წმინდა საბა ახალი (+1948) - 25 მარტი (7 აპრილი)
წმინდა საბა ახალი (+1948) - 25 მარტი (7 აპრილი)
ძველი სტილით 25 მარტს ეკლესია წმინდა საბა ახლის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა საბა ახალი 1862 წელს დაიბადა აღმოსავლეთ თრაკიაში. როცა ვასილოსი (ასე ერქვა ერისკაცობაში) წამოიზარდა, ბერად შედგომა გადაწყვიტა, მაგრამ მშობლები ამის ნებას არ აძლევდნენ. ის ათონის მთაზე გაიპარა და რამდენიმე წელი წმინდა ანას სკიტში ცხოვროდა, სადაც ხატწერა და გალობა ისწავლა. 1887 წელს იერუსალიმში, წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერში აღიკვეცა ბერად. აქვე მღვდლად დაასხეს ხელი. ცხრა წელი განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა მდინარე იორდანეს პირას. მის კელიაში ასვლა მხოლოდ დაწნული კიბით შეიძლებოდა. თითქმის არაფერი ებადა, მიწაზე ეძინა და დღეში მხოლოდ თითო კოვზ დამბალ ხორბლის მარცვალსა და იორდანეს წყალს იღებდა. 1916 წელს მამა საბა ათონზე გაემგზავრა. უკან დაბრუნებულს თავისი კელია დანგრეული დახვდა, პალესტინა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ გადავიდა და ირგვლივ ანარქია სუფევდა. მამა საბა სამშობლოში დაბრუნდა, ორი წელი პატმოსში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ ათენში წმინდა ნექტარიოს ეგინელს შეხვდა. მღვდელმთავარმა სთხოვა, ჩემ მიერ დაარსებულ მონასტერში დედებს ხატწერა და ბიზანტიური გალობა ასწავლეო. დათანხმდა. წმინდა ნექტარიოსი მას სიყვარულით "წმინდა საბას" ეძახდა. ერთი წლის მერე დიდი მღვდელმთავარი გარდაიცვალა. წმინდა საბამ კიდევ ექვსი წელი იცხოვრა ამ მონასტერში.

წმინდა ნექტარიოსის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მამა საბამ იღუმენიას სთხოვა, კელიაში ორმოცი დღე მარტო დამტოვეო. ექვსი კვირის შემდეგ გარეთ მღვდელმთავარ ნექტარიოსის ხატით გამოვიდა და იღუმენიას უთხრა, ხატი ტაძარში ანალოღიაზე დაასვენეთო. მან გაოცებულმა უპასუხა: "მეუფე ნექტარიოსი ჯერ კანონიზებული არ არის, და თუ თქვენ თხოვნას შევასრულებ, შეიძლება დამსაჯონო". მამა საბამ - მორჩილება გმართებთ. დადეთ ხატი ანალოღიაზე და გამოკვლევით ნუ შეეწინააღმდეგებით ღვთის ნებასო.

წმინდა ნექტარიოსის სიკვდილიდან მალევე, ერთი მორჩილი, უბრალო გოგონა, ძალზე წუხდა თავისი სულიერი ძმის დაკარგვის გამო. დაიწყო მისი საფლავის გათხრა, რომ კვლავ შეეხედა მისთვის. დებმა ამ საქმეში წაასწრეს და განრისხებულებმა მამა საბასთან მიიყვანეს. მამა საბამ ის მკაცრად დასაჯა საფლავთა ხელყოფისათვის და ერთხანს უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარება აუკრძალა. ახალგაზრდა მორჩილი შენდობას ევედრებოდა - არ ვიცოდი, საფლავის გათხრა თუ ცოდვა იყოო. კელიიდან დების გასვლისთანავე მამა საბას მღვდელმთავარი ნექტარიოსი გამოეცხადა: - მამაო, აპატიე მას. ძალზე ახალგაზრდაა, არ იცოდა, რომ ეს ცოდვაა. ნება მიეცი, დიდ ხუთშაბათს ეზიაროს. იყავი შემწყნარებელი და გმადლობთო.

ეგინიდან მამა საბა სამუდამოდ კუნძულ კალიმნოსზე გადასახლდა. ყოველთა წმინდათას სახელობის მონასტერში მივიდა. სავანის დამაარსებელი და სულიერი მამა იეროთეოსი (კურუნისი) ახალი გარდაცვლილი იყო. ერთ მოხუცებულ მონაზონს ესიზმრა - მამა იეროთეოსი მამა საბას კელიის ასაშენებელ ადგილს აჩვენებდა. შემდგომში მამა საბამ სწორედ იმ ადგილას აიშენა კელია. მამა იეროთეოსს უთქვამს, ჩემს მერე აქ ჩემზე სულიერად აღმატებული ბერი დასახლდებაო. მონასტრის დებმა აღიარეს მისი სულიერი ავტორიტეტი.

მამა საბამ თავისთვის კელია და სამხატვრო სახელოსნო ააგო, რომელთაც სამი ეკვდერი მიაშენა. იგი წლების მანძილზე ცდილობდა მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის ასაშენებელი ფული მოეგროვებინა. ერთი მდიდარი მომლოცველი ქალბატონი ფულის შეწირვას შეჰპირდა, მაგრამ დაავიწყდა პირობა. მამა საბა სიკვდილის შემდეგ მას გამოეცხადა და პირობა შეახსენა. ქალმა 120 კგ ოქრო შესწირა და ტაძარი აშენდა. მაგრამ ადგილობრივმა ეპისკოპოსმა დაიჟინა, ტაძარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობისა უნდა იყოსო. დები ძალზე ღელავდნენ ამის გამო. ღამით მამა საბა გამოეცხადა იღუმენია ფილოთეას, რომელიც მის საფლავთან ლოცულობდა და უთხრა, - შვილებო, ყველაფერი კარგად არის და კურთხეულია. დათანხმდით, დათანხმდით, დათანხმდითო. ამის მერე სამჯერ აკურთხა ტაძარი და უჩინო შეიქნა.

"ყოველთა წმინდათას მონასტერში მამა საბა ძალზე უბრალოდ ცხოვრობდა: აღსარებებს იღებდა, ლიტურგიას ატარებდა. ღამე რამდენიმე საათი ეძინა, დღისით კი ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მთელ კუნძულზე ვერ იპოვიდით ქვრივსა თუ ობოლს, ვისაც მატერიალურად არ შესწევია. შემონაწირს ან ტაძრისთვის იყენებდა, ანდა გაჭირვებულებს აძლევდა. თვლიდა, ცოდვაა, მონაზონმა შებინდებამდე ფული კელიაში გააჩეროსო. ხატავდა ხატებს, რომლებიც დღესაც არის მონასტერში.

მისი დროის მონაზონი, 90 წლის დედა თებრონია იხსენებს: "მაშინ 8-9 წლისა ვიქნებოდი. ხშირად მინახავს ქალაქში საყიდლებზე ჩამოსული მამა საბა. ჩემს მშობლებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდათ და ბერს ნავაჭრის მონასტერში მიტანაში ვეხმარებოდი. ერთხელ, პაპანაქებაში, როგორც იქნა, ქანცგაწყვეტილებმა ავიარეთ მონასტრის ციცაბო ბილიკი. მამა საბა ბერობაში არასოდეს ბანაობდა. მონასტერში რომ ავედით, შიდა პერანგი გაიხადა და გარეთ გამოიტანა გასაშრობად. უეცრად მირონის სურნელი ვიგრძენი. მიმოვიხედე, ვერაფერი შევამჩნიე. მივხვდი, მის პერანგს ასდიოდა. ეს ისეთი ტკბილი, არაამქვეყნიური სურნელი იყო, როგორიც ტაძარში ასდის წმინდა ნაწილებს.

დედაჩემი პოლიქსენია, მამა საბას სულიერი შვილი იყო. ერთხელ, მონასტერში ყოფნისას, ღვთისმშობლობის წინა დღეს, თავისთვის საჭმლის გაკეთება მოინდომა. მამა საბამ უთხრა, - ერთად მოვამზადოთო. მერე ყავადანში ცოტა წყალი ჩაასხა, პატარა თევზი ჩააგდო, ზეთი დააწვეთა. პატარა ცეცხლის ალზე წამით გააჩერა და თქვა: "საჭმელი მზად არის". დედას კი სთხოვა, არავის უთხრა, როგორც ვიკვებებიო.

მამა საბასთან აღსარებაზე უამრავი ადამიანი მოდიოდა, ყველას გაგებით ეკიდებოდა. მაგრამ მკაცრი იყო განმკითხველთა, ცილისმწამებელთა, მკრეხელთა და მაწყევართა მიმართ. ერთხელ დედამ აღსარებაში უთხრა, - შვილები დავწყევლეო. მამა საბამ აიძულა, მუხლი მოეყარა და სასჯელის ნიშნად ენა მიწაზე ეთრია. ექვსი და-ძმა ვიყავით და მამა საბას სურდა, რომ აღსარებაზე ყოველ შაბათს მივსულიყავით. ამ დროს საბერძნეთში ეს ძალზე უჩვეულოდ ჩანდა. ერთხელ დედაჩემმა წირვა შეუკვეთა, მაგრამ მან ფული არ აიღო. უთხრა, - აქ დები გამრავლდებიან და თეფშები და კოვზები მოიტანეო. მამა საბა ფულს ყუთში სდებდა, რომელიც მაგიდაზე იდგა. როცა მუშები ფულის გადახდას მოითხოვდნენ, მამა საბა ყუთისკენ მიუთითებდა და ისინიც იმდენს იღებდნენ, რამდენიც სჭირდებოდათ...

ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა საბამ მითხრა, - მონაზონი გახდებიო. 18 წლისა წავედი წმინდა ეკატერინეს სავანეში. მას მერე მამა საბა არ მინახავს.

ბერის სიკვდილის შემდეგ მონასტრის ხურომ წასვლა დააპირა, რამაც ძალზე შეაშფოთა იღუმენია. მამა საბა ამ ხუროს გამოეცხადა: - შენ აქ მუშაობა არ დაგიმთავრებია. მე მხოლოდ ამ მონასტერში შეგეწევიო.

მამა საბა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას გარდაიცვალა. სიკვდილის წინ უკანასკნელად დაარიგა თავისი მორჩილები: "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული".

1957 წელს, როცა მამა საბას საფლავი გათხარეს და მისი წმინდა ნაწილები ტაძარში გადმოაბრძანეს, ირგვლივ ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, რომ ქალაქის განაპირა რაიონსაც კი მისწვდა".

მამა საბას სასწაულები

მამა საბას გარდაცვალების შემდეგ იმდენი სასწაული მოხდა, რომ დები მათგან მხოლოდ გამორჩეულებს ჰყვებიან.

1963-1964 წლებში წვიმამ მონასტრის კელიების პირველი სართული დატბორა. დედა ფილოთეას გაეღვიძა, დები იხმო და წმინდა საბას ტროპარის გალობით წყლის ამოხაპვას შეუდგნენ. ერთმა ავადმყოფმა მონაზონმა, რომელიც სნეულების გამო მათ ვერ ეხმარებოდა, სარკმლიდან დაინახა, მამა საბას მიერ დარგული ფიჭვის ხის ქვეშ თვითონ წმინდა საბა იდგა. წყალი ისე სწრაფად ამოხაპეს, ვიდრე მოელოდნენ.

1982 წელს კასტოლორიზების პატარა ვაჟს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. მდგომარეობა უიმედო იყო. პატარა შინ გაწერეს. ბავშვი იწვა და ხშირად გონებას კარგავდა. ერთხელ, როცა მის საწოლთან დედა იჯდა, გონწასულმა ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო. ჰყვებოდა, რომ წმინდანი გამოეცხადა: "ახლა მთაზე მივდივარ (მთაზე დგას ყოველთა წმინდათას მონასტერი და ქალაქს გადასცქერის), რათა წმინდა საბას შევხვდე... აი, შევხვდი მას და რაღაც მომცა საჭმელად" (ბავშვს ჭამა არ შეეძლო, მაგრამ ძილში შეჭამა). ამის შემდეგ წმინდა საბამ უთხრა, ირბინეო. "არ შემიძლია, ავადა ვარ, ვწევარ, მტკივა", - უთხრა პატარამ. "ირბინე, ირბინე", - უთხრა წმინდანმა. მერე ბიჭმა განაგრძო: "ჩვენს ბაღში ვარ. წმინდა საბა ჩემთან იყო და ახლახან წავიდა". ბავშვი გონს მოვიდა. წამოდგა, ჯერ გაუჭირდა სიარული, მერე თავისუფლად გაიარა. მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა მისი გამოჯანმრთელება დაადასტურეს. შემდგომში მთელმა ოჯახმა მოილოცა ყოველთა წმინდათას მონასტერი და წმინდა საბას მადლობა შესწირა.

დედა ტატიანამ ორი ამბავი გაიხსენა წმინდა საბას შეწევნისა: "1993 წელს წმინდა საბას სახელზე ახალ ტაძარს ვაგებდით. ცემენტი გაგვითავდა, საყიდელი ფული კი არ გვქონდა. წმინდა საბა გამოეცხადა ერთ კუნძულ კოსზე მცხოვრებს და ცემენტის შემოწირვა სთხოვა. ის ასეც მოიქცა. სწორედ ამ დროს წმინდა საბას დღესასწაულისთვის ვემზადებოდით, მე მომიწია, ყველაზე მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ძალზე დავიღალე. იმავე დღეს კუნძულ კოსედან ორი გოგონა მოვიდა ჩემს დასახმარებლად. მითხრეს: "წმინდანი გამოგვეცხადა და გვთხოვა, დაგხმარებოდით, რადგან ძალზე დაიღალეთო".

ასეთ სასწაულსაც ჰყვებიან: ერთი წვრილშვილიანი ქალი, ეკატერინე უეცრად ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. მასთან შინ მივიდა წმინდა საბა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და უთხრა: შენ არ მოკვდები და 96 წელი იცხოვრებო. მართლაც ათეულობით წლების მერე, 1997 წელს სიკვდილამდე ორმოცი დღით ადრე მას წმინდა საბა გამოეცხადა და უთხრა: დრო მოვიდა, ახლა მოკვდებიო. ეკატერინემ ამის შესახებ შვილებს და შვილიშვილებს მოუთხრო და 96 წლისამ მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

ხატის წყარო

......................................................

წმინდა საბას შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიაში:


წმინდანი გამოგვეცხადა და გვთხოვა, დაგხმარებოდით




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat