირველი მსოფლიო ომის დროს ის შეუდგა შემოწირულობების შეგროვებას სამხედრო საჭიროებისთვის, ქვრივ-ობოლთა დასახმარებლად და ფრონტის ხაზზე მოქმედი მოწყალების ძმების რაზმებისათვის. მონაწილეობდა 1917 წელს მონასტრების წარმომადგენელთა სრულიად რუსეთის კონგრესში გადამწყვეტი ხმის უფლებით და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილობრივ საბჭოში 1917-1918 წლებში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც საბჭოს საერთო კრებებში, ასევე განყოფილებების მუშაობაში - საეკლესიო დისციპლინაზე, საეკლესიო სასამართლოზე, მონასტრებსა და მონაზვნებზე, სასულიერო პირების იურიდიულ და ქონებრივ მდგომარეობაზე, მრევლის სრულყოფაზე. .

1919 წელს მან გააპროტესტა ხელისუფალთა მიერ წმ. თეოდოსი ტოტემელის წმინდა ნაწილების ამოღება და შეურაცხყოფა.

1921 წელს წმინდა ნაწილების ლიკვიდაციის კამპანიის დასაწყისში მან მონაწილეობა მიიღო კამათში რევოლუციონერ ვეტოშკინთან.

1923 წელს დააპატიმრეს "ბერმონაზვნობასთან კავშირისა და კონტრრევოლუციური აგიტაციის" ბრალდებით და მიესაჯა 6 თვიანი იძულებითი შრომა.

გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა ულიანოვსკის (სიმბირსკის) ეპისკოპოსად, ხოლო 1928 წელს - ყირიმის ეპისკოპოსად.


1928 წლის აგვისტოში იგი აიყვანეს მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სამარას კათედრაზე.

1930-იანი წლების დასაწყისში სამარას ოლქში მრავალი ეკლესია დახურეს და მასობრივად დააპატიმრეს სასულიერო პირები. დაინახა, რომ ყველა სასულიერო პირის დაპატიმრება შეიძლებოდა და ზიარების აღმსრულებელი არავინ იქნებოდა, მეუფე ალექსანდრემ დაიწყო მღვდლების ხელდასხმა ღვთისმოსავი საეროთაგან. მან ზოგიერთ მათგანს ურჩია, რომ საკუთარ სახლში მოეწყო ეკლესია, ამ მიზნით წინასწარ მოეგროვებინათ ხატები და ყველაფერი, რაც საღმრთო მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო.

როდესაც ეპარქიის სასულიერო პირებს შორის უთანხმოება წარმოიშვა მიტროპოლიტ სერგის დეკლარაციასთან დაკავშირებით, ეპარქიაში მისი უზარმაზარი ავტორიტეტის წყალობით, დაბნეულობა თავიდან აიცილა.

1933 წლის აგვისტოში, ის დააპატიმრეს სამარას 10 სასულიერო პირსა და საერო პირებთან ერთად და დაადანაშაულეს, როგორც "ეკლესიურთა კონტრევოლუციური ჯგუფის ლიდერი, რომ ის ხელმძღვანელობდა თავის სახლში უკანონო შეკრებებს, რომლებზეც აძლევდა მითითებებს". მისი ასაკიდან გამომდინარე, OGPU-მ იგი გამოძიების დროს თავისუფალი დატოვა, ოღონდ ხელწერილი ჩამოართვა, რომ არ დატოვებდა ადგილს.

ამონარიდი საბრალდებო დასკვნიდან:

"ის ახორციელებდა სამქადაგებლო საქმიანობას ანტისაბჭოთა სულისკვეთებით, ამზადებდა რელიგიურ ფანატიკოსებს მღვდლის წოდების მისაღებად. აწარმოებდა ანტისაბჭოთა აგიტაციას სოფლიდან მასთან მღვდლების სათხოვნელად მისულ გლეხებს შორის".

მან დანაშაული არ აღიარა და 1933 წლის 29 ოქტომბერს მიესაჯა 3 წლიანი გადასახლება ურალში. ზოგიერთის აზრით ინფორმაციით, იგი გაგზავნეს ვოლგა-მოსკოვის არხის მშენებლობაზე.


გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იგი მცირე ხნით დასახლდა ციმბირსკში, შემდეგ კი გადავიდა სამარაში, სადაც მსახურობდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში.

1935 წლის 5 თებერვალს დაინიშნა პუგაჩევსკის მთავარეპისკოპოსად.

1937 წლის 29 ნოემბერს იგი კვლავ დააპატიმრეს კუიბიშევში და ბრალი დასდეს "მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და ტერორისტული ჯგუფების ორგანიზებაში"; მან თავი უდანაშაულოდ სცნო. მეუფე ალექსანდრეს პარალელურად დააკავეს 23 მღვდელი და ორი ერისკაცი. საგამოძიებო ციხეში თავისუფალი ადგილები არ იყო, ბრალდებულები კი გამასწორებელი შრომითი კოლონიის ყაზარმებში იმყოფებოდნენ. გამომძიებლების ყველა მცდელობის მიუხედავად პატიმრები ცრუმოწმეობაზე დაეთნხმებინათ, დაკავებულთა ნაწილი, გაბედულად მოიქცა, არც საკუთარ თავს ადანაშაულებდა და არც სხვებს და მოწამეობრივად აღესრულენ.

1937 წლის 13 დეკემბერს გამომძიებელმა ეპისკოპოსი დაკითხა.

— თქვენ დაგაკავეს მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობისთვის. მიეცით დეტალური ჩვენება ამ საკითხზე.

— მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობა არ მიმიღია.

- სიმართლეს არ ამბობთ, გამოძიებას აქვს ამ ორგანიზაციაში თქვენი აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები. თქვენ კავშირი გქონდათ ექიმ ივან კოტოვთან, რომელიც ჩაითრიეთ "სასულიერო პირების საიდუმლო საზოგადოებაში". თქვენ მოლაპარაკება გამართეთ მასთან საიდუმლო მღვდლად ხელდასხმის შესახებ, რის მერეც შეაღწევდით ინტელიგენციისა და მორწმუნეების სახლებში.

"კოტოვთან არანაირი კავშირი არ მქონია, ვიცნობდი მას, როგორც მორწმუნე ექიმს, რომელიც დადიოდა ეკლესიაში, სადაც მე დავდიოდი.

— უარყოფთ თუ არა აქტიურ მონაწილეობას კონტრრევოლუციურ... ორგანიზაციაში და კოტოვთან მუშაობას, რათა იგი ფარულ მღვდლადმოგემზადებინათ? გამოძიებას ამის დამადასტურებელი მასალა აქვს. წაგიკითხავთ ნაწყვეტებს ამ საკითხებზე.

გამომძიებელმა წაიკითხა ცრუ ჩვენება, რომლის მოსმენის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა უპასუხა:

- თქვენ მიერ წაკითხული ამონარიდებიდან გამომდინარე, უარვყოფ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობას, ასევე ექიმ კოტოვთან მუშაობას.

საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ:

"მან გააერთიანა კუიბიშევში ყველა უსახლკარო მღვდელი, ძირითადად გადასახლებიდან ჩამოსული. ამ მღვდლებს "რწმენისთვის დევნილთა" ავტორიტეტს უქმნიდა მორწმუნეებს შორის, რომელიც გამოიყენებოდა ანტისაბჭოთა აჯანყებისა და კონტრრევოლუციურ ფაშისტურ აგიტაციისთვის. ის პირადად ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა აგიტაციას".

1937 წლის 21 დეკემბერს კუიბიშევის ოლქის შინსახკომის სამეულმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

დახვრიტეს 1938 წლის 14 იანვარს, კუიბიშევის ეპარქიის 12 მღვდელთან ერთად, დაკრძალეს კუიბიშევის საერთო საფლავში.

2000 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე იგი წმინდანად შერაცხეს რუსეთის სხვა წმინდა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat