წმინდა დიმიტრი ძვირფასი ავეჯის დურგალი იყო და ხშირად უწევდა თურქებთან ურთიერთობა. ერთხელაც თურქებმა ძალით სცადეს ქრისტიანის გამუსლიმანება,
რაზეც წმინდა დიმიტრიმ უარი განუცხადა. მაშინ მას ისლამის შეურაცხყოფა დააბრალეს და შეკრული ყადთან მიიყვანეს. ყადის ბრძანებით ის სასტიკად აწამეს, მაგრამ მის ქრისტესადმი სიყვარულს ვერაფერი ავნეს. 1564 წლის 19 მარტს წმინდა დიმიტრი დურგალს თავი მოჰკვეთეს.
ლიტერატურაში არსებობს უთანხმოება წმინდანის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით. ათენის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტო (პაპადოპულოსი) თავის წიგნში "ახალმოწამენი" მოგვითხრობს დიმიტრი ტორნარაზე (გვ. 26), რომელიც დასაჯეს 1564 წლის 19 მარტს, და დიმიტრი ტურნარაზე (გვ. 34), რომელმაც მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო 1654 წლის 14 მარტს. "ბერძნულ რელიგიურ და ქრისტიანულ ენციკლოპედიაში" (ტ. 2. გვ. 1227) ნახსენებია დიმიტრი ტორნარა, რომელმაც იწამა 1654 წლის 19 მარტს. წმინდა ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტიროლოგიონში" და წინამძღვარ ვ. მათეუს მიერ შედგენილ "დიდ სინაქსარისტში" საუბარია დიმიტრი ტორნარაზე, რომელსაც თავი მოჰკვეთეს 1564 წლის 19 მარტს. ჩანს, რომ საუბარია ერთსა და იმავე წმინდანზე, და მისი წამების დროსთან დაკავშირებით რამდენიმე მკვლევარმა დაუშვა შეცდომა.
რადგანაც მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომ (პაპადოპულოსი) ადარებს დიმიტრი ტორნარას წამებას იოანე კულიკის წამებას, რომელმაც იწამა 1564 წლის 8 (ან 18) აპრილს, და რომელიც ასევე ნახსენებია წმინდა ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტიროლოგიონში" (გვ. 59), დიმიტრი ტორნარას გარდაცვალების სწორ თარიღად უნდა ჩაითვალოს 1564 წლის 19 მარტი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი