ხსენება სამი კრეტელი მღდელმთავრისა: ანდრია კრეტელი მთავარეპისკოპოსისა, (+712-726); მღდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (206; +299;) და ღირსისა ევმენიოს ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII) - 25 აგვისტოს (7 სექტემბერს)
ხსენება სამი კრეტელი მღდელმთავრისა: ანდრია კრეტელი მთავარეპისკოპოსისა,  (+712-726); მღდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (206; +299;) და ღირსისა ევმენიოს  ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII) -  25 აგვისტოს (7 სექტემბერს)
25 აგვისტოს (7 სექტემბერს) ეკლესია სამ კრეტელ მღვდელმთავარს: წმინდა ანდრია კრეტელს, წმინდა კირილე ჰორტინელს და ევმენიოს ჰორინტელს ერთად იხსენიებს.

წმინდა ანდრია კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა 680 წელს. (ზოგ წყაროში 660 წელია მითითებული), ასევე განსხვავებული ინფორმაციებია გარდაცვალების თარიღზეც. ზოგი წყაროს თანახმად წმინდა ანდრია კრიტელი 740 წელს გარდაიცვალა. მისი სამშობლო იყო ყველასთვის ცნობილი დამასკო. ანდრია იერუსალიმელადაც მოიხსენიება და ამის თაობაზე გესაუბრებით.

წმინდანის მშობლები ღვთისმოსავი, კეთილშობილებით გამორჩეული გიორგი და გრიგორია ყოფილან. წმინდანი 7 წლამდე ყველას მუნჯი ეგონა და ამის გამო უზომოდ წუხდნენ მშობლები, რომელთა ერთადერთი ნუგეში იყო ღმერთი. 7 წლის თავზე წმინდანი ტაძარში მიიყვანეს საზიარებლად და ღვთის ამოუცნობი სასწაულის მომსწრე შეიქნა ყველა, ვინც კი საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა. იმ დღის შემდგომ უკვე პატარა ანდრია სკოლაშიც მიუყვანიათ.

ბიჭი გასაოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ყოფილა. მასწავლებლები გაოცებულები იყვნენ, ისე სწრაფად ითვისებდა ყველა საგანს. განსაკუთრებით ფილოსოფია იტაცებდა ბავშვობიდანვე. კარგი მასწავლებლების ხელში მოხვედრილი კარგი შეგირდი განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა, რის გამოც ძალიან მალე ბრძნადმეტყველიც კი იყო. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველას მუნჯი ეგონა.

ანდრია სიყმაწვილის წლებშივე დიდი ინტერესით ცდილობდა, საღვთო წერილის და წმინდანთა ნაშრომების შინაარსს ჩასწვდომოდა. ამ ყველაფერმა ისე გაიტაცა, რომ სხვა აღარაფერი აინტერესებდა საღვთო განგებულების გარდა. მთელი სამყაროს სიბრძნე ახალგაზრდა ანდრიას ცნობიერებაში სამყაროს შემოქმედი ღმერთის ირგვლივ ბრუნავდა.

ეს ყოველივე სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ იყო, რადგან ყველას ახსოვდა ის სასწაული, რომელიც რამდენიმე წლის წინ საღმრთო ზიარების შემდგომ აღსრულდა ტაძარში და წმინდანი ალაპარაკდა. ეს ყველაფერი თვითონაც კარგად ახსოვდა და ყოველდღე მადლობას სწირავდა ღმერთს იმისათვის, რაც მის ცხოვრებაში მოხდა.

ჭაბუკმა ანდრიამ გაანდო მშობლებს, რასაც ფიქრობდა და უთხრა, თუ წინააღმდეგნი არ იქნებოდნენ, ღვთისთვის შეეწირათ და მიეცათ იმის ნება, რომ ღვთისთვის მიეძღვნა თავისი თავი. მშობლებიც ქრისტიანები იყვნენ და შვილის ამგვარი თხოვნა არ გაჰკვირვებიათ. გადაწყვიტეს და მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის მცველთა გუნდში ჩარიცხეს.

ამ დროს იერუსალიმის პატრიარქი იყო უწმინდესი, საღმრთო მადლით აღსავსე ადამიანი, სახელად თეოდორე, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო სამფარველოდ ახალ¬გაზრდა წმინდანი და თავისი სულიერი შვილების გუნდში ჩარიცხა. ძალიან მალე ანდრიამ ყველას დაანახვა თავისი თავდადება და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ამ გზით სურდა სიარული. ამისათვის კი პატრიარქმა თეოდორემ მონაზვნის ანგელოზებრივი სქემით შემოსა.

წარემატებოდა ახალგაზრდა მონაზონი შორის სათნოებათა და ქველის საქმეთა. ახლა უკვე დიაკვნად დაასხა ხელი პატრიარქმა და ყველას მოუთხრობდა, რომ მაგალითი ყოფილიყო ახალგაზრდა მონაზონი ყველასთვის ასაკის მიუხედავად. წმინდა პატრიარქმა მიაბარა სული თვისი უფალს და მღვდლად აღარ დაუსხამს ხელი წმინდა ანდრიასთვის. ასე დარჩა წმინდანი იერუსალიმის ეკლესიის ეკონომოსი, ვიდრე ახალი პატრიარქი აღსაყრდებოდა იერუსალიმის ტახტზე.
წმინდა ანდრია განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. მას ასაკი არ აძლევდა იმის ნებას, იერუსალიმის პატრიარქი გამხდარიყო. რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბერ-დიაკონი ანდრია იღებდა, თვითონ განკარგავდა ყველა ფინანსურ და ეკონომიკურ შეთანხმებას ეკლესიის საკეთილდღეოდ. ყველა იმდროინდელი პროგრესული სიახლის ღვთივსულიერი ნოვატორი იყო წმინდა ანდრია.

ეს იყო დრო, როდესაც მეფე კონსტანტინემ, მეფე ჰერაკლეს შვილიშვილმა კონსტანტინოპოლში VI მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც მიმართული იყო მონოთელიტების ერთ-ერთი მწვალებლობის წინააღმდეგ. კრებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მონოთელიტობას და მსოფლიო ეკლესიებს ეუწყათ ამის შესახებ, მათ შორის იერუსალიმის ეკლესიასაც. ამგვარი დადგენილების გამოქვეყნება იყო ძალიან კარგი, რადგან ერეტიკოსებს ხალხი ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეჰყავდათ. ახლა კი კრების დადგენილება იცოდა ხალხმა კონკრეტული სწავლების შესახებ.

იერუსალიმის ეკლესიაც უერთდებოდა კრების გადაწყვეტილებას, ამიტომ გახდა კონსტანტინოპოლში ჩასვლა აუცილებელი და ადგილზე ამ ყოველივეს ოფიციალური დადასტურება. იერუსალიმის ეკლესიამ ეს მისია მიანდო სწორედ წმინდა ანდრიას, რომელიც ორ სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც მსოფლიო კრებაზე იერუსალიმის ეკლესიას წარმოადგენდა.

კრების დასრულების შემდგომ წმინდანი იერუსალიმში აღარ დაბრუნებულა, რადგან კონსტანტინოპოლში დარჩენა და მონაზვნური მოღვაწეობის გაგრძელება ამჯობინა. თანმხლები სასულიერო პირები კი დაბრუნდნენ და მოახსენეს ადგილობრივ ეკლესიას წმინდა ანდრიას გადაწყვეტილება. განმარტოვდა ანდრია კონსტანტინოპოლის მახლობლად და მთელ დროს საღვთო წერილის კითხვაში, ანალიზში, მყუდროებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა.

იმ რეჟიმის შემდეგ, როგორშიც წმინდა ანდრია იერუსალიმის საპატრიარქოში ცხოვრობდა, ახლა ნამდვილ ნეტარებაში იყო - აკეთებდა საქმეს, რომლისთვისაც მოწოდებული იყო, რაც სიამოვნებდა, ყველა ამქვეყნიური საზრუნავისგან თავისუფალი იყო. სამწუხაროდ, ეს დრო დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან მაშინ ასეთი, ეკლესიის მოწყობა-განვითარების შესაძლებლობების მქონე ადამიანი ძალიან ცოტა იყო.

წმინდა ანდრიას მადლმოსილება და ძალა შეუმჩნეველი არ დარჩენია სამეფო კარს და ეკლესიის მმართველობას და აიძულეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის აშენება-აღორძინებაში ჩაბმულიყო. წმინდანმა შექმნა ისეთი ფინანსური მექანიზმი, რითაც შესაძლებელი გახდა მოხუცების, ობოლი ბავშვებისა და ავადმყოფების უზრუნველყოფა.

იმ დროსაც და დღესაც ასეთი ქმედება იყო და არის სათნოების მწვერვალი. ვინც გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება, უპირველესად ეხმარება საკუთარ თავს და ამის შემდეგ სხვას. მალე დღის წესრიგში დადგა წმინდა მამის დაწინაურების საკითხი. მისი შესაძლებლობები სცილდებოდა იმ საქმეებს, რასაც ის აკეთებდა, ამიტომ გამოარჩიეს ეპისკოპოსად და დაადგინა ეკლესიამ ცნობილი კუნძულის, კრეტის მთავარეპისკოპოსად.

სწორედ ამ კუნძულის სულიერი აღორძინება და სიმტკიცე, ეკლესიის განვითარება და ძლევამოსილება უკავშირდება წმინდა მამის სახელს. ის, რაც დღეს კუნძული კრიტია, წმინდა მამის, ანდრიას დამსახურებაა. კუნძულზე ჩასვლისთანავე ახალმა მღვდელმთავარმა ადგილობრივი საეკლესიო კრება მოიწვია, იქაურ სამღვდელოებას შეხვდა, გაარკვია მათი და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება, მატერიალური თუ სულიერი მდგომარეობა.

წმინდანს ესმოდა, თუ რა იყო მღვდელმთავრის უპირველესი მოვალეობა. უსმენდა ხალხსაც და სამღვდელოებასაც და პრობლემები თავისდაუნებურად გვარდებოდა. როცა ჰარმონია არსებობს ერსა და ეკლესიას შორის, მაშინ უფალი დგას ჩვენ შორისო, ხშირად იმეორებდა წმინდა მამა. "მღვდელი უნდა ემსგავსოს სარკეს და ეს ხდება მაგალითი. თუ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმას, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი, ხალხი არასოდეს დადგება სხვა მხარეს. თუ ერთმანეთის არ გვესმის, ვერასოდეს აღორძინდება ვერც ეკლესია და ვერც ხალხი, ცალ-ცალკე ეს წარმოუდგენელია. მღვდლისთვის უმთავრესია, იცოდეს მღვდლობა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მღვდელს მღვდლობა მიანიჭებს საღვთო ნათელს, მღვდელს ისე არაფერი ეხმარება, როგორც მღვდლობის ცოდნა".

წმინდანი თვითონ იყო ღვთისმსახურების მაგალითი, დააარსა მონასტრები, დადგინდა ღვთისმსახურების საზოგადო შინაგანაწესი. ყველა ემსახურებოდა საზოგადო წესს და აღიკვეთა ქაოსი და გაუგებრობა, რაც მანამდე იყო გამეფებული კუნძულ კრიტზე. გარდა ღვთისმსახურებისა, ქრისტიანები მღვდლისგან ისმენდნენ ღვთის სიტყვას. ზნეობრივად აღორძინდა კუნძულის მოსახლეობა, ეძებდნენ იმ გზებს, რაც კუნძულზე მცხოვრებთათვის იყო უმთავრესი. ამ ყოველივეს კი წმინდანი თავის სამღვდელოებასთან ათანხმებდა. ცალკე დროს უთმობდნენ ბავშვებთან ურთიერთობას, ცალკე დროს - ახალგაზრდებთან, ცალკე - ხანდაზმულებს და ღვთის კურთხევამ არ დააყოვნა.

წმინდა მამა ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. გამოსცა არაერთი ეკლესიისათვის აუცილებელი ნაშრომი თუ სწავლება. მარტო დიდმარხვაში საკითხავი ცნობილი ანდრია კრიტელის საგალობლების ტექსტი რად ღირს! წმინდა ანდრია იმ მსოფლიო მნიშვნელობის ჰიმნოგრაფთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც მსოფლიო მართლმადიდებლობას შემოუნახეს უკვდავი საგალობლები. ამ გზით წმინდა მამა არა მარტო კრიტის სულიერი მოძღვარი იყო, არამედ უკვე მსოფლიო ეკლესიის საკუთრება გახდა და ასე იქნება უკვდავყოფილი მისი სახელი, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა და მართლმადიდებლობა.

წმინდა ანდრია ხშირად თვითონ უვლიდა ავადმყოფებს, უდიდესი სიყვარულით ემსახურებოდა თითოეულ მათგანს, ამიტომ მოჰმადლა უფალმა ღმერთმა ნიჭი სიბრძნისა და გონიერებისა, ნიჭი მოყვასის სიყვარულისა და ნიჭი ღვთისა. წმინდანი კუნძულელებისათვის ნამდვილი მზრუნველი მამა იყო. წმინდა მამა გახლდათ ჭეშმარიტი მწყემსმთავარი.

არ იქნება სწორი, თუ რამდენიმე სასწაულს მაინც არ გავიხსენებთ წმინდა მამასთან დაკავშირებით, რომლებიც ღვ¬თის მადლით და წმინდა ანდრიას ხელით აღესრულებოდა. სასწაულების თხრობით კიდევ უფრო კარგად და გონივრულად შევაფასებთ წმინდა მამის ღირსებას, რითაც დაჯილდოებული იყო ღვთისაგან.

ერთხელ ბარბაროსებმა განიზრახეს კუნძულ კრეტის დაპყრობა და მიწასთან გასწორება. კუნძული დაიპყრეს, მაგრამ სხვა ვერაფერი დაუშავეს ამის მეტი, რადგან წმინდა მამის ლოცვით არა მარტო შეჩერდნენ გამხეცებული ბარბაროსები, არამედ წმინდა მამამ იმდენი მოახერხა, რომ მტერი დაატყვევა სიბრძნით. ღვთისგან ნაჩუქარი კაზმული სიტყვით ისეთი შიში ჩაუნერგა მათ გულში, რომ თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნია ვინმეს. ისინი არავის გაუყრია კუნძულიდან, ნელ-ნელა არაორგანიზებულად მიდიოდნენ და დაისაჯნენ, რადგან უმრავლესობა აღელვებულმა ზღვამ შთანთქა, ნაწილი კი ქრისტიანებთან შეტაკებისას ამოწყდა. რომ არ ყოფილიყო წმინდა ანდრია, კუნძულს განადგურებისგან ვერაფერი იხსნიდა.

იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: კუნძულს გვალვა განადგურებით ემუქრებოდა. თუ ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდებოდა საშინელი სიცხეები, ყოველი ცოცხალი გახმებოდა. უმოსავლოდ დარჩენილი მცხოვრებლები კი შიმშილით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები. გამოსავალს ისევ წმინდანმა მიაგნო. აღაპყრო ხელები ზეცად და შეჰღაღადა უფალს. უფალმაც თავისი ღირსეული შვილის ლოცვა შეისმინა და ისეთი ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, რომ მთელ კუნძულზე სიცოცხლის სურნელი დატრიალდა. წმინდა ანდრია ხალხთან ერთად უზომოდ ბედნიერი იყო და ჰმადლობდა მოწყალე ღმერთს აღსრულებული სასწაულისთვის.

ისევ სასწაულზე შევჩერდებით: კუნძულზე მალარია გაჩნდა და ხალხი ერთიმეორის მიყოლებით იხოცებოდა. კრიტელები შიშმა და უიმედობამ მოიცვა, რადგან საშველი არსაიდან ჩანდა. ერთადერთი ნუგეში ისევ უსაყვარლესი მწყემსმთავარი, წმინდა ანდრია იყო, რომელმაც ცრემლებით ითხოვა უფლისგან, აერიდებინა მისი სამწყსოსთვის ეს საშინელება. სასწაულმა არ დააყოვნა და მეორე დღესვე შეწყდა ავადმყოფობა.

იმდენად დიდია ამგვარი სასწაულების რიცხვი წმინდანის ცხოვრებაში, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან ამას ტომებიც კი არ ეყოფა. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ, როდესაც კრიტიდან აუცილებელ საქმეზე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, უდიდესი პატივით მიიღეს სამეფო ქალაქში წმინდანი. ადამიანები მისი მხოლოდ ნახვითაც კი იღებდნენ შვებას. პატრიარქიც, მეფეც, დიდებულებიც, ყველა ბედნიერი იყო წმინდა ანდრიას კონსტანტინოპოლში ყოფნით.

ყველაფერს აქვს დასასრული და წმინდა მამამ თავისი აღსასრული წინასწარ განჭვრიტა, ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა და რაც შეიძლება მალე სამწყსოსთან დაბრუნება გადაწყვიტა. უნდოდა, თავის ეპარქიაში აღსრულებულიყო და არა მის გარეთ. ავიდა გემზე, რომელიც კრიტზე მიიყვანდა, მაგრამ როცა კუნძულ მიტილინს მიუახლოვდა, მოულოდნელად ეკიპაჟმა გემის ცოტა ხნით იქ გაჩერება გადაწყვიტა.

წმინდანმა იკითხა, რა ჰქვია ამ ადგილსო. ერეოსს უწოდებენო. წმინდა ანდრიამ თქვა: "აქ, ამ ადგილას უნდა დავუბრუნო უფალს თავისივე ხატება, რომელიც მომცა თვითონ, როცა შთამბერა სიცოცხლის სული. ვგრძნობ, აქ, ამ ადგილას მივებარები ისევ ჩემს უფალს საუკუნოდ".

ასეც მოხდა. სახე გაებადრა სიხარულისა და ბედნიერებისაგან. საღვთო მადლით აღვსილი უსაზღვრო სიხარულს აფრქვევდა გარშემო მყოფებში, ვინც კი შეესწრო ამას. წმინდა მამის წმინდა ნაწილები წმინდა მოწამე ანასტასიას სახელობის ტაძარში გადაასვენეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღემდე იქ უნდა იყოს მორწმუნე ქრისტიანების სანუგეშოდ, როგორც უძვირფასესი საუნჯე, რომელიც არის მკურნალი და აღმავსებელი საღვთო მადლით ჩვენ ცოდვილთა.

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი, III საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარი განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ - სამღვდელმთავრო და მოწამებრივ - გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმინდან¬მა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმინდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბე¬ვრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმინდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.

კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე - ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249- 251), სხვა ცნობით კი - მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.

ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ღვთის კურთხევით ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმინდა მღვდელმთავარი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი ლოცვით ხშირად მოუვლენია ღმერთს წვიმა გვალვის დროს, განუკურნავს სნეულები და განუმტკიცებია დაბრკოლებულნი. წმინდანი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
18.06.2022
ეს საკვირველი მოსაგრე VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმომავლობით კაპადოკიიდან იყო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat