წმინდა მოწამე დაიბადა დაახლოებით 1740 წელს ნიქოზიაში, ლუკასა და ლურდანიას ღვთისმოსავ ოჯახში. სამშობლოში საწყისი განათლების მიღების შემდეგ, პოლიდორი გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც მუშაობდა დაქირავებულ მუშად სხვადასხვა დამქირავებლებთან.
1793 წელს ის გახდა მდივანი ვინმე კესიფისა, რომელიც წარმოშობით ბერძნული კუნძულ ზაკინთოსიდან იყო და ქრისტიანობაზე უარი ეთქვა მატერიალური სარგებლის გამო. ახალი დამქირავებელი აფასებდა პოლიდორის პატიოსნებასა და შრომისმოყვარეობას, რის გამოც მას დაუახლოვდა.
ერთხელ, დღესასწაულზე ღვინო მოერია, რითაც მისმა თურქმა მეგობრებმა ისარგებლეს, ქრისტეზე უარი ათქმევინეს და ისლამი მიაღებინეს.
გონს რომ მოვიდა, საკუთარმა დაცემამ შეძრა, იქაურობა მიატოვა და ბეირუთს იქაურ ეპისკოპოსთან აღსარების სათქმელად ისწრაფა.
წინამძღვარმა აკურთხა, დიდი მარხვისას ლიბანის მთებში მდებარე ერთ მონასტერში განმარტოებულიყო, ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ კი გადაწყვიტა, ცოდვა სისხლით გამოესყიდა, კვლავ ეგვიპტეს დაუბრუნდა, თუმცა, გზად ქარბუქის გამო კუნძულ ქიოსზე შეჩერდა.
იქიდან სმირნას ჩააღწია და რჩევისათვის მრავალ ღვთივგანბრძნობილ მამას მიაკითხა, რომელთაგან ბევრმა მოწამებრივი ღვაწლისათვის არ აკურთხა.
პოლიდორე კვლავ ქიოსს დაუბრუნდა ღირს მაკარი კორინთელს (ხსენება 17 აპრილს) მიაკითხა, რომელმაც განაზრახის გამოცდა მკაცრი მოღვაწეობითა და სინანულით ურჩია.
მონასტერში ორმოცდღიანი მოშურნე ღვაწლის შემდგომ, პოლიდორი დედა ეკლესიას დაუბრუნდა.
მიიღო რა ნანატრი კურთხევა, წმინდანი სასწრაფოდ გამოემართა ახალი ეფესოსკენ, თურქ მსაჯულს წარუდგა და აუწყა, - რამდენიმე წლის წინ ისლამი მივიღე, ახლა კი კვლავ ქრისტეს დავუბრუნდი და მზად ვარ, მის გამო ყოველგვარი სალმობა დავითმინოო!
რამდენადაც მსაჯული რელიგიისადმი გულგრილი გამოდგა და თან არასასურველი სირთულეების თავიდან აცილება სურდა, პოლიდორეს შესთავაზა, ყოველივე თავად გადაეწყვიტა, მაგრამ მოწამე ისე მხურვალედ ამოწმებდა თავის რწმენას, სხვა გზარ აღარ დარჩა და საპყრობილეს უკრა თავი.
თურქებმა იქ მთელი ღამე ტანჯეს, იღლიებში გახურებული აგურები ამოუჩარეს და ასე აიძულეს დგომა, გამთენიისას კი კვლავ სასამართლოს წარუდგინეს, დაკითხვის შემდგომ კი, რომლის განმავლობაშიც დარწმუნდნენ, პოლიდორე ისლამს აღარ შეიწყნარებსო, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და სასჯელის აღსრულების ადგილამდე მიიყვანეს. ხოლო როდესაც თავზე ყულფი ჩამოაცვეს, აღმოხდა:
- მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი, ქრისტიანი!
წმინდა პოლიდორე 1794 წელს ევნო ქრისტესთვის. მისი სხეული ხელისუფლების ბრძანებით დაკრძალეს სომხურ სასაფლაოზე.
1922 წლის მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის დევნა, წმინდა პოლიდორის ნაწილები შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად მოხერხებულად გადაიტანეს ათენში. ეფესოს მიტროპოლიის პროტოსინგელმა, არქიმანდრიტმა კირილე ფსილოსმა, მოხუცი ქალის სამოსი ჩაიცვა, რათა დაუბრკოლებლად გაეტანა წმინდა ნაწილები. თურქები თავად დაეხმარნენ "მოხუც ქალს" ლტოლვილთა გემზე ასვლაში, ისე რომ არ შეუმოწმებიათ, რას ატარებდა თან. ამჟამად წმინდა ნაწილები ინახება წმინდა ეკატერინეს ტაძარში ათენში.
ნიქოზიაში, კაიმაკლის რაიონში, აშენებულია დიდებული ტაძარი წმინდა მოწამე პოლიდორის სახელზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი