წმინდა ფილოთეოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1379) - 11 (24) ოქტომბერი
წმინდა ფილოთეოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1379) - 11 (24) ოქტომბერი
ფილოთეოს კოკინოსი (ბერძნულად: Φιλόθεος ὁ Κόκκινος του θεολόγου) (დაახლოებით 1300 - 1377/79), კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1353 - 1354; 1365 - 1376), ბიზანტიელი თეოლოგი, წმინდა გრიგოლ პალამას მხარდამჭერი, ანტილათინური პოლემისტი, ჰიმნოგრაფი, აგიოგრაფი, წმინდანი.

ხსენების დღე 11 ოქტომბერი (ბერძნული, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია, რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მოლდოვის ეკლესია), ვატოპედის წმინდანთა კრებულში (ბერძნული), კონსტანტინოპოლის წმინდა მღვდელმთავართა კრებულში (ბერძნული) და დიდი მარხვის მეხუთე კვირას (ბერძნული).

საერო ცხოვრებაში სახელად ფოკა ერქვა, დაიბადა დაახლოებით 1300 წელს თესალონიკში, დედამისი ქრისტიანი ებრაელი იყო. წმინდა ფილოთეოსმა ბრწყინვალე განათლება მიიღო სახელგანთქმულ ბიზანტიელ მასწავლებელთან თომა მაგისტრთან, რომელსაც მზარეულად ემსახურებოდა, რათა თავისი სწავლის საფასური გადაეხადა. ფილოთეოსს დიდი ნიჭი გამოაჩნდა, როგორც საღვთისმეტყველო მსჯელობისა, ისე ორატორული ხელოვნებისა. მაგრამ, მან უარი თქვა პერსპექტიულ კარიერაზე, დატოვა ეს სოფელიც და ანგელოზთა მობაძავი ცხოვრება აირჩია. თავიდან ის სინას მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ კი ათონის მთაზე დიდ ლავრაში გადავიდა (1326 წ.). მონაზვნად კი ვათოპედის მონასტერში აღიკვეცა (1328 წ.), სადაც მისი სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი საბა (ხს. 5 ოქტომბერი). სწორედ იმ წლებში წმინდა გრიგოლ პალამა მხნედ იცავდა ისიქაზმსა და მართლმადიდებლურ სწავლებას შეუქმნელ ნათელზე. წმინდა ფილოთეოსი მისი ერთ-ერთი მოშურნე მოწაფეთაგანი გახდა და დიდ ლავრაში დასახლდა 1331 წელს, სადაც გაიცნო ღირსი გერმანე, რომლის ცხოვრებაც შემდგომში აღწერა. წმინდა ფილოთეოსმა სხვა ცხრამეტ გამოჩენილ მამასთან ერთად ხელი მოაწერა წმინდა გრიგოლ პალამას მიერ 1341 წელს შედგენილ "მთაწმინდურ ტომოსს".

მთაწმინდაზე ფილოთეოსს მღვდლად ხელი დაასხეს. შემდეგ ერთხანობა თესალონიკში ფილოკალის მონასტრის იღუმენი იყო (1340-1342). შემდეგ კი ათონზე დიდი ლავრის წინამძღვრად მოუხმეს (1344-1347). ისიქაზმის მხარდაჭერისთვის სამადლობელოდ პატრიარქმა ისიდორემ მას თრაკიის ჰერაკლიის მიტროპოლიტი უწოდა (1347 წ.). მიუხედავად ამისა, ფილოთეოსმა კონსტანტინოპოლი არ დატოვა და იქ დოგმატური ბრძოლა გააგრძელა. ამიტომ ის ესწრებოდა 1351 წელს გამართულ ისიქასტურ კრებას და შეადგინა მისი ოქმი. მის არ ყოფნაში ირაკლია გენუელთა და ვენეციელთა მტრობის მსხვერპლი გახდა.

1353 წელს იოანე კანტაკუზენმა მოისურვა წმინდა კალისტეს დაყოლიება, რომ მას მისი ძის, მათესთვის გვირგვინი დაედგა, როგორც თანამმართველისთვის და ლიტურგიაზე მოსახსენიებლიდან ამოეღო კანონიერი იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი, რაზეც მან უარი განუცხადა. წმინდანი ჯერ წმინდა ათანასეს მონასტერში გადავიდა, შემდეგ კი წმინდა მამანტის მონასტერში, ამასთან, პატრიარქობაზე უარი არ უთქვამს, რათა უზურპატორის კორონაციისთვის ხელი შეეშალა.

1353 წლის 14 აგვისტოს სინოდმა გადააყენა კალისტე და მის ადგილზე იოანე კანტაკუზინის მითითებით აირჩია ფილოთეოს კოკინოსი. 1354 წლის თებერვალში მან აკურთხა მატთეოს კანტაკუზინი მამის თანამმართველად.

1354 წელს მან დანიშნა წმინდა ალექსი კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად, მიანიჭა მას სატახტო სიგელი, რომელსაც ხელი მოაწერა იმავე წლის 30 ივნისს.

იმავე წელს მან ნება დართო ნოვგოროდის მთავარეპისკოპოს მოსეს ესარგებლა ნოვგოროდის წმინდანთა ძველი პრივილეგიით - ეტარებინა ჯვრიანი შესამოსელი, რომელიც თავად გაუგზავნა. მან ასევე ნება დართო წმინდა მოსეს პირდაპირ მიემართა კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის.

1354 წლის 22 ნოემბერს იოანე პალეოლოგოსის კონსტანტინოპოლში წარმატებით შესვლას მოჰყვა იოანე კანტაკუზინის ტახტიდან გადაყენება, მათე კანტაკუზინის გადაყენება. ფილოთეოსმა პატრიარქის ტახტი კალისტეს დაუთმო, თვითონ კი წმინდა ფოკას სავანეში წავიდა, იქიდან კი აკატალიპტას მონასტერში დასახლდა. აქ დაწერა საღვთისმეტყველო თხზულება, სადაც გააცამტვერა ისიქასტების ახალი მტერი - ფილოსოფოსი ნიკიფორე გრიგორუ.

გავიდა ათი წელი, პატრიარქი კალისტე I გარდაიცვალა და წმინდა ფილოთეოსს სთხოვეს, კვლავ დაეკავებინა პატრიარქის ტახტი, რაზეც დათანხმდა. მისი მეორე პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღადგინა იურისდიქცია სერბეთის ეკლესიაზე. მას ძალიან უნდოდა, მსოფლიო კრება მოეწვია და შეეწყვიტა განხეთქილება რომის ეკლესიასთან, მაგრამ რომის პაპმა ურბან II-მ უარი განაცხადა. ამ პერიოდში წმინდა ფილოთეოსმა უამრავი თხზულება შექმნა, სადაც განავითარა ხელთუქმნელი ენერგიების ღვთისმეტყველება და შეეწინააღმდეგა ღვთისმეტყველ ჰუმანისტებს - პროხორეს და დიმიტრი კიდოსამს. წმინდა ფილოთეოსმა შეადგინა წმინდა გრიგოლ პალამას ცხოვრება და მისი ძალისხმევით მოხდა წმინდა გრიგოლის კანონიზაცია. მისმა შედგენილმა წმინდანთა ცხოვრებებმა ხალხში ისიქასტური სულიერება გაავრცელა და მოაწესრიგა მის დროს არსებული საღვთისმსახურო წესები, რომლებიც დღემდე გამოიყენება.

დაახლოებით 1372 წელს პატრიარქმა ფილოთეოსმა გაუგზავნა წმინდა სერგი რადონეჟელს სიგელი, რომელშიც აკურთხა წმინდა სერგი და ურჩია მას თავის მონასტერში საერთო საცხოვრებლის წესდების შემოღება.

1375 წლის დეკემბერში პატრიარქმა ფილოთეოსმა აკურთხა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად კვიპრიანე (ცამბლაკი).

1376 წელს პატრიარქი ფილოთეოსი გადადგა ღრმა სიბერის გამო. გარდაიცვალა 1379 წელს.

სხვა მონაცემებით, "საღვთისმეტყველო-საეკლესიო ლექსიკონის" მასალების თანახმად, ფილოთეოს კოკინოსი იმპერატორ იოანე V პალეოლოგთან ერთად 1376 წელს დაამხეს პროგენუეზური გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში ანდრონიკე IV პალეოლოგოსის მოსლის შემდეგ. პატრიარქი ფილოთეოსი გადაასახლეს. ცუდი მოპყრობით და სნეულებით გატანჯული 1379 წელს გარდაიცვალა.

პატრიარქი ფილოთეოსი დაკრძალეს სამეფო პატივით ქრისტე შეუცნობელის (τοῦ ᾿Ακαταλήπτου) მონასტერში. მისი საფლავი სასწაულებით განითქვა. მალე მისი როგორც წმინდანის თაყვანისცემა დაიწყეს, დაიხატა მისი ხატი სერბეთის რასავას მონასტრის ტაძარში მისი სამშობლოდან, თესალონიკიდან ჩასული მცხოვრებლების მიერ. ათონის მთის მთავარ ტაძარში დახატულია მისი გამოსახულება ჰიმნოგრაფთა რიგში.

XVIII საუკუნის ბოლოს ფილოთეოსის მონასტრის ანონიმმა ბერმა დაწერა მისი ცხოვრება და ღვთისმსახურების წესი. ათონზე არსებობს სამი კოდექსი წმ. ფილოთეოსის ცხოვრებითა და საღვთისმსახურო წესით. ყველაზე ახალი შეადგინა ბერმა გერასიმე მიკრაიანნიტმა.

ნაშრომები

წმ. ფილოთეოსმა, თავისი დიდი განათლების წყალობით, დაწერა მრავალრიცხოვანი ნაშრომები, მათ შორის დოგმატური და პოლემიკური ნაწერები ნიკიფორე გრიგორას, აკინდინოსის, ბარლაამისა და მიხეილ პეტრიოტის წინააღმდეგ. იგი არის მართლმადიდებლობის ზეიმის კვირის სინოდიკის პარაგრაფების ავტორი. დაწერა წმინდანთა და ღვთისმოსავთა ცხოვრებები, ძირითადად - ათონელების, როგორიცაა წმ. გრიგოლ პალამა, წმ. ისიდორე I ბუხირი, წმ. გერმანე მარულისი, წმ. საბა ვატოპედელი და წმ. ნიკოდიმოს ახალი, ასევე დაწერა წმ. ანისიას შესახებ, წმ. დიდმოწამე დიმიტრი მირონმდინარის, წმინდა მოციქულების, სამი მღვდელმთავრის, წმ. ონუფრის, წმ. ათანასე I-ის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმ. ფევრონიას, წმ. ფოკას, წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის, წმ. ნიკოდიმოს ვატოპედელის და სხვათა შესახებ. მისი ნაშრომები წარმოადგენს საუბრებს (ჰომილიებს), განმარტებებს, ლიტურგიულ ტექსტებს, ნაშრომებს სამართლისა და ისტორიის შესახებ, პოეზიას, ლოცვებს.
ის იყო ღრმა თეოლოგი, სვინაქსარების ავტორი, განსაკუთრებით თავისი თანამედროვე ათონელი წმინდა მამების ცხოვრებისა.

იხილეთ წმ. ფილოთეოს კოკინოსის ნაშრომების სია:

1. საღმრთო ლიტურგიის წესი (Διάταξις τῆς Θείας λειτουργίας).

2. მღვდელმსახურების წესი (Διάταξις τῆς ἱεροδιακονίας); გამოცემა: Gოარ. გვ. 1-8; Εὐχολόγιον τὸ Μέγα. გვ. 1-12.

3. სამი სიტყვა ეპისკოპოს იგნატიესადმი იგავთა გამონათქვამის განმარტებით: "სიბრძნემ აღაშენა თავისთვის სახლი" / ბერძნულიდან თარგმნა: ეპისკოპოსმა არსენიმ (ივაშჩენკო). ნოვგოროდი, 1898.

4. ისიდორეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ცხოვრება // სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ჩანაწერები. 1905. № 76.

5. პატრიარქ ფილოთეოსის სიგელი რუსი მთავრებისადმი კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიის მორჩილების მოწოდებით. სიგელი მიტროპოლიტ ალექსისადმი // იოანე მეიენდორფი. ბიზანტია და მოსკოვის რუსეთი: ნარკვევი საეკლესიო და კულტურული კავშირების შესახებ XIV საუკუნეში / ინგლისურიდან თარგმნა. პარიზი, 1990.

6. წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის მთავარეპისკოპოსის, მართლმადიდებელი აღმოსავლური ეკლესიის რწმენისა და ღვთისმოსაობის დამცველის პაპიზმთან ბრძოლაში, და სასწაულთმოქმედის ცხოვრება და ღვაწლი... ოდესა, 1889.

7. წმინდა გრიგოლ პალამას, თესალონიკის მთავარეპისკოპოსის ცხოვრება და ღვაწლი / ბერძნულიდან თარგმნა. წმინდა სამების სერგის ლავრა, 2004.

8. ჩვენი ღირსი და ღვთისმოსავი მამის სავა ახლის ცხოვრება და საქმენი, რომელმაც ათონის მთაზე იღვაწა / ბერძნულიდან თარგმნა შესავლითა და შენიშვნებით: მღვდელმა პოლიენ რადჩენკომ. მოსკოვი, 1915.

9. სამონაზვნო სათნოებათა მნათობი: ჩვენი ღირსი მამის საბა ახალი ათონელის ცხოვრება. სანკტ-პეტერბურგი, 2002. (რეპრინტი).


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
26.10.2024
ხსენების დღე 26 მაისი (კელტური და ბრიტანული) და ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებულში
25.10.2024
წმინდა დანსტანი (ლათ. Dunstanus; ძველი ინგლისური Dunstan) (დაახლ. 909-988), გახლდათ კენტერბერის მთავარეპისკოპოსი (960-988),
23.10.2024
წმინდა ფელიქსის ხსენების დღეა 8 მარტს (კელტური და ბრიტანული, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
23.10.2024
წმინდა ვირინი დაიბადა დაახლოებით 600 წელს. სავარაუდოდ, ეპისკოპოსად ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა ასტერიუსმა გენუაში.
13.10.2024
წმინდა ჰონორიუს (ონორიუსი) კენტერბერიელის, დორუვერნის (დუროვერნის, თანამედროვე კენტერბერის) არქიეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 სექტემბერი
12.10.2024
წმინდა მღვდელმონაზონ გრიგოლ დომესტიკოსი, გლიკისი (გლიკა, ბერძნ. Γρηγόριος ο Δομέστικος, Γλυκύς] (1355 / დაახლ. 1360), იხსენიება 1 ოქტომბერს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat