წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
ხსენების დღე 1 ივლისი (სუროჟ., რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, ბერძ.)
ცნობები წმინდანის შესახებ უკიდურესად მწირი და არეულია.
მრავალი გადმოცემის თანახმად, ეპისკოპოსი-მისიონერი სერვანი ან სერფი მეგობრობდა წმინდა კენტიგერნ გლაზგოელთან - შოტლანდიის ერთ-ერთ უმთავრეს განმანათლებელთან. ლეგენდის თანახმად, წმინდა სერფმა შეიფარა ტანეუ (კენტიგერნის დედა) და ახალშობილი ჩვილი, მონათლა ისინი და სახელები უბოძა. გახდა კენტიგერნის პირველი მოძღვარი და აღმზრდელი და უბოძა მას სათუთი სახელი მუნგო. წმინდა კენტიგერნმა გააცოცხლა მოკლული გულწითელა ჩიტი, რომელიც წმინდა სერფს ეკუთვნოდა.
დააარსა მონასტერი კუნძულზე ლოხ-ლევენის ტბაში (ამჟამად პერთ-ენდ-კინროსის საგრაფოში შოტლანდიაში), სადაც დარჩა შვიდი წლის განმავლობაში. მოგვიანებით წმინდანის პატივსაცემად კუნძულს სენტ-სერფს-ინჩი ეწოდა.
ლეგენდის თანახმად, წმინდა სერფმა თავისი კვერთხის დახმარებით დაამარცხა ეშმაკი დრაკონის სახით დუნინგის დასახლებაში.
წმინდა სერფის თაყვანისცემის ცენტრად ითვლებოდა სოფელი კულენ-როსი (ამჟამად კალროსი ფაიფის საგრაფოში), სადაც, შესაძლოა, წმინდანმა ასევე დააარსა მონასტერი. თუმცა, სხვა ვერსიით ეს სავანე დაარსებული იყო სხვა ეპისკოპოსი-მისიონერის - წმინდა ტერნან შოტლანდიელის მიერ.
წმინდა სერფი გარდაიცვალა დაახლოებით 583 წელს და დაკრძალულ იქნა კალროსის მონასტერში.
ანაქრონიზმად ითვლება ცნობები იმის შესახებ, რომ წმინდა სერვანი ეპისკოპოსად აკურთხა წმინდა პალადიუსმა (ეს უკანასკნელი იყო ეპისკოპოსი-მისიონერი ირლანდიასა და შოტლანდიაში V საუკუნეში), ქადაგებდა ორკნეის კუნძულების შოტლანდიელებს შორის და იყო წმინდა ნინიან უინთჰორნელის თანამოღვაწე.
სურათზე: ქალაქი კარლოსი, რომელიც დაარსა წმინდა სერვანმა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი