ახალმოწამე დიმიტრი ქიოსელი (+1802) - 29 (11.02) იანვარი
ახალმოწამე დიმიტრი ქიოსელი (+1802) - 29 (11.02) იანვარი
წმინდა მოწამე დიმიტრი ქიოსელი დაიბადა 1780 წელს ქიოსში, ღვთისმოსავ ოჯახში. ახალგაზრდობაში დიმიტრი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა ემუშავა უფროს ძმასთან, რომელიც ვაჭრობით იყო დაკავებული. გარკვეული დროის შემდეგ დიმიტრიმ ცოლი შეირთო. ძმა მისი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ, ამიტომ მან დიმიტრი სახლიდან გააგდო.

დიმიტრის არაფერი გააჩნდა. მას გაახსენდა, რომ მის ძმას ჰყავდა ერთი თურქი კლიენტი, რომელსაც დიმიტრის ფული მართებდა. მომავალი წმინდანი მოვალე თურქთან წავიდა, თუმცა სახლში არ დაუხვდა. დიმიტრის მოვალის ქალიშვილმა უმასპინძლა. ქალიშვილს მანამდეც ბევრჯერ ჰყავდა დიმიტრი ნანახი. მას მათთან სახლში ხშირად მიჰქონდა გასაყიდი ნივთები. ქალიშვილს გულში ჩავარდნოდა ქრისტიანი ჭაბუკი. ბოროტის ხრიკებით გოგონამ მოახერხა დიმიტრის ცდუნება.

ახალგაზრდა ვაჟი ორი თვე ცხოვრობდა მასთან, ბოლოს ქრისტიანობაც კი უარყო და ისლამი მიიღო, რათა თურქ გოგონაზე ექორწინა. ბოლოს მაინც გაიღვიძა დიმიტრიში სინდისმა, მიხვდა თავის შეცდომას, ღამით ფარულად დატოვა თურქი გოგონას სახლი. დიმიტრიმ თავი ერთ-ერთი ქრისტიანის ოჯახს შეაფარა. ვაჟი გამუდმებით ტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას, ნანობდა დაშვებულ შეცდომებს. ღვთისმსახურს აღსარება ჩააბარა. ნანობდა ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომას. მღვდელს ისიც კი უთხრა, რომ სურდა, მოწამებრივი აღსასრულით გამოესყიდა ეს დიდი ცოდვა. მშობლებს წერილიც კი მისწერა იმის შესახებ, რომ აპირებდა უფლის ღალატის სისხლით გამოსყიდვას.

მღვდელს ეჭვი ეპარებოდა დიმიტრის რწმენის სიძლიერეში, ცდილობდა გამოეცადა ის. ოცი დღე და ღამე ძილისა და ჭამის გარეშე მუდმივ ლოცვაში გაატარებინა.

დიმიტრის უფალიც კი გამოეცხადა და აუწყა, რომ შეეწეოდა და გააძლიერებდა მოწამეობის ჟამს. დიმიტრი ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, მიიღო მოძღვრისგან კურთხევა და წარდგა თურქეთის სასამართლოში, სადაც თამამად აღიარა ქრისტიანობა და მოითხოვა ნებისმიერი სასჯელით დაესაჯათ. იგი მრავალი დღე იყო დამწყვდეული ბნელ და ნესტიან საპატიმროში, მრავალჯერ დაკითხეს, მაგრამ მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ აღარასოდეს უარყოფდა ჭეშმარიტ ღმერთს და თავსაც შესწირავდა ქრისტეს რჯულს. ცბიერი თურქი გოგონა ციხეშიც კი ცდილობდა დიმიტრის მონახულებასა და კვლავ ცდუნებას, მაგრამ ამაოდ. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ქრისტიანები შიშობდნენ დიმიტრის გამო, კიდევ არ განდგომოდა ქრისტეს რჯულს, ამიტომ ფული შეაგროვეს და გირაოს სანაცვლოდ მისი ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ამაზე დიმიტრი ძალიან გაბრაზდა, მოძმე ქრისტიანებს შეუთვალა, შეგროვილი ფული ქრისტიანული ტაძრებისათვის დაერიგებინათ და ელოცათ მისთვის, რათა მოწამებრივი აღსასრულის ჟამს სულიერად არ გატეხილიყო.

1802 წლის 29 იანვარს დიმიტრი მოწამებრივად აღესრულა. სიკვდილით დასჯის წინ მან თქვა: "მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". ბევრი ქრისტიანი მივიდა სიკვდილით დასჯის ადგილზე, სურდათ რა მოეპოვებინათ თმა მისი თავიდან, ნაჭერი მისი ტანსაცმლიდან ან გაეჟღინთათ ცხვირსახოცი მისი სისხლით და ამგვარად ზიარებოდნენ ქრისტეს მოწამის ტანჯვას. ერთმა მთავარდიაკონმა ჯალათთან მოილაპარაკა საზღაურის სანაცვლოდ, რომ მას სიკვდილით დასჯის იარაღი ცხვირსახოცით გაეწმინდა და მისთვის გადაეცა. თეთრ ცხვირსახოცზე აღიბეჭდა მოწამის ხელები ჯვრის სახით. დიმიტრის სიკვდილიდან მესამე დღეს კაიმაკამმა გამოსცა ბრძანება არ გადაეცათ მოწამის სხეული ქრისტიანებისთვის, არამედ ზღვაში გადაეგდოთ. თუმცა, ღვთის განგებით მოწამის ნეშტი გადაიტანეს კუნძულ პროტიზე და დაკრძალეს ადგილობრივ მონასტერში. იქვე ინახება ცხვირსახოციც მოწამის ხელების სასწაულებრივი ანაბეჭდით.

ბევრი სასწაული მოხდა დიმიტრისადმი ლოცვით. წმინდა ათანასე პაროსელმა დაწერა დიმიტრის წამება, რომელიც შევიდა "ახალი ლიმონარის" შემადგენლობაში, ასევე მსახურება მის პატივსაცემად.


..........................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat