დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
ჰეტმანმა ივანე მაზეპამ გამოჩინების ადგილას მონასტერი დააარსა, რომელსაც დომნიცისა ეწოდა, სადაც დღემდე იმყოფება წმინდა ხატი. 1771 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე ლოცვითა და ხატთან ერთად ლიტანიით ქალაქი გათავისუფლდა ჟამიანობისგან. დომნიცის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მღვდელმთავარ თეოდოსი უგლიცკის დადგენილებით, სულთმოფინებიდან მეათე პარასკევს აღესრულება.
დომნიცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები 1695 წლით თარიღდება, მაგრამ ამ დროისთვის ხატი უკვე მრავალი სასწაულით იყო განდიდებული. იმ წლებში ჩერნიგოვის რეგიონის უმეტესი ნაწილი პოლონეთს ეკუთვნოდა, მართლმადიდებლები კი სერიოზულ შევიწროებასა და აშკარა დევნასაც კი განიცდიდნენ ბერძენ-კათოლიკე უნიატების მხრიდან. სწორედ ამ ავბედით ჟამს სასწაულმოქმედი ხატი ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინას მახლობლად, მდინარე დომნიცის ნაპირზე ბრმა გოგონას მაღალ ვერხვზე მდგარი გამოუჩნდა. გოგონას თვალი აეხილა, ხოლო ხატისგან მრავალი ტანჯული იღებდა კურნებას, თუ სარწმუნოებით და მხურვალე ლოცვით მიმართავდა მას.
1771 წელს ქალაქის ჭირისგან გათავისუფლების სახსოვრად, დომნიცის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვით, ყოველწლიურად 9 სექტემბერს, დიდი რაოდენობის მომლოცველთა თანხლებით, აღესრულებოდა ლიტანია ბერეზინადან დომნიცის სავანეში.
ამჟამად დომნიცის ღვთისმშობლის ხატი დომნიცკის მონასტრის დიდმოწამე პარასკევას ეკლესიაში იმყოფება. მონასტრის გახსნამდე ხატი სოფელში ორ ღვთისმოსავ ქალთან ინახებოდა, რომლებმაც იგი მონასტრის მკვიდრის (ბერი ვიტალი?) ხელთაგან მიიღეს. სიწმინდე დროებით აღსავლის კარის ზემოთ მოათავსეს, უახლოეს მომავალში ხატის მარჯვენა კლიროსთან, სპეციალურ კიოტში გადატანა იგეგმება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი