აღდგომის ციკლის მიხედვით
დიდი მარხვისადმი მოსამზადებელი კვირები
პირველი შვიდეული.
† კვირა: სლავური ტრადიციის ეკლესიების მიხედვით ზაქესი, ბერძნული ტრადიციის ეკლესიების მიხედვით ქანანელი დედაკაცისა.
მეორე შვიდეული.
† კვირა: მეზვერის და ფარისევლის ხსენება.
მესამე შვიდეული, მეზვერის და ფარისევლისა (მსგეფსი)
†ხუთშაბათი: ღირსთა კირილე და მარიამ რადონეჟელები (რუს).
† კვირა: უძღები შვილის
მეოთხე შვიდეული.ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება.
† შაბათი: ხორციელის შაბათი, მიცვალებულთა ხსენება.
† კვირა: ხორცის კვირა, საშინელი სამსჯავროს ხსენება
მეხუთე შვიდეული. ყველიერის კვირა (ხორცის აკრეფა, ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით).
† ხუთშაბათი: ღირსი შიო მღვიმელი
† შაბათი: ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა; ღირსი პიორ მღვიმელი (12-ე.ს).
† კვირა: შენდობის კვირა, ეკლესია მოიხსენებს ადამის განდევნას სამოთხიდან (ყველის და კვერცხის აკრეფა)
დიდი მარხვა
პირველი შვიდეული.
† შაბათი: დიდმოწამე თეოდორე ტირონისა.
† კვირა: მართლმადიდებლობის ზეიმი. სტრომინის კვიპროსის ღვთისმშობლის ხატის ხსენება.
მეორე შვიდეული.
† შაბათი. მიცვალებულთა ხსენება.
† კვირა: წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360); კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა; ლაკონიელ წმინდანთა კრება (ბერძ.).
მესამე შვიდეული.
† შაბათი: მიცვალებულთა მოხსენიება.
† კვირა: ჯვრის თაყვანისცემა.
მეოთხე შვიდეული.
† შაბათი: მიცვალებულთა ხსენება.
† კვირა: ღირსისა იოანე სინელი (კიბის აღმწერელი);ღირსი თეონა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+1541. ბერძ.); როდოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
მეხუთე შვიდეული.
† შაბათი: შესხმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (დაუჯდომელის შაბათი); დიონისიატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "აკათისტო" (626; ბერძ); ასენოვგრადის "ოქროს ვაშლი" (12 ს. ბულგ.), "ქება პეჩორისადმი" (დაახლ. 17/18 ს, უკრ); და დანიოვსკის ღვთისმშობლის ხატი "მე თქვენთან ვარ და არავინაა თქვენს წინააღმდეგ" (1860, უკრ.).
† კვირა: მარიამ მეგვიპტელის; ზვერინეცკელ ღირსთა და ღირსმოწამეთა კრება (კიევ.); წმინდა ფილოთეოს კოკინოსი (14 ს. ბერძ.); ღირსი საბა ახალი, კალიმნოსელი (†1948,ბერძ).
მეექვსე შვიდეული.
† შაბათი: მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება (ლაზარეს შაბათი).ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
† კვირა: იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა-ბაიაობის კვირა); წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სასწაულის გახსენება-კუნძულ კორფუს დახსნა შავი ჭირისაგან 1629 წელს (ბერძ.)
ვნების შვიდეული.
†დიდი ორშაბათი.
† დიდი სამშაბათი.
† დიდი ოთხშაბათი.
† დიდი ხუთშაბათი. ხსენება საიდუმლო სერობისა.
† დიდი პარასკევი. ხსენება წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
†დიდი შაბათი: გახსენება წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სასწაულ(ბერძ.).
†† ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი.
ბრწყინვალე შვიდეული.
†ორშაბათი: ღირსი ევტიქი (IV ს.), იერევსის მონასტრის დამაარსებელი პაფოსთან ახლოს.; ღირსი ევტიხი ალამანი (†XI საუკუნემდე; კვიპრ.); ღმრთისმშობლის ხატი "ტკბილი ამბორი".ხერსონის ხატი "მადლმოსილი ზეცა" (XIX ს.; უკრ).
† სამშაბათი: ღირსი საბა მნათე (X ს; ბერძ.); ღირსი პატაპი ახალი, ნიკონ ახალი და იპომონი მღვიმევის მონასტრიდან (ბერძ.); ახალგამოჩინებული წმინდანები: ღირსმოწამე რაფაელ არქიმანდრიტი, ნიკოლოზ ბერდიაკონი,მარტვილი ყრმა ირინე, მამამისი ვასილი, დედამისი მარიამი, ბიძაშვილი ელენე (სუსანა) და თეოდორე მასწავლებელი (1463,კონსტ.,ბერძ.); იღუმენისა არსენისა და ექვსი ათასთა ღირსმოწამე მამათა, დავითგარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა (1616); 179 ღირსმოწამეთა, დაუ-პენდალის პანტოკრატორის მონასტერში მოწყვეტილთა (1680; ბერძ); მოწამეთა ქრისტოდულესი და ანასტასი აქაელებისა (1821;ბერძ.)" ღირს მამათა თეოხარისა და აპოსტოლისა (1845; ბერძ); ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების: "საშინელი შუამდგომელი"(ბერძ.); ივერიის (IX ს.), შუის-სმოლენსკის, კორსუნის (შპილევის) ხატის "აღხილვა" სასწაულთმოქმედი ასლი (1654-1655; უკრ.).
† ოთხაბათი: ღირსი ათანასე ვისოცკელი, უმცროსი (რუს.), ღირსი ნიკანდრო სინაელი, კასტელორიზოდან (1631;ბერძ), ღირსი საბა თესალონიკელი (ბერძ); სინაელ ღირს მამათა კრება, კასპეროვის ღვთისმშობლის ხატი.
† ხუთშაბათი: მოწამე მიქაელ თესალონიკელი (1544; ბერძ), ღირსი ათანასია კიეველი (1900, კიევ).
† პარასკევი: ღვთისმშობლის ხატები: "წყარო ცხოვრებისა", პოჩაევოს (1559), ვლადიმირის-დესიატინის (2006; კიევ.).
† შაბათი: თბილისის სიონში თავად გივი ამილახვრის სულის საოხად ჟამი შეიწირვის; მღვდელმოწამენი: გრიგოლი V (ანგელოპულოსი), პატრიარქი კონსტანტინეპოლისა, ეფესოს მიტროპოლიტი დიონისე (კალიარხისი), ნიკომიდიის მიტროპოლიტი ათანასე, ანხიალის მიტროპოლიტი ევგენი (კარავიასი), თესალონიკის მიტროპოლიტი იოსები, ადრიანოპოლის მიტროპოლიტი დოროთე, დერკონის მიტროპოლიტი გრიგოლი და ტირნოვოს მიტროპოლიტი იოანიკე (1821, ელად.), ათონელი ღირს მამათა-კოლივადელთა კრება (ბერძ.).
†კვირა. ანტიპასქა, კვირაცხოვლობა, თომას კვირა.
ახალმოწამეთა ემანუელ, გიორგი, მიქაელი, თეოდორე, გიორგი მაკრელები, ფერისცვალების მონასტრის მოწამე მამათა (1690); ღვთისმშობლის ხატი "ტკბილი ამბორი".
აღდგომიდან მეორე შვიდეული.
† სამშაბათი. მიცვალებულთა ხსენება.
†კვირა: წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213) მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართება; თესალონიკელ წმინდანთა კრება (ბერძ., რ.მ.ე.ს); მესინელ წმინდანთა კრება (ბერძ.); ლანგადელ წმინდანთა კრება (ბერძ); ღირსმოწამე ილია (არდუნისი, †1686,ბერძ); მოწამე დიმიტრი პელოპონისელი, ტრიპოლელი (1803; ბერძ.); მღვდელმოწამე გიორგისა და მასთან ერთად 12 გერგერელ მოწამეთა (1828, ბერძ.).
აღდგომიდან მესამე შვიდეული.
†ხუთშაბათი: ბერდიანსკელ ახალმოწამეთა კრება (ბერდიანსკი).
†შაბათი: იზიუმელ ახალმოწამეთა კრება (უკრ.)
†კვირა. განრღვეულის; მღვდელმოწამე პლატონი (ფრანკიადისი), ქიოსის მიტროპოლიტი და სხვა მასთან ერთად 43 მოწამეთა: არქიდიაკვანი მაკარი (გარისი), ქრისტეფორე (პსომასი), გიორგი (თრანკაკისი), კონსტანტინე (კუნუპასი), მღვდლები სტამატი (ხარტულარისი) და მიქაელი (ცური=სი), მღვდელმონაზვნები კონსტანტინე (პიტიკასი) და ლეონტი (მიხალაკისი), პროიღუმენი გრიგორი (ბურუსისი), მღვდლები იოანე (კალამარისი) და იოანე (სიდერატოსი), კაფიღუმენი კაპიტონი, მონაზვნები სერაპიონი, კარიონი, კირილე, სერიდი, სამუელი, ანთიმოზი, ნიკონი, სერაპიონი და გერმანე, მღვდელი იოანე (კუფოსი), მონაზონი თეოდოსი (ლუფაკისი), იღუმენი ანთიმოზი (არგენტისი), მღვდელი თეოდორე (რუფაკისი), მონაზონი იეროთეოსი (ანგელუსისი), ერისკაცნი იოანე (კარმარისი) და იოანე (თეოტოკასი), მღვდელი გიორგი (ხაფტასი), პროიღუმენი სოფრონი (პანკალოსი), მღვდელმონაზვნები თეოდოსი (კუმაკისი) და კლიმენტი (ვენეტოსი), მღვდელი და მქადაგებელი იაკობი (მავრი), მღვდლები კონსტანტინე (მარინაკისი) და იოანე (კოლოვისი), დიაკვნები იოანე (პალავიდისი), გიორგი (პავლიდისი), მონაზვნები კონსტანტინე (მავროგენისი), პართენი (პანტევგენოსი) და დავითი, ნიკიფორე (დასკალისი) ერისაგანი (†31 მარტი, 1822; ელად.); ევბეელ წმინდათა კრება (ბერძ.); მართალი ტაბითა იოფელი.
აღდგომიდან მეოთხე შვიდეული.
†ოთხშაბათი: ერგასის განზოგება; მოზდოკისა და დუბენის კრასნოგორის ღვთისმშობლის ხატები.
†შაბათი: ბუტოვოელ ახალმოწამეთა კრება.
†კვირა: სამარიტელი დედაკაცისა; კონსტანტინეპოლელ მღვდელმთავართა კრება (ბერძ), დიმიტრიადელ წმინდანთა კრება (ბერძ.).
აღდგომიდან მეხუთე შვიდეული.
†ხუთშაბათი: მეჟირიცკის ღვთისმშობლის ხატი "ცხოვრებისმომცემელი" (XIV ს. უკრ.)
კვირა: ბრმის კვირა, ეტოლიელ და აკარნანელ წმიდანთა კრება(ბერძ).
აღდგომიდან მეექვსე შვიდეული.
ხუთშაბათი: ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII).
კვირა: I მსოფლიო კრების (325 წ.; მათ შორის წმინდა ილიოდორ ნიკოპოლის მთავარეპისკოპოსისა, ბერძ.) წმიდათა მამათა კვირიაკე; მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმ.აგაფარხი ლევკადელი ეპისკოპოსისა და მის თანა ხუთი ღირსი მამისა (IV); არტელ წმინდათა კრება (ბერძ); ღვთისმშობლის ხატები: ფსკოვო-პეჩორის "განაზება" და ჩელნისა.
აღდგომიდან მეშვიდე შვიდეული.
ოთხშაბათს: ღირსი დოდო გარეჯელისა.
ხუთშაბათი: ვილიის ღვთისმშობლის ხატი "ნიშანი" (უკრ.); ღირსი დავით გარეჯელი.
შაბათი: მიცვალებულთა მოხსენიება. სულის შაბათი.სულთაობა
კვირა: სულთმოფენობა, ყოვლადწმინდა სამებობის დღესასწაული. მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII); ღვთისმშობლის ხატი "ფანერომენი" (ლავკადიის, 1887, ბერძ.)
† სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული, მსგეფსი.
ორშაბათი:სული წმიდის დღე, სამებობა (ტაძრის დღესასწული), ღვთისმშობლის ხატები: კვიპროსის (392), ტუპიჩევის (XVII), რუდოსელის (XIX საუკუნის დასაწყისი, უკრ.)
სამშაბათი: უმანელ წმინდანთა კრება (უკრ.)
ოთხაბათი: მცხეთის ჯვრის დღესასწაული; ლომისობა
ხუთშაბათი: ღვთისმშობლის ხატი "ცოდვილთა შემწე".
კვირა: ყოველთა წმიდათა კვირიაკე; პეტრეპავლობის მარხვის აღება. ღვთისმშობლის ხატები: "ბოროტ გულთა მოლბობა" (შვიდისრიანი) ; "შეურყეველი გოდოლი"; "მადლიანი ზეცა".
†სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული.
ორშაბათი: პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი.
ხუთშაბათი: მარინოგორის ღვთისმშობლის ხატი (ბელორუს.).
პარასკევი: ღირსი ვარლამ ხუტინელი, ღვთისმშობლის ხატები: ტაბინის და კურსკის-კორენის.
კვირა: ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე და რუსეთს განბრწყინებულთა, ყოველთა ბულგარელ წმინდანთა კრება (ბულგ.), რუმინელ წმინდანთა კრება (რუმინ.,რმეს), კრება ყოველთა წმინდანთა ანტიოქიაში გაბრწყინებულთა (ანტიოქ.),კრება ყოველთა წმინდანთა ჩრდილოეთ ამერიკაში გაბრწყინებულთა (ამე), კრება ყოველთა წმინდანთა იტალიის მიწებზე გაბრწყინებულთა, კრება ყოველთა წმინდანთა საფრანგეთის მიწებზე გაბრწყინებულთა (საფრ., კელტ., ბრიტ.), შოტლანდიელ წმინდანთა კრება (ბერძ.), კუნძულ ლესბოსზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრება(ბერძ.), პატმოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.), წმინდა მღვდელმთავარი თეოლიპტე ფილადელფიელი (†დაახლ.1325; ბერძ.), ვორგოლის და მოხნატინის (უკრ.) ღვთისმშობლის ხატები.
†სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული.
პარასკევი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები: ბეჟევკის (1645,უკრ.), ბალიკინის (1709), დუბოვიჩეს (1861), "მგლოვიარე" (როვენ.), და ხერსონის "ნუ მტირ მე დედაო" (უკრ.)
კვირა: ბელორუსელ წმინდანთა კრება, ბრიტანელ და ირლანდიელ წმინდანთა კრება, ვოლოგდელ წმინდანთა კრება, ნოვგოროდელ წმინდანთა კრება, ოდესელ; წმინდანთა კრება, ფსკოველ წმინდანთა კრება, სანკტ-პეტერბურგელ წმინდანთა კრება, კონსტანტინეპოლის აღებისას ვნებულ ახალმოწამეთა კრება (ბერძ), დიონისიატელ წმინდანთა კრება (ბერძ.), პოლონელ წმინდანთა კრება (პოლ.), გალიციელ წმინდანთა კრება (ლვოვ.), ღირსი თეოდორე არტელი (ბერძ), ღირსმოწამე ლუკა ოდრინელი, მიტილინელი, ღირსი ტიხონ კრესტოგორელი.
კვირა: ფსკოვო-პეჩორელ წმინდანთა კრება.
კვირისა და თვის დღის მიხედვით.
†ნათლისღების შემდეგ (6 იანვრის) კვირას: ბასილი დიდის წმინდა ოჯახი (ბერძ), ქალწულმოწამეთა ნეოლინა, დომნინა, და პართენა ედესელები (XIVს, ბერძ.), წმინდა იოსებ ახალი კაპადოკიელი (დაახლ.1869)
†25 იანვრის სიახლოვეს მდებარე კვირას:რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრება.
†29 იანვრის შემდგომი კვირა: პერმის მიტროპოლიის წმინდანთა კრება.
†მირქმის შემდგომი კვირა: სამი წმინდა მღვდელმთავრის წმინდა დედათა: ბასილი დიდის დედა ემილია, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ნონა, იოანე ოქროპირის დედა ანთუსა (IVს, ბერძ).
†18 და 24 მარტს შორის მდებარე კვირას: ფტიოტიდელ წმინდანთა კრება (ბერძ)
†მაისის პირველ კვირას: გორტინელ და არკადიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†წმიდამოციქულთა სწორთა მეთოდესა კირილეს ხსენების (11 მაისი) შემდგომ კვირას: კარპატოროსელ წმინდანთა კრება (რმეს,უკრ.)
†25 და 31 მაისს შორის მდებარე შაბათს ბეოტიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†ივნისის პირველ კვირას:ხოლმელ და პოდლიაშელ მოწამეთა კრება.
†27 ივნისის შემდგომი კვირა: ღირსმოწამენი ლიპსისელნი ნეოფიტე ამორგოსელი (1558), იონა ლეროსელი (1561), ნეოფიტე ფასოსელი (1609), იონა ნისიროსელი (1635) და პართენი (1696)
†მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების (29 ივნისი) შემდგომი კვირა: ტვერელ წმინდათა კრება, ღირსი ტიხონი, ვასილი და ნიკონი სოკოლოვსკელები.
†მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების (29 ივნისი) შემდგომ მეორე პარასკევს: ღირსი ანტონი ლეოხნოველი (ადგილობრივი, ლეოხნოვო)
†01 და 07 ივლისს შორის კვირა: კრეტელ წმინდათა კრება (ბერძ.)
†ივლისის მეორე შაბათი: ლემნოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†16 ივლისის სიახლოვეს კვირას: ექვსი მსოფლიო კრების მამათა ხსენება.
†13 და 19 ივლისს შორის კვირას: წმინდა მღვდელმთავარი იოანე მესინელი (Vს., ბერძ.)
†სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის (28 ივლისი) წინა კვირას: სმოლენსკელ წმინდანთა კრება.
†ივლისის ბოლო შაბათი: ზელესის ღვთისმშობლის ხატი (პოლონ.); სტაროპუხალელი მოწამენი (†1946, პოლონ.)
†უფლის ფერისცვალების (06 აგვისტო) შემდგომ კვირას-ვალაამელ წმინდანთა კრება.
†15 აგვისტოს შემდგომ კვირას: მულიონელ მოწამეთა აპოსტოლის, ზაქარიასი და დიმიტრის (XIX ?; ბერძ).
†16 და 22 აგვისტოს შორის კვირა: ღვთისმშობლის ხატი "გონების მომმატებელი" (XVII, ბერძ.), ლევკადიელ წმინდანთა კრება (ბერძ).
† 18 აგვისტოს წინა კვირა:კემეროველ (კუზბასელ) მოწამეთა კრება.
† 26 აგვისტოს წინა კვირა: მოსკოველ წმინდანთა კრება.
† აგვისტოს ბოლო კვირა: ჩენსტოხოვოს ღვთისმშობლის ხატი (პოლონ.); ევრიტანელ წმინდათა კრება (ბერძ.)
†31 აგვისტოს ახლოს მდებარე კვირა: სარატოველ წმინდანთა კრება.
†02 სექტემბრის კვირას, ან ამ თარიღის სიახლოვეს: ყოველთა წმინდანთა გელვეტიის მიწაზე (შვეიცარია) გაბრწყინებულთა (შვეიც.)
† 03 სექტემბრის შემდგომ კვირას: ყაზახეთში გაბრწყინებულ ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრება.
† 06 სექტემბრის წინა კვირა: წმინდა კეთილმსახურ თავადთა პეტრესი და თებრონია მურომელების.
†სექტებრის პირველ კვირას: ქიოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†სექტემბრის მეორე კვირას: ნიჟეგოროდელ წმინდანთა კრება.
† ჯვართამაღლების (14 სექტემბერი) წინა კვირას: მცირე აზიის კატასტროფის ახალმოწამეთა (ბერძ.)
†15 და 21 სექტემბერს შორის მდებარე კვირა: თესალიელ წმინდანთა კრება (ბერძ.); ყოველთა წმინდანთა გერმანიის მიწაზე გაბრწყინებულთა.
† 17 სექტემბრის შემდგომი კვირა (ახალი სტილით ოქტომბრის პირველი კვირა): კვიპროსელ წმინდანთა კრება (კვიპრ.;ბერძ.,რმეს)
† 28 სექტემბრის შემდგომი კვირა: ჰერტრუდა ნიველიერი (659; დას.)
† წინა შაბათს ჩერკასელ წმინდანთა ხსენების დღისა, რომელიც აღინიშნება ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულის (01 ოქტომბერი) წინა კვირას: საფარველის (კაზაცკის) მიცვალებულთა ხსენება(ჩერკასის ეპარქია,უკრ.)
† 29 სექტემბრის (12 ოტომბერი ახალი სტილით)წინა კვირას: ესპანეთის და პორტუგალიის მიწებზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრება ესპანეთი და პორტუგალ.)
† ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის (01 ოქტომბერი) წინა კვირას: ჩერკასელ წმინდანთა კრება (უკრ.)
†ოქტომბრის პირველ კვირას: ტრიკელერ წმინდანთა კრება (ბერძ.); ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები: ტერებოვლიანის (ლვოვ.) და "ვურლიოტისის" (ბერძ.); ღირსი პავლე გორტინელი ეპისკოპოსი (IV ს., ბერძ.)
† 02 ოქტომბრის შემდეგი კვირა: კეთილმსახურ თავადთა მიხეილ ტვერელისა და ანა კაშინსკელი (ტვერ.)
† 11 ოქტომბრის უახლოესი კვირა: მეშვიდე მსოფლიო კრების მამათა ხსება (787)
†ოქტომბრის მეორე კვირა: ლიმასოლელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†26 ოქტომბრის წინა შაბათი-დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა მოხსენიება
† ნოემბრის პირველი კვირა: წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სასწაულის გახსენება-კუნძულ კორფუს მეორედ გამოხსნა ჭირისგან 1673 წელს(ბერძ.), ლარისელ წმინდანთა კრება.
† 01 და 07 ნოემბერს შორის მდებარე კვირა: ნეაპოლელ მოწამეთა კრება (ბერძ.)
†14 ნოემბერს შემდეგი კვირა: წმინდა ოჯახი გრიგოლ პალამასი (ბერძ.)
† ნოემბრის მესამე კვირა: კასტორიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†23 და 29 ნოემბერს შორის მდებარე კვირა: აქაიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†24 და 30 ნოემბრის შორის მდებარე კვირა: აგიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
† ქრისტეს შობამდე წინისწინა კვირა: წმინდა მამათმთავართა ხსენება.
†ქრისტეს შობამდე წინა კვირა: წმინდა მამათა კვირა.
† ქრისტეს შობის შემდგომი კვირა: მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა - ფსალმუნთამთქმელისა და მოციქულისა იაკობისა - ძმისა უფლისა.
სტატიის წყარო »»