წმინდა ახალმოწამე დუკა მკერავი მიტილინელი (1564) – 24 აპრილი (07 მაისი)
წმინდა ახალმოწამე დუკა მკერავი მიტილინელი (1564) – 24 აპრილი (07 მაისი)
წმინდა დუკა დაიბადა ლესბოსზე მე-16 საუკუნის შუა ხანებში. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მისი წარმოშობის, მშობლების, ბავშვობის შესახებ. ჩანს, რომ ღარიბი, მაგრამ ღვთისმოსავი ოჯახიდან იყო, რომელმაც მას ჩაუნერგა ღრმა რწმენა ქრისტეს მიმართ და ბერძნულ-მართლმადიდებლური ცხოვრების წესი. სავარაუდოდ, სიღარიბის გამო, იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში გადასახლებულიყო უკეთესი ცხოვრებისთვის. იქ დაუკავშირდა ერთ-ერთ სამკერვალოს და შეისწავლა მკერავის ხელობა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი ოსტატი იყო და ამის გამო ფართოდ გახდა ცნობილი, შეიძინა კლიენტები ქალაქის არისტოკრატიაში. ასევე დაჯილდოებული იყო უჩვეულო ფიზიკური სილამაზით. მაგრამ უფრო მეტად დაჯილდოებული იყო შინაგანი ნიჭით, ურყევი რწმენით ღმერთის მიმართ და უმწიკვლო ზნეობით.

მისი პროფესია ავალდებულებდა შესულიყო მდიდართა სახლებში სამკერავად. ასე ხორციელდებოდა მკერავის პროფესია იმ წლებში. ჰყავდა ბევრი თურქი კეთილშობილი და მდიდარი კლიენტი, რომლებიც მას ანიჭებდნენ უპირატესობას მისი ხარისხიანი სამუშაოს გამო. მაგრამ, როგორც ცნობილია, მდიდარი მუსლიმების სახლებში სუფევდა დიდი გარყვნილება და ზნეობის დაცემა. დუკას, რომელსაც ჰქონდა ძლიერი ზნეობრივი წინააღმდეგობა, ყურადღებას არ აქცევდა ამ მდგომარეობას, მდიდარი ოსმალების გარყვნილება მას გულგრილს ტოვებდა, შემოიფარგლებოდა რა თავისი სამუშაოთი.

მაგრამ ეშმაკმა, რომელსაც სძულს ზნეობრივი სიწმინდე და უმანკოება, მიზანში ამოიღო მორწმუნე და ზნეობრივი მკერავი. ერთხელ მას მოუწია სამკერავად მისულიყო ერთი მდიდარი თურქის სახლში, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა ოსმალურ ხელისუფლებაში. მისი ცოლი გარყვნილი ქალი იყო. როდესაც მან დაინახა ლამაზი დუკა, მძაფრმა ვნებამ შეიპყრო მის მიმართ და დაიწყო მისი ქება სასიყვარულო სიტყვებით, სთავაზობდა ძვირფას საჩუქრებს და ჰპირდებოდა ფულსა და შეღავათებს, რათა ცოდვაში შეეტყუებინა.

მოკრძალებულმა დუკამ არ დაუთმო თურქი ხანუმის ცოდვიან ცდუნებებს. როგორც სხვა "გონიერმა იოსებმა", რომელმაც უკუაგდო ეგვიპტის მბრძანებლის ცოლის ცოდვიანი შემოთავაზებები, ცოდვიანი თურქი მრუშის დაჟინების მიუხედავად, არ დანებდა. დარჩა გულგრილი მისი სასიყვარულო მოწოდებების მიმართ, გაოცებული მისი კადნიერებით.

პირჯვარი გადაიწერა და წავიდა თურქის სასახლიდან, რათა თავიდან აერიდებინა ცდუნება. აღარ დაბრუნებულა სამუშაოს დასასრულებლად. თუმცა გარყვნილი თურქი ქალი არ შეშინდა. როცა დაინახა, რომ აღარ მოდიოდა მის სახლში კერვის დასასრულებლად, დაიწყო მისთვის შეტყობინებების გაგზავნა, იწვევდა მასთან. მაგრამ ის არ პასუხობდა. მაშინ მან გადაწყვიტა თვითონ მისულიყო მის სამკერვალოში. როცა შეხვდა, უთხრა: "მომისმინე გთხოვ, მინდა რომ მოდიოდე ჩემს სასახლეში, როგორც ადრე და ნურავის შეგეშინდება. ჩემი ქმარი ლაშქრობაშია და შეიძლება აღარც დაბრუნდეს. თუ გსურს ისლამის მიღება, ცოლად გამოგყვები. მაგრამ თუნდაც დაბრუნდეს ჩემი ქმარი, ჩემს სასახლეში გეყოლები როგორც ეკონომი. და თუნდაც არ გსურდეს შენი რწმენის შეცვლა, დარჩი საყვარლად. მხოლოდ მოდი, როგორც გითხარი".

უთხრა სხვა მაცდური სიტყვებიც, რათა დაერწმუნებინა სასახლეში დაბრუნებულიყო. მაგრამ ის დარჩა სრულიად გულგრილი და შეუვალი. მკაფიოდ განუცხადა, რომ არ ჩაიდენდა მრუშობის მომაკვდინებელ ცოდვას, რადგან ამას კრძალავს მისი ქრისტიანული რწმენა და რომაული ტრადიცია ქორწინების პატივისცემის შესახებ. როცა ხანუმმა დაინახა, რომ ვერ დაარწმუნა ცდუნებებით, დაიწყო მუქარა: "თუ არ გააკეთებ, როგორც გითხარი, იცოდე, სიცოცხლეს დაკარგავ" და გაბრაზებული წავიდა.

თუმცა ღვთისმოსავმა ახალგაზრდა ქრისტიანმა არც კი გაიფიქრა თურქი ქალის ცოდვიან შემოთავაზებებზე და მატერიალურ სარგებელზე, რასაც მიიღებდა ცოდვას რომ დანებებოდა. ასევე უგულებელყო მისი მუქარაც და ამიტომ აღარ დაბრუნებულა თურქი მოხელის სახლში. მაგრამ გარყვნილმა თურქმა ქალმა არ დანებდა, დუკას უარის მიუხედავად და განაგრძობდა მისთვის შეტყობინებების გაგზავნას, უზნეო შინაარსით და იწვევდა სასახლეში დასაბრუნებლად. ის კი კვლავ შეუვალი რჩებოდა.

მაშინ ხანუმი ძალიან გაბრაზდა და დაიფიცა, რომ გაანადგურებდა მისი ცოდვიანი მოწოდებების უარმყოფელს. მივიდა ქალაქის ვეზირთან და ცილი დასწამა, მოვლენები უკუღმა წარმოაჩინა: "მყავს ერთი მკერავი, რომელიც კერავს ჩემს სასახლეში რაც საჭიროა. შევატყობინე მოსულიყო, რომ მიმეცა რამდენიმე სამოსი შესაკერად და ის მოვიდა და ისეთი ცუდი და უხამსი სიტყვები მითხრა, რომ მრცხვენია გითხრა, ამიტომ გავლახე და წავიდა. ახლა თავის სახელოსნოშია და მინდა რომ მოკლა!" ვეზირმა დაჰპირდა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო უტიფარი ყმაწვილის დასასჯელად, რადგან მომჩივანი გამოჩენილი ოსმალური ოჯახის წევრი იყო.

ამრიგად, უბრძანა სუბაშს (პრეფექტს) წასულიყო, დაეკავებინა მკერავი და მის წინაშე მოეყვანა. როცა მის წინაშე მოიყვანეს, ჰკითხა თურქ ქალს: "რას მიბრძანებ, რომ ვუყო?" მან, დემონური რისხვითა და ბოროტებით აღვსილმა უთხრა: "გაამუსლიმანე, თურქად აქციე. თუ უარს იტყვის, კაუჭზე ჩამოკიდე!"

ვეზირმა დაიწყო ჩვეული მეთოდის გამოყენება - ტკბილი სიტყვები, ქება და დაპირებები. შეაქო მისი ფიზიკური სილამაზე, ნიჭი და დაჰპირდა კომფორტულ ცხოვრებას, თუ ისლამს მიიღებდა. თუმცა მან კატეგორიულად უარი თქვა, განუცხადა რა, რომ არავითარ ფასად არ უარყოფდა რწმენას ქრისტეს მიმართ.

თურქმა მოხელემ, როცა დაინახა, რომ ქებამ და დაპირებებმა შედეგი არ გამოიღო, ბრძანა მისი არაადამიანურად წამება, იმედოვნებდა რა, რომ ასე გატყდებოდა და დათანხმდებოდა გამუსლიმებას. მაგრამ გმირი დუკა, საშინელი ტკივილების მიუხედავად, არ გატყდა და ყვიროდა ბნელი საპყრობილიდან, რომ არ უარყოფდა თავის ქრისტიანულ რწმენას, არ უღალატებდა ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს! ყვიროდა მთელი დარჩენილი ძალით: "ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მოვკვდები!"

მხეცურმა და სისხლმოწყურებულმა ვეზირმა, დარწმუნდა რა, რომ ამაო იყო მისი გამუსლიმების მცდელობა და ცოდვილი თურქი ქალის მიერ შეწუხებულმა, გასცა ბრძანება მოეკლათ დუკა ყველაზე მტკივნეული გზით. მას ტყავი ცოცხლად გააძვრეს! გმირმა მოწამემ გაუძლო საშინელ წამებას გმირობითა და მოთმინებით, ლოცულობდა და გალობდა! მისი სული ზეცაში აფრინდა ქრისტეს მიერ ბოძებული გვირგვინის მისაღებად. ხოლო, არაადამიანმა ჯალათებმა დუკას ტყავი ზღვაში გადააგდეს და მისი გატყავებული სხეული სხვებისთვის სამაგალითოდ კაუჭზე ჩამოკიდეს, დააკმაყოფილეს რა გარყვნილი თურქი ქალის მოთხოვნა ! ეს მოხდა 1564 წლის 24 აპრილს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat