წმინდა დიდმოწამე პართენი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1657) - 24 მარტი (6 აპრილი)
წმინდა დიდმოწამე პართენი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1657) - 24 მარტი (6 აპრილი)
წმინდა პართენი ეწამა კონსტანტინოპოლში, 1657 წლის 24 მარტს, ლაზარეს შაბათს. ამიტომ ეკლესია მას 24 მარტს იხსენიებს.

წმინდა პართენი წარმოშობით მიტილინიდან იყო. იგი ღმრთისმოსავმა მშობლებმა აღზარდეს და თავიდანვე იზრუნეს იმისათვის, რომ იგი ღმრთისმოშიში გაზრდილიყო და შეესწავლა წმინდა წერილი. თანდათანობით წმინდანი უფრო ღრმად დაეწაფა სწავლა-განათლებას და იქცა თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სწავლულად. ამის პარალელურად, იგი იყო ღმრთისმოსავი და უფლის მიმდევარი, რის გამოც სასულიერო პირი გახდა. აღიარებული მოვლენების მიხედვით, თავდაპირველად წმინდანი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდგომ კი - მღვდლად. მოგვიანებით, იგი ღირს იქმნა ქიოსის მიტროპოლიტად კურთხევისა, ხოლო 1656 წელს კი, მსოფლიო პატრიარქად აირჩიეს.

იმ ეპოქაში თათართა მეთაური გახლდათ თათარხანი. მან გაგზავნა ელჩი კაზაკთა ატამანთან. ამ ვიზიტის დროს მან იხილა ნიკეის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელიც მეტად პატივცემული იყო, მეთაურთან ერთად იჯდა და დიდ გავლენას ახდენდა იქაურ დიდგვაროვნებზე. თავის მეთაურთან უკან დაბრუნების შემდეგ, მიტროპოლიტის მიმართ აღძრული შურის გამო, ცილისმწამებელმა განუცხადა მეთაურს, რომ მეუფე ჭეშმარიტად წარგზავნილი იყო პატრიარქის მიერ, რომ იგი მოღალატეა და თურქთა ძალების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.

თათართა მეთაურმა მაშინვე წერილი მისწერა თავის ვეზირს და აცნობა ელჩის მონათხრობი. მაშინ ვეზირმა ბრძანება გასცა და პატრიარქი პართენი თავისთან 103 დაიბარა. გულითადი შემოწმების შემდეგ, რასაც ხანის ჩანაწერებიც ადასტურებს, ვეზირი მიხვდა, რომ პატრიარქი სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცაღა, რომ არ გაეცრუებინა თათარხანის მოლოდინი და ისე არ გამოჩენილიყო, თითქოსდა იგი ცრუობდა, პატრიარქის მიმართ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: სიკვდილით უნდა დაესაჯა იგი, როგორც მოღალატე, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუკი პატრიარქი სარწმუნოებას შეიცვლიდა, რაც იმას დაადასტურებდა, რომ პატრიარქი ერთ-ერთი თურქთაგანი იყო და ზემოხსენებული ეჭვებიც განქარდებოდა, შეძლებდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

ქალაქის მმართველმა პატრიარქი თავისთან წაიყვანა და ხვეწნა დაუწყო, რომ თანხმობა ეთქვა გათურქებაზე, რაც არა მხოლოდ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, არამედ საშუალებას მისცემდა, დამტკბარიყო ისეთი სიამეებით, როგორიცაა პატივისცემა, სიმდიდრე, თანამდებობები. მაგრამ პატრიარქმა განუცხადა, რომ არ იყო მოღალატე და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამგვარი კატეგორი¬ის ხალხთან, რაც მათ ისედაც უწყოდნენ. სარწმუნოებას კი არ უარყოფდა, არ უღალატებდა მის უტკბილეს მბრ¬ძანებელსა და უფალს - იესო ქრისტეს. ერთს კი არა, თუნდაც უთვალავ სიკვდილს დაითმენდა სიხარულითა და ზარ-ზეიმით მისი წმინდა სახელის გამო. ხოლო პატივისცემისა და თანამდებობების გაგონებაც კი არ სურდა.

მაშინ ქალაქის მმართველი წმინდანის უმოწყალოდ წამებას შეუდგა იმ იმედით, რომ მის ბაგეთაგან იესო ქრისტეს გმობას მოისმენდა. წმინდა პართენი ამ ტანჯვა-წამებას უდიდესი მოთმინებით იტანდა და ჰმადლობდა ქრისტეს იმისათვის, რომ მისი წმინდა სახელისათვის ტანჯვის ღირსი გახადა და ევედრებოდა მას, რომ მისთვის აღსასრულის დადგომამდე მოთმინებისა და ყოველივეს ატანის ძალა მიეცა.

ვეზირი დარწმუნდა, რომ ვერ მიაღწევდა სასურველ მიზანს და მართალი ლაზარეს შაბათს, პარმაკის სასახლეში, მისი ჩამოხრჩობის ბრძანება გასცა.

ჩვეულების თანახმად, წმინდა პართენის პატიოსანი სხეული სამი დღე ჩამოკიდებული იყო და მცველები დარაჯობდნენ. ყოველ ღამე ციური ნათელი ციმციმებდა მისი წმინდა თავის ირგვლივ.

მესამე დღეს თურქებმა ჩამოხსნეს და ზღვაში გადააგდეს. ქრისტიანებმა მისი გვამი იპოვეს, ფარულად ამოასვენეს და დიდი პატივითა და ღმრთისმოსაობით მიაბარეს მიწას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat