წმინდა მოწამე კონსტანტინე (+1819) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა მოწამე კონსტანტინე (+1819) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა კონსტანტინე კუნძულ ლესბოსზე, XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მაჰმადიანთა ოჯახში იშვა. გულთამხილავმა ღმერთმა იგი დედის მუცლიდანვე გამოირჩია. სხვა თურქი ბავშვებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ საოცრად მშვიდი იყო და არასოდეს ტიროდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს.

ეშმაკი თითქოს ხედავდა მასში თავის მომავალ მძლეველს და მისი მოკვლა განიზრახა, საამისოდ მათი ოჯახის მეზობელი ქალი აღძრა. მან დედამისს ბავშვის გასეირნება შესთავაზა, ხოლო როცა ქალაქგარეთ გაიყვანა, მოწამლული ტკბილეული აჭამა.

ბავშვი ავად შეიქნა, მხედველობა დაკარგა, დამბლა დაეცა და ოდეს უკვე მის სიკვდილს ელოდნენ, მაშინ მოიღო ღმერთმა მოწყალება. ბავშვი სხვა მეზობელმა, ქრისტიანმა ქალმაც ინახულა, შეეწყალა ავადმყოფიც და დედამისიც და უთხრა, - ტაძარში წავიყვან და ნაკურთხი წყლით განვბან. მწამს, მრავალმოწყალე ღმერთი განკურნავსო! ასეც მოიქცა.

ბავშვი ფეხზე დადგა. ცალ თვალში მხედველობა დაუბრუნდა, მეორე ნაწილობრივ აღეხილა, თუმცა, მისი განკურნებაც ღმერთმა სულ სხა დროს ინება.

გავიდა ხანი. დედამისი მეორედ გათხოვდა. ქმარი ლოთი და ჩხუბისთავი გამოადგა. ქალი, შვილებთან ერთად, სმირნაში გადასახლდა. ამასობაში ბიჭები წამოიზარდნენ, უფროსი ოქრომჭედელი გახდა, კონსტანტინე კი ხილს დაატარებდა გასაყიდად და ხშირად ხვდებოდა მიტროპოლიტის სახლში.

ამ ურთიერთობისას კონსტანტინემ ბერძნული ენაც შეისწავლა და უკვე ინტერესით უსმენდა ქრისტიანთა საუბარს საღმრთო საგნებზე. ნელნელა გაცივდა მაჰმადიანური სარწმუნოებისადმი და გული ქრისტეს სიყვარულით გაუთბა.

მისი საბოლოო მოქცევა კი ამ ამბავმა განაპირობა: ერთხელ მიტროპოლიტის სახლში კონსტანტინე ერთ მღვდელს შეხვდა და სთხოვა, ქრისტიანული წიგნიდან რაიმე წამიკითხეო.

საღვთო წერილის მადლმოსილმა სიტყვებმა გული გაუთბო ყმაწვილს და უფლის სიყვარულით აავსო. ამ სიტკბოს გემოს ხილვამ საბოლოოდ გადააწყვეტინა გაქრისტიანება.

ამას ისიც დაემთხვა, რომ სმირნაში საშინელი ჭირი გავრცელდა. კონსტანტინემ ორ ქრისტიან მეგობართან ერთად წმინდა გიორგის ტაძარს შეაფარა თავი, რის წყალობითაც სიკვდილს გადაურჩნენ.

მაგრამ ბოროტმა სხვა მხრივ მოინადირა ყმაწვილი, - კონსტანტინემ იმრუშა. გულში სუსხი დაუტრიალდა, დაცარიელდა. გლოვობდა ღვთის მადლისგან განძარცვასა და ქალწულების დაკარგვას და სიძვის დემონს კვლავ რომ არ ეძლია, მთაწმინდას მიაშურა.

ორი კვირა დაყო ახალ სკიტში. იქ ერთ ბერს გაუმხილა, - მაჰმადიანი ვარ და მონათვლა მინდაო. ბერი წმინდა პავლეს მონასტერში წავიდა და მამებს კონსტანტინეს სურვილი გადასცა.

მათ კი ჭაბუკი, რატომღაც, თავიდან მოიშორეს, - წმინდა ათანასეს ლავრაში გაგზავნეს. მამების უარით გულდაწყვეტილს სხვა რა გზა ჰქონდა, წმინდა ათანასეს ლავრისკენ გასწია, მაგრამ, ღვთის განგებულებით, კავსოკალივის სკიტში მოხვდა, სადაც ის მამობრივი სიყვარულით მიიღო სკიტის დიკეამ, გაბრიელმა.

ღირსი მამის სითბო რომ იგრძნო, განზრახვა გაუმხილა.

- მოითმინე, შვილო, და ღმერთი აღასრულებს შენს თხოვნასო! - დაამშვიდა მამა გაბრიელმა. შემდეგ რჩევისთვის სკიტელი ბერები მოიწვია, რომელთაც თქვეს: - რადგან ჩვენი სკიტი ლავრას ეკუთვნის, დაე, ასეთი საპასუხისმგებლო საქმეც იქ გადაწყვიტონო!
ოდეს ლავრაში შეიტყვეს, - თურქია და მონათვლა უნდაო, თურქეთის ხელისუფლების შიშით, თურქთაგან ივერთა მონასტერში ექსორიაქმნილ უწმინდეს პატრიარქ გრიგოლთან მიგზავნეს, იქ დაყუდებულ ცხოვრებას რომ მისცემოდა.

ამ დაბრკოლებებმა ჭაბუკი მწარედ აატირა, მთელი ღამე ლოცვაში განლია და გამთენიისასღა მიეძინა. ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამგვარად ანუგეშა:

- ნუ წუხხარ, კავსოკალივის სკიტში მიდი და ღმერთი, რომლისკენაც შენ ასე ილტვი, ყველაფერს სასიკეთოდ გადაწყვეტსო.

მაშინვე კავსოკალივის სკიტში დაბრუნდა და მამა გაბრიელს უამბო სიზმარი. ყმაწვილის მონათხრობმა და ცრემლებმა შეძრა ღირსი მამა, კონსტანტინე პატრიარქთან გაგზავნა, მეგზურად კი - სკიტელი ბერი გააყოლა.

მივიდა ახალგაზრდა ივერონში, დაემხო პატრიარქის წინაშე და მონათვლა სთხოვა. უწმინდესმა კი გამოსაცდელად უთხრა:

- რატომ მოხვედი, ახალგაზრდავ, რას ეძებ ჩვენთან? განა ვერ ხედავ, რომ ყველაზე მეტად დამცირებულნი ვართ? განა თურქთა ხელში არაა ამქვეყნიური ხელისუფლება, დიდება და სიკეთე? რით ხარ უკმაყოფილო და არად აგდებ ამქვეყნიურ სიტკბოებას, სხვები ასე რომ ეძიებენ? დაფიქრდი, სანამ რამეს გადაწყვეტ, მერე რომ არ ინანოო!

თავჩაღუნული ახალგაზრდა კი ცრემლს ღვრიდა...

- რატომ არაფერს მპასუხობ? - ჰკითხა პატრიარქმა, რადგან სურდა, მეტად გამოეცადა.

პასუხის ნაცვლად ახალგაზრდა აქვითინდა. ამან შეძრა პატრიარქი და ეს სიტყვა მიაგება:

- დამშვიდდი, შვილო, დაბრუნდი კავსოკალივის სკიტში, მოემზადე ნათლობისთვის და თავად მოგნათლავ. ოღონდ მანამდე ნურავის გაუმხელ შენს ვინაობასო!

შემდეგ კათაკმევლის ლოცვა წაუკითხა და სახელად მიქაელი უწოდა.

კავსოკალივის სკიტში ექვსი თვე ემზადებოდა ნათლობისთვის მიქაელი. ეშმაკმა ათასნაირი გულისთქმით სცადა, მისთვის სიმშვიდე წაეგვარა, ბოლოს გამოეცხადა კიდეც.

ერთხელ მიქაელმა ბერ გერასიმეს ღამით მასთან დარჩენა სთხოვა. ბერი დათანხმდა. შუაღამისას გერასიმემ მის სანუგეშოდ სახარების კითხვა იწყო. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და შემოშვება ითხოვა. კარი გააღეს. გარეთ არავინ იყო. გერასიმემ წიგნის კითხვა განაგრძო.
ცოტა ხანში კვლავ დააკაკუნეს. გააღეს და კვლავ არავინ დახვდათ. მიხვდნენ ეშმაკის ხლართებს, დაემხნენ ღვთისმშობლის ხატის წინ და მფარველობა სთხოვეს.

ამასობაში ნათლობის დღემაც მოაწია. მიქაელი ემბაზში სამგზის შთაფლეს წყალში და წარმოთქვეს: "ინათლება მონა ღვთისა კონსტანტინე, სახელითა"... ამ დროს სახე ისე გაუბრწყინდა, რომ მისი ცქერა შეუძლებელი იყო. დაშრეტილი ცალი თვალი აეხილა და ამ უდიდესი სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს შემოქმედი.

ნათლობიდან მცირე ხნის შემდეგ კონსტანტინე ივერონს გაეშურა ღვთისმშობლის ხატის თაყვანსაცემად. იქიდან მობრუნებულმა ნათლისმცემლის სკიტში შეიარა, სადაც ერთი მოძღვარი ნახა, რომლის სამი სულიერი შვილი ქრისტესთვის აღსრულებულიყო და მათ წმინდა ნაწილთ ეამბორა.

ამ დროს მის გულს უცნაური სითბო შეეხო და მათი ხვედრის გაზიარება ინდომა. მრავალი სასარგებლო რამ უთხრა მოწამეთა მოძღვარმა, მათ შორის - სულიერი შვილების მარტვილობის ამბავიც.

სკიტში დაბრუნებული კონსტანტინე შფოთავდა, რაც მის გამოცდილ მოძღვარს არ გამოჰპარვია და დაყვავებით დაეკითხა:

- რამ შეგაწუხა, შვილო?

- ეჰ, მამაო, - ოხვრას ამოატანა კონსტანტინემ, - როგორ არ ვწუხდე, როცა ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა საკუთარი სისხლით დაამოწმეს სარწმუნოება. მე კი რას მივუტან ძღვნად ჩემს უფალს, იესო ქრისტეს? სად არის ნაყოფი მისადმი ჩემი რწმენისა და სიყვარულისა? ვაღიარებ, მამაო, მას შემდეგ, რაც ნათლისმცემლის სკიტში ღირს მოწამეთა წმინდა ნაწილებს ვემთხვიე, განვიზრახე, მათი გზით მევლო. მას შემდეგ ეს ფიქრი განუყრელად მდევს. ასე რომ, მამაო, მაკურთხე, ქრისტესთვის ვეწამო!

- გაკურთხოს ღმერთმა, შვილო, - უპასუხა მამა გაბრიელმა, - თუ ეს უფალს სურს, ოდენ მისთვის ცნობილი გზებით აღგისრულებს ამ სურვილს.

მაგრამ კონსტანტინე მტკიცედ იდგა თავის განზრახვაზე.

მოძღვარმა იხილა, რომ იოანეს ვერაფრით გადაარწმუნებდა და 40 დღით სენაკში განმარტოება შესთავაზა, რათა ღვთისგან პასუხი მარხვით და ლოცვით გამოეთხოვა.

დაყუდების პირველსავე ღამეს, ოდეს განგრძობილი ლოცვისას მიეძინა, ესიზმრა, თითქოს წმინდა სოფიას ტაძარში იდგა. უეცრად ეკლესიის გუმბათი გადაიხსნა და ცის ტატნობზე ღრუბლებზე მჯდომი, ანგელოზებით გარშემორტყმული მაცხოვარი იხილა.
ერთი მათგანი გუნდს გამოეყო, კონსტანტინეს ხელი შეახო და უფალთან წაყვანა მოინდომა. მაგრამ უფალმა ბრძანა:

- თავი ანებეთ, რამეთუ მისთვის ჯერ ადრეაო!

კონსტანტინეს გამოეღვიძა.

როდესაც ყოველივე მოძღვარს უამბო, მან უთხრა:

- როგორც ჩანს, უფალს ჯერ არ სურს შენი მოწამეობა, ამიტომ, სჯობს, მორჩილება აირჩიო და ამით გადარჩეო!

თუმცა, მოძღვრის მორჩილებაც ხომ თავისებური მოწამეობაა, როცა კაცს ქრისტეს გულისთვის მოუკლავს საკუთარი ნება და სულიერ მამას დამორჩილებია. კონსტანტინეც კარგა ხნის მანძილზე უსიტყვოდ ჰმორჩილებდა მოძღვრის ნებას.

ერთხელ, როდესაც ეკლესიაში ლოცვად იდგა, კონსტანტინეს გულზე მოხვდა წინასწარმეტყველის სიტყვები: "გამოთუიყვანო პატიოსანი უღირსისგან, ვითარცა პირი ჩემი იყო"(იერემ. 15,19).

უფალი თითქოს მას მიმართავდა, - წადი მაგნესიაში და შენი ღვიძლი და მოაქციეო!

თავისი გულისთქმა მოძღვარს გაანდო. მამა გაბრიელმა, - ამის გადაწყვეტა მარტო არ ძალმიძსო და წმინდა ანას სკიტში მოძღვართან, მღვდელმონაზონ იოსებთან გაგზავნა:

- რასაც გეტყვის, ღვთის პირით ნათქვამად მიიღე და აღასრულეო!

მამა იოსებმა დიდი სიყვარულით აკურთხა მისი კეთილი განზრახვა. პატრიარქმა გრიგოლმა კი სარეკომენდაციო წერილები გაატანა მაგნესიისა და კიდონიის დიდასკალებთან (მასწავლებლებთან, მოძღვრებთან), კონსტანტინეს რომ დახმარებოდნენ.

დაემშვიდობა ათონელ მამებს და მალევე ჩავიდა კიდონიაში, ადგილობრივი ქრისტიანები გაიცნო და რადგან ამ დროს ანატოლიაში მიმავალი გემი ჯერ არ ჩამომდგარიყო, უქმად რომ არ ყოფილიყო, კვლავ ხილით ვაჭრობას მიჰყო ხელი.

ერთხელ ბაზრობაზე იოანე კიდონიის ფაშას მსახურმა დაინახა, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა მაჰმადიანი იყო. რომ არ შემცდარიყო, თურქმა კონსტანტინეს მეზობლად მოვაჭრეს გამოჰკითხა მისი ამბავი. მან არაფერი იცოდა. საღამოთი, ბაზრობის შემდეგ, ჰკითხა:

- აღას მსახურმა შენზე მითხრა, თურქიაო. მართალია?

- არა, ეტყობა, ვინმეში შევეშალეო, - უთხრა შემცბარმა კონსტანტინემ. მაგრამ ამ მდგომარეობამ შეაშფოთა და მეორე დილით, განთიადისას, მიაშურა ნავსადგურს, სადაც მარტო ერთი, სმირნაში მიმავალი გემი იდგა. ჩაჯდა ნავში, ხომალდამდე რომ მიეცურა. ამ დროს დაიძახეს, - ეგ თურქი გადმოგვეცითო!

შეშინდნენ მეზღვაურები და კონსტანტინე ნაპირზე გადასვეს. პყრობილი მაშინვე აღას მიჰგვარეს, რომელმაც ვინაობა გამოჰკითხა.

- შორიდან მოველ, ანატოლიაში მივდივარ, ქრისტიანი გახლავართ და სახელად კონსტანტინე მქვიაო, - მიუგო.

- მაშინ რაღას იტყვი, თუ ის კაცი გამოჩნდება, შენს თურქობას რომ დაადასტურებს?

- შეუძლებელია, რადგან მე ქრისტიანი ვარ! - იყო პასუხი.

მაშინ წამოდგა აღას მსახური და უთხრა:

- ამაოდ ცდილობ იმის დამტკიცებას, თითქოსდა, თურქი არ იყო. შენ ხომ სმირნელი ოქრომჭედელი თურქის ძმა ხარ?!

მიხვდა კონსტანტინე, რომ ღვთის განგებულებით დაუდგა ქრისტესთვის მოწამეობის ჟამი და თამამად მიუგო:

- დიახაც, თურქი ვიყავ, ოღონდ მცირე ხანს გახლდით უსჯულო მუსლიმანი, რადგან უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ ბნელიდან სინათლეს მაზიარა. ახლა კი შევაჩვენებ თქვენს რწმენას და სჯულს, რომელიც საუკუნოდ ღუპავს ადამიანსო.

გაბრაზებულმა აღამ კონსტანტინე გააროზგვინა და ციხეში ჩააგდო, შემდეგ კი მისი ბედის გადასაწყვეტად მოსხონის ფაშა მოიწვია.

- ოღონდ ძველ სარწმუნოებას დაუბრუნდი და სიმდიდრე და პატივი არ მოგაკლდებაო, - შესთავაზა აღამ.

მაგრამ ქრისტეს აღმსარებელმა კიდევ ერთხელ დაგმო მაჰმადი. ფაშას ბრძანებით, ნაგვემ კონსტანტინეს კვლავ დილეგს უკრეს თავი.
მისი წამების ამბავი ერთმა ბოშა მჭედელმა შეიტყო, მივიდა აღასთან და უთხრა, - თუ მაგ კაცს მომცემ, ისე ვაწამებ, ძალაუნებურად უარყოფს ქრისტეს და გადმოთქვენიანდებაო!

დიდი სიამოვნებით გადასცეს კონსტანტინე. ბოშამ რკინის მუზარადი გაახურა და წმინდანს თავზე ჩამოაცვა. დამწვარი თმისა და ხორცის ოხშივარში გაეხვია ნეტარი, შემდეგ კი ტყვიის ბურთულები ჯალათმა თავზე ისე მოუჭირა, თვალები დაუელმდა.
ამ ჯოჯოხეთურ სატანჯველს მხნედ დაითმენდა ახალგაზრდა. ურყევი იყო მისი რწმენა.

ხელფეხშეკრული კვლავ ჯურღმულში გამოამწყვდიეს. ზოგმა ქრისტიანმა ღამით იხილა, თუ როგორ გარდამოდიოდა ღამით წმინდა გიორგის ტაძრიდან ნათელი და კონსტანტინეს საპყრობილეს ეცემოდა...

მეორე დღეს მარტვილი კვლავ ფაშას წარუდგინეს. წმინდანმა უთხრა:

- კაცნი ხართ თუ მხეცნი, სამსჯავროზე შეკრული რომ მომიყვანეთ?! ნუ გეშინიათ, არ გაგექცევით, რაცა გსრუდეთ, ის მიყავით: - გინდ, ასოასო ამქენით, ცეცხლი შემიგზნეთ, ქრისტეს მაინც არ უარვყოფ და მისთვის სიცოცხლეც არად მიღირს. ახლა კი ხელნი გამიხსენით!

როგორც კი ბორკილები აჰყარეს, მაშინვე ჯვარი გამოისახა და წარმოთქვა:

- ახლა ხომ ხედავთ, ვინცა ვარ?!

განრისხებულმა ფაშამ მაშინვე მახვილი აძგერა მკერდში და სამოსი შემოაფხრიწა, ხოლო როდესაც მის გულზე ოქროს ჯვარმა იელვა, მსაჯულთ გონება საბოლოოდ დაუბნელდათ, კონსტანტინე ჯერ გააშოლტინეს, შემდეგ - მძიმე ჯაჭვებით შეკრეს და კვლავ საპყრობილეში უკრეს თავი.

შეშფოთდნენ კიდონიელი ქრისტიანები, - ვაითუ, ვერ გაუძლოს სატანჯველსო და მისთვის ლოცვა იწყეს.
დიდასკალმა გრიგოლმა თავისი მოწაფე შეგზავნა საპყრობილეში მის გასამხნევებლად.

მომდევნო ღამეს წმინდა მოწამეს თვით ღვთის დედა გამოეცხადა და განამხნევა:

- გიხაროდენ, ჩემი ძის ერთგულო მსახურო და ჩემო რჩეულო. შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვა! მოვედ, რათა განუგეშო და გაუწყო, რომ ჩემი ძის ნებაა, აქ კი არა, კონსტანტინოპოლს აღესრულო მოწამებრივად! ამ ქალაქის მკვიდრთ კი უთხარი, ღმერთს შენთვის კი არ ევედრონ, არამედ - საკუთარ ცოდვათა მიტევებისთვის, რადგან ჩემმა ძემ სამართლიანი მსჯავრი დაუდო, - გადაწყვიტა, ეს ქალაქი, ვითარცა ოდესღაც სოდომი და გომორი, რამეთუ მათმა ცოდვებმა ზეცამდე ააღწია, ღვთის რისხვაც არ დააყოვნებს!
ცოდვილნი ღმერთს წვიმის წარმოდინებას ევედრებიან, (გვალვა იდგა), მაგრამ ოდენ შენი ლოცვით მიეცემათ წვიმა, როცა კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ ხომალდზე ახვალო!

ცხად ექმნა კონსტანტინეს ღვთისმშობლის წინასწარმეტყველება, კიდონიელმა აღამ ვერ გადაწყვიტა მისი ბედი და კონსტანტინოპოლს გაგზავნა, ხოლო როგორც კი ნეტარი ხომალდზე ავიდა, შხაპუნა წვიმა წამოვიდა.

კონსტანტინოპოლში იგი კატორღაში გააგზავნეს, სადაც ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა, ხოლო როცა ზედამხედველმა შეიტყო, - კონსტანტინე უწინ მაჰმადიანი იყო და ქრისტიანობა მიიღოო, გამწარებულმა ჯერ უმოწყალოდ აგვემინა, შემდეგ კი - საპყრობილეში შთააგდო.

ღამით საიდუმლოდ მოინახულეს ქრისტიანებმა. მისი თხოვნით, საპყრობილეში მოძღვარიც შევიდა. შეშფოთდა მღვდელი, როდესაც ასეთი ახალგაზრდა და უკვე ღონემიხდილი იხილა, მისი სინორჩე შეენანა და შესთავაზა:

- კონსტანტინე, თურქებმა საშინელი ტანჯვა იციან, ვაითუ, ბოლომდე ვერ დაითმინო. ღვთის შეწევნით, შენი გამოხსნა შეგვიძლიაო!

- რას ბრძანებ, მამაო, - გაკვირვებულმა უპასუხა, - რას ვერ დავითმენ, აბა, ერთი, ჩემს ფეხებს შეხედეო!

შეძრწუნდა მღვდელი: - დაფლეთილი ფეხები ორი თითის სიგანეზე ჰქონდა გაპობილი და ხუნდების გამოისობით დაწყლულებული, სახე და სხეული კი დასიებოდა.

- შეხედე, მამაო, - თქვა მკაცრად ქრისტეს მოწამემ, - ჩემი გამოსყიდვა არც იფიქროთ, უფალმა დაგიფაროთ ამისგან, არამედ იცოდე, რამდენიმე დღეში მიმიღებს უფალი, რამეთუ ასე განმიცხადა მისმა უწმინდესმა დედამ!

ერთსა გთხოვ მხოლოდ, პატრიარქ გრიგოლთან (ის ამ დროს პატრიარქის ტახტზე დააბრუნეს) წადი, რომელიც მიცნობს, სთხოვე, ჩემთვის ილოცოს და რასაც იხილავ, ყოველივე უამბეო!

მეორე დღეს წმინდა კონსტანტინე ისევ სამსჯავროს წარუდგინეს და ჩამოხრჩობა განუჩინეს.
ორმოცდღიანი წამების შემდეგ წმინდანმა სული უფალს შეჰვედრა და ზეციურ მოქალაქეთა შორის დაივანა.

ვაითუ, კონსტანტინე მაგალითად ექცეთ სხვებს და ქრისტიანებმა დაიკვეხონ, ყოფილი მაჰმადიანის წმინდა ნაწილები გვაქვსო, თურქებმა ცხედარი არავის დაუთმეს და უჩუმრად, რომელიღაც მუსლიმანურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

კავსოკალიველმა მამებმა კონსტანტინეს მოწამეობის ამბავი რომ შეიტყვეს, მის წმინდა ნაწილთა მოსაძიებლად ხალხი წარმოგზავნეს, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერსად მიაგნეს, ოდენ მისი სამოსის ნაგლეჯიღა იპოვეს...

უძვირფასესი მარგალიტივით ჩაიტანეს ეს ნაფლეთი ათონის მთაზე, სადაც წმინდანის სისხლით გაჟღენთილმა ქსოვილმა მრავალი სასწაული მოახდინა, - ზოგს თავი განუკურნა, ზოგს კი - კბილი.

წმინდა მამაო, ევედრე შენგან შეყვარებულსა უფალსა, განკურნოს ჩვენი დაცემული, ცოდვით უძლურ ქმნილი ხორცი და სულები!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან აკაკისთან და ეგნატესთან ერთად), 22 მარტს (ბერძნული კალენდრით) და ათონის წმინდა მამათა კრებულში
21.09.2024
ერისკაცობაში ჰასანი ერქვა, დაიბადა კონიცაში, ალბანეთში, მუსლიმი ალბანელების ოჯახში. აღიზარდა მუსლიმურ რწმენაში. მამამისი იყო შეიხი - სუფიების თემის სულიერი მოძღვარი.
21.09.2024
ხსენება 30 დეკემბერს (ბერძ.) და ათონელ ღირსთა და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის თორმეტ რჩეულ მოციქულს შორის იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat