ხსენება 23 აპრილს (ბერძ., ბულგ.) და ბულგარელ წმინდანთა კრებულში, აგრეთვე კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძნ.)
დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ბულგარულ ქალაქ გაბროვოში. იყო მწყემსი მთებში პერგამონის მახლობლად, მცირე აზიაში.
ერთხელ მან გადაარჩინა თურქი ქალი, რომელსაც მწყემსის ძაღლები დაესხნენ თავს, მაგრამ უმადურმა ქალმა უჩივლა ქმარს, თითქოს ლაზარეს მისი შერცხვენა სურდა. გაცოფებულმა თურქმა განიზრახა შურისძიება, მაგრამ შეცდომით დაჭრა ლაზარეს ერთ-ერთი ამხანაგი, რის გამოც საქმე ადგილობრივ სასამართლოს გადაეცა. აღამ ბრძანა ახალგაზრდა ქრისტიანის დაპატიმრება და მრავალი დღის განმავლობაში წამება, იმედოვნებდა რა მნიშვნელოვან სარგებელს, თუ მოახერხებდა მის ისლამზე მოქცევას. რადგან ჭაბუკი შეუდრეკელი დარჩა, 1802 წლის 22 აპრილის ღამით აღამ უბრძანა ჯალათებს გამოეჩინათ ყველა შესაძლო სისასტიკე, რათა შეერყიათ წმინდანის სიმტკიცე. დათვრნენ რა, ჯალათებმა დაიწყეს მისი სხეულის ნაწილების ცეცხლზე გახურებული რკინით დაწვა ერთი მეორის მიყოლებით, შემდეგ კი მკერდზე მძიმე ქვა დაადეს. მაგრამ ქრისტეს მამაცი მეომარი მტკიცედ იდგა, მოუხმობდა რა დახმარებისთვის წმინდა გიორგის. მაშინ ჯალათებმა ჩაავლეს ხელი მოწამის ენას და გახურებული რკინით დაწვეს. შემდეგ მათ შემოუჭირეს ლაზარეს საფეთქლები თოკით, რომელზეც ძვლები იყო მიბმული, ისე ძლიერად, რომ წმინდანს ერთი თვალი ორბიტიდან გამოუვარდა. ბოლოს მწამებლებმა თავზე გახურებული ბრინჯაოს სალტე დაადგეს. მაგრამ, ღვთის მადლით, უკვე იმავე საღამოს ლაზარე მშვიდად, თითქოს არანაირი ტანჯვა არ გადაეტანა, ესაუბრებოდა ქრისტიან ვაჭარს, რომელმაც მისი თხოვნით იშუამდგომლა ჯალათებთან, რათა სიკვდილით დასჯა რაც შეიძლება მალე აღესრულებინათ. რადგან აღას ბოლო მცდელობები, აიძულებინა ლაზარე რწმენის უარყოფა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მან წმინდანს ჩამოხრჩობას მიუსაჯა. თუმცა, ლაზარეს რწმენაში არაჩვეულებრივი სიმტკიცის წინაშე, ჯალათები შიშმა შეიპყრო. მაშინ ქრისტიანმა თავად გაუყარა თავი თოკის მარყუჟში.
მოწამის ნაწილები განდიდებულ იქნა მრავალი სასწაულებრივი ნიშნით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი