წმინდა ათანასე უფროსი ნოვგოროდელი მღვდლის შვილი იყო და XIV საუკუნეში ცხოვრობდა.
ღვთისმოშიშებით აღზრდილმა ამ სოფლიდან განდგომა გადაწყვიტა. ღირსი სერგი რადონეჟელის მონასტერში მივიდა და მისი საყვარელი მოწაფე გახდა.
ჯერ კიდევ წმინდა სერგის სიცოცხლეში, მან სერპუხოველი თავადის თხოვნით, ვისოცკის (ამაღლების) მონასტერი დააარსა მდინარე ოკის პირას და მისი პირველი იღუმენი გახდა. მისი უსაყვარლესი საქმიანობა ლოცვის გარდა წიგნების გადაწერა გახლდათ. ღირსი ათანასე 14-წლიანი იღუმენობის შემდეგ კიევში გაემგზავრა და წმინდა კვიპრიანე მიტროპოლიტის თანაშემწე გახდა. 1388 წელს ის მას თან ახლდა კონსტანტინოპოლში. იგი კონსტანტინოპოლში სახელგანთქმულ სტუდიის მონასტერში დასახლდა, სადაც საეკლესიო ლიტერატურას ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმნიდა და ვისოცკის (ამაღლების) მონასტერში აგზავნიდა. მიტროპოლიტი მოითხოვდა, რომ კიევში დაბრუნებულიყო და დიდ თანამდებობას ჰპირდებოდა, მაგრამ მან უპასუხა: "ჩემი კელია, ჩემთვის ყველა პატივზე ძვირფასიაო". წმინდა ათანასე უფროსი 1401 წელს კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა.
მისი მოწაფე ათანასე უმცროსი იაროსლაველი მდიდრის შვილი იყო, მაგრამ მან სულიერი სიმდიდრე ირჩია და წმინდა ათანასეს დაემოწაფა და მის კვალს მიჰყვებოდა. მონასტრის ტაძრის კურთხევის დროს მას დიაკვნად ხელი დაასხეს, ხოლო როცა ათანასე უფროსი კონსტანტინოპოლში წავიდა, ის მის ადგილას დადგა და მას მერე ხელმძღვანელობდა ძმებს და ცოცხალი მაგალითი იყო მათთვის სრულყოფილი მონაზვნური მორჩილებისა. წმინდა ათანასე უმცროსი იღუმენი იყო რვა წლის მანძილზე და 1395 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა.
ხსენება 12 სექტემბერს, ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს, მოსკოვის, რადონეჟისა და როსტოვ-იაროსლავის წმინდანთა კრებულებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი