"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
როგორც მშობლების კურთხევა. ადრე ხატი სმოლენსკში იმყოფებოდა. სახელწოდება მომდინარეობს პირველი ჟამის ღვთისმშობლის ტროპარის ტექსტიდან (დაწერილია ხატზე ნათების კიდის შიგნით): "რად გიწოდოთ შენ, ჰოი მადლით სავსეო? ზეცად, რამეთუ აღმოგვიბრწყინე მზე სიმართლისა".
ისტორია და პატივცემული ასლები.
სოფიას მიერ მოტანილი ნიმუშის მიხედვით, იარაღის პალატის ხატმწერებმა 1678-1680 წლებში შექმნეს ხატის ასლი მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზთა ტაძრისთვის (ადგილობრივ რიგში იკონოსტასზე, სამეფო კარიბჭის მარცხნივ). 1682 წელს ოსტატმა ვასილი პოზნანსკიმ დაწერა ხატი-აპლიკაცია კრემლის სასახლის ჯვარცმის ტაძრისთვის.
ხატწერა ასახავს იოანე ღვთისმეტყველის ხილვას მზით მოსილი ქალისა. ღვთისმშობელი გამოსახულია სრული ტანით, მარცხენა ხელში ყრმა იესოთი. მის ფიგურას გარს აკრავს მზის მანდორლა, ფეხებთან - მთვარის ნამგალი. მარიამის და იესოს თავებს ადგას გვირგვინები.
ხატის დღესასწაული აღინიშნება 6 (19) მარტს, ასევე ყოველთა წმიდათა კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი ამ წმინდა ხატის ხერსონის ასლის ხსენებაა.
ადგილობრივად პატივცემული ასლები არის მოსკოვის ტაძრებში: სამების ტაძარში ბეღურების გორაზე და მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარში სუფთა ტბორებთან.
ღვთისმშობლის ხატს "მადლიანი ზეცა" ევედრებიან სულიერი და ფიზიკური დაავადებებისგან განკურნებისთვის. მას მიმართავენ, როდესაც ითხოვენ ქრისტიანული რწმენის გზაზე დადგომას იმათთვის, ვინც არამართებულ ცხოვრებას ეწევა. ზოგიერთი ამ ღვთისმშობლის ხატს უწოდებს ლოცვის სიტყვებით "რად გიწოდოთ შენ". ღვთისმშობლის ხატი "მადლიანი ზეცა" განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს მოსკოვში, რადგან უძველესი დროიდან იმყოფება მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზთა ტაძარში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი