სტრომინის კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი - ხსენება დიდმარხვის პირველ კვირა დღეს
სტრომინის კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი - ხსენება დიდმარხვის პირველ კვირა დღეს
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა და დააბრძანეს სტავრუნის მონასტერში, რომელიც ხატის სასწაულებრივად მოპოვების ადგილას აშენდა.

რუსეთში ყველაზე ცნობილი კვიპროსული ხატის ასლი მდებარეობდა სოფელ სტრომინში, მოსკოვთან ახლოს, ბოგოროდსკის მაზრაში. ხატის ზომა იყო 1 არშინი (71.12 სმ.) და 4 ვერშოკი (17, 78 სმ) სიმაღლეში, ხოლო 1 არშინი (71.12 სმ.) და 2 ვერშოკი (8,89 სმ) სიგანეში. ღვთისმშობელი გამოსახულია გვირგვინით, ტახტზე მჯდომარე; ზემოთ მის გვერდით ანგელოზებია, თითო მხარეს, გვირგვინებით და ტოტებით; ქვემოთ მუხლმოყრილნი არიან - ერთ მხარეს წმინდა მღვდელმოწამე ანტიპა, მეორე მხარეს კი წამებული ფოტინია. 1841 წელს გამოძიების დროს ხატის წარმოშობის შესახებ დადგინდა, რომ "ეკლესიის აღწერილობის მიხედვით, ის 1783 წელს იმყოფებოდა წმინდა ნიკოლოზის გაუქმებულ ხის ეკლესიაში, მარცხენა კლიროსთან, ხოლო 1823 წელს - ამავე ეკლესიის წმინდა სერგის ეკვდერის საკურთხეველში. 1829 წელს, როცა ხის ნიკოლოზის ეკლესია დაიშალა, კვიპროსული ღვთისმშობლის ხატი დაიდგა ახლად აშენებული ქვის ეკლესიის კარიბჭეში შესასვლელი კარის თავზე." აქ, მიძინების ტაძარში, კვიპროსული ხატის ეს ასლი განთქმული გახდა 1841 წელს.

იმ დროს სოფელ სტრომინის ერთი გლეხის 18 წლის ქალიშვილი, სახელად მართა, დაავადდა სკროფულოზით და სურავანდით. დაავადება დროთა განმავლობაში მძიმდებოდა. 1841 წლის დასაწყისში მისი შეტევები იმდენად ძლიერი გახდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მართას ნათესავები და ნაცნობები უკვე დარწმუნებულნი იყვნენ მის მალე გარდაცვალებაში; 7 იანვარს ავადმყოფი აზიარეს ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. მაგრამ მოწყალე უფალმა არ დაუშვა მისი სიკვდილი. მას სიზმრებში ეჩვენებოდა ღვთისმშობლის კვიპროსული ხატი, რომელიც იდგა მათი სამრევლო ეკლესიის კარიბჭეში შესასვლელის თავზე. ხატიდან მართა ისმენდა ხმას, რომელიც ეუბნებოდა: "წამიყვანე შენს სახლში, ჩაატარე პარაკლისი წყალკურთხევით და განიკურნები". თავისი სიზმრების შესახებ მან უამბო ნათესავებსა და ნაცნობებს. ის არაერთხელ ეკითხებოდა მღვდელსა და სამრევლოს ამ ხატის შესახებ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი პოვნა, რადგან თითქმის არასდროს არ აქცევდნენ ყურადღებას მის ადგილმდებარეობას. მაშინ ავადმყოფი ეკლესიაში მიიყვანეს, რათა თავად მოეძებნა ნანახი ხატი. მისი ძებნა დიდხანს უშედეგო იყო, სანამ ბოლოს არ გავიდა კარიბჭეში და არ დაინახა ეკლესიის კარის თავზე ღვთისმშობლის ძველი ხატი. ხატის დანახვისას ავადმყოფმა სიხარულით წამოიძახა: "აი ის!" 16 თებერვალს ავადმყოფის მამამ თავის სახლში მოიწვია მღვდელი ღვთისმშობლის ხატთან ერთად. მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარაკლისი წყალკურთხევით, ავადმყოფმა მაშინვე იგრძნო შვება. მისი ძალები იმდენად გაძლიერდა, რომ პარაკლისის შემდეგ თავად წაიღო ღვთისმშობლის ხატი ეკლესიაში. მალევე ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

როდესაც სოფელ სტრომინის მცხოვრებლებმა გაიგეს სასწაულებრივი განკურნების შესახებ, მათ დიდი რაოდენობით დაიწყეს ეკლესიაში მოსვლა სახელგანთქმული ხატის წინაშე პარაკლისების ჩასატარებლად. მადლი გამოედინებოდა მისგან და კურნავდა მათ, ვინც თავმდაბლობითა და ღვთისმშობლის შუამდგომლობის იმედით ღმერთის წინაშე აღავლენდა თავის ლოცვებს. აქ დაიწყეს მოსვლა არა მხოლოდ სოფელ სტრომინის მრევლმა, არამედ მიმდებარე ადგილების მცხოვრებლებმაც. დამოწმებული იყო დამბლისა და დაუძლურების განკურნების შემთხვევები.

ყველა ამ სასწაულისა და ხატის ხალხის მიერ თაყვანისცემის შესახებ მიძინების ეკლესიის მღვდელმა მოახსენა მოსკოვის მიტროპოლიტ წმინდა ფილარეტს, რომელმაც მიუთითა, ჩაეტარებინათ გამოძიება ხატის შესახებ, დაედგათ ხატი შესაფერის ადგილას, არ აეკრძალათ პარაკლისები და ყოველკვირეულად ეცნობებინათ მომხდარი მოვლენების შესახებ. 1841 წლის ზამთარსა და შემოდგომაზე ხატთან ხალხის მოსვლა შემცირდა და მიტროპოლიტმა ფილარეტმა ადგილობრივ ბლაღოჩინს დაავალა შეეწყვიტა ყოველკვირეული მოხსენებები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. მას შემდეგ კვიპროსულ-სტრომინის ღვთისმშობლის ხატი დარჩა თავის ადგილზე და მისადმი ლოცვებით კვლავაც გრძელდებოდა სასწაულებრივი დახმარების მიღება მათთვის, ვინც გულწრფელი რწმენით მოდიოდა. ხატი შემკული იყო მდიდრული ვერცხლის მოოქრული პერანგით. სოფელ სტრომინის ეკლესიაში ამ ხატს ასევე აღნიშნავდნენ 16 თებერვალს - ქალიშვილ მართას განკურნების დღეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
02.09.2023
ვოლოგდას გუბერნიაში, კუბენის ტბის ახლოს, გადაჭიმულია სიამის თემი, რომლის მიწები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat