ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწის ყველა წმინდანის საერთო დღესასწაული სულთმოფენობიდან მესამე კვირას თავდაპირველად დაწესდა როგორც ადგილობრივი დღესასწაული რუსეთის ეკლესიის სუროჟის ეპარქიაში, რომლის იურისდიქციაშიც შედიოდა მრევლი დიდ ბრიტანეთში. სუროჟის ეპარქიის საეპარქიო კრების 2007 წლის 3 მარტის თხოვნის პასუხად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2007 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე დალოცა ეს დღესასწაული.
ბრიტანეთისა და ირლანდიის წმინდანთა კრებულის ხატზე გამოსახულნი არიან (ქვემოთ მოყვანილია მათი გარდაცვალების თარიღის მიხედვით, ქვემოთ იხილეთ სქემა მათი განლაგებისა ხატზე):
1.პირველმოწამე ბრიტანელი ალბან ვერულამელი (+ 305, ხსენება 22 ივნისს)
2. წმ. ნინიან უიტჰორნელი (+ 432, ხსენება 16 სექტემბერს)
3. წმ. პატრიკ ირლანდიელი (+ 461, ხსენება 17 მარტს)
4. წმ. გერმან მენელი (+ დაახლ. 474, ხსენება 3 ივლისს, 31 ივლისს ან 1 ოქტომბერს უელსში)
5. წმ. მორვენა (VI ს. დასაწყისი, ხსენება 5 ივლისს)
6. წმ. დუბტახ არმაღელი (+ 513, ხსენება 7 ოქტომბერს)
7. წმ. მონენა ირლანდიელი (+ დაახლ. 518, ხსენება 6 ივლისს)
8. წმ. ბრიგიტა ირლანდიელი (+ 525, ხსენება 1 თებერვალს)
9. წმ. დიფრიგ ერგინგელი (+ დაახლ. 550, ხსენება 14 ნოემბერს)
10. წმ. გილდა ბრძენი (+ დაახლ. 570, ხსენება 29 იანვარს)
11. წმ. ბრენდან მოგზაური (+ დაახლ. 575/577/583, ხსენება 16 მაისს)
12. წმ. პეტროკ კორნუოლელი (+ 594, ხსენება 4 ივნისს)
13. წმ. ასაფ ლან-ელვიელი (+ დაახლ. 596/601, ხსენება 1 მაისს, 11 მაისს)
14. წმ. კოლუმბა იონელი (+ 597, ხსენება 9 ივნისს)
15. წმ. ავსტოლ კორნუოლელი (VI ს., ხსენება 28 ივნისს)
16. წმ. ბრანვალადერ კორნუოლელი (VI ს., ხსენება 19 იანვარს, 9 თებერვალს, 6 ივნისს)
17. წმ. ბრენოკ ბრაუნტონელი (VI ს., ხსენება 7 იანვარს)
18. წმ. მახარ აბერდინელი (VI ს., ხსენება 12 ნოემბერს)
19. მოწამე ნექტან ჰარტლენდელი (VI ს., ხსენება 17 ივნისს)
20. წმ. ნონა უელსელი (VI ს., ხსენება 3 მარტს)
21. წმ. სერვან შოტლანდიელი (VI ს., ხსენება 1 ივლისს)
22. წმ. სეირიოლ პენმონელი (VI ს., ხსენება 1 თებერვალს)
23. წმ. დავით უელსელი (+ დაახლ. 600, ხსენება 1 მარტს)
24. წმ. ავგუსტინე კენტერბერიელი (+ 605, ხსენება 26 მაისს)
25. წმ. კენტიგერნ სტრეტკლაიდელი (+ დაახლ. 612, ხსენება 13 იანვარს)
26. წმ. კევინ გლენდალოხელი (+ 618, ხსენება 3 ივნისს)
27. მოწამე ვინიფრედა ტრეფინონელი (+ 630, ხსენება 3 ნოემბერს)
28. წმ. ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+ დაახლ. 640, ხსენება 31 აგვისტოს)
29. მოწამე ოსვალდი, ნორთუმბრიის მეფე (+ 642, ხსენება 5 აგვისტოს)
30. წმ. პავლინ იორკელი (+ 644, ხსენება 10 ოქტომბერს)
31. წმ. ფელიქს ბურგუნდიელი (+ 648, ხსენება 8 მარტს)
32. წმინდა ძმები წმ. ფურსეი ირლანდიელი (+ დაახლ. 648, ხსენება 16 იანვარს) და ფოილანი
33. წმ. ვირინ დორჩესტერელი (+ 650, ხსენება 3 დეკემბერს)
34. წმ. აიდან ლინდისფარნელი (+ 651, ხსენება 31 აგვისტოს)
35. მოწამე ოსვინი, ნორთუმბრიის მეფე (+ 651, ხსენება 20 აგვისტოს)
36. წმ. ბეუნო კლინოგელი (+ დაახლ. 660, ხსენება 21 აპრილს)
37. წმ. კადვალადრი, უელსის მეფე (+ 664, ხსენება 12 ნოემბერს)
38. წმ. კედ ლასტინგემელი (+ 664, ხსენება 7 იანვარს, 26 ოქტომბერს)
39. წმ. კოლმან ლინდისფარნელი (+ 676, ხსენება 18 თებერვალს)
40. წმ. ეთელდრედა ელიელი (+ 679, ხსენება 23 ივნისს)
41. წმ. ჰილდა უიტბიელი (+ 680, ხსენება 25 აგვისტოს, 17 ნოემბერს)
42. წმ. ერკონვალდ ლონდონელი (+ 686-693, ხსენება 30 აპრილს)
43. წმ. კუტბერტ ლინდისფარნელი (+ 687, ხსენება 20 მარტს)
44. წმ. თეოდორე ტარსელი, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი (+ 690, ხსენება 19 სექტემბერს)
45. წმ. ედბერტ ლინდისფარნელი (+ 698, ხსენება 6 მაისს)
46. მოწამე ოსიტა ჩიჩელი (+ 700, ხსენება 7 ოქტომბერს)
47. წმ. ჰედა უინჩესტერელი (+ 705, ხსენება 7 ივლისს)
48. წმ. ადრიან კენტერბერიელი (+ 709, ხსენება 9 იანვარს)
49. წმ. გუტლაკ კროულენდელი (+ 714, ხსენება 11 აპრილს)
50. წმ. ეგვინ ვუსტერელი (+ 717, ხსენება 30 დეკემბერს)
51. წმ. ფრიდესვიდა ოქსფორდელი (+ 735, ხსენება 19 ოქტომბერს)
52. წმ. ვიტბურგა ჰოლკემელი (+ დაახლ. 743, ხსენება 17 მარტს)
53. წმ. ვალბურგა ჰაიდენჰაიმელი (+ დაახლ. 779, ხსენება 25 თებერვალს)
54. წმინდა ძმები წმ. ვილიბალდ აიხშტეტელი (+ 781/786/787, ხსენება 7 ივლისს) და წმ. ვინიბალდ ჰაიდენჰაიმელი (+ 761, ხსენება 18 დეკემბერს)
55. მოწამე კენელმი, უელსელი, მერსიის მეფე (+ დაახლ. 821, ხსენება 17 ივლისს)
56. წმ. სვიტინ უინჩესტერელი (+ 862, ხსენება 15 ივლისს)
57. მოწამე ედმუნდი, აღმოსავლეთ ინგლისის მეფე (+ 869, ხსენება 20 ნოემბერს)
58. წმ. ნეოტ კორნუოლელი (+ 877/880, ხსენება 31 ივლისს)
59. ვნებული მეფე ედუარდ ინგლისელი (+ 979, ხსენება 18 მარტს)
60. წმ. ედიტა ვილტონელი (+ 984, ხსენება 16 სექტემბერს)
61. წმ. დანტან (დუნსტან) კენტერბერიელი (+ 988, ხსენება 19 მაისს)
62. წმინდა მღვდელმოწამე ალფეგი კენტერბერიელი (+ 1012, ხსენება 19 აპრილს, 8 ივნისს)
...............
სხვა წმინდანები, რომლებიც ამ ხატზე არ არიან გამოსახულნი:
წმინდა მღვდელმთავარი მაუგოლდი მენელი (დაახლოებით 488-498).
წმინდა ატრაქტა, კილარახტის წინამძღვარი (VI ს) - ხსენება 11/24 აგვისტოს.
წმ. ედ მაკბრიკმა დააარსა მრავალი ეკლესია მიდში, რომლის ეპისკოპოსიც იყო. მას განსაკუთრებით მიმართავენ თავის ტკივილის განკურნებისთვის. გარდაიცვალა 588 წელს.
წმ. აფანი, მეფის შვილიშვილი, იყო წმ. დევის მოწაფე. გარდაიცვალა ლანაფანში, პოვისში.
წმ. ალდჰელმი იყო პირველი გამორჩეული ინგლისელი მეცნიერი და გახდა შერბორნის პირველი ეპისკოპოსი. მისი მოკლე ეპისკოპოსობა გამოირჩეოდა ენერგიულობითა და ინიციატივით. გარდაიცვალა 709 წელს.
წმ. ბეოკამ დააარსა მონასტერი ლოხ-დერგში, დონეგოლში, ირლანდიაში, მე-5 საუკუნის ბოლოს.
წმ. ბონიფაციუსი, დევონშირის მკვიდრი, მისიონერობდა გერმანიაში და მისი შრომის შედეგები დიდხანს შემორჩა. მან სხვა მისიონერებიც ჩაიყვანა ინგლისიდან, მათ შორის ქალებიც. გარდაიცვალა ფრისლანდიაში 754 ან 755 წელს.
წმ. ბრინახი დატოვა ირლანდია მე-5 საუკუნეში და დასახლდა პემბროკშირში, უელსში, სადაც დარჩა როგორც ღვთისმოსავი განდეგილი.
წმ. კაინეხი. მისდამი თაყვანისცემა ირლანდიაში მხოლოდ წმ. პატრიკისა და წმ. ბრიგიტას შემდეგ მოდის. ის ცნობილია როგორც პოეტი და მარტოობის მოყვარული. მან დააარსა მრავალი მონასტერი და შემდეგ წავიდა შოტლანდიაში, სადაც იღვაწა წმ. კოლუმბა იონელთან ერთად. სასწაულებით აღსავსე ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა 599 წელს.
წმ. კოლმან არმაღელი იყო წმ. პატრიკის მოწაფე, რომელმაც ის დაკრძალა კიდეც.
წმ. კუთმანი, აღმსარებელი, რომელმაც წმინდა ცხოვრება გაატარა როგორც მწყემსმა სასექსში მე-9 საუკუნეში.
წმ. დამიანი. მე-2 საუკუნეში ის ჩამოვიდა სახარების საქადაგებლად ბრიტანეთში წმ. ლუციუსის, ბრიტანელთა მეფის მოწვევით.
წმ. დეინიოლი, კელტი ბელადის ვაჟი, დააარსა ორი მონასტერი ჩრდილოეთ უელსში, ორივე სახელად ბანგორი. წმ. დევისთან და წმ. დიფრიგთან ერთად ჩაატარა ეპისკოპოსთა სინოდი 545 წელს. გარდაიცვალა დაახლოებით 584 წელს.
წმ. ედვინი, მეფე, მონათლული თავის დიდებულებთან და მრავალ სხვასთან ერთად წმ. პაულინუს იორკელის მიერ. იგი მეფობდა ქრისტიანული სულისკვეთებით, მოიტანა მშვიდობა და წესრიგი თავის სამეფოში. მოკლეს წარმართ მერსიელებთან ბრძოლაში და პატივს მიაგებდნენ როგორც წმინდანსა და მოწამეს. გარდაიცვალა 632 წელს.
წმ. ელსტანი, ბერი აბინგტონის სააბატოში ედგარ მშვიდობისმყოფელის მეფობის დროს, შემდეგ უინჩესტერის ეპისკოპოსი. გარდაიცვალა 981 წელს.
წმ. ეოხოდი ცნობილია როგორც პიქტების მოციქული შოტლანდიაში, სადაც იქადაგა სახარება წმ. კოლუმბას სურვილის შესაბამისად. გარდაიცვალა 597 წელს.
წმ. ეთელბურგა, წმ. ერკონვალდის და, მის მიერ დაინიშნა იღუმენად ბარკინგის მონასტერში. ამბობენ, რომ ის ყველა მხრივ ღირსეული იყო თავისი ძმისა, ცხოვრების სიწმინდითა და მასზე დაქვემდებარებულთა ზრუნვით. მის სიცოცხლეშივე აღინიშნა სასწაულები მის მონასტერში. გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს.
წმ. ეთელვალდი. ბერი გლასტონბერიში წმ. დუნსტანის ხელმძღვანელობით. მან დააარსა მონასტერი აბინგდონში და შემდეგ კიდევ რამდენიმე, მათ შორის პიტერბოროში. ის აკურთხეს უინჩესტერის ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 984 წელს.
წმ. ფაილბე, იონას წინამძღვარი მე-7 საუკუნეში.
წმ. ფინიანი, გამორჩეული ირლანდიელი მეცნიერი, რომელიც წავიდა შოტლანდიაში სამონასტრო ცხოვრების შესასწავლად კანდიდა კასაში, დიდ სამონასტრო სკოლაში, რომელიც დააარსა წმ. ნინიანმა. ირლანდიაში დაბრუნების შემდეგ მან დააარსა მონასტერი მოვილში, დაუნის საგრაფოში, რომლის წინამძღვარ-ეპისკოპოსიც გახდა. გარდაიცვალა 576 წელს.
წმ. ფუგაციუსი. წმ. დამიანთან ერთად ჩამოვიდა სახარების საქადაგებლად ბრიტანეთში მე-2 საუკუნეში წმ. ლუციუსის, ბრიტანელთა მეფის მოწვევით.
წმ. გერაინტი, აღმსარებელი, მეფე, წმინდანთა მეგობარი და მამა, რომელიც მე-6 საუკუნეში იყო წმ. ტეილოს სულიერი შვილი, ვისი ხელიდანაც მიიღო უკანასკნელი ზიარება ზეციურ სავანეში შესვლამდე. ამქვეყნიურ ცხოვრებაში წმ. გერაინტი იყო დევონის მეფე.
წმ. გერმანი, ბრიტანელი კელტი, რომელიც ქრისტიანობაზე მოაქცია წმ. გერმან ოქსერელმა, ვისი სახელიც მან მიიღო. მან მოწამის გვირგვინი მიიღო დღევანდელ ნორმანდიაში 460 წელს.
წმ. გლადისი, მეფე ბრიხანის ქალიშვილი ბრეკნოკიდან, წმ. გვინლინის მეუღლე და წმ. კადოკის დედა, მე-6 საუკუნეში.
წმ. ჰელიერი, დაბადებული ბელგიაში წარმართი საქსონელი მშობლებისგან, სარწმუნოებაში დაარიგა მისმა ქრისტიანმა მასწავლებელმა. ის მოინათლა და გაწვრთნეს ასკეტურ ცხოვრებაში ნანტეილის მონასტერში, ასევე ასწავლეს კელტური ენა. იქიდან ის წავიდა მკაცრ განდეგილთა ჯგუფთან ჯერსის კუნძულზე და შემდეგ განმარტოვდა გამოქვაბულში კლდეებში. იქიდან ის ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის ევანგელიზაციას. როდესაც მეკობრეებმა კუნძულს შეუტიეს, წმ. ჰელიერმა მათ ქრისტე უქადაგა და მოკლეს, ამგვარად გახდა ჯერსის პირველი მოწამე 560 წელს.
წმ. ჰერბერტი, წმ. კუტბერტის მოწაფე და მეგობარი, პატივს მიაგებდნენ ტბების მხარეში და დღესაც ახსოვთ იქ. ის ცხოვრობდა როგორც განდეგილი კუნძულზე დერვენტუოტერის ტბაში, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდაიცვალა 687 წელს.
წმ. ჰიუ, ტადკასტერის (იორკშირი) დედათა მონასტრის წინამძღვარი, სამონასტრო ცხოვრებაში დაარიგა წმ. აიდანმა. გარდაიცვალა 657 წელს.
წმ. ია დაიბადა ირლანდიაში და გადასახლდა კორნუოლში, დასახლდა პორთიაში, ახლანდელ სენტ-აივსში. ის უნდა გამგზავრებულიყო კორნუოლში წმ. ფინგართან და მის თანმხლებ პირებთან ერთად, მაგრამ რაღაცნაირად მის გარეშე წავიდნენ. იმის ნიშნად, რომ მისი მისია ღვთისთვის სასიამოვნო იყო, ფოთოლი სასწაულებრივად გაიზარდა, რათა ზღვაზე გადაეყვანა და ის, ვინც ბოლო წავიდა, პირველი ჩავიდა. მრავალი წლის განმავლობაში იღვაწა ქრისტესთვის, სანამ მოწამის გვირგვინს მიიღებდა 450 წელს.
წმ. ილტიდი, უელსელ წმინდანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული, ადრეულ წლებს სამეფო კარზე ატარებდა, მაგრამ უარი თქვა ამქვეყნიურზე და ბერად აღიკვეცა. ის იყო წმ. კადოკის მოწაფე და შემდგომში დააარსა სააბატო, ცნობილი როგორც ლან-ილტუტი (ლანტვიტი), რომელიც გახდა მრავალი კელტური ეკლესიის წმინდანის "სანერგე". გარდაიცვალა 505 წელს.
წმინდა იუსტუსი, წმინდა გერაინტის ძე. იგი ბერად აღიკვეცა და განმარტოებით ცხოვრობდა სენაკში. საბოლოოდ დასახლდა ადგილას, რომელმაც მისი სახელი შეინარჩუნა - წმინდა იუსტ-ინ-პენვიზი. გარდაიცვალა VI საუკუნეში.
წმინდა კენერა, წმინდა ქალწული, რომელიც განდეგილად ცხოვრობდა კირკ-კინერში, შოტლანდიაში (გალოვეი) V საუკუნეში.
წმინდა მაელრისი რწმენას ქადაგებდა ბარდსის კუნძულზე (წმინდანთა კუნძული) VI საუკუნეში.
წმინდა მაკნისი მონათლა წმინდა პატრიკმა და შემდგომში ეპისკოპოსად აკურთხა. გარდაიცვალა 514 წელს.
წმინდა მელორი, ბავშვი მოწამე, რომელიც მოკლა მისმა ბიძამ, რომელსაც მამის ტახტის მიტაცება სურდა. მისი სახელობის ეკლესიები არის უილტშირში და წმინდა წყარო კალინგტონში, კორნუოლში.
წმინდა მევანი, წმინდა სამსონ დოლელის მოწაფე და ნათესავი. იგი შევიდა მონასტერში ბრეტანში და მოგვიანებით დააარსა სხვა მონასტერი. გარდაიცვალა 617 წელს.
წმინდა სოკრატე და სტეფანე, რომლებიც ეწამნენ მონმუთშირში 304 წელს დიოკლეტიანეს დევნის დროს.
წმინდა ტერნანი იყო მისიონერი პიქტებს შორის ჩრდილოეთ ბრიტანეთში VI საუკუნეში. იგი იყო დამაარსებელი და წინამძღვარ-ეპისკოპოსი კალროსის მონასტრისა ფაიფშირში. განათლება მიიღო კანდიდა კასაში.
წმინდა თენევა იყო წმინდა კენტიგერნ მუნგოს დედა და მასთან ერთად თაყვანს სცემდნენ გლაზგოს მიდამოებში (VI საუკუნე).
წმინდა ულტანი იყო წმინდა ფურსისა და ფოილანის ძმა. იგი შეცვალა წმინდა ფოილანი როგორც ფოსის წინამძღვარი და მასაც თაყვანს სცემდნენ იქ, როგორც წმინდანს. გარდაიცვალა 686 წელს.
წმინდა ურით ჩიტლჰემპტონელი, კელტი ქალწული წმინდა და სუფთა ცხოვრებით, რომელიც ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა წმინდა კიმ VI საუკუნეში. მოთმინებით იტანდა თავისი წარმართი დედინაცვლის შურს, რომელიც საბოლოოდ სიძულვილმა დაძლია და მომკელებს ქრთამი მისცა, რათა წმინდა ურითი ცელებით მოეკლათ. მისი წამების ადგილი აღინიშნა წყაროს სასწაულებრივი გამოჩენით დევონშირის სოფელ ჩიტლჰემპტონში.
წმინდა ირჩარდი, შოტლანდიის მკვიდრი, რომელიც ხელდასხმულ იქნა წმინდა ტერნანის მიერ. ისინი ერთად იღვწოდნენ წარმართ პიქტებში სახარების საქადაგებლად V საუკუნეში.
....
სტატიის წყარო: СОБОР БРИТАНСКИХ И ИРЛАНДСКИХ СВЯТЫХ