წმინდა მოწამე ლუკა დაიბადა ადრიანოპოლში (ოდრინი, ამჟამინდელი ედირნე, თურქეთი) ქრისტიანულ ოჯახში.
როცა ლუკას ექვსი წელი შეუსრულდა, მამამისი გარდაიცვალა. დედამ შვილის აღზრდა ერთ კონსტანტინეპოლელ ბერძენ ვაჭარს მიანდო.
ერთხელ, ცამეტი წლის ლუკა თურქ ბიჭთან ჩხუბში ჩაება. შეკრებილმა გამვლელებმა დაინახეს, რომ ლუკა იმარჯვებდა და ხმამაღალი ყვირილით მიცვივდნენ მას, სიკვდილით ემუქრებოდნენ. შეშინებულმა ბიჭმა დაიყვირა: "გამიშვით და მუსულმანი გავხდები!" სიტყვაზე დაიჭირეს და ლუკა, ძალით მიიყვანეს წარჩინებულ თურქთან სამსახურში და წინადაცვეთეს.
მიუხედავად პატრონების ზრუნვისა და ბრწყინვალე კარიერის დაპირებისა, სინდისი არ აძლევდა ლუკას მოსვენებას. ის უგულებელყოფდა გართობებს და ფარულად ტიროდა იმის გამო, რომ ვერ ტოვებდა ამ სახლს. ბიჭმა მოახერხა მეურვისთვის შეეტყობინებინა თავისი გაქცევის სურვილის შესახებ. მან საქმის ვითარება რუსეთის საელჩოში გადასცა, იმედოვნებდა რა იქ დახმარების მიღებას. მაგრამ ყველა მცდელობა ლუკას პატრონების სახლიდან გამოყვანისა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს თვითონ გაიქცა მუსულმანების მეთვალყურეობიდან და, თურქული ტანსაცმელი ქრისტიანულით შეცვალა, ჩაჯდა გემში, რომელმაც სმირნაში ჩაიყვანა. აქ ლუკამ მღვდელთან აღსარება თქვა და მან ბიჭს ურჩია ათონზე წასულიყო, რათა იქ ეპოვა გზა ხსნისა.
მაგრამ წმინდა მთის მონასტრების უმეტესობაში უარს ეუბნებოდნენ მიღებაზე ახალგაზრდობის გამო. ბოლოს მან საბერო კაბა შეიმოსა სტავრონიკიტას მონასტერში. თუმცა ლუკა ვერ პოულობდა სულის სიმშვიდეს და დიდ ცდუნებებს განიცდიდა. მან იფიქრა, რომ იმიტომ ვერ პოულობდა მონანიებისთვის შესაფერის ადგილს მთაზე, სადაც იმდენი წმინდანი იმყოფებოდა, რომ ღმერთი მისგან უკანასკნელ მსხვერპლშეწირვას - მოწამეობრივს მოითხოვდა, რათა შეცდომა სისხლით გამოესყიდა და სინდისი გაეწმინდა.
წმინდა ანას სკიტის სულიერმა მამამ, რომელსაც მან თავისი ჩანაფიქრი გაუმხილა, მისი ახალგაზრდობის გამო და ახალი უარყოფის შიშით, სცადა ლუკასთვის გადაეფიქრებინა, მაგრამ ამაოდ. მაშინ მან გადაწყვიტა ბიჭი გამოეცადა და შესთავაზა მას ყოველდღიურად რვაასი მეტანია გაეკეთებინა და მხოლოდ მშრალი პურითა და წყლით ეკვება. ლუკა სიხარულით დაემორჩილა ამ წესს, მუდმივად ფიქრობდა რა ქრისტესთვის დიდებულ სიკვდილზე. საბოლოოდ მიიღო რა კურთხევა მოწამეობრისთვის თავის მიცემაზე, იგი დიდ სქემაში შეიმოსა და მღვდელმონაზონ ბესარიონთან ერთად მიტილენის კუნძულზე გაემგზავრა. მას სულიერმა მამამ დაავალა ლუკას თანხლება და მხარდაჭერა ქრისტესთვის სასურველ სიკვდილამდე.
ღამისთევითა და წმინდა ზიარებით სოფლის ეკლესიაში ლუკა სათანადოდ მოემზადა ღვაწლისთვის. ამის შემდეგ, მონაზვნის ანაფორაზე საერო ტანსაცმელი ჩაიცვა და თავისი თანამგზავრისა და ეკლესიის მღვდლებისგან მრავალი ცრემლით პატიება ითხოვა, ადგილობრივ სასამართლოში წავიდა. მაგრამ პირველი მცდელობა ვერ გამოუვიდა და დამწუხრებული დაბრუნდა ბესარიონთან, უთხრა: "მამაო, ქრისტეს ცეცხლი არ დაინთო!"
თუმცა, სულით გამხნევებული, კვლავ ბრძოლაში ჩაება და ნაზირ-აღასთან წავიდა, მოითხოვა რა მისგან ბავშვობაში ნების საწინააღმდეგოდ დადებული წინადაცვეთის სამარცხვინო ბეჭდისგან გათავისუფლება. როცა თურქებმა დასცინეს, ლუკამ დაარწმუნა მოსამართლე, რომ სრულ გონებაზე იყო და მოუწოდა ნაზირ-აღას დაუყოვნებლივ შეესრულებინა ის, რასაც მუსულმანური კანონი ასეთ შემთხვევებში მოითხოვს. ის მცველების გარეშე მიიყვანეს მოსამართლის სახლთან, სადაც მიტილენის ეპისკოპოსს შეხვდა. მღვდელმთავარი იქ გამოძახებული იყო ერთი თურქული ოჯახის ქრისტიანობაში მოქცევისა და გაქცევის გამო. ამ მოვლენამ დამპყრობლების რისხვა გამოიწვია, ამიტომ კუნძულის ქრისტიანები სისხლიანი დევნის შიშში იმყოფებოდნენ. ლუკამ ეპისკოპოსს თაყვანი სცა და სთხოვა მისთვის ელოცა, რათა თავისი განზრახვა ბოლომდე მიეყვანა. საფრთხის მიუხედავად, ეპისკოპოსმა ბრძანა ყველა ტაძარში პარაკლისი ჩაეტარებინათ ქრისტეს მეომრისთვის.
მაშინ როცა ქრისტიანები შეშფოთებულნი ელოდებოდნენ რა მოხდებოდა, მხოლოდ ლუკა იდგა სასამართლოს წინაშე მამაცად და თავდაჯერებულად. სამჯერ დაკითხეს და ის მუდმივად ავლენდა იმავე შეუპოვარ გადაწყვეტილებას, რომ ქრისტეს რწმენისთვის სიკვდილით დასჯილიყო, სრული უგულებელყოფით ეკიდებოდა რა ხორციელი სიამოვნებების ფუჭ დაპირებებს, რომლებსაც მას თურქები აძლევდნენ. სულიწმინდის შთაგონებით ის პოულობდა ციტატებს წმინდა წერილიდან, რათა მუსულმანური სწავლება გაებათილებინა. მაგრამ განსაკუთრებით აოცებდა დამსწრეებს აღმსარებლის სრული უშიშრობა.
თურქებმა ის სამი დღით ციხეში დატოვეს, ელოდნენ რა, რომ თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა. მაგრამ როცა ლუკა კვლავ წარსდგა მოსამართლის წინაშე, მან ერთადერთ წყალობად ითხოვა, რომ ერთი საათით ადრე დაესაჯათ სიკვდილით, რათა, აღარ დაყოვნებულიყო და უფალს შეერთებოდა. გამოტანილ იქნა სასიკვდილო განაჩენი და მოწამე ისე სწრაფად გაემართა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, რომ ხელი ჰკრა ერთ-ერთ თავის მცველს, რომელმაც შესძახა: "რა, ქორწილში მიდიხარ ასეთი სიჩქარით?" შემდეგ ლუკამ რამდენიმე წუთი ითხოვა და ცხარე ლოცვა აღავლინა ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მას მოქცევაში დაეხმარა. მან ერთ იქ მყოფ ქრისტიანს უთხრა თავისი ერთადერთი მწუხარების შესახებ - რომ ის არ აწამეს. სახრჩობელის ქვეშ დადგა, ნება დართო თოკი ყელზე შემოეხვიათ სრული სიმშვიდით და, ოდნავადაც არ შეკრთა, სული ღმერთს მიაბარა (1802).
სამი დღე მისი სხეული სახრჩობელაზე დარჩა და მასზე არანაირი საშინელი კვალი წამებისა არ ჩანდა. ლუკა მძინარეს ჰგავდა, საღვთო მადლით სავსეს, ისე რომ მწერებიც კი ვერ ბედავდნენ მასთან მიახლოებას. უფრო მეტიც, მკვდარი სხეულიდან ტკბილი სურნელება გამოდიოდა, რაც მოწმობდა, რომ ლუკა ღმერთთან ახლოს იმყოფებოდა. შემდეგ თურქებმა მოწამის სხეული უფსკრულში გადააგდეს, მძიმე ქვა მიაბეს. მაგრამ, საყოველთაო გაოცებისთვის, ის წყლის ზედაპირზე გამოჩნდა, როცა ერთი ხომალდი ძლიერი ქარიშხლის გამო საფრთხეში აღმოჩნდა. წმინდა ნაწილები ნაპირზე გამოირიყა, სადაც ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს, მიუხედავად აღას აკრძალვისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი