წმინდა ჰერტრუდა ნიველელი (+659) - 17 (30) მარტი
წმინდა ჰერტრუდა ნიველელი (+659) - 17 (30) მარტი
წმინდა ჰერტრუდა დაიბადა 626 წელს ბრაბანტის ქალაქ ლანდენში. მამამისი პიპინი ავსტრაზიის მეფის - ხლოტარ II-ის მაიორდომი იყო, დედა კი წმინდა იტა (იდუბერგა) გახლდათ, მის ხსენებას დასავლეთის ეკლესია 5 მაისს აღნიშნავს. დედამ ქალიშვილი სათნოებათა სიყვარულით გაზარდა. როცა ის ათი წლის იყო, მამამ შესთავაზა მის ერთ-ერთ მრჩეველს გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ ჰერტრუდამ განუცხადა, რომ სხვა სასიძო არავინ მინდა უფალი იესო ქრისტეს გარდაო. იქ შეკრებილნი გააოგნა ბავშვის სიმტკიცემ, და უკვე მაშინ გახდა საცნაური, რომ იგი მართლაც ღვთის რჩეული იყო.

პიპინის სიკვდილის შემდეგ (640) მისი მეუღლე ჰერტრუდასთან ერთად ნიველში, თავიანთ მამულში გადავიდა საცხოვრებლად. ბელგიის განმანათლებლის, წმინდა ამანდას (06 თებერვალი) კურთხევით მან შინ მონასტერი დააარსა. თავისი ქალიშვილი ღმერთს შესწირა და ამის ნიშნად საკუთარი ხელით შეკვეცა თმა გოგონას. მას მერე, რაც ჰერტრუდა მღვდელმთავარმა მონაზვნად აღკვეცა, დედამ ის სავანის წინამძღვრად დანიშნა. ღრმად ღვთისმოსავი და სულიერად განმსჯელი ახალგაზრდა წინამძღვარი დებს სულიერ მოსაგრეობას შთააგონებდა. ჰერტრუდა მთელ ძალას მოყვასის სამსახურს ახმარდა, სიყვარულით მასპინძლობდა უცხოტომელ მწირებს. მისი სულიერი ბრწყინვალება ყველგან გახდა ცნობილი. წმინდანმა ირლანდიელი მონაზვნები - წმინდა ფოილანი და მისი ძმა ულტანი შეიფარა, რომელიც აღმოსავლეთ ინგლისიდან გამოაძევეს. წმინდა ჰერტრუდას ძმამ, ავსტრაზიის მაიორდომმა, მათ ფოსს-ლავილში მიწა აჩუქა, სადაც კელტური ტრადიციების მიხედვით მონასტერი დააარსეს, მაგრამ სულიერად მათ წმინდა ჰერტრუდა ხელმძღვანელობდა. წმინდანმა სთხოვა ზოგიერთ ამირლანდიელ მონაზონს მონაზვნებისთვის სახარება აეხსნათ, სხვებს კი გარშემო მდებარე მიწებზე სახარების საქადაგებლად აგზავნიდა. ერთხელ, როცა წმინდა ფიოლანმა ნიველში სწირა და თავის მონასტერში ბრუნდებოდა, ისა და მისი სამი თანამგზავრი გზაში ავაზაკებმა მოკლეს. მამათა მონასტრის წინამძღვარი წმინდა ფიოლანის ძმა ულტანი გახდა. წმინდა იდუბერგა ხუთი წელი იყო შვილის მორჩილი და გარდაიცვალა. წმინდა ჰერტრუდას სურდა, ლოცვისთვის უფრო მეტი დრო მიეძღვნა. მან მონასტრის გარეთ საქმეები ბერებს ჩააბარა, ხოლო სავანის შიგნით საქმეები ამის მცოდნე დედებს, თვითონ კი მოშურნედ და მხნედ მიეცა მარხვას, მღვიძარებასა და ლოცვას. არაერთხელ უნახავთ, რომ როცა წმინდა ჰერტრუდა ეკლესიაში ლოცულობდა, თავს ცეცხლის ბურთი ედგა და გარშემო ყველაფერს ანათებდა. ამგვარმა მკაცრმა ცხოვრების წესმა წმინდანს მალე შეურყია ჯანმრთელობა, თუმცა ჯერ მხოლოდ 30 წლის იყო, მან, სულიერი შვილების თანხმობით, წინამძღვრის მოვალეობა თავის ოცი წლის ძმისშვილს, ვულფეტრუდას გადასცა, რომელიც მის გვერდით იყო აღზრდილი. წმინდა ჰერტრუდამ ლოცვა გააძლიერა, და უბრალო მონაზონივით ცხოვრობდა. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, მოუხმო დებს და მოუწოდა, მონაზვნური აღთქმები ერთგულად დაეცვათ. ასევე დაუბარა, რომ დაკრძალვისას თავისი ფიჩვი ცმოდა, ხოლო თავზე ძველისძველი თავსაფარი დაეხურათ. შემდეგ კიფოსის მონასტერში წმინდა ულტანთან გააგზავნა, რათა ეკითხა, როდის გარდაიცვლებოდა. წმინდანმა უპასუხა, რომ იგი მეორე დღეს, წირვის დროს გარდაიცვლებოდა. ასევე დაუბარეს: დაე ნუ შეეშინდება, რადგან ამ დროს მას წმინდა პატრიკი და ანგელოზები შეეწევიანო. მართლაც, მეორე დღეს 659 წლის 17 მარტს იგი გარდაიცვალა. წმინდანის საფლავთან დაკრძალვისთანავე მოხდა სასწაულები. წმინდა ჰერტრუდასადმი პატივისცემა შუა საუკუნეებში მთელ ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა, სადაც მას მოგზაურების და მებაღეების მფარველად თვლიდნენ.

წმინდა ჰერტრუდა იხსენიება 17 მარტს გარდაცვალების დღეს (ბელგ.) და 28 სექტემბრის შემდეგ კვირას (დასავლეთ.)

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat