წმ. მოწამე აკაკი ნეოხორიელი (+ 1816) - ხსენება 01 (14) მაისს.
წმ. მოწამე აკაკი ნეოხორიელი (+ 1816) - ხსენება 01 (14) მაისს.
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს. მისი მშობლები იძულებულნი გახდნენ საარსებო მიზეზების გამო 1805 წელს გადასახლებულიყვნენ სერესში, სადაც ცხრა წლის ათანასიოსი ჩააბარეს მეწაღეს, რათა მისთვის ეს ხელობა ესწავლებინა. თუმცა, მისი უხეში მოპყრობისა და ცუდად მოქცევის გამო, ათანასიოსმა უარი თქვა თავის რწმენაზე, რათა თავი დაეღწია ტანჯვისგან. ამ ქმედებისკენ მას უბიძგეს ორმა ოსმალო ქალმაც, რომლებიც აკვირდებოდნენ მისი პატრონის არაადამიანურ მოპყრობას და პატარა ათანასიოსს უკეთეს ცხოვრებას დაჰპირდნენ, დაარწმუნეს რა იგი დიდ პარასკევს შეეცვალა რწმენა. ათანასიოსი, უკვე მუსლიმი, გახდა თავისი დედინაცვლის ბოროტი შეტევის მსხვერპლი, რომელმაც, როცა დაინახა, რომ ათანასიოსი იზრდებოდა და მამაკაცდებოდა, შეუყვარდა იგი, როგორც ძველ აღთქმაში პოტიფარის ცოლს შეუყვარდა იოსები. მაგრამ რადგან მან არ დაუთმო და არ დაემორჩილა დედინაცვლის ვნებას, მან ცილი დასწამა მას მამინაცვლის წინაშე, რის შედეგადაც იგი გააძევეს. ამ შესაძლებლობით ისარგებლა და გაიქცა თესალონიკში თავის მშობლებთან, რომლებმაც დატოვეს სერესი, როგორც კი შეიტყვეს მისი რწმენის უარყოფის შესახებ.

შემდეგ, მშობლების რჩევის მიხედვით, იგი წავიდა ათონის მთაზე, სადაც, მას შემდეგ რაც რამდენიმე მონასტერში იხეტიალა, საბოლოოდ დასახლდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში, ბერდიდ ნიკიფორეს საძმოში, რომელმაც იგი მოწაფედ გადასცა უხუცეს აკაკიოსს, რათა მოემზადებინა წამებისთვის, როგორც ეს მანამდე გააკეთა მოწამეებთან ექვთიმესთან და ეგნატესთან.

გარკვეული პერიოდის განუწყვეტელი ვარჯიშისა და მუდმივი ლოცვის შემდეგ, ათანასიოსი, რომელიც ბერად აღიკვეცა და სახელად აკაკი ეწოდა, სხვა ბერდიდების ლოცვა-კურთხევით შეუდგა მოწამეობისკენ მიმავალ გზას, მისი თანამგზავრი იყო ბერი გრიგოლი, რომელიც ადრე თან ახლდა ზემოხსენებულ ორ წმინდა მოწამეს. კონსტანტინოპოლისკენ 10 აპრილს გაემართნენ. წმინდანი სიხარულით მიდიოდა წამებისკენ.

გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, სულიწმინდით აღვსილმა, მისწერა შემდეგი წერილი თავის ბერდიდსა და ძმებს-ბერებს.

კაპიტანმა, ღვთისმოსავმა კაცმა, როდესაც შეიტყო აკაკის მოგზაურობის მიზნის შესახებ, დაჰპირდა გრიგოლს, რომ იზრუნებდა აკაკის ნაწილების გამოსყიდვაზე მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ და თავად დააბრუნებდა მათ ათონის მთაზე. ცამეტი დღის შემდეგ ისინი ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, სადაც მათ უმასპინძლა ვიღაც მეწვრილმანემ, გრიგოლის ნაცნობმა. შაბათს, 29 აპრილს, წმინდა აკაკიმ, წმინდა საიდუმლოების მიღებით, სათანადოდ მომზადების შემდეგ, ჩაიცვა თურქული ტანსაცმელი და კაპიტნის ძმის წინამძღოლობით მივიდა სასამართლოში, სადაც ყველას თანდასწრებით აღიარა მამაპაპეულ რწმენაზე დაბრუნება. ამ აღიარების გამო იგი ციხეში ჩასვეს. მთელი პატიმრობის განმავლობაში მრავალჯერ სცადეს მისი გადარწმუნება მოფერებითა და დაპირებებით, ან წამებითა და დაშინებით. მაგრამ ყველაფერმა ამან ვერ შეძლო მისი შერყევა. განსაკუთრებით გაძლიერდა და მოემზადა წამების გასაძლებად, როდესაც მიიღო წმინდა ზიარება, რომელიც ციხეში ფარულად მიუტანა კაპიტნის ძმამ ბერი გრიგოლის ლოცვა-კურთხევით ღვთისმშობლის კატაფიანის ტაძრიდან. თურქმა დიდებულებმა, როდესაც დაინახეს აკაკისს მტკიცე აზროვნება, მიხვდნენ, რომ ამაოდ ირჯებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს მისი სიკვდილით დასჯა.

ამგვარად, "ადგილზე, რომელსაც დაქტილოპორტა ეწოდება", წმინდა ახალ მოწამე აკაკი მახვილით განგმირეს 1816 წელს. მესამე დღეს, არსებული ჩვეულების თანახმად, ბერმა გრიგოლიმ გამოისყიდა მოწამის ნაწილები ფულით, რომელიც შეაგროვა გალათას მეწვრილმანეებისგან და გადაიტანა პრინკიპოს კუნძულზე, სადაც ჩასხდნენ გემზე, რომლითაც ჩამოვიდნენ კონსტანტინოპოლში, ათონის მთისკენ მიმავალნი. 9 მაისს ისინი გადმოვიდნენ ივერონის მონასტრის პატარა ნავსადგურში და იქიდან გადაიტანეს წმინდა ნაწილები წმინდა ნიკოლოზის კელიაში, სადაც დაკრძალეს წმინდა მოწამეების ექვთიმესა და ეგნატეს სამლოცველოში ღვთისმშობლის ხატის წინ, მოწამის სურვილის თანახმად.

წმინდანის წამების შესახებ დაწერა კესარიის მღვდელმთავარნა მელეტიოსმა. საერთო აკოლუთია სამი ღირსი მოწამისა შეადგინა მღვდელმონაზონმა ონუფრი ივერონელმა, რომელიც გამოქვეყნდა ათენში 1862 წელს. ამ სამი ახალი მოწამის ხსენება აღინიშნება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში 1 მაისს.

აქვე წაიკითხეთ:

ღირსმოწამენი: ექვთიმე, ეგნატე და აკაკი ათონელნი - 01 (14) მაისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat