წარმოშობით ალბანელი ნიკიტა, მოღვაწეობდა ათონზე რუსულ პანტელეიმონის მონასტერში, სადაც აღიკვეცა ბერად და ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. იგი მიისწრაფოდა განმარტოებისკენ და გადავიდა წმინდა ანას სკიტში.
წმინდანს სურდა ემსახურა უფალ იესო ქრისტესთვის აღმსარებლობის ღვაწლით. ქრისტიანობის მოწინააღმდეგეთა მხილებისთვის, წმინდა ნიკიტა მივიდა ქალაქ სერესში. გარკვეული დრო იგი დაჰყო ადგილობრივ მონასტერში, სადაც ემზადებოდა მომავალი ღვაწლისთვის. შემდეგ წმინდა ნიკიტა უშიშრად მივიდა ადგილობრივ მაჰმადიან მმართველთან და სთხოვა მუსლიმებს დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენის სისწორე. სიტყვიერ შეჯიბრში განსწავლულ მოლებთან წმინდანმა ამხილა მათი ცდომილებები და დუმილისკენ მოუწოდა მათ. ისინი მუქარით აიძულებდნენ მიეღო მაჰმადიანობა, მაგრამ წმინდანმა მტკიცედ აღიარა ქრისტეს რწმენა. მაშინ იგი სასტიკ წამებას მისცეს: თავს უჭერდნენ ხრახნებით, ფრჩხილებქვეშ ნემსებს უყრიდნენ, თავდაყირა ჩამოკიდებულს ცეცხლით წვავდნენ. წმინდანი ყველაფერს იტანდა დიდი მოთმინებით და არ წყვეტდა ქრისტეს დიდებას. ბოლოს, წმინდა ნიკიტა ჩამოხრჩობით დასაჯეს. წმინდა მოწამე ნიკიტა ჩამოახრჩვეს 1808 წლის 4 აპრილს, დიდი შაბათის საღამოს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი სხეული და დაკრძალეს.
მოწამის ღვაწლის შესახებ 1809 წლის 19 თებერვალს ათონის პანტელეიმონის მონასტეს მისწერეს სერესის მონასტრის მღვდელმონაზონმა კონსტანციმ და ადგილობრივმა ექიმმა ნიკოლოზმა.
აქვე წაიკითხეთ:
ღირსმოწამე ნიკიტა ათონელი (+1808) - 4 აპრილი (17 აპრილი)