წმ. თეოდორე ტარსელი, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი (+ 690) - ხსენება 19 სექტემბერს (02 ოქტომბერი).
წმ. თეოდორე ტარსელი, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი (+ 690) - ხსენება 19 სექტემბერს (02 ოქტომბერი).
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ... ჩვენმა მამებმა მოისმინეს პატარა ქოხიდანაც და სამეფო დარბაზშიც ზღვის იქიდან მომავალი საყვირის ხმა... ჩვენმა მამებმა შეინახეს მიღებული რწმენა, წმინდანთა მიერ ქადაგებული, წმინდანთა მიერ აღიარებული, წმინდანთა მიერ თავიანთი სიკვდილით დაცული.

ტ.ა. ლეისი (1853-1931)

მართლმადიდებლური ქრისტიანობისთვის ეპისკოპოსი არის ქრისტეს ხატი, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. მძიმე ჯვარი, რომელსაც ის ატარებს, მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და დიდ მსხვერპლს. ერთი მხრივ, ეპისკოპოსს უნდა უყვარდეს ლოცვა და ასკეტური ცხოვრება, რომელიც ხელს უწყობს ლოცვის განვითარებას. მეორე მხრივ, მას უნდა გააჩნდეს ცოდნა, იყოს განათლებული, ჰქონდეს სულიერი გამოცდილება, და თავისი მართლმადიდებლური რწმენა გამოხატოს მწყემსის ტაქტიანი სიყვარულით. მას ასევე უნდა ჰქონდეს ორგანიზატორული და ადმინისტრაციული უნარები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას უნდა უყვარდეს ღმერთი მთელი გულით (ლოცვა), მთელი სულით (მოქმედებაში მოყვანილი რწმენა) და მთელი გონებით (ორგანიზება), როგორც ნათქვამია მათეს სახარებაში (22:37). როგორც ეპისკოპოსმა, მან უნდა მიაღწიოს სრულყოფილებას. ამით აიხსნება, მაგალითად, ის, თუ რატომ არ ხდებიან ხშირად კარგი და თუნდაც წმინდა ბერები კარგი ეპისკოპოსები: მათ ჩვეულებრივ ან არ გააჩნიათ ადმინისტრაციული უნარები, ან არ აქვთ სამწყსო გამოცდილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეპისკოპოსი არის მეცნიერი, მაგრამ არ აქვს ორგანიზატორული უნარები, არ ეწევა სულიერ ცხოვრებას; ან ეპისკოპოსი არის ბიუროკრატი, სახელმწიფოს სტავლენიკი. სამწუხაროდ, ეს გავრცელებული მოვლენაა ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ჩვენს დროში. ასეთი ეპისკოპოსი მართავს ეპარქიას როგორც სააქციო საზოგადოებას, ქმნის სულიერ ვაკუუმს, გამხმარი ლეღვის ხის მსგავსს.

ეპისკოპოსები, რომლებსაც გააჩნიათ ყველა საჭირო ნიჭი: მლოცველები, კარგი მწყემსები და ადმინისტრატორები, რომლებიც აერთიანებენ სულიერს და პრაქტიკულს წინააღმდეგობების გარეშე - უმეტესწილად არიან წმინდანები ან ეკლესიის მამები. საკმარისია გავიხსენოთ წმინდა ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი ავგუსტინე იპონიელი, წმინდა გრიგოლ დიალოგოსი ან - აღმოსავლეთში - წმინდა ათანასე დიდი, აგრეთვე სამი დიდი მღვდელმთავარი: ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ინგლისის საეკლესიო ისტორიაში კენტერბერის კათედრამაც წარმოშვა სამი დიდი იერარქი და ინგლისის ეკლესიის მიტროპოლიტი: წმინდა ავგუსტინე, ანგლების მოციქული († 604), თეოდორე ტარსელი (602-690) და დუნსტან კენტერბერიელი (909-988). თითოეულმა მათგანმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ინგლისის ეკლესიის ისტორიის და ეროვნული ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებში.

წმინდა ავგუსტინემ (ხსენება 27 მაისს), თავმდაბალმა ბერმა, დააფუძნა ეკლესია ანგლების ხალხში, მაგრამ ინგლისში შედარებით ცოტა ხანს იცხოვრა, ვერ მოასწრო კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საეკლესიო ცხოვრების განვითარება და წარმართობის დაძლევა სხვა ანგლებს შორის ან შორეული, იზოლირებული კელტების ეთნიკური მტრობის დასრულება.

წმინდა დუნსტანი (ხსენება 19 მაისს), ასკეტი-მჭვრეტელი და ამავდროულად სახელმწიფო მოღვაწე იყო, აღადგინა სამონასტრო ცხოვრება და სწავლულობა ინგლისში ვიკინგების თავდასხმების შემდეგ, იყო მაშინ აყვავებული ინგლისური ხელოვნებისა და არქიტექტურის მფარველი, აკურთხა მთელი ინგლისის პირველი მეფე წმინდა ედგარ მშვიდობისმყოფელი, რომელმაც შეარიგა ყველა კელტური ხალხი ამ კუნძულებზე.

მაგრამ ჩვენი თხრობა ეხება წმინდა თეოდორეს (ხსენება 19 სექტემბერს) შესანიშნავ ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ეროვნებით ბერძენისა, რომელიც ჩავიდა ინგლისის ლათინურ ეკლესიაში, გააერთიანა საქსები და კელტები და ამით ხელი შეუწყო მთელი ჩრდილო-დასავლეთ ევროპის განათლებას ქრისტეს ნათლით.

დაახლოებით 600 წლის შემდეგ აღმოსავლელი და დასავლელი ქრისტიანები, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ საერთო რწმენა ქრისტეში, იშვიათად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან (გამონაკლისი იყო მხოლოდ იტალია). ქრონისტები ახსენებენ მხოლოდ ოთხ ბერძენ სასულიერო პირს, რომლებიც სტუმრობდნენ ინგლისს, თუმცა მათი რიცხვი, ალბათ, მეტი იყო: უთუოდ ინგლისში მოღვაწეობდნენ ბერძენი მხატვრები, რომლებიც ამშვენებდნენ ტაძრებს. მალმსბერიში, როგორც ჩაწერილია მატიანეებში, ცხოვრობდა ბერძენი ბერი კონსტანტინე. ელიში იყო ბერძენი ეპისკოპოსი, დაახლოებული წმინდა ედგარის სამეფო კართან (("The Liber Eliensis"-ის თანახმად). ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 983 წელს, ინგლისში ქადაგებდა განდეგილი ანტიოქიიდან წმინდა სვიმეონი. მეოთხე ბერძენი, რომელიც ცხოვრობდა ინგლისში, ყველაზე გამორჩეული, იყო წმინდა თეოდორე კენტერბერიელი, ბრიტანეთის მიტროპოლიტი.

მაშ ვინ იყო ის და რა იყო მისი საქმენი?

წმინდა თეოდორე წარმოშობით იყო ქალაქ ტარსიდან, პავლე მოციქულის სამშობლოდან (ახლა ეს თანამედროვე თურქეთის სამხრეთია, დაახლოებით 100 მილში კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან). ის დაიბადა, სავარაუდოდ, 602 წელს, და 30 წლისაც არ იქნებოდა, როდესაც ის შეიტყობდა არაბების მიერ ანტიოქიის დაპყრობის შესახებ. მისი მშობლიური ქალაქი დაეცა 661 წლამდე და მოექცა ომეიადების დინასტიის ხალიფების ძალაუფლების ქვეშ. ცნობილია, რომ წმინდა თეოდორემ განათლება მიიღო ათენში, იყო გათვითცნობიერებული საერო და საღვთისმეტყველო მეცნიერებებში, ერკვეოდა მათემატიკასა და ასტრონომიაში და, რა თქმა უნდა, იცოდა ლათინური. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, როდის გადავიდა ის რომში. ათასობით ბერძენი იმ დროს სახლდებოდა იტალიაში, განსაკუთრებით რომში, გაურბოდნენ რა მუსულმან დამპყრობლებს და დევნას ერეტიკოს-მონოფილიტების მხრიდან, რომლებსაც პოლიტიკური მოსაზრებებით მხარს უჭერდა იმპერატორი ირაკლი.

კენტერბერის კათედრა ცარიელი იყო და პაპი ვიტალიანი ეძებდა მისთვის შესაფერის კანდიდატს. პაპი თვლიდა, რომ იქ, ბრიტანეთში, აუცილებელი იყო სწავლული ბერის გაგზავნა, რომელსაც შეეძლო შეერიგებინა მისი ხალხები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ ქრისტიანობისადმი. თავდაპირველად მისი არჩევანი შეჩერდა ადრიანზე, ბერზე ბიზანტიური აფრიკიდან, ბერძნულენოვანი ნეაპოლის მახლობლად მდებარე მონასტრის წინამძღვარზე. მაგრამ ადრიანმა უარი თქვა. მაშინ პაპმა იფიქრა მღვდელმონაზონ ანდრიაზე, მაგრამ მასაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. აქ მან მიაქცია ყურადღება ხანდაზმულ ბერძენ ბერს თეოდორეს, რომელმაც მიიღო მისი შეთავაზება. პაპმა სთხოვა ადრიანს წასულიყო თეოდორესთან ერთად ბრიტანეთში. შესაძლოა, წმინდა თეოდორემ თვითონ ითხოვა, რომ ადრიანი წასულიყო მასთან ერთად. არსებობს ვარაუდი, რომ ადრიანმა იცოდა ორი ენა და ეკუთვნოდა ორ კულტურას, ამიტომ ადვილად შეეძლო გამხდარიყო თეოდორეს მრჩეველი და დახმარებოდა მას გაეგო, უნდა შემოეღო თუ არა რაიმე ბერძნული ჩვეულებები, თუ ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებები შეაშფოთებდა ახალმოქცეულ ანგლებს. ეს ხანდაზმული ბერი-ბერძენი კილიკიიდან ხელდასხმულ იქნა იპოდიაკვნად, დაელოდა ოთხი თვე, სანამ მისი თმები გაიზრდებოდა რომაული ტონზურისთვის[1], და დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმის შემდეგ პაპმა აკურთხა იგი ეპისკოპოსად. ეს მოხდა კვირას, 668 წლის 26 მარტს, ხარების დღესასწაულის მეორე დღეს. და ორივე - თეოდორე და ადრიანი - უკვე მეორე დღეს გაემგზავრნენ ინგლისში კიდევ ერთ ბერთან - ინგლისელთან, სახელად ბენედიქტ ბისკოპთან ერთად, რომელსაც მოუწევდა მონასტრის დაარსება უირმუთში შორეულ ნორთუმბრიაში და რომში სამჯერ პილიგრიმობა. უეჭველია, ბენედიქტ ბისკოპმა ასწავლა მათ ძველი ინგლისური ენა და უამბო ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინგლისის მიწაზე. გზად მათ გაიარეს მარსელი, არი და პარიზი. პარიზში ისინი შეხვდნენ წმინდა აგილბერტს, ყოფილ ეპისკოპოსს დორჩესტერ-თემზაზე ინგლისში († 685; ხსენება 11 ოქტომბერს; შემდგომში გახდა პარიზის ეპისკოპოსი). წმინდა თეოდორემ, რა თქმა უნდა, დიდი სარგებელი მიიღო ამ შეხვედრისგან, შეიტყო რა ბევრი ახალი რამ ინგლისის ქრისტიანობის შესახებ. მოგზაურები ჩავიდნენ კენტერბერიში გამგზავრებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ - 669 წლის 27 მაისს. ახალი მთავარეპისკოპოსი უკვე 67 წლის იყო. კენტერბერის კათედრა ვაკანტური იყო უკვე მინიმუმ ხუთი წელი. მთელ ინგლისში მაშინ იყო, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, მხოლოდ ოთხი ეპისკოპოსი.

21 წლის განმავლობაში წმინდა თეოდორეს მოუწიაა რადიკალურად შეეცვალა უიმედოდ მყოფი მდგომარეობა ინგლისის ეკლესიაში. წმინდა თეოდორეს ერთ-ერთი პირველი ქმედება (დაახლოებით 671 წელს) იყო ინგლისელი ბენედიქტ ბისკოპის დანიშვნა წმინდა პეტრეს მონასტრის წინამძღვრად კენტერბერიში. ხანდაზმულმა წმინდა თეოდორემ ადრიანის თანხლებით ცხენით მოიარა ყველა ინგლისური სამეფო და ეპარქია, წარმატებას მიაღწია ადგილობრივ მმართველებთან კარგი ურთიერთობების დამყარებაში, თავისი საეკლესიო ხელისუფლების განმტკიცებაში, ეკლესიის პრობლემების შესწავლაში ადგილებზე, სწავლებაში, რითაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება. არც ანგლი, არც საქსი, არც კელტი, არც რომელიმე ინგლისური მეფის ქვეშევრდომად დაბადებული, წმინდა თეოდორემ შეძლო მოეპოვებინა ინგლისელების პატივისცემა და მორჩილება. ახალგაზრდები მიისწრაფოდნენ კენტერბერიში, რომ აქ ესწავლათ. წმინდა თეოდორემ გაიცნო ზოგიერთი ეპისკოპოსი, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ, მაგალითად უილფრიდ იორკელი, რომელმაც გალიაში ისწავლა, და ჩედ ლიჩფილდელი, რომელიც კელტურ ტრადიციაზე იყო განსწავლული, რომელიც იმდენად თავმდაბალი იყო, რომ ყოველთვის ფეხით გადაადგილდებოდა, სანამ თეოდორემ არ აიძულა, რომ ცხენით ემგზავრა. წმინდა თეოდორე მოქმედებდა.

669 წელს მან შეასრულა თავისი პირველი საეპისკოპოსო ხელდასხმა - პუტტაზე, არაჩვეულებრივად მაღალი სულიერი ცხოვრების ბერზე, რომელიც გახდა როჩესტერის ეპისკოპოსი, რომლის კათედრაც დიდხანს ცარიელი იყო ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების შემდეგ. არანაკლებ წმინდა ცხოვრების ბერი, სახელად ბიზი, გახდა აღმოსავლელ ანგლთა ეპისკოპოსი კათედრით ქალაქ დანვიჩში. ოთხი წლის შემდეგ ბიზი დაავადდა, და წმინდა თეოდორემ მის ნაცვლად ხელი დაასხა ორ ეპისკოპოსს: ეკკის დანვიჩში - სამხრეთელი ანგლების ხალხზე (საფოლკი) და ბედვინს ელმჰემში - ჩრდილოელი ანგლების ხალხზე (ნორფოლკი). 670 წელს წმინდა თეოდორემ ხელი დაასხა ელევთერიუსს, აგილბერტ პარიზელის დისწულს, დორჩესტერ-თემზას ეპისკოპოსად. წმინდა ჩედის გარდაცვალების შემდეგ (672) წმინდა თეოდორემ დანიშნა უინფრიდი, წმინდა ჩედის დიაკონი, მერსიელთა ეპისკოპოსად კათედრით ლიჩფილდში. 673 წლისთვის მთავარეპისკოპოს თეოდორეს უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული სიტუაცია ინგლისში, როგორც საეკლესიო, ისე საერო, რომ მოეწვია პირველი საერთოინგლისური საეკლესიო კრება ჰერტფორდში.

ამგვარად, ინგლისში ჩასვლიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, მან შეძლო ამ ისტორიული, თუმცა მასშტაბით საკმაოდ მოკრძალებული შეხვედრის ორგანიზება. ისტორიული იმიტომ, რომ ეს იყო პირველი საერთო-ეროვნული კრება ინგლისის ისტორიაში, რომელსაც ესწრებოდნენ ეპისკოპოსები სხვადასხვა ინგლისური სამეფოებიდან, რომლებიც ხშირად არ ურთიერთობდნენ ან სულაც მტრობდნენ ერთმანეთს. ამ კრებით წმინდა თეოდორემ, შესაძლოა თვითონაც ვერ აცნობიერებდა ამას, ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ გაერთიანებას. 673 წლის 24 სექტემბერს მღვდელმთავარმა შეკრიბა ინგლისის ეპისკოპოსები და მათი ამალა და სთხოვა მათ ეთათბირათ სრული თანხმობით ერთმანეთთან "ეკლესიაში ერთიანობის შენარჩუნებისთვის". მთავარეპისკოპოსის გარდა, კრებას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები ბიზი, პუტა, ელევთერი, ვინფრიდი და ეპისკოპოს ვილფრიდის წარმომადგენლები. კრების მიერ შემუშავებული ათი დადგენილება, ღირსი ბედას წყალობით, ჩვენამდე მოაღწია. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა აღდგომის ერთობლივ დღესასწაულობას. ეს საკითხი იყო უთანხმოების მიზეზი უიტბის კრებაზე, რომელიც ათი წლით ადრე ჩატარდა. მეორე დადგენილება ეხებოდა სამონასტრო მორჩილებას, მესამე - ქორწინებასა და განქორწინებას, ხოლო დანარჩენი ყველა - დისციპლინას ეპისკოპოსთა შორის. მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდა თეოდორემ დალოცა კრებების ჩატარება ყოველწლიურად 1 აგვისტოს ადგილზე, სახელწოდებით Clovesho, - მისი მდებარეობის დადგენა ახლა შეუძლებელია. პირველი კრება კი, სავარაუდოდ, ჩატარდა ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდში; თუმცა, სხვა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის გაიმართა ნორთჰემპტონშირის საგრაფოს ბრიქსუორდში, სადაც დღემდე დგას ნაწილობრივ შემორჩენილი მშვენიერი VII საუკუნის ბაზილიკა-ეკლესია.

ეჭვგარეშეა, რომ მღვდელმთავარს სურდა ინგლისის შეკრებილ ეპისკოპოსებში ჩაენერგა საერთოობის, ერთიანობისა და თანხმობის სული. ამ კრების ყველა გადაწყვეტილება ჩაიწერა წმინდა თეოდორეს თანაშემწე-ნოტარიუსის, სახელად დიდილის მიერ და სრულდებოდა შემდეგი სიტყვებით: "დაე, დაგვიფაროს ღვთის მადლმა. მე, მცხოვრები მისი ეკლესიის ერთობაში - სრულ უსაფრთხოებაში [ხელმოწერა]". ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ წმინდა თეოდორემ იცოდა როგორც ინგლისის ეკლესიის შიგნით არსებული გარკვეული დაძაბულობის შესახებ, ისე იმის შესახებ, რომ ეპარქიები, საიდანაც ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები, ეკუთვნოდათ წვრილ სამეფოებსა და კლანებს. წმინდანმა იცოდა გმირული, მაგრამ რთული ხასიათის მქონე ეპისკოპოს ვილფრიდის შესახებ (რომელიც არ ჩამოვიდა კრებაზე, მაგრამ გამოგზავნა თავისი წარმომადგენლები), და იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქსების ეპისკოპოსი ვინი, რომელიც ასევე არ გამოცხადდა კრებაზე, დამნაშავე იყო სიმონიაში; იცოდა ეპისკოპოს ჩედის სიმარტივე და თავმდაბლობა, რომელიც მან ხელახლა აკურთხა მისი პირველი ხელდასხმის არაკანონიკურობის ეჭვის გამო (ის გარდაიცვალა 672 წელს). წმინდანმა იცოდა, როგორი იყო ეპისკოპოსი ვინფრიდი, რბილი პუტა, ღვთისმოსავი ბიზი; იცოდა, როგორი იყო ელევთერი, რომელსაც ის, შესაძლოა, პირველად შეხვდა პარიზში ეპისკოპოს აგილბერტთან. ასეთი განსხვავებული ხასიათების მქონე ადამიანების გაერთიანება მხოლოდ წმინდა თეოდორეს შეეძლო, რითაც უზრუნველყო ერთიანობა საერთო-ეროვნულ დონეზეც. მასზე ადრე არსებული წმინდა ავგუსტინე იყო მკაცრად რომაული და არასაკმარისად გამოცდილი იმისთვის, რომ ერთიანობამდე მიეყვანა ასეთი განსხვავებული ხალხებისა და შეხედულებების წარმომადგენლები. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ წმინდა ავგუსტინეს, წმინდა თეოდორესგან განსხვავებით, არ ჰქონდა იმდენად ფართო შეხედულებები, რომ მიეღწია კავშირისთვის კელტ ეპისკოპოსებთან და დაეძლია მათი რასობრივი მტრობა[2]. ხოლო თეოდორე, ბერძენი იქნებოდა რა, იყო ღვთისმოსავი, ხანდაზმული, გამოცდილი ცხოვრებისეულ საქმეებში, მოქნილი ტრადიციების საკითხებში, მაგრამ უჩვეულოდ მტკიცე მართლმადიდებლობაში. ის ფაქტი, რომ წმინდა თეოდორე, 66 წლის ასაკში, დათანხმდა შეეცვალა თავისი ტონზურის ფორმა ცალკეული ეკლესიის კეთილდღეობისთვის, ამას ადასტურებს. წმინდა თეოდორე იღებდა ყველას - მოკრძალებული ასკეტი ჩედიდან ამბიციურ ვილფრიდამდე - ეპისკოპოსის ხარისხის სიმაღლისა და იმ ძალაუფლების შეგრძნებით, რომლითაც აღიჭურვებიან მღვდელმთავრები.

ჰერტფორდის კრების შემდეგ და ჩვენთვის უცნობ ადგილას (Clovesho) ყოველწლიური კრებების ტრადიციის დამკვიდრების შემდეგ, წმინდა თეოდორემ გააგრძელა ახალი ეპისკოპოსების ხელდასხმა, შექმნა რა ამგვარად ეპარქიების პირველი ნამდვილი სისტემა ინგლისში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ როჩესტერისა და აღმოსავლეთ ინგლისის ვაკანტურ კათედრებზე დანიშვნების შესახებ, იმის შესახებ, რომ მან აკურთხა ელევთერი დორჩესტერში და ხელახლა აკურთხა ჩედი ლიჩფილდში მერსიელთა ეპისკოპოსად, ასევე დააარსა ორი ახალი ეპარქია აღმოსავლეთ ინგლისში და აკურთხა ვინფრიდი ჩედის გარდაცვალების შემდეგ. თავის დროზე მან დანიშნა კიდევ ერთი მერსიელთა ეპისკოპოსი - წინამძღვარი საქსვულფი. 676 წელს, ვინის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა თეოდორემ აკურთხა ჰედა ვინჩესტერის ეპისკოპოსად.

როდესაც მერსიელებმა გაანადგურეს კენტის სამეფო, როჩესტერის ეკლესია გაძარცვეს, ხოლო ეპისკოპოს პუტას მოუწია გაქცევა. ის დაინიშნა ახლადშექმნილ ჰერეფორდის კათედრაზე; მის შემდეგ ეპისკოპოსი გახდა კუიკელმი, ხოლო მოგვიანებით - გებმუნდი. ელევთერის გარდაცვალების შემდეგ თემზაზე-მდებარე-დორჩესტერის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს ეტლას. და ბოლოს, აღმოსავლეთ საქსებმა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მიიღეს ეპისკოპოსი, რომლის კათედრაც ლონდონში მდებარეობდა[3]. ის გახდა წმინდა ერკენვალდი, რომლის კათედრაც სიტიში იყო. ეს იყო დიდი წმინდანი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ლონდონის მნათობი".

670-იანი წლების ბოლოს, როდესაც მეფე ეგბერტმა განდევნა ეპისკოპოსი ვილფრიდი მისი ვრცელი ეპარქიიდან, მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ ისარგებლა ამით, რათა დაეარსებინა ახალი, ზომით მცირე ეპარქიები. ბოზა გახდა იორკის ეპისკოპოსი[4], ხოლო ეტა - თავდაპირველად ჰექსემის, შემდეგ კი ლინდისფარნის ეპისკოპოსი. ორივე მათგანი იყო ბერი. ედჰედი გახდა ლინდსის (ლინკოლნის) ეპისკოპოსი. სამივე ეს ეპისკოპოსი ნაკურთხი იყო იორკში. მოგვიანებით წმინდა თეოდორემ აკურთხა კიდევ ორი ეპისკოპოსი: ტუნბერტი ჰექსემის ეპარქიისთვის (ეტა გადავიდა ლინდისფარნში) და ტრუმვინი აბერკორნის ეპარქიისთვის. ხოლო 685 წლის აღდგომას წმინდა თეოდორემ კიდევ ექვს ეპისკოპოსთან ერთად აღასრულა ქიროტონია ეპისკოპოსად ინგლისის უსაყვარლეს წმინდანზე - წმინდა კუტბერტზე, "მთელი ბრიტანეთის სასწაულმოქმედზე". წმინდა კუტბერტი თავდაპირველად გახდა ჰექსემის ეპისკოპოსი, ხოლო მალევე - ლინდისფარნის ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი ეტა დაბრუნდა ჰექსემში, ხოლო წმინდა კუტბერტი გადაიყვანეს ლინდისფარნში. როდესაც ეპისკოპოსი ეტა გარდაიცვალა 686 წელს, სხვა დიდი წმინდანი, იოანე ბევერლიელი, გახდა ეპისკოპოსი ჰექსემის ეპარქიაში.

ჰერტფორდის კრებას მხოლოდ ხუთი ეპისკოპოსი ესწრებოდა, მათ შორის თეოდორეც, ეპისკოპოსი ვინი (რომელიც სიმონიაში იყო დამნაშავე) და ეპისკოპოსი ვილფრიდი არ იყვნენ. 670-იანი წლების ბოლოსთვის ინგლისში უკვე თორმეტი ეპისკოპოსი იყო, რომელთაგან ბევრს წმინდანთა კალენდარში ვხედავთ. წმინდა კუტბერტის (†687; ხსენება 20 მარტს), ერკენვალდის (†693; ხსენება 30 აპრილს) და იოანეს (†721; ხსენება 7 მაისს) გარდა, ეპისკოპოსები ეტა (ხსენება 26 ოქტომბერს; მისი ნაწილები, სავარაუდოდ, ჰექსემის ეკლესიაშია), ბოზა (†705; ხსენება 9 მარტს) და ტრუმვინი (†704; ხსენება 10 თებერვალს) ასევე შეტანილნი არიან კალენდარში. წმინდანად არის შერაცხული წმინდა თეოდორეს მთავარი თანაშემწე და თანამებრძოლი, კენტერბერიელი წინამძღვარი ადრიანი (†710; ხსენება 9 იანვარს). ეს ჭეშმარიტად განსაკუთრებულია. ყველა ეს ეპისკოპოსი აღიზარდა, მომზადდა და განსწავლა ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ წმინდა პეტრეს სახელობის სამონასტრო სემინარიაში კენტერბერიში. მთავარეპისკოპოსი ხელს უწყობდა სხვა, ახალი სულიერი განათლების ცენტრების შექმნას. აშკარაა, რომ წმინდა თეოდორემ შთააგონა წმინდა ბენედიქტე უირმუტელი, რომელმაც იტალიიდან ბევრი ხატი და წიგნი ჩამოიტანა ინგლისში. წმინდა ბენედიქტე, რომლის ცხოვრებაც აღწერა წმინდა ბედა ღირსმა, მთელ ინგლისში იყო პატივცემული. ის გარდაიცვალა 689 წელს 61 წლის ასაკში, მისი ხსენების დღეა 12 იანვარი. წმინდა თეოდორე ეხმარებოდა წმინდა იღუმენია ჰილდას უიტბიში; მისმა ორმაგმა მონასტერმა ხუთი ეპისკოპოსი მოამზადა, რომელთაგან სამი წმინდანია: იოანე, ბოზა და ვილფრიდი[5]. წმინდა ჰილდას უწოდებენ "ინგლისელი ხალხის იღუმენიას". ის უფალთან გადავიდა 680 წელს, მისი ხსენების დღეა 17 ნოემბერი.

წმინდა თეოდორეს მღვდელმთავრული ძალისხმევა ნაყოფს იძლეოდა მისი გარდაცვალების შემდეგაც. კენტერბერიის სტუდენტ-ბერებიდან, რომელთა რიცხვი მრავალი იყო, ზოგიერთი VIII საუკუნეში ეპისკოპოსი გახდა, მაგალითად, წმინდა ალდჰელმი. თეოდორეს მოწაფეები კვლავ საუბრობდნენ ბერძნულად VIII საუკუნეში, როგორც მაგალითად, როჩესტერის ეპისკოპოსი ტობია. ირლანდიელი ბერებიც კი ჩამოდიოდნენ სასწავლებლად კენტერბერიში. ღირსი ბედა ვალდებულია თავისი განათლებისთვის იმ განმანათლებლობის წინაშე ჩრდილოეთში, რომელიც მზრუნველი წმინდა თეოდორეს კურთხევითა და მოწონებით წარიმართებოდა. იგივე შეიძლება ითქვას სწავლულ კენტერბერიის მთავარეპისკოპოს წმინდა ტატვინზე (731-735) და იმ წმინდანებზე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მისიებს ევროპაში ადგილობრივი ხალხების გაქრისტიანებისთვის: ასეთ წმინდანებს მიეკუთვნებიან ბონიფაციუსი და ვილიბრორდი. და ყველა ეპისკოპოსი, რომელიც წმინდა თეოდორემ აკურთხა, იყო ბერი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს ტრადიცია გრძელდებოდა ინგლისში 1066 წლამდე, მაშინ როცა ევროპაში იყო შემთხვევები როგორც XI საუკუნემდე, ისე შემდეგაც (თუმცა უკვე არც ისე ხშირად), როდესაც დაქორწინებულები ხდებოდნენ ეპისკოპოსებად[6].

მთელი ინგლისის მთავარეპისკოპოსი მშვიდობისმყოფელიც იყო. მან შეარიგა მეფეები ეგფრიდი და ეთელრედი ტრენტის მდინარესთან ბრძოლის შემდეგ 679 წელს, დაარწმუნა რა ისინი უარი ეთქვათ შურისძიებაზე, რომელიც დამღუპველია მთელი ჩრდილოეთისთვის - კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენს შრომობდა წმინდანი ეროვნული ერთიანობის განსამტკიცებლად. სიცოცხლის ბოლოს, 686 წელს, წმინდა თეოდორე თავად შეურიგდა წმინდა ვილფრიდს ლონდონში. ორივე მათგანი შემდგომში კანონიზებულ იქნა, აღიარებულ იქნა ეკლესიის მიერ ღვთის რჩეულებად (წმინდა ვილფრიდის ხსენება აღინიშნება 12 ოქტომბერს).

წმინდა თეოდორე აგრძელებდა საეკლესიო კრებების საქმიანობას. ის იწვევდა არა მხოლოდ ჰერტფორდის კრებას და ყოველწლიურ კრებებს კლოვშოში; ცნობილია ასევე ცალკეული ეპარქიების ადგილობრივი კრებების შესახებ, მაგალითად ბურფორდში 679 წელს და ტვაიფორდში, მდინარე ალნთან, ჩრდილოეთში, 684 წელს. თუმცა ყველაზე შესანიშნავი აღმოჩნდა კრება ჰეტფილდში 679 წლის 17 სექტემბერს. კრება მოწვეულ იქნა მონოფილიტური ერესის დასაგმობად, რომელსაც წმინდა თეოდორე კარგად იცნობდა. წმინდა ბედას სიტყვებით, "ბრიტანეთის კუნძულის ეპისკოპოსები შეიკრიბნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის დასამტკიცებლად". ამ კრების მამებმა დაადასტურეს პირველი ხუთი მსოფლიო კრების რწმენა (VI მსოფლიო კრება ჯერ არ იყო მოწვეული), აგრეთვე ის, რომ ღმერთი არის "ერთარსი სამება, და ერთობა სამებაში, ანუ ერთი ღმერთი არსებობს სამ ერთარს პირში, თანაბარი დიდებითა და თანაბარი პატივით"[7]. ასე რომ მაშინდელ რომის პაპს აგათონს შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ რწმენა შორეულ ბრიტანეთის ეკლესიაში რჩებოდა თანხმობაში ერთიან წმინდა მართლმადიდებელ, კათოლიკე ეკლესიასთან.

მოძღვრის, მშვიდობისმყოფელის, ორგანიზატორის საქმიანობის გარდა, წმინდა თეოდორესი, ეპარქიების დამაარსებლისა და სამონაზვნო ცხოვრებისა და მოწოდების შთამაგონებლისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შრომების კიდევ ერთი მხარე, რომლის შესახებაც ჯერ ვერ ვახსენეთ. ეს არის მისი სამწყსო შრომები, რომლებიც ჩვენამდე მოაღწია დადგენილებათა კრებულის სახით, ცნობილი როგორც "წმინდა თეოდორეს პენიტენციარი". ეს შრომა არ დაუწერია უშუალოდ წმინდანს, არამედ შეიქმნა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ; ის შეიცავს წინამძღვრის გადაწყვეტილებებს სასჯელების (ეპიტიმიების) შესახებ. ეს არის თავისებური სამწყსო მაჩვენებელი, თუ როგორ უნდა მოიქცეს წინამძღვარი სხვადასხვა სიტუაციაში: როდის გამოიყენოს მკაცრი სასჯელი (აკრივია), და როდის გააკეთოს დათმობა (იკონომია[8]). დადგენილებათა კრებულში ჩვენ ვხედავთ გამოცდილი ბერის გადაწყვეტილებებს, რომელმაც იცოდა სხვადასხვა პრაქტიკები - ბერძნული და ლათინური. ამ დადგენილებების გავლენამ გადაიტანა ინგლისის ნორმანული დაპყრობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმინდა თეოდორეს მიწიერი ცხოვრების შემდგომ საუკუნეებში, როდესაც ორგანიზდებოდა ინგლისური ქრისტიანული მისიები წარმართულ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში. პირადი აღსარების პრაქტიკა, რომელიც გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, საერთოდ, უკავშირდება წმინდა თეოდორეს.

აღვნიშნოთ წმინდანის განსაკუთრებული მოწყალე მიდგომა ქორწინების საკითხებისადმი. ჰერტფორდის კრებამ, რომლის ათი დადგენილება დიდწილად გაიმეორა IV მსოფლიო (ქალკედონის) და სხვა კრებების კანონები, დაადგინა, სახარების შესაბამისად, რომ "არც ერთ ქმარს არ შეუძლია დატოვოს თავისი ცოლი, გარდა მისი მრუშობის მიზეზით". მაგრამ "პენიტენციარში" წმინდა თეოდორეს მოუწია ეღიარებინა გარკვეული გარემოებები, რომელთა დროსაც შესაძლებელია განქორწინება და ხელახალი ქორწინება[9]. ეს გარემოებები ასეთია: მეუღლის ტყვედ წაყვანა, იძულებითი ხანგრძლივი ფიზიკური სამუშაოები სისხლის სამართლის სასჯელის სახით და ერთი მეუღლის მიერ მეორის უეცარი სამუდამო მიტოვება. გასაგებია, რომ წმინდა თეოდორეს, მისი დროისთვის დამახასიათებელი მართლმადიდებლური მანერით, არავითარ შემთხვევაში არ სურდა, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მორალური ცხოვრება იმათთვის, ვისი ბედიც დამახინჯდა არა მათი პირადი შეცდომების შედეგად.

კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ წმინდა თეოდორემ მოამზადა არა უბრალოდ ცოდვებისთვის ეპიტიმიების სია, არამედ იძლეოდა რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ხსნა ასეთ სიტუაციებში. ის ხედავდა ცოდვას როგორც სულის ავადმყოფობას და იცოდა, რომ ამით ყველანი ვართ დაავადებულნი. წმინდა თეოდორე ძალიან შორს იყო შუა საუკუნეების ფორმალიზმისგან. მასზე გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ბერძნულმა, არამედ კელტურმა პრაქტიკებმაც. ხოლო წყარო ბერძნებისა და კელტებისთვის ერთი იყო - უდაბნოს მამები. კელტი და ირლანდიელი მონაზვნობის მამებისთვის, ისევე როგორც თავად წმინდა თეოდორესთვის, სულიერი მოძღვარი არის სულის მკურნალი, ხოლო ეპიტიმიები - წამლები. იორკელი მთავარეპისკოპოსის ეგბერტის თანახმად, "ასე დაიწყო წმინდა თეოდორეს დროიდან, რომ არა მხოლოდ სასულიერო პირები მონასტრებში, არამედ ერისკაცებიც თავიანთი ცოლებითა და ოჯახებით მოდიან თავიანთ სულიერ მოძღვრებთან, წმენდენ თავს ცოდვებისგან ცრემლებით, საზოგადოებაში ცხოვრებით, მარხვებით, ღამისთევებით, ლოცვებითა და მოწყალებით შობის წინა თორმეტი დღის განმავლობაში, და ასე განწმენდილნი იღებენ წმინდა ზიარებას შობის დღესასწაულზე". რამდენი რამ დავკარგეთ!

"პენიტენციარში" მისი ბრძნული გადაწყვეტილებებით ჩვენ ვხედავთ სულიერ მოძღვარს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ზრუნავდა თავისი სულიერი შვილების ხსნაზე, აერთიანებდა მართლმადიდებლური სწავლების სიმკაცრეს მოყვარულ, სამწყსო შემწყნარებლობასთან სუსტების მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ წმინდა თეოდორეს ეს დადგენილებები საკუთარი ხელით არ დაუწერია (მას, თავისი მუდმივი სამწყსო და საორგანიზაციო მგზავრობებით, ქადაგებებით, არასდროს ჰქონდა დრო რაიმე დაეწერა), მეცნიერები მაინც ისმენენ "პენიტენციარში" წმინდა თეოდორეს ხმას - აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

მოვიყვანოთ კიდევ ერთი "პენიტენციარი", ამჯერად კუმიანის, რომელიც იმავე პერიოდს მიეკუთვნება, რომელშიც ჩვენ ასევე გვესმის წმინდა თეოდორეს ხმა: "რას უნდა ვუყუროთ გულდასმით ნებისმიერი ეპიტიმიის დანიშვნისას: დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ადამიანი რჩება თავის ცოდვაში; რა აქვს ნასწავლი; რომელი ვნება აქვს; რა მამაცობით (უშიშრობით) დგას; რამდენად ძლიერად ტირის ის ახლა". ამ სიტყვებში ადვილად შეიძლება შევიცნოთ ნამდვილი მწყემსი, სულიერი მოძღვარი და სულიერი მამა, ჭეშმარიტი დღევანდელი დროისთვისაც, თუმცა ჩვენ უკვე შორს ვართ VII საუკუნისგან. განა ეს არ არის ხმა ბრძენი, მოხუცი ბერისა და მღვდელმთავრისა, რომელმაც იხილა მრავალი ხალხი, ჩვეულებები და კლიმატი?

წმინდა "მთავარეპისკოპოსმა ყველა ბრიტანეთის კუნძულისა და კენტერბერის ქალაქისა" ღმერთთან განისვენა 87 ან 88 წლის ასაკში 690 წლის 19 სექტემბერს. წმინდა ბედა მას უწოდებდა "ნეტარი ხსენებისა მთავარეპისკოპოსი თეოდორე". თანამედროვეები მას წმინდანად პატივს სცემდნენ. წმინდა თეოდორეს სახელი გარშემორტყმულია სხვა წმინდანების სახელებით, ძირითადად იმათი, ვინც მან თავად აკურთხა ეპისკოპოსებად; ისინი ყველანი ხვდებოდნენ კრებებზე, რომლებსაც წმინდა თეოდორე ხელმძღვანელობდა: წინამძღვრები, იღუმენიები და ყველა ბერი, რომლებიც მისგან შთაგონებას იღებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ წმინდა ბედა უკან იხედებოდა "თეოდორეს დროზე", უწოდებდა მას "ოქროს საუკუნეს", რომელშიც ინგლისის ეკლესია უფრო აყვავდა, ვიდრე სხვა დროს, ემორჩილებოდა მღვდელმთავარს თავის ერთიანობაში. წმინდა თეოდორე ჭეშმარიტად არის ერთიანი ინგლისის ეკლესიის დამაარსებელი, ხოლო მთელი ქვეყნის გაერთიანება საბოლოოდ მოხდა წმინდა მეფე ედგარისა და წმინდა დანსტანის დროს X საუკუნეში. წმინდა თეოდორემ შეარიგა მასამდე მტრულად განწყობილი სამეფოები, რომლებზეც მაშინ ინგლისი იყო დაყოფილი. მან გააერთიანა რომაული და კელტური ტრადიციები, იყენებდა რა რომაულ სწავლულობასა და ორგანიზაციას კელტურ სამწყსოსთან და სულიერებასთან ერთად. მას მაღლად მიაჩნდა წმინდა ჩედის სიწმინდე და თავმდაბლობა, მაგრამ მან ასევე იცოდა, როგორ გამოეყენებინა წმინდა ვილფრიდის ორგანიზატორული უნარები. სწორედ წმინდა თეოდორემ აკურთხა ეპისკოპოსად წმინდა კუტბერტი - შესანიშნავი მაგალითი ანგლო-საქსური და კელტური ტრადიციის გაერთიანებისა წმინდანში. წმინდა თეოდორე ასწავლიდა ლათინურსა და ბერძნულს მაღალ დონეზე როგორც ანგლო-საქსებს, ისე ირლანდიელებს. ის მხარს უჭერდა წმინდა ბენედიქტე ბისკოპს, რომელსაც რომაულ-ბრიტანული სახელი ერქვა, შეაგროვა დიდი რაოდენობით ხელნაწერები და ხატები და შექმნა, შესაძლოა, იმ დროისთვის უდიდესი ბიბლიოთეკა რომის გარეთ დასავლეთ ევროპაში - უირმუთ-იაროუს მონასტერში ინგლისში. ჭეშმარიტად, წმინდა თეოდორეს უკან დგას დიდი ჩრდილოეთის აღორძინება, რომლის უშესანიშნავესი სიმბოლოა ლინდისფარნის სახარებები, შემკული ანგლო-საქსების მიერ ტრადიციულ ირლანდიურ სტილში, ოთხი მახარებლის სახელებით, დაწერილი ბერძნულ ენაზე, მაგრამ ლათინური ასოებით.

ღვთის განგებულებით, წმინდა თეოდორემ აიღო პასუხისმგებლობა დახმარებოდა წმინდა ვილფრიდს სამხრეთ საქსების რწმენაში მოქცევაში; მან, არსებითად, გახადა წმინდა ვილფრიდი სასექსის მოციქული, მანვე (თუმცა არა პირდაპირ) შთააგონა ამ წმინდანს მისიონერული მუშაობა ფრიზიაში, რამაც გამოიწვია ინგლისური მისიების ჩამოყალიბება წარმართულ ევროპაში VIII საუკუნეში. წმინდა თეოდორე აარსებდა მცირე ეპარქიებს (ვარაუდობენ, რომ ბერძნული სიტყვა "დიოცეზი" შემოღებულ იქნა ინგლისის ეკლესიაში წმინდა თეოდორეს მიერ), ეპისკოპოსების რეგულარულ შეკრებებს კრებებზე, შეიტანა ინგლისის ეკლესიაში სისრულისა და ინგლისელი ეპისკოპოსების ერთიანობის ატმოსფერო მიტროპოლიტის ხელისუფლების ქვეშ.

წმინდა უილფრიდის შემთხვევაში, წმინდა თეოდორე უარს ამბობდა რომის პაპის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე თავად უილფრიდთან და ინგლისის ჩრდილოეთში ეპარქიების სტრუქტურასთან დაკავშირებით, რადგან მღვდელმთავარი თვლიდა, რომ ადგილობრივმა მიტროპოლიტმა უკეთ იცოდა თავისი სიტუაცია, ვიდრე პაპმა შორეულ რომში. არის კი თუნდაც ერთი სხვა მსგავსი წმინდანი ბრიტანეთის კუნძულების მთელი გრძელი ისტორიის მანძილზე, რომლის წვლილიც ასეთი დიდი იქნებოდა? და წმინდა თეოდორე აქტიური რჩებოდა ღრმა სიბერემდე. წმინდა თეოდორე ტარსელი იყო გამაერთიანებელი, მშვიდობისმყოფელი, ადმინისტრატორი, მასწავლებელი, მწყემსი, ჭეშმარიტი ბერი, ბრძენი კაცი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის სიმკაცრეს კაცთმოყვარე მამაკაცის მოწყალებასთან ათავსებდა. წმინდა თეოდორე კენტერბერიელი ინგლისის ეკლესიისთვის ანგელოზივით მოევლინა.

წმინდა თეოდორე, ინგლისელი ხალხის მღვდელმთავარი, დაიბადა წარმართთა მოციქულის სამშობლოში, და მისი სახელი ნიშნავს "ღვთის საჩუქარს". იგი ინგლისში გაემგზავრა 668 წელს, ხარების დღესასწაულის მეორე დღეს. მისი უხრწნელი ნაწილები აღმოჩენილ იქნა XI საუკუნეში. მან ეკლესიას მისცა ყველაფერი, რაც მას ყოველთვის ყველაზე მეტად სჭირდება: ერთობა, ორგანიზაცია, სწავლულება, რწმენის მტკიცე აღიარება, ჭეშმარიტი მწყემსობა და, რაც მთავარია, ლოცვა. ამის დადასტურებაა მისი ცხოვრების საქმეები და მისი წმინდა ნაწილების უხრწნელება, რომლებიც 1091 წელს აღმოაჩინეს. წმინდა თეოდორეს დროს "ოქროს საუკუნეს" უწოდებდნენ. მან, ინგლისში ჩასვლისას, ხალხი გაყოფილი ნახა, ხოლო თავის შემდეგ დატოვა იგი გაერთიანებული. წმინდა თეოდორე ნამდვილად იყო ღვთის საჩუქარი, მეორე პავლე, ქრისტეს სახარების მაუწყებელი წარმართთათვის. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა მართლმადიდებლური წირვა წმინდა თეოდორესადმი ინგლისურ ენაზე.

წმინდა მთავარეპისკოპოსო თეოდორე, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

დეკანოზი ანდრეი ფილიპსი
შენიშვნები:

[1] ჩვენ ვხედავთ, რომ რიტუალების თავისებურებებს იმ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რომაულ და კელტურ ტონზურებს შორის განსხვავების საკითხი უიტბის საეკლესიო კრების განხილვის საგანი იყო. ის ფაქტი, რომ წმინდა თეოდორემ "პავლე მოციქულის" ბერძნული ტონზურა რომაულით შეცვალა, მეტყველებს მის კულტურულ აღქმადობასა და შეგუებადობაზე. 1049 წელს პეტრე დამიანი წერდა კონსტანტინოპოლის ლათინური მონასტრის ბერებს: "თუმცა უცხო ქვეყანაში იმყოფებით, მაგრამ წმინდა ეკლესიის გულში... იქ, სადაც რწმენის ერთიანი წესი და წმინდა ცხოვრებაა, ფორმისა და ჩვეულებების მცირე განსხვავებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ენებს, მნიშვნელობა არ აქვს".

[2] XIX საუკუნიდან მოყოლებული, ისტორიის ზედაპირული ცოდნის მქონე პროტესტანტი ავტორები წმინდა ავგუსტინე კენტერბერიელს წარმოაჩენენ როგორც რწმენას მოკლებულ პაპის "მარიონეტს". მაგრამ ფაქტია, რომ ანგლების მოციქულმა, თავისი ბუნებრივი მორცხვობის, მორიდებულობისა და ვიწრო რომაული განათლების დაძლევით, ინგლისში ქრისტეს რწმენა მოიტანა. წმინდა ავგუსტინეს უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა, უეჭველია, მისიას შორს ჩრდილოეთითა და დასავლეთით გაავრცელებდა.

ამ პროტესტანტ მწერლებს ასევე უყვართ წმინდა ავგუსტინეს "ანტი-კელტად" წარმოჩენა, გამოიგონეს რა იდეა იმისა, რომ "კელტური ეკლესია" არაფერი იყო, თუ არა პროტო-პროტესტანტული ეკლესია, რაც ისტორიული თვალსაზრისით აბსურდია. გარკვეული მიზეზების გამო, დღეს სტატუსი "კელტური ეკლესია" შეითვისა ახალმა ფილოსოფიურმა მოძრაობამ "ნიუ ეიჯმა", რომელმაც ამ ტერმინიდან თავისი ბრენდი შექმნა, - ეს ასევე ისტორიულად არასწორია. წმინდა ავგუსტინე ძლიერ არასათანადოდ შეფასებული წმინდანია, რომლის გარეშეც წმინდა თეოდორე ალბათ ვერ მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია.

[3] მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, წმინდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ ლონდონში იქადაგეს სახარება (აი რატომაა ინგლისის დედაქალაქის ორი მთავარი ეკლესია მათდამი მიძღვნილი: პავლესი - აღმოსავლეთში, ხოლო პეტრესი - დასავლეთში). ლონდონს სამი წმინდა ეპისკოპოსი ჰყავს. პირველი მათგანია წმინდა მელიტი († 624), მეორე - წმინდა ერკენვალდი († 693), ხოლო მესამე - წმინდა დანსტანი, რომელიც მოკლე ხანს იყო ლონდონის ეპისკოპოსი (959-960). წმინდა ერკენვალდი ითვლება ქალაქის მფარველად. დღემდე ლონდონის სიტის დევიზი, ადგილისა, სადაც ოდესღაც წმინდა ერკენვალდის ტაძარი იდგა, ახლა კი წმინდა პავლეს ტაძარი დგას, არის სიტყვები: "Dომინე, დირიგე ნოს" ("უფალო, გვიძეხი ჩვენ"). ოჰ, ნეტავ ეს ყოფილიყო ყოველდღიური ლოცვა ყველა მათგანისა, ვინც ჩვენი ხალხის დედაქალაქში ცხოვრობს და მუშაობს...

[4] იორკის ეპისკოპოსებმა მხოლოდ 735 წელს მიიღეს მთავარეპისკოპოსის ტიტული.

[5] წმინდა უილფრიდი, ახალგაზრდობაში მქონე ძალაუფლების მოყვარული ხასიათისა, სიბერეში დარბილდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი წმინდანი ცოდვილად იწყებს. წმინდანები წმინდანები ხდებიან არა თავიანთი ცოდვების გამო, არამედ ჩადენილ ცოდვებში მონანიების გამო. წმინდა უილფრიდის ისეთი საქმეები, როგორიცაა ეკლესიის ორგანიზება ჩრდილოეთში, სასექსის რწმენაში განათლება, მისია შორეულ წარმართ ფრიზებთან, წარმოაჩენს მის მონანიებას ახალგაზრდობის შეცდომებში.

[6] პაპი ადრიანე II (867-872) დაქორწინებული იყო პაპად გახდომამდე.

[7] "ეკლესიისა და ანგლების ხალხის ისტორია" (IV, 17). ზოგიერთ მკითხველს ძლიერ აბნევს სიტყვები "და სული წმიდა გამოუთქმელად გამომდინარეობს მამისგან და ძისგან". ეს სიტყვები გვხვდება ჰეტფილდის კრების "სარწმუნოების აღსარებაში". მართლმადიდებელმა მეცნიერმა ადამ ზენიკავმა ჩერნიგოვიდან გამოიკვლია წმინდა ბედას პირველადი ხელნაწერები და აღმოაჩინა, რომ სიტყვები "და ძისგან გამოუთქმელად" ხელნაწერში იყო დამატებული. ამის შესახებ ის წერს თავის ნაშრომში "სული წმიდის გამომავლობა მხოლოდ მამისგან", დაწერილი 1682 წელს ("რუსული გამოცემა". 1902. 6). თანამედროვე მართლმადიდებელი პროფესორი მამა იოანე რომანიტისი თავის ნაშრომში გამოთქვამს აზრს, რომ "ფილიოკვეს" გამოჩენა სხვა ადრეულ დასავლურ ხელნაწერებში უნდა გავიგოთ როგორც ე.წ. "მართლმადიდებლური ფილიოკვე", რომელზეც საუბრობდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ხსნიდა, რომ საუბარია არა სული წმიდის შინაგან გამომავლობაზე ძისგან, არამედ დროებით დანიშნულებაზე. ის "ფილიოკვე", რომელსაც ახლა ვიცნობთ, არის გაცილებით უფრო გვიანდელი შუა საუკუნეების სიახლე. რაც შეეხება VII საუკუნის ინგლისს, ახლახან ციტირებული "სარწმუნოების აღსარებიდან" სრულიად ნათელია, რომ ეს არის "ერთი ღმერთი, არსებული სამ ერთარსულ პირში თანაბარი დიდებითა და პატივით". ეს არ არის "ფილიოკვეს" ღვთისმეტყველება. იხ. არქიმანდრიტ ამბროსის (პოგოდინი) შესანიშნავი სტატია ("მართლმადიდებლური გზა". 1989. გვ. 111-183).

[8] აკრივია - საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის პრინციპი მკაცრი განსაზღვრულობის, ზუსტი აზრის პოზიციიდან. იკონომია - საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის პრინციპი შემწყნარებლობის, პრაქტიკული სარგებლის, მოხერხებულობის პოზიციიდან. - მთარგმნ. შენიშვნა.

[9] იმდენად ძლიერია პურიტანობის ანაბეჭდი თანამედროვე ინგლისის ეკლესიაზე, რომ ამ უკანასკნელს ლიბერალური დამოკიდებულება აქვს თითქმის ყველაფრის მიმართ, მაგრამ არა განქორწინებების მიმართ. მეორე მხრივ, VII საუკუნის კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი იყო რწმენის საქმეებში, ასევე მოწყალე იყო განქორწინებებისა და ხელმეორე ქორწინებების მიმართ ცალკეულ შემთხვევებში.

სტატიის წყარო: Святой Феодор Тарсийский, архиепископ Кентерберийский

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat