casino siteleri 2023
წმინდა მოწამე პავლე (+1818) - 22 მაისი (4 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა მოწამე პავლე (+1818) - 22 მაისი (4 ივნისი)
წმინდა მოწამე პავლე (+1818) - 22 მაისი (4 ივნისი)
წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: "მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო." ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს, მალე ის მართლაც ისე იქცეოდა, როგორც მუსლიმი.

გავიდა დრო, პავლე სინანულში ჩავარდა. სასულიერო პირები ანუგეშებდნენ, მაგრამ ის სულიერ შვებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა. წმინდა მთაზე პავლე ერთ-ერთ თავის თანამემამულე ბერს ტიმოთეს დაემოწაფა. მისი მორჩილება სამზარეულოში საქმიანობა იყო. ერთი წლის შემდეგ პავლე ბერად აღკვეცეს და წმინდა პანტელეიმონის მონასტერში განამწესეს. მძიმე ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა სინანული არ ტოვებდა. გადაწყვიტა ქრისტესთვის სიკვდილი. მისი გადაწყვეტილება მოძღვარმა არ აკურთხა. შემდეგ პავლემ თავისი სურვილი ბერ ანანიას გაანდო, რომელმაც აკურთხა, ორმოცი დღე მკაცრად ემარხულა და ელოცა. ორმოცი დღის შემდეგ ანანიამ პავლე დიდ სქემაში აღკვეცა და მოწამეობისთვის აკურთხა.

სამშობლოში დაბრუნებული პავლე კიდევ ორმოცი დღე იცავდა მძიმე მარხვას ერთ-ერთ მონასტერში. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და გაამხნევა.

მუსლიმთა დღესასწაულზე იგი პელოპონესის მუფთის წინაშე წარდგა და განაცხადა თავისი ახალგაზრდული შეცდომის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა წრმენა, როგორ გახდა მუსლიმი და შემდეგ როგორ დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მუფთმა პავლეს ისევ ისლამზე დაბრუნება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხლად დაწვით დაემუქრა. მაშინ პავლემ ხმამაღლა წარმოთქვა სარწმუნოების სიმბოლო და ამხილა ისლამი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დაეგმო ქრისტიანობა, პავლე კიდევ უფრო თამამად აცხადება თავისი რწმენის უპირატესობას. ბოლოს მუფთიმ ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის. ასეც მოხდა. წმინდა პავლეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1818 წლის 22 მაისს. პავლეს წმინდა ნაწილები ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს პენელოპენესის ერთ-ერთ მონასტერში.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri