ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
XVI საუკუნის ბოლოს ღვთისმშობლის კასპეროვის ხატი ტრანსილვანიიდან გადმოიტანა სერბმა, რომელიც დასახლდა ხერსონის გუბერნიის ოლვიოპოლის მაზრაში. თაობიდან თაობას გადაეცემოდა კურთხევის სახით და 1809 წელს ეს ხატი გადაეცა ქალბატონ კასპეროვას, რომლის სოფელი ნოვო-ივანოვკა მდებარეობდა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. 1840 წლის თებერვალში კასპეროვა, რომელსაც ბევრი მწუხარება ჰქონდა, დიდხანს ლოცულობდა ღამით და ამ დროს დაინახა, რომ ხატი, ძველი, დაზიანებული, დროთა განმავლობაში გაშავებული, რომლის ნაკვთების გარჩევაც ძნელი იყო, უცებ განახლდა და ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები გაბრწყინდა, რაც დღემდე ასე დარჩა. მალე ხატისგან მომხდარმა მრავალმა განკურნების შემთხვევამ და სხვა სასწაულებმა გამოავლინა ხატის საოცარი ძალა და განადიდა იგი. მრავალრიცხოვანი სხვადასხვა სასწაულის გამოკვლევის შემდეგ ხატი აღიარებულ იქნა სასწაულმოქმედად. ყველა მხრიდან დაიწყეს მოსვლა ტანჯულებმა და ავადმყოფებმა, ზეციური დახმარების საჭიროების მქონეებმა.
1852 წელს ქალაქ ხერსონის მცხოვრებლებმა გამოითხოვეს ნებართვა, რომ ყოველწლიურად, უფლის ამაღლების დღესასწაულზე, ჩაეტარებინათ სასწაულმოქმედი ხატით სალიატანიო სვლა. 1853-1855 წლების ომის დროს სასწაულმოქმედი ხატით სალიტანიო მსვლელობა ჩატარდა ალყაში მყოფ ოდესაში, მტრების თვალწინ, და ქალაქი უვნებელი დარჩა. ეს მიჩნეულ იქნა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ნიშნად და მაშინვე გადაწყდა "შთამომავლობისთვის დასამოძღვრად ეს მოვლენა დაუვიწყარი გაეხადათ და 1 ოქტომბრის დღე უწმინდეს დღესასწაულად ექციათ." სასწაულმოქმედი ხატი ყოველწლიურად სალიტანიო მსვლელობით მოაქვთ სოფელ კასპეროვკიდან ოდესაში და რჩება იქ 1 ოქტომბრიდან აღდგომის მეოთხე დღემდე, ხოლო ამაღლების დღესასწაულიდან 29 ივნისამდე იმყოფება ხერსონში; 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე კი - ქალაქ ნიკოლაევში. ყველა ამ ქალაქში სასწაულმოქმედი ხატის წინაშე პარასკევობით იკითხება აკათისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.
2009 წლისთვის სასწაულმოქმედი ხატი ინახება ოდესის მიძინების საკათედრო ტაძარში.
1992 წლიდან ცნობილი გახდა ასევე ხატის ასლი - ღვთისმშობლის ტერვენიჩის ხატი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი