ღირსი ანასტასია კიეველი (1838 - 1900) – 20 ოქტომბერი (02 ნოემბერი)
ღირსი ანასტასია კიეველი (1838 - 1900) – 20 ოქტომბერი (02 ნოემბერი)
წმინდა ანასტასია იხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს (ადგილობრივი, კიევი) და კიევის წმინდანთა კრებულში

საერო ცხოვრებაში ალექსანდრა პეტრეს ასული რომანოვა, პროტესტანტული ნათლობით ალექსანდრა ფრედერიკა ვილჰელმინა, დაიბადა 1838 წლის 2 მაისს სანკტ-პეტერბურგში. მამა - ოლდენბურგის პრინცი პეტრე გიორგის ძე, ცნობილი ფილანთროპი.

იგი გახლდათ მამის შეხედულებების მემკვიდრე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ეხმარებოდა ღარიბ და ავადმყოფ ბავშვებს. 1856 წლის 25 იანვარს გადავიდა მართლმადიდებლობაზე ალექსანდრას სახელით და დაქორწინდა დიდ თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვზე (უფროსზე), იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმაზე. წყვილს ჰყავდა შვილები - დიდი თავადები ნიკოლოზი და პეტრე. დიდმა თავადმა ქალმა სანკტ-პეტერბურგში დააარსა ღვთისმშობლის საფარველის მოწყალე დების თანამეგობრობა, საავადმყოფო, ამბულატორია, ობოლი გოგონებისთვის განყოფილება, ფელდშერთა სასწავლებელი და სხვა საქველმოქმედო დაწესებულებები. 1881 წლამდე იყო დედოფალ მარია ფეოდოროვნას დაწესებული საბავშვო თავშესაფრების უწყების საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოლდენბურგის პრინცი. წმინდა ანასტასიას ზრუნვით შეიქმნა კაპიტალი, რომლის შემოსავლებიდანაც ინახებოდა 23 თავშესაფარი 5 ათასი ობოლისთვის. რუსეთ-თურქეთის ომის დროს საკუთარი სახსრებით ორგანიზება გაუკეთა სანიტარულ რაზმს.

1879 წელს წმინდა ანასტასია რომელიც იტანჯებოდა მკერდის კიბოთი, წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, 1880 წელს გადავიდა კიევში, სადაც 1889 წელს დააარსა საფარველის ქალთა სავანე, რომელშიც დასახლდა. აქ ის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიჯაჭვული იყო საწოლს, სასწაულებრივად განიკურნა და დაიწყო სიარული.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მოხდა 1891 წლის 13 აპრილს, ფარულად აღიკვეცა მონაზვნად ანასტასიას სახელით. საფარველის მონასტერთან გახსნა თანამედროვე საავადმყოფო ღარიბებისთვის კიევში ერთადერთი რენტგენის კაბინეტით, მოაწყო უფასო აფთიაქი, სასწავლებელი და თავშესაფარი ობოლი გოგონებისთვის, თავშესაფრები უკურნებელი ავადმყოფი ქალებისთვის და ბრმებისთვის. სავანის დების მკაცრი, მოკლებული ცხოვრება, ორგანიზებული სტუდიელთა მკაცრი წესდების მიხედვით, მიმდინარეობდა ლოცვასა და შრომაში, მიუხედავად ამისა, იქ შესვლის მსურველთა რაოდენობა პირველივე წელს შეადგენდა 400 ადამიანს, მაშინ როცა მონასტერს შეეძლო მიეღო მხოლოდ 150 მონაზონი.

იყო მკაცრი მმარხველი, ცხოვრობდა უბრალო სენაკში, ყველა სახსრებს გასცემდა თავის მიერ დაარსებული დაწესებულებების შესანახად. ასრულებდა ქირურგის ასისტენტის მოვალეობებს ოპერაციებზე, ახორციელებდა ზედამხედველობას საავადმყოფოს წესრიგზე, ავადმყოფთა კვებასა და სულიერ ცხოვრებაზე, ოპერაციებისთვის მომზადებაზე, მორიგეობდა ნაოპერაციები ავადმყოფების საწოლებთან, ამხნევებდა ავადმყოფებს. 1897 წელს თავიდან აიცილა ტიფის ეპიდემია კიევში, ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე სპეციალიზებულ საავადმყოფოს. 1894 წლამდე, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და თვითონაც დასჭირდა ოპერაცია, ესწრებოდა ყველა სამონასტრო მსახურებას, თვითონ კითხულობდა ექვსფსალმუნს, ჟამნებს, კანონს.

"თავადის ქალის" მონასტერს, როგორც უწოდებდნენ საფარველის სავანეს, ჰქონდა მისიონერული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა: აქ მუშაობდა წიგნებისა და ხატების მაღაზიები, დიდი ტირაჟით გამოდიოდა რელიგიურ-ზნეობრივი შინაარსის ფურცლები, სავანეში მოთავსებული სექტანტი შტუნდისტი ქალები რბილი მოპყრობისა და მასთან საუბრების წყალობით გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ მართლმადიდებლობაში.

1894 წელს საფარველის მონასტერს შეუერთდა ქალთა მონასტრად გარდაქმნილი მეჟიგორსკის უფლის ფერისცვალების მონასტერი. 1896 წელს, იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და დედოფალ ალექსანდრა ფეოდოროვნას ვიზიტის დროს, საფარველის სავანეში ჩაეყარა საფუძველი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს დიდი თავადი პეტრე ნიკოლოზის ძის პროექტით. იმპერატორის მიერ შეწირული სახსრებით 1897-1898 წლებში გაიხსნა საავადმყოფოს ახალი შენობა და გაუმჯობესდა სამედიცინო აღჭურვილობა.

გარდაიცვალა 1900 წლის 13 აპრილს მძიმე ტანჯვის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში, საფარველის ეკლესიის საკურთხევლის პირდაპირ.

2009 წლის 24 ნოემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა რა ხერსონის მთავარეპისკოპოს იოანეს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა კანონიზაციის კომისიის თავმჯდომარის მოხსენება მონაზონ ანასტასიას კიევის ეპარქიის ადგილობრივ წმინდანთა დასში შერიცხვის შესახებ, დაადგინა წმინდანის ადგილობრივი თაყვანისცემა და დააწესა მისი ხსენების დღეებად ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი და წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღე - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat