წმინდა იოანე დაიბადა XVII საუკუნეში, კუნძულ ფასოსზე მდებარე სოფელ მარისში. 14 წლისა მშობლებმა კონსტანტინოპოლში ქრისტიან მკერავს მიაბარეს.
ერთხელ, შუადღისას, როცა მუეძინი მინარეთიდან მუსლილმანებს ლოცვისკენ მოუწოდებს, ბატონმა იოანე ქსოვილის საყიდლად გაგზავნა ნაცნობ ურიასთან. მყიდველი და გამყიდველი შეკამათდნენ საქონლის ფასზე. უეცრად გამძვინვარებულმა იუდეველმა თურქებს დაუწყო ხმამაღლა ძახილი: "ნუთუ არ გესმით ეს კაცი როგორ დასცინის თქვენს რწმენას და ლოცვით თავყრილობას?" თურქები იოანეს ეცნენ, უწყალოდ სცემეს და ვეზირთან მიიყვანეს.
ვეზირს სიყმაწვილის გამო შეებრალა ბრალდებული და შესთავაზა: ყველაფერს დავივიწყებ თუკი მუსულმანი გახდებიო. მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის შესაფერისი სიმამაცით უღირს წინადადებაზე უარი უთხრა და მტკიცედ აღიარა უფალ იესო ქრისტესადმი რწმენა.
სიკვდილმისჯილი იოანე ჯალათს გადასცეს. ჯალათმა მას ხმლის ბასრი პირი რამდენჯერმე გადაუსვა კისერზე და ხორცი გაუჭრა. თუმცა დაინახა, რომ ამით ვერ შეარყია მისი სიმტკიცე და ყმაწვილს თავი მოჰკვეთა. წმინდა იოანე მოწამებრივად აღესრულა 1650 წელს. ქრისტიანებმა წმინდა მოწამის სხეული დაკრძალეს ბეიოღლუს უბანში.
მოწამე იოანეს ცხოვრების აღწერილობები დაწერილია იოანე კარიოფილისა და მელეტიოს სირიგის მიერ და შემდგომში შეტანილი იქნა წმინდა ნიკოდიმოს ათონელის მიერ შედგენილ კრებულში "ახალი მარტვილოლოგიონი".
20 დეკემბრის გარდა წმინდა იოანე იხსენიება კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში რომელიც აღინიშნება სულიწმიდის მოსვლის შემდეგ მესამე კვირას (ბერძნ.; რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია)
......................
ხატის წყარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი