ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
დაიბადა დაახლოებით 494 წელს, იყო გვინედის სამეფო ოჯახის წევრი: მეფე ოუენ დარუინის ძე და მეფე კინლასის ძმა როსში (უელსის ჩრდილოეთში), ასევე მეფე ეინიონის ძმა ლლინში (ნახევარკუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთში).
დიდი ხნის განმავლობაში სეირიოლი ცხოვრობდა განდეგილად სენაკში, რომელიც მდებარეობდა პენმონის დასახლებაში, ანგლსის აღმოსავლეთ ნაწილში. თავის ჭაში ის ნათლავდა მათ, ვინც ქრისტეს მიმართავდა (სენაკიც და ჭაც დღემდეა შემორჩენილი.) გადმოცემის თანახმად, კვირაში ერთხელ ის მიდიოდა შესახვედრად თავის მეგობართან წმინდა კიბისთან, რომელიც ცხოვრობდა რომაულ კედლებთან ჰოლიჰედში კუნძულის დასავლეთით, და ისინი ლოცვით შემოუვლიდნენ ანგლსის. წმინდანები ხვდებოდნენ და შორდებოდნენ კუნძულის ცენტრში. ამასთან, კიბი დილით მიდიოდა აღმოსავლეთისკენ, საღამოთი კი ბრუნდებოდა დასავლეთისკენ და ამგვარად მუდამ მზისკენ იყო მიბრუნებული, და მას კიბი შავგრემანს უწოდებდნენ (Cybi the Tanned), რადგან მისი სახე ყოველთვის გარუჯული იყო; სეირიოლი კი, რომელიც საპირისპირო მხარეს მიდიოდა, მუდამ ზურგით იყო მზისკენ მიბრუნებული, და მას სეირიოლ ნათელს უწოდებდნენ (Seiriol the Fair).
წმინდა სეირიოლის მოწაფეებმა პენმონთან ახლოს ააშენეს სავანე, რომელსაც ღირსი მამა განაგებდა. მოგვიანებით ის გახდა უელსის ცნობილი კუნძულოვანი სამონასტრო ცენტრი და აყვავებული იყო 971 წლამდე, ვიდრე ვიკინგებმა არ გაანადგურეს.
სიცოცხლის ბოლოს სეირიოლი განმარტოვდა პატარა კუნძულზე, რომელსაც ამჟამად ინის-ლანოგი (ამჟამად ინის-სეირიოლი) ეწოდება ანგლსის მახლობლად, სადაც მეუდაბნოეს ღვაწლი იტვირთვა და აქვე დააარსა პატარა მონასტერი. წმინდა სეიროლი მშვიდობიანად გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.
აქვე წაიკითხეთ: ღმერთის მოშიში სეირიოლი და კიბი ანგლსიელი
ხატის წყარო: Святые Сейриол и Киби Англсийские
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი