ახალმოწამე გიორგი ქიოსელი (XVIII) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
ახალმოწამე გიორგი ქიოსელი (XVIII) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
წმინდა გიორგი დაიბადა XVIII საუკუნის II ნახევარში ქიოსში. იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. როდესაც წამოიზარდა, ის მიაბარეს ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატს. ერთხელ ოსტატთან ერთად გიორგი იმყოფებოდა კუნძულ პსარაცზე, სადაც მიწვეული იყო საკურთხევლის გამოსაკვეთად. აქ მუშაობის პერიოდში ის გაეპარა ოსტატს და სხვა ბიჭებთან ერთად იქნა დაპატიმრებული სხვის ბაღში საზამთროების ქურდობისათვის. მას შეეშინდა სასამართლოსი. განაჩენისაგან თავის არიდების მიზნით მიიღო ისლამი და მოინათლა ახმედის სახელით.

რამდენიმე წლის შემდეგ ის საზამთროს გასაყიდად გემით ქიოსში ჩავიდა და ნათესავებმა იცნეს. მამამ თქვა, რომ მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა შვილის სიკვდილის მოწმე ყოფილიყო, ვიდრე ახლა მისი განდგომა ენახა. გიორგიმ არც ერთი სიტყვა არ უპასუხა ახლობლებს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრისტიანული სამოსით დაბრუნდა კუნძულზე და გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაბრუნება. ისლამის ღალატი კანონით სიკვდილით ისჯებოდა.მამამ ის მიაბარა ერთ კიდონიელ ქრისტიანს, რათა მისთვის თურქებს არ მიეგნოთ. შემდეგ მას პატრონობდა ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც დაუბრუნა ძველი რწმენა.

22 წლისა დაინიშნა თანაქალაქელ გოგონაზე, მაგრამ მალევე მოუვიდა ჩხუბი მის ძმასთან, ხოლო ამ უკანასკნელმა კი გასცა გიორგი და ჩააბარა თურქულ ხელისუფლებას, როგორც მოღალატე.

ჭაბუკი დააპატიმრეს. ციხეში აწამებდნენ და ცდილობდნენ, შეეცვლევინებინათ სარწმუნოება, მაგრამ ყოველივე ეს მცდელობა უფრო და უფრო უმტკიცებდა ქრისტიანულ რწმენას და უღვივებდა სურვილს, რომ ქრისტესათვის თავი გაეწირა. 1807 წლის 24 ნოემბერს ის ეზიარა წმინდა საიდუმლოს და მშვიდად მოემზადა სიკვდილისათვის. მეორე დღეს მიიღეს მისი დასჯის გადაწყვეტილება. მაშინ ამ ქალაქის სამღვდელოებამ შეკრიბა მორწმუნე ქრისტიანები, რათა ელოცათ მომავალი წამებულის სულისათვის.

დილით ადრე, მაშინ როცა წმ. გიორგი ქიოსელი გამოიყვანეს დასასჯელად მოედანზე, საზეიმო გალობა გაისმა ეკლესიაში. ის განუწყვეტლივ იმეორებდა იესოსა და ღვთისმშობლის სახელებს. სწამდა, რომ იყო ქრისტიანი და სურდა ქრისტიანად დაესრულებინა სიცოცხლე, ესროლეს. გიორგი ქიოსელი მაშინვე არ მომკვდარა, ის დაემხო მუხლებზე და იდგა გაუნძრევლად. იგი განუწყვეტლად იმეორებდა სიტყვებს, "იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი". მისი საქციელისგან განრისხებულმა ჯალათმა გიორგი დააგდო მიწაზე და ყელი გადაუჭრა. წმინდანის სისხლმა დაიწყო დენა მისი ყელიდან, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ღმერთის ხსენებას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. წმინდა გიორგი გარდაიცვალა ბაგეებით ქრისტეს სახელის ხსენებით 1807 წლის 26 ნოემბერს.

მისი ნაწილები თავდაპირველად დაკრძალეს პატარა კუნძულზე ქალაქის მახლობლად, შემდეგ კი გადაასვენეს წმ. გიორგის ეკლესიაში კიდონიაში და დაასვენეს საკურთხევლის მარჯვნივ. 1920-იან წლებში, როდესაც ბერძნები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქი, წმინდანის ნაწილები თურქებმა გაანადგურეს. მათი ნაწილი შემორჩა წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერში კუნძულ სანტორინზე (თირა) და პაიუდში კუნძულ ლესბოსზე, საიდანაც ისინი 1991 წლის 25 აგვისტოს საზეიმოდ გადაასვენეს ქიოსზე.

მოწამე გიორგის ცხოვრება შეტანილია "ახალ ლიმონარიონში", რომელიც შეადგინა წმ. მაკარი (ნოტარამ), კორინთოს მთავარეპისკოპოსმა, ხოლო მსახურება შეადგინა ღირსმა ნიკიფორე ქიოსელმა. ორი სხვა მსახურება გამოსცეს ე. პ. ტიბამბოგლუმ (ერმუპოლისი, 1848) და ბერმა აკაკი პროდრომიტმა (ათენი, 1862) (Petit. Bibliogr. d. acolouthies grecques. გვ. 86).


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat