წმინდა ანასტასი XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, იანინის მახლობელ დასახლებაში დაიბადა, სამხრეთ დასავლეთ საბერძნეთში და კონსტანტინოპოლის შემოგარენის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.
კონსტანტინე რუსის (ხსენება 26 დეკემბერს) მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ნეტარი ქრისტესთვის სიკვდილის სურვილით აღინთო და უფალს შეევედრა, გზა ეჩვენებინა.
იმხანად ერთი კვიპროსელი, ბრმა მონაზონი, სიბერეში რომ განუდგა ეკლესიას და ამის გამო თურქთა პატივიც მიიღო, ადამიანებს ისლამის მიღებისკენ მოუწოდებდა.
ანასტასიმ სწორედ იმ დროს ჩაუარა მეჩეთს, როდესაც ეს უბედური ხალხს ისლამს უქადაგებდა.
ნეტარი ძლიერ დაამწუხრა მისმა ესოდენმა დაცემამ, იქ შეკრებილმა ხალხმა მალევე შენიშნა ანასტასი და ურჩია, მოქადაგის სიტყვა ყურთ ეღო, რომ სამოთხის ღირსი გამხდარიყო.
ის კი პასუხობდა, რომ მოქადაგის ყოველი სიტყვა - სიცრუე იყო, სული მისი კი - ისეთივე ბრმა, როგორიც თვალნი.
გამხეცებული თურქნი მაშინვე ეცნენ ნეტარს და მსაჯულს მიუყვანეს, შემდეგ კი - დიდ ვეზირს, რომელსაც ანასტასიმ იგივე გაუმეორა, რის გამოც კუნძულ ქიოსზე გადაასახლეს.
როდესაც ხომალდზე აჰყავდათ, კვლავ ქალაქს დაბრუნება ითხოვა. თურქებმა იფიქრეს, - გონს მოვიდა და ჩვენი სჯულის მიღება სურსო, მაგრამ ნეტარს ღვთისგან იმგვარი სიტყვა მიეცა ჭეშმარიტი შემოქმედის საქადაგებლად და განსადიდებლად, იქ მყოფნი განცვიფრდნენ.
1743 წლის 8 ივლისს ანასტასის თავი იმ ადგილას წარკვეთეს, სადაც იქადაგა. მღვდელი სიკვდილით დასჯის დროს, მოულოდნელად გაბრწყინდა სასწაულებრივი ნათელით.
წმინდა ანასტასის ხსენება აღნიშნულია მხოლოდ თანამედროვე ბერძნულ საღვთისმსახურო წიგნებში. მისი აკოლუთია (ღვთისმსახურების წესი) არ შემორჩენილა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი