წმინდა იოანე ტომით ბულგარელი გახლდათ. ადრეულ სიჭაბუკეში, სულიერი გამოუცდელობის გამო, ეშმაკმა აცთუნა
და თურქთა ცრუ სწავლებას აყოლილმა ქრისტე უარჰყო, თუმცა, თავის მწარე ცთომილებას მალევე მიხვდა, შეინანა, მშობლიური სახლი დაუტევა და ათონს, წმინდა ათანასე დიდის ლავრას მიაშურა, სადაც, იქაურ ხუცესს სრულად დამორჩილებული, სამი წლის მანძილზე ღვრიდა მწარე ცრემლს თავისი დიდი ცოდვის გამოსასყიდად.
მისი სინანული იმდენად ღრმა იყო, ღვთისთვის ცხოვრების სურვილი კი - იმდენად დიდი, რომ გარკვეული ხნის შემდგომ ათონი მიატოვა, კონსტანტინოპოლს დაბრუნდა და წმინდა აია სოფიას მეჩეთად ნაქცევ ტაძარში ღიად იწყო ქრისტეს ქადაგება.
წმინდა ჭაბუკზე არც უსჯულოთა ლიქნმა გაჭრა, არც მუქარამ და 1784 წელს 19 წლის იოანეს თურქებმა თავი მოჰკვეთეს აია სოფიას ტაძრის ეზოში. ახალმოწამე იოანეს ცხოვრება შეტანილია "ახალი მარტვილოლოგიონის" კრებულში, რომელიც შეადგინა ღირსმა ნიკოდიმოს ათონელმა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი