წმ. მოწამე არგირა პრუსელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1721, ხსენება 5 აპრილს, 30 აპრილს)
წმ. მოწამე არგირა პრუსელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1721, ხსენება 5 აპრილს, 30 აპრილს)
წმინდა არგირა დაიბადა 1688 წელს ბითვინიის ქალაქ პრუსაში, ღვთისმოსავი და კეთილშობილი მშობლებისგან, გიორგისა და სუსანასგან. არგირას სახლის ახლოს, საუბედუროდ, ცხოვრობდა ერთი მუსლიმანი დიდგვაროვანი, რომლის შვილმაც როგორც კი არგირა დაინახა, ისე მოიხიბლა მისი სილამაზით, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარება და მისი სარწმუნოების შეცვლა მოისურვა.

ერთ დღეს, არგირას ქუჩაში შეხვდა და თავისი გრძნობები გაუმჟღავნა, მაგრამ არგირა მშვიდად და მტკიცედ განერიდა მას, რამაც ის გააცოფა და მისი ვნება გააძლიერა. ამის შემდეგ მან დაიწყო მისი მშობლების შეწუხება, ემუქრებოდა მათი ქალიშვილის სიცოცხლეს, თუ ის სარწმუნოებას არ შეიცვლიდა. არგირამ მაშინ მშობლებს უამბო მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც უბედურმა, შეშინებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს ის ქრისტიან ახალგაზრდაზე დაექორწინებინათ, რათა მუსლიმანის ბოროტი სურვილებისა და ზეწოლისგან თავი დაეღწიათ.

მართლაც, ჩვიდმეტი წლის ასაკში, რამდენიმე დღის შემდეგ, არგირა როგორც უმშვენიერესი პატარძალი მიჰყავთ ეკლესიაში, რათა თანასოფლელ მართლმადიდებელ ახალგაზრდაზე დაქორწინდეს. თუმცა არგირას ქორწინებამ მუსლიმანის ვნება ვერ ჩააქრო. და როდესაც თხუთმეტი დღის შემდეგ ახალდაქორწინებული მეუღლეს ეკლესიაში მიჰყავს, ჩვეულებისამებრ, პარაკლისის ჩასატარებლად, მის წინაშე გამოჩნდება დიდგვაროვნის შვილი ოც სხვა მუსლიმან ცუდი ყოფაქცევის ახალგაზრდასთან ერთად და პატარძალს იტაცებენ მშობლების, ნათესავებისა და მეუღლის ხელიდან. არგირა ეკლესიის ნაცვლად სასამართლოში აღმოჩნდა თავისი საქორწილო სამოსით და მის წინააღმდეგ საჩივრით, რომელშიც ეწერა, რომ არგირა, გიორგისა და სუსანას ქალიშვილი, დიდგვაროვნის შვილს დაჰპირდა სარწმუნოების შეცვლას.

მოსამართლე, რომელიც მუსლიმანის მამა იყო, არგირას სარწმუნოების შეცვლასა და მისი შვილისთან დაქორწინებას უსჯის. არგირა მოსამართლის გადაწყვეტილების წინაშე შეუვალი, მტკიცე და უშიშარი დარჩა. განრისხებულმა მოსამართლემ ბრძანა მისი შებოჭვა და დაპატიმრება.

უბედურმა მშობლებმა, რომლებსაც არ შეეძლოთ ერთადერთი ქალიშვილის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების დაძლევა, სასწრაფოდ პრუსის მიტროპოლიტის მეშვეობით კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინეს. თავადაც გაემგზავრნენ მიტროპოლიტის წარმომადგენელთან ერთად თურქულ მთავრობასთან საპროტესტოდ, მაგრამ ერთადერთი რამ, რასაც მიაღწიეს, იყო არგირას გადაყვანა ციხიდან მოსამართლის სახლის ოთახში, სანამ კონსტანტინოპოლის უმაღლეს სასამართლოში განიხილავდნენ მის საქმეს.

მეორე დღეს, დასუსტებული და დატანჯული არგირა კონსტანტინოპოლის ციხეში მიჰყავთ სასამართლო პროცესის დანიშვნამდე. ორი წლის განმავლობაში მისი მეუღლე და მშობლები იბრძვიან სასამართლო პროცესის დასანიშნად. ბოლოს, მას სასამართლოში მიჰყავთ, მაგრამ გადაწყვეტილება იგივეა, რაც პრუსის მოსამართლის, რომელიც ამბობდა: "ქრისტიანი არგირა ან სარწმუნოებას შეიცვლის და დიდგვაროვნის შვილზე დაქორწინდება, ან სამუდამო პატიმრობით დაისჯება".

და კვლავ, შეყვარებული მუსლიმანმა, განრისხებულმა არგირას შეუვალი პოზიციით, მოახერხა მისი ჯაჭვებით შებოჭვა და ციხეში გაგზავნა.

მაცხოვარ იესო ქრისტეს მიმართ მტკიცე და ჭეშმარიტი რწმენა არ იხევს უკან არც ყველაზე საშინელი სიკვდილის წინაშე.

ასე დაისაჯა არგირა ციხეში ლპობით, ჯაჭვებით შებოჭილი, უზნეო და ამორალურ ქალებს შორის, რომლებსაც უბრძანეს არგირას წამება დღე და ღამე, რათა აიძულონ სარწმუნოების შეცვლა. ყოველდღე აწამებდნენ მკაცრი გაროზგვით, სიმკაცრითა და მარხვით.

მისი უბედური დედა, სუსანა, ვერ უძლებდა საყვარელი ერთადერთი ქალიშვილის წამებას და ორი წლის შემდეგ თავადაც გარდაიცვალა ციხეში.

წამებამ, გაროზგვამ, უძილობამ და მარხვამ თანდათან დაასუსტა და გაანადგურა არგირა. ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ აღსასრული ახლოვდებოდა, მოისურვა შეესრულებინა უკანასკნელი მოვალეობა საყვარელი მაცხოვარი იესო ქრისტეს წინაშე - ეზიარა უხრწნელ საიდუმლოებებს, რაც ციხეში ძალიან რთული იყო. მაგრამ ღვთის მადლმა უჩვენა გზა.

ციხეში იყო დაპატიმრებული ერთი მოხუცი სახელმწიფო ვალების გამო, და რადგან იქ მრავალი წელი იყო და ყველა იცნობდა მას, დროდადრო უფრო თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდნენ. არგირამ მოახერხა ფარულად დაეძახა მისთვის და გაენდო თავისი სურვილი. მან კი იპოვა ციხის ეკლესიის წინამძღვარი და შეატყობინა არგირას სურვილის შესახებ. წინამძღვარმა, როგორც მაშინ იყო მიღებული ასეთ შემთხვევებში, ქიშმიშში მოათავსა უხრწნელი საიდუმლოებები და მოხუცმა პატივისცემით მიიტანა ციხის სიღრმეში, სადაც ჯაჭვით შებოჭილი არგირა იმყოფებოდა. მან ჯერ ილოცა, შემდეგ ეზიარა და 24 საათის შემდეგ თავისი წმინდა სული შემოქმედისა და ღმერთის ხელში ჩააბარა 16 წლიანი საშინელი წამების შემდეგ. არგირა 1721 წლის 5 აპრილს დაკრძალეს, მისი სურვილის თანახმად, ღირსმოწამე წმინდა პარასკევის ტაძრის ეზოს კუთხეში ხასკიოიში (პიკრიდიო), რომელიც მაშინ სასაფლაო იყო.

მოხუცი, რომელმაც ის აზიარა, მიჰყვა მას დაკრძალვამდე და მის საფლავზე სვეტი დადგა ზედ გამოკვეთილი ჯვრით.

1725 წლის 30 აპრილს მოხდა მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება, რადგან ამას ითხოვდა ბევრი ხალხი, რომელმაც იცოდა იმ ტანჯვის შესახებ, რომელიც არგირამ ამდენი წლის განმავლობაში გადაიტანა. აღმოყვანებისას, ის იპოვეს უხრწნელი სხეულით, რომელიც კეთილსურნელებას აფრქვევდა. დაუყოვნებლივ შეატყობინეს პატრიარქ პაისიოსს, რომელმაც პირადად გამოიკვლია და საკუთარი თვალით იხილა სასწაული, სწირა მთელ წმინდა სინოდთან ერთად და ბრძანა მისი წმინდა ნაწილები განსაკუთრებულ ლარნაკში მოეთავსებინათ.

აი, რას წერს პატრიარქი: "ო, შენი სასწაულები, ქრისტე. საფლავის გახსნის შემდეგ ვიხილე, რომ მისი წმინდა სხეული უხრწნელი და მთელი დარჩა, საოცარ სურნელებას აფრქვევდა და ყველასთვის სასწაულებს ახდენდა".

ერთ-ერთი მათგანი შემდეგს მოგვითხრობს: მისი ხსენების დღეს, როდესაც ყველგან ქრისტიანთა სიმრავლე მოდიოდა, მოვიდა ერთი ქრისტიანი ქალი, რომელიც ფანატიზმამდე მორწმუნე იყო, თაყვანი სცა და მოისურვა წმინდა ნაწილის ხელიდან თითი აეღო, რაც კიდეც გააკეთა. მაშინვე დაუბნელდა თვალები, ვეღარაფერს ხედავდა და ვერც ლარნაკიდან შორდებოდა. ყველას აღიარებს თავის ცოდვას, პატიებას ითხოვს და აბრუნებს წმინდა თითს, რომელიც მოჭრა. 40 დღე დარჩა წმინდა ლარნაკთან მარხვითა და ლოცვით, რათა თავისი ავადმყოფობისგან განთავისუფლებულიყო, რაც კიდეც მოხდა. იგივე დაემართა სხვა ქალსაც, რომელმაც წმინდანის თმიდან ერთი ღერი მოისურვა.

წმინდა არგირას ცხოვრება დაწერა კესარიოს დაპონტესმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat