ვინ იყო თავადი გივი ამილახვარი
ვინ იყო თავადი გივი ამილახვარი
გივი ამილახვარი - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.
პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.

1727 წელს, მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.

თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ 1734 ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე). მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავსა და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.

1737 წელს ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველობისათვის, ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.

1741 წელს შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და 1742 წელს იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. 1744 წელს აჩაბეთის ბრძოლაში ამილახვარი დამარცხდა და 1745 წელს იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისტანის პროვინციის მმართველი. 1747 წელს ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა "ურჩი" თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 წელს ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღდა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

ყოველი კვირაცხოვლობის წინა დღეს, შაბათს, სიონის ტაძარში თავად გივი ამილახვრის სულის საოხად ჟამი შეიწირვის.

ნახატზე: არჩილ II და გივი ამილახვარი. იხ.ნახატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
29.11. 2018
Zura
მეფისა მტარსა ლახვარი!ვამტკიცებ ამილახვარი
14.04. 2018
თაკო
სურათი რომ აიღოთ. XVII ს პიროვნებაზეა ლაპარაკი
18.05. 2016
jiji
გივი ამილახვარი, ერთერთი გამორჩეული ფიგურაა ჩვენს ისტორიაში! იმ ძნელბედობის ჟამს, გონიერებით, ვაჟკაცობითა და დიპლომატიით ახერხებდა სამშობლოს ღირსეულ სამსახურს! უდავოდ დიდი პიროვნება იყო, რომელიც, მიმაჩნია, რომ ნაკლებადაა დაფასებული! (თუმცა, ვინ არი დაფასებული სათანადოდ?)
08.05. 2016
ილია
გივი ამოლახვარი დიდი სარდალი და ამავდროულად ტრაგიკული პიროვნება იყო ,ისე მისი დამსახურებაა ნადირ-შაჰი დათმობაზე რომ წავიდა და ქრისტიანი. მეფეები დაამტკიცა ' და კიდევ 2208 წელს პატრიარქის და წმინდა სინოდის ინიციატივით განახლდა მისი სულის საოხად პარაკლისი სიონში
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat