წმინდა მოწამენი, სამოთრაკიელნი: მანუელი, გიორგი, თეოდორე, გიორგი და მიქაელი (+1835) - 06 (19) აპრილი
წმინდა მოწამენი, სამოთრაკიელნი: მანუელი, გიორგი, თეოდორე, გიორგი და მიქაელი (+1835) - 06 (19) აპრილი
1821 წლის ბერძნული ჯანყის შემდგომ მოსახლეობას თავს დიდი აგრესია დაატყდა, განსაკუთრებული სისასტიკით სამოთრაკია და ტარსი დაზარალდა: - თურქთა პარპაშს უამრავი იქაური შეეწირა - ვინც კი ქრისტეს რწმენაზე უარს არ იტყოდა, სიცოცხლეს ასალმებდნენ, ქალები და ბავშვები კი მონებად მიჰყავდათ.

სწორედ იმ დროს წარმოშობით კვიპროსელი, შუახნის კაცი, სახელად მიქაელი ორგზის ტანჯვის შემდგომ ქრისტეს განუდგა.

ხოლო ჯერაც ბავშვები: მანუელი, გიორგი, თეოდორე და გიორგი კი მონებად გაყიდეს და გამუსულიმანება აიძულეს, ხოლო როგორც კი მშვიდობამ დაისადგურა, კვლავ სამოთრაკიას დაუბრუნდნენ და წმინდა ეკლესიას შეერთვნენ.

როგორც კი მათი "ღალატის" შესახებ თურქმა მმართველებმა შეიტყვეს, დაემუქრნენ, თუმცა, დიდი გამოსასყიდის ფასად აღარ დაუტყვევებიათ. მაგრამ რამდენადაც ყოველი სახელისუფლებო ცვლილების და ყოველი ახალი აღას დანიშვნის შემთხვევაში ამ გამოსასყიდს თურქები ხელახლა ითხოვდნენ, ტრაიანოპოლის მღვდელმთავარმა, პატრიარქის კურთხევის შემდგომ, ნეტართ გათავისუფლებულ ბერძნულ მიწებზე ურჩია გაქცევა.

თუმცა, მამაცმა ქრისტიანებმა უარი ამ სიტყვებით განაცხადეს:

- გაქცევას გვიჯობს, რწმენა საკუთარი სისხლით დავამოწმოთო!

ახალი ყადი სამოთრაკიის მოპირდაპირედ, ქალაქ მაკრისში დაფუძნდა, წმინდანთ უხმო და მეგობრულად ურჩია, ისლამზე უარი არ ეთქვათ.

- მართალია, ყრმობისას შევცდით, მაგრამ შემდგომ მამათა რწმენას დავუბრუნდით და ახლა მზად ვართ, მისთვის სიცოცხლე გავიღოთო!

ყადმა მაშინვე საპყრობილეს უკრა თავი და ეპისკოპოსს უხმო, რადგან ეჭვობდა, რომ სწორედ მან წააქეზა "ურჩნი".

მღვდელმთავარმა აუწყა, რომ ამის შესახებ არა უწყოდა რა და რომ წმინდანნი დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდნენ.

ხანი გამოხდა და ახალმა აღამ, ტომით - ალბანელმა, კაცმა სასტიკმა და ქრისტიანთა დიდად მოძულემ, თურქთაგან დასმენილ იმ "მოღალატეთა" გამოვლენა ინება, ვინც ისლამი უარყო. შეიპყრო და ჯერ მაკრისის ციხეში გამოკეტა, შემდეგ - დაკითხა.

მათმა სიმტკიცემ ისე გააწიწმატა ქალაქის ხელისუფალნი, ნეტართ ხელები ზურგს უკან მძიმე ჯაჭვებით, ფეხები კი - ხის უღლით შეუბოჭეს.

სასტიკი წამების მიუხედავად მარტვილნი ერთურთს განამტკიცებდნენ, ერთ-ერთი სოფლის მღვდელი საკუთარი ნებით, გადასახადების გადაუხდელობის საბაბით, ციხეში პყრობილთ იმიტომ შეუერთდა, რომ ენუგეშებინა და წმინდა ზიარებით განემტკიცებინა.

სამი დღის შემდგომ აღამ მანუელის მიყვანა ბრძანა და შესთავაზა, - ქრისტე ოდენ სიტყვით უარყავ და შეგიძლია, დარჩენილი სიცოცხლე ქრისტიანად დარჩეო!

- მიჯობს, სული წამებით ამომხადოთ, ვიდრე ქრისტე კვლავ უარვყოო! - პასუხობდა მანუელი.

ოცდასამი დღის მანძილზე იძიებდა მათ საქმეს სულთან მაქმუდის საიდუმლო მრჩეველი და ამ ხნის განმავლობაში მარტვილნი მშვიდად ითმენდნენ თურქთაგან დამცირებას, ბოლოს განაჩენად ლურსმნებ გამორჭობილ ფიცრებზე დაწვენა გამოუტანეს.

თომას კვირის ორშაბათს, 1835 წლის 6 აპრილს მიქაელი ბაზრის მოედანზე მიიყვანეს, სადაც იმგვარი სიმტკიცე გამოიჩინა, როგორც კი ლოცვა იწყო, ცოფქმნილმა თურქებმა ნაფლეთებად აქციეს.

სხვა მოწამეებმა, იხილეს რა წმინდა მიქაელის სხეულის ნაწილები, უშიშრად შეკრიბეს, რამაც მეტი სიმამაცით აღავსო.

გიორგი და თეოდორე ჩამოახრჩვეს, მანუელი კი - ლურსმნებიან დაფაზე დააკრეს და მალევე აღესრულა.

როდესაც მეორე გიორგის ჯერი დადგა, ფიცარზე ამორჭობილი ლურსმნები თავისთავად ისე მოიდრიკა, თითქოს რბილი მასალისგან დაემზადებინათო, გიორგი არც კი გაუკაწრავთ.

მათ გასასწორებლად მჭედელსაც კი უხმეს, შემდეგ კი მსჯავრდადებული კვლავ დააკრეს დაფაზე, სადაც გიორგი დღე-ღამის მანძილზე იტანჯებოდა, მისი სხეულიდან მომდინარე სისხლში ხალხი სამოსს ალტობდა და ქრისტიანნიც იკურნებოდნენ და მუსლიმანნიც.

მაგრამ რამდენადაც მმართველმა წმინდანთა სხეულების განადგურების ბრძანება გასცა, გიორგის კი კვლავ სული ედგა, ჯალათმა თავი წარჰკვეთა.

თურქთაგან დიდი ხიფათის მიუხედავად, ქრისტიანებმა მაინც გაბედეს ხუთივე მოწამის გვამთა გაპატიოსნება და პატივით დაკრძალვა.

მცირე ხანში მარტვილთა ჯალათებმა და მათ მოკვდინებაში მონაწილეებმა ღვთისგან სასჯელი მიიღეს.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat