მღდელმოწამე სერაფიმე, ფანარელი ეპისკოპოსი (+1601) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი, მახვილით მოწყვეტილნი- 04 (17) დეკემბერი
მღდელმოწამე სერაფიმე, ფანარელი ეპისკოპოსი (+1601) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი, მახვილით მოწყვეტილნი- 04 (17) დეკემბერი
წმინდა სერაფიმე XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა თესალიის მახლობლად, სოფელ ბაზილში. კეთილკრძალულ ქრისტიანთა ოჯახში აღიზარდა და ღვთისმშობლის ცივ წყაროდ წოდებულ მონასტერში შემონაზვნდა.

მრავალფერთა სათნოებათაგან განმშვენებულს მოკლე ხანში მღვდლად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - ფანარის და ნეოქორის ეპისკოპოსადაც.

1601 წელს, უშედეგო და სისხლიანი ანტითურქული ჯანყის ჟამს, რომელსაც ლარიის მღვდელმთავარმა, დიონისემ ჩაუდგა სული, სერაფიმე ძალას არ ზოგავდა, შფოთი აღეკვეთა _ ეპარქიის ყოველი სოფელი ფეხით მოიარა და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით უქადაგებდა სამწყსოს მშვიდობასა და ღვთის მცნებათა აღსრულების აუცილებლობას.

თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ჯანყის მონაწილედ შერაცხეს და 1601 წლის 4 დეკემბერს (ძვ. სტილით) სასტიკად აწამეს.

ქრისტიანთა დასაშინებლად მისი სხეული წამების ადგილას რამდენიმე დღე გააჩერეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ღამით ვინმე ქრისტიანმა წმინდა სერაფიმეს პატიოსანი თავი გაიტაცა, თუმცა, მცველებმა შენიშნეს და იძულებული შეიქნა, სიწმინდე მდინარისთვის მიეცა.

მოკლე ხანში მებადურებმა თავი იმ ადგილას იპოვეს, სადაც წყალს ნათლის სვეტი დასდგომოდა და ღვთაებრივი გალობა მოესმათ.

ეს სიწმინდე ღვთისმშობლის ცივ წყაროდ წოდებულ სავანეში დააბრძანეს, სადაც უამრავი სასწაული აღესრულა.

წმინდა სერაფიმეს წამების ადგილზე მდებარეობს მშვენიერი ტაძარი. ტაძარში დაცულია ქვა, რომლითაც წმინდანს თავისი მოწამეობრივი აღსასრულის მომენტში დაუზიანეს მკერდი და მუცელი. მისი წმინდა ნაწილები ინახება კორონისის მონასტერში.

..................................

ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: ქრისტოდულასი და ქრისტოდულესი, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat