წმინდა დიდმოწამე ზლატა (ქრისა) მეგლენელი (+1795) - 13 და 18 ოქტომბერს
წმინდა დიდმოწამე ზლატა (ქრისა) მეგლენელი (+1795)  - 13 და 18 ოქტომბერს
წმინდა ზლატა (ბერძნულად ქრისა) XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ცხოვრობდა მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგლენის ოლქის (მაკედონიური ტრადიციით-მეგლენი) სოფელ სლატინაში. ზლატა ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელიც ერთგული იყო მამა-პაპათა რწმენისა. მშობლებს მის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდათ. გოგონა ხორციელადაც მშვენიერი იყო და სულიერადაც.

ერთ თურქს ქალიშვილის უჩვეულო სილამაზემ ვნება აღუძრა და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა მის ხელში ჩასაგდებად. ერთხელაც, როცა ქალიშვილი მეგობრებთან გარეთ გამოვიდა, შეიპყრო და შინ მიიყვანა. ჯერ სცადა, დაპირებებით მოენადირებინა გოგონას გული, ეუბნებოდა თუ ისლამს მიიღებ, ცოლად შეგირთავ და ფუფუნებაში გაცხოვრებო, თუ არ დამემორჩილები-გაწამებო. მაგრამ ზლატა ვერ შეაშინა, გონებით მაცხოვარს შეწევნისათვის მოუწოდა და თურქს კადნიერად უთხრა: "მე მწამს და ვეთაყვანები ჩემს ქრისტეს და მას ვთვლი ჩემს სასიძოდ, რომელსაც არასოდეს ვუღალატებ, თუნდაც ათასჯერ მაწამოთ და ამკუწოთო". თურქმა რომ დაინახა თვითონ ვერაფერს გახდებოდა, ქალიშვილის დათანხმება თავის ცოლებს მიანდო, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ზლატას დაყოლიებას, მაგრამ მათ ქალიშვილს რწმენა ვერ შეურყიეს. შემდეგ ზლატას მშობლებსა და დებს დაემუქრნენ, დაითანხმეთ ისლამი მიიღოს, თორემ მასაც მოვკლავთ და თქვენც დაგსჯითო. შიშმა აიძულა ისინი, მისულიყვნენ ზლატასთან.

ტირილით შეჰღაღადეს, მხოლოდ გარეგნულად თქვი უარი ქრისტეზე, უფალი მოწყალეა და შეგინდობს ამ იძულებულ ნაბიჯსო. მიუხედავად დედის ცრემლებისა, ზლატა ისევ მტკიცედ იდგა, მშობლებს უსაყვედურა:-რადგანაც ჩემს დაყოლიებას ცდილობთ-განვუდგე ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, ამიერიდან აღარა ხართ ჩემი მშობლები და ჩემი დები, თქვენი დანახვა აღარ მინდა, თქვენს მაგივრად მყავს მამა უფალი ჩემი იესო ქრისტე, დედა-დედოფალი ჩემი ღვთისმშობელი, ხოლო დები და ძმები წმინდანები არიან.

როცა ურჯულოებმა დაინახეს, რომ ახლობლები ქალიშვილთან ვერაფერს გახდნენ, მაშინ შეგონებას თავი ანებეს და ზლატას წამებას შეუდგნენ. სამი თვის მანძილზე ყოველდღე სცემდნენ. შემდეგ ტყავი ზოლებად ააძრეს და წინ ჩამოუკიდეს-შეეშინდებაო. გოგონას სხეულიდან სისხლი წყაროებად სდიოდა, ირგვლივ მიწა გადაწითლდა. მერე გახურებული შამფურები ყურებში გაუყარეს ისე, რომ დამწვარი ხორცის ორთქლი წმინდანის ცხვირიდან და პირიდან გამოვარდა. მაგრამ ამ დიდმა ტკივილმაც ვერ გატეხა. შეიტყო, რომ იქვე ახლოს მისი მოძღვარი, ათონის სტავრონიკიტას იღუმენი მამა ტიმოთე იმყოფებოდა, ერთ ქრისტიანს მასთან თხოვნა დააბარა, ელოცა მისთვის, რომ ბოლომდე მიეტანა თავისი ჯვარი.

ურჯულოებს უკვირდათ, ერთ პატარა გოგოს როგორ ვერ მოვერიეთო. ქრისტეს ბატკანი პანტის ხეზე ჩამოჰკიდეს და ასო-ასო აქნეს. წმინდა ზლატა 1795 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა (ზოგ "მარტვილობაში" წმინდა ზლატას გარდაცვალების დღედ 13 ოქტომბერია აღნიშნული, ხოლო 18 ოქტომბერს კი წმინდა ზლატას სასწაული იდღესასწაულება).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat