ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ოქროს ვაშლი" - დღესასწაული აღინიშნება აკათისტოს შაბათს (ბულგ.)
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ოქროს ვაშლი" - დღესასწაული აღინიშნება აკათისტოს შაბათს (ბულგ.)
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში, ქალაქ ასენოვგრადში, ბულგარეთში. ხატს განსაკუთრებით თაყვანს სცემენ უშვილო მეუღლეები.

პირველი სასწაული, რომელიც ღვთისმშობელმა ამ ხატის მეშვეობით მოახდინა, აღწერილია გორნო-ვოდენის წმინდა კვირიკესა და ივლიტას მონასტრის მაშინდელი იღუმენის მიერ. 1765 წლის აკათისტოს შაბათს უშვილო ქალი, რომელიც დაგვიანებით მივიდა დღესასწაულზე გრძელი გზის გამო, ვერ მიიღო ლიტიაზე ნაკურთხი პური. ეს ცუდ ნიშნად მიიჩნია და დაიწყო ტირილი და ჩივილი თავისი უნაყოფობის გამო. მღვდელმა, რომელმაც მოისმინა მისი ტირილი და გოდება, შეიბრალა იგი და, კურთხეული პურის ნამცეცის ვერ პოვნის გამო, კურთხევის სახით მისცა მას ვაშლი, რომელიც ვიღაცას დაეტოვებინა ყოვლადწმინდა ქალწულის ხატის წინ. ქალმა ვაშლი მიიღო ცხელი რწმენით და დამშვიდდა. ცოტა ხანში ქალი დაორსულდა. როდესაც მისი შვილი დაიბადა, სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით ღვთისმშობლის მიმართ, მან ოსტატებს შეუკვეთა ოქროს ვაშლი და შესწირა იგი წმინდა ხატს.

ეს სასწაული მოხდა დიდი აკათისტოს კითხვის დასრულების შემდეგ. მას შემდეგ დამკვიდრდა ტრადიცია, რომ დიდი მარხვის პირველი პარასკევიდან, როდესაც მწუხრზე იკითხება ღვთისმშობლის დიდი აკათისტოს პირველი სტატია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ამკობენ ვაშლის გვირგვინებით. ისინი ხატზე რჩებიან ხუთი კვირის განმავლობაში და აკათისტოს შაბათს ურიგდებათ უშვილო ქალებს.

სხვა ტრადიცია, დაკავშირებულია "ოქროს ვაშლის" ხატის მიერ სასწაულებრივ შეწევნასთან, და უკავშირდება გადმოცემას იმის შესახებ, თუ როგორ გაათია ღამე ტაძარში 1818 წელს ერთმა უშვილო ქალმა, და სიზმარში მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა, რომ გათენებისას მისულიყო ტაძართან, სადაც მას დაელოდებოდა ქალი სამი კოჭი ძაფით, შემდეგ შემოევლო ტაძრისთვის, ამ ძაფებისგან მოექსოვა თავისთვის სარტყელი და ეტარებინა წელზე, სანამ ბავშვს არ გააჩენდა. შემდგომში სხვებმაც დაიწყეს ასეთი სპეციალური სარტყლის გაკეთება სამი თეთრი ძაფისგან, რომელსაც ქალი ატარებს წელზე, სანამ არ დაორსულდება და არ გააჩენს.

წმინდა ღვთისმშობელმა თავისი "ოქროს ვაშლის" ხატის მეშვეობით ბევრი სხვა სასწაული მოახდინა. ზოგიერთი მათგანი აღწერილია "სახელდებებში", რომლებიც ინახება ადგილობრივ მუზეუმში, სხვები შემონახულია ზეპირ გადმოცემებში. კერძოდ, ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ 1934 წელს მეფე ბორის III-ის და, თავადის ასული ევდოკიამ, ღამე გაათია ტაძარში და განიკურნა დაავადებისგან, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. მადლიერების ნიშნად მონარქმა ტაძარს აჩუქა მარმარილო, რომლითაც მოპირკეთდა იატაკი, და ძვირფასი კიოტი ხატისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
02.09.2023
ვოლოგდას გუბერნიაში, კუბენის ტბის ახლოს, გადაჭიმულია სიამის თემი, რომლის მიწები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat