წმინდა მღვდელმოწამე დიონისე (კალიარხი), ეფესოს მიტროპოლიტი - 10 (23) აპრილი.
წმინდა მღვდელმოწამე დიონისე (კალიარხი), ეფესოს მიტროპოლიტი - 10 (23) აპრილი.
10 აპრილს შესრულდა 203 წელი ეფესოს (ყოფილი ლარისას) მიტროპოლიტ დიონისე კალიარხის ოსმალების მიერ ჩამოხრჩობიდან.

ეს იყო აღდგომის დღეს. ამას წინ უძღოდა მოწამე პატრიარქ გრიგოლ V-ის ჩამოხრჩობა მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრალურ კარიბჭესთან (რომელიც მას შემდეგ დღემდე მუდმივად დაკეტილია) და შემდეგ შემდეგ საპყრობილეში ჩამწყვდეული საპატრიარქოს დაპატიმრებული სინოდის მღვდელმთავრები, ეფესოს მიტროპოლიტი დიონისე კალიარხი, ანხიალოს მიტროპოლიტი ევგენი და ნიკომედიის მიტროპოლიტი ათანასე გადაიყვანეს კონსტანტინოპოლის სხვადასხვა ადგილას, სადაც ისინი ჩამოახრჩვეს. ამ შემთხვევაში, დღევანდელ ჩვენს ჩანაწერში ვისაუბრებთ დიონისე კალიარხზე და ძირითადად მის მოღვაწეობაზე ლარისას მიტროპოლიტად ყოფნის პერიოდში.

დიონისე კალიარხი მოდიოდა კონსტანტინოპოლის მდიდარი და ცნობილი ოჯახიდან. მისი წინაპრები იყვნენ ქიოსიდან და პირველი კალიარხი გვხვდება მე-16 საუკუნის ბოლოს. მარტინ კრუსიუსის წიგნში "თურცოგრაეცია" (გვ. 283-285) გამოქვეყნებულია ანტონიო კალიარხის, ქიოსის მეცნიერისა და პროტეკდიკოსის წერილი 1590 წლის 5 აგვისტოს თარიღით. ითვლება, რომ კალიარხების ოჯახი გადასახლდა კონსტანტინოპოლში მე-18 საუკუნის დასაწყისში. ზუსტად არ ვიცით, როდის დაიბადა დიონისე, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მოხდა მე-18 საუკუნის შუა ხანებში (დაახლოებით 1750 წელს). მან მიიღო შესანიშნავი განათლება და ცნობილია, რომ მისი ბიძა იყო ლარისას მიტროპოლიტი მელეტიოს III კალიარხი (1769-1791).

წმინდა აქილევსის ტაძრის (ბასილიკა კალიარხი) შიგნით ამოტვიფრული ეპიგრამიდან ვიგებთ, რომ მელეტიოს III-მ, რომელსაც ტახტზე ჩაენაცვლა მისი ძმისშვილი დიონისე (1791-1803), თავისი მსახურების პერიოდში სცადა ტაძრის განახლება: "ვცდილობდი განახლებას ყველა ძალით, მაგრამ ვაი რომ ამაოდ ჩაიარა ჩემმა შრომამ! დიდი ხარჯის გამო". ასევე, დიონისეს ძმა, გრიგოლ კალიარხი, დანიშნული იყო მოლდავეთის მმართველად მისი ჰეგემონის, კონსტანტინე იფსილანტის მიერ.

1791 წელს საპატრიარქოს სინოდმა აირჩია ის ლარისას მიტროპოლიტად. ამ პერიოდში ლარისას მიტროპოლია თავის იურისდიქციაში მოიცავდა მთელ თესალიას და მის გარეთაც, კერძოდ ტრიკის, სტაგონის, გარდიკიის, ლიდორიკის, ლიცასა და აგრაფის, რადოვისტის, ზიტუნის, თავმაკოს, სკიათოსისა და სკოპელოს ეპისკოპოსებს. ანუ მას ექვემდებარებოდა ვრცელი ტერიტორია. მისი პირველი ქმედებებიდან ერთ-ერთი იყო წმინდა აქილეს ტაძრის აშენება, რომელიც მუსლიმებმა დაწვეს 1769 წელს ორლოვის ამბოხების დროს.

მასწავლებელმა ნიკოლაოს მაგნისმა შემოგვინახა საინტერესო ჩანაწერი წმინდა აქილეს ტაძრის მშენებლობის პროცესის შესახებ. ის სიტყვასიტყვით ამბობს: "1794 წლის 4 თებერვალს კონსტანტინოპოლში გამოვიდა ფირმანი ლარისას წმინდა აქილეს ეკლესიისთვის. და თათარი მოვიდა ლარისაში 26 თებერვალს, ორშაბათს, და წაიკითხეს ხუთშაბათს, 2 მარტს. და საძირკველი ჩაყარეს კვირას, 5 მარტს, და იმუშავეს 36 დღე, და დაამთავრეს დიდ პარასკევს საღამოს, 6 აპრილს, და წაიკითხეს მეცხრე ჟამი წმინდა და დიდ პარასკევს, და დიდ შაბათს ჩატარდა ლიტურგია სრულიად დაცარიელებულ ლარისაში, სადაც 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა ლიტურგია. და მუშაობდა ორასზე მეტი ოსტატი, ხალხის გარდა, რომლებიც ეხმარებოდნენ".

ეს აღწერა გვეხმარება გავიგოთ, რამდენად ძლიერი იყო ლარისას ქრისტიანების სურვილი ჰქონოდათ საკუთარი ეკლესია, და როგორ ერთობლივად იმოქმედეს დამპყრობლების მიერ დაწესებულ დროში ტაძარი სწრაფად, რომ აეშენებინათ.

იმ პერიოდში თესალიის უდიდესი ნაწილი სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა კლეფტებისა და არმატოლების ძარცვისა და იანიჩართა ჩაგვრის გამო. დამახასიათებელია, რომ ბევრი ქრისტიანი დაუმარხავი რჩებოდა, რადგან იანიჩრები დასაფლავებისთვის მიწის გამოყოფისა და ნებართვის გაცემისთვის ძალიან დიდ თანხებს ითხოვდნენ. გარდა ამისა, რეგიონის მმართველები ითვისებდნენ უშვილო ქრისტიანების ქონებას მათი გარდაცვალებისას, გარდაცვლილთა სხვა ნათესავების გაუთვალისწინებლად. როდესაც დიონისემ თავისი მოვალეობების შესრულება დაიწყო, დიდი თანხების დახარჯვითა და კონსტანტინოპოლში თავისი კავშირების წყალობით, მან მოახერხა ფირმანების გამოცემა, რომლებითაც შემცირდა გადასახადი და დამტკიცდა უშვილო ქრისტიანების ანდერძები.

საკათედრო ტაძართან ერთად, დიონისემ 1794 წელს ააშენა ბერძნული სკოლაც, რომელიც მდებარეობდა ტაძრის ეზოში, სადაც ასევე იყო მიტროპოლიტის რეზიდენცია ეპისკოპოსის ოფისთან ერთად. გარდა ამისა, ის დაეხმარა ტირნავოს სკოლას და დააარსა თავის სამიტროპოლიტო ოლქში ბევრი სხვა სკოლაც.

ლარისაში დიონისემ გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ მოზარდი კონსტანტინე კუმასი (1777-1836) და მისი ოჯახი. მან დააფასა მისი ცოდნა და შესაძლებლობები და კონსტანტინოპოლში მოგზაურობისას თან წაიყვანა, რათა წარედგინა ქალაქის დიდებულებისთვის და "შეეყვანა რომელიმე კარის სამსახურში", კერძოდ, დიდი თარჯიმნის კონსტანტინე იფსილანტის კარზე. თუმცა, კუმასმა უარი თქვა მაცდურ წინადადებებზე მის სამსახურში შესვლასთან დაკავშირებით და ლარისაში დაბრუნდა. აქ მან მასწავლებლის მოვალეობები იკისრა სკოლაში და შემდეგ ასწავლიდა ცარიცანსა და ამბელაკიაში.


1803 წლის სექტემბერში დიონისე აირჩიეს ეფესოს მიტროპოლიტად. ეფესოშიც მან გააგრძელა იგივე საქმიანობა, რაც ლარისაში ჰქონდა. ააშენა ეკლესიები, რომელთა სამშენებლო მასალები ხშირად მოდიოდა ძველი ბერძნული ტაძრებიდან, რომლებიც შესაბამის რეგიონებში მდებარეობდნენ. მან განავითარა თავისი რეგიონის სკოლები და მხარი დაუჭირა სმირნის ფილოლოგიურ გიმნაზიას, სადაც ასწავლიდნენ კონსტანტინე ოიკონომოსი ცარიცანიდან და კონსტანტინე კუმასი. თუმცა, დიონისე, როგორც სინოდის წევრი, ძირითადად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, სადაც ჩვეულებრივ მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა.

მისი სახლი მდებარეობდა კონსტანტინოპოლის თერაპიაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ქალაქის ინტელექტუალები. თუმცა, დიონისე ასევე ცხოვრობდა კურუჩესმეში (ქსიროკრინი), რომელიც იყო მაღალი სასულიერო პირების საცხოვრებელი ადგილი, მათ შორის თვით პატრიარქისაც, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან კლიმატი იქ უფრო ჯანსაღი იყო. 1814 წელს, პატრიარქის სარეკომენდაციო სიგელით კონსტანტინე კუმასი მოიწვიეს კონსტანტინოპოლში სმირნიდან, სადაც ის იმყოფებოდა, რათა ეხელმძღვანელა ერის უმაღლესი სკოლისთვის.

ფილიმონის თანახმად, დიონისე კალიარხი, როდესაც ის იყო ეფესოს ეპისკოპოსი, გახდა ფილიკი ეტერიის (ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც შეიქმნა 1821 წლის რევოლუციის მოსამზადებლად ბერძნების ოსმალეთის იმპერიისგან გასათავისუფლებლად) წევრი, როდესაც კონსტანტინოპოლში მიღებული წერილით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა ალექსანდრე იფსილანტიმ აიღო. 1821 წლის 23 თებერვალს, როდესაც მოლდო-ვლახეთის იასიში დაიწყო ბერძნული რევოლუცია, ის იყო სინოდის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლში და ოსმალებმა დაადანაშაულეს ბერძნების აჯანყების წაქეზებაში.

სპირიდონ ტრიკუპისი ამტკიცებს, რომ 9 მარტს პატრიარქს უბრძანეს გაეგზავნა უმაღლეს პორტაში გარკვეული მღვდელმთავრები, თუმცა არ იყო ნახსენები ამ ბრძანების მიზეზი. მღვდელმთავრებს შორის იყო დიონისე კალიარხიც, რომელიც პირველი დააპატიმრეს ათ მარტს ყველა დაპატიმრებულთა შორის. ამავდროულად, თურქულმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და ციხეში ჩასვა ეპისკოპოსები: დერკონის მიტროპოლიტი გრიგოლი, ანხიალოს მიტროპოლიტი ევგენი, ნიკომედიის მიტროპოლიტი ათანასე, ადრიანოპოლის მიტროპოლიტი დოროთეოსი, თესალონიკის მიტროპოლიტი იოსები და ტირნოვოს მიტროპოლიტი იოანიკე. ერთი თვის შემდეგ, 1821 წლის 10 აპრილს, აღდგომის დღეს, პატრიარქ გრიგოლ V-ის ჩამოხრჩობის შემდეგ, დიონისეც ჩამოახრჩვეს სხვა ორ მღვდელმთავართან ერთად კონსტანტინოპოლის სხვადასხვა ადგილას. დიონისე ჩამოახრჩვეს თევზის ბაზრის (ბალიკ პაზარი) რაიონში. მათი სხეულები სამი დღის განმავლობაში ეკიდა, შემდეგ ოსმალებმა შეურაცხმყოფელად ათრიეს ქალაქის ქუჩებში და შემდეგ ზღვაში გადაყარეს. რამდენიმე დღის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებმა ამოიღეს და დაკრძალეს ისინი. 1821 წლის 3 ივნისს ქალაქის სხვადასხვა ადგილას ჩამოახრჩვეს დანარჩენი დაპატიმრებული მღვდელმთავრებიც.

წმინდა დიონისეს ეკლესია იხსნიებს 10 აპრილს და ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat