იხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს (ვატოპედი) და ვატოპედის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.)
მოღვაწეობდა ვატოპედის მონასტერში X საუკუნეში, ხელდასხმული იყო ბერდიაკვნად, ასევე მსახურობდა საკურთხევლის მსახურად (სხვა ცნობებით - ეკლესიარხად). როდესაც მონასტერში არაბები შეიჭრნენ, საბამ მოასწრო ღვთისმშობლის ქტიტორული ხატის დამალვა საკურთხევლის ჭაში წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვართან ერთად, ჯვრის გვერდით ანთებული კანდელი (სხვა მონათხრობით, სანთელი) დადგა. თავად საბა ტყვედ ჩავარდა და კრეტაზე გადაიყვანეს. როდესაც 40 (ან 70) წლის შემდეგ წმინდანი უკვე ძალიან მოხუცებული გათავისუფლდა და მონასტერში დაბრუნდა, მან წინამძღვარ ნიკოლოზს მიუთითა ჭაზე, და იქ მათ იპოვეს ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი წყლის ზედაპირზე მდგარი, ისევ მოციმციმე კანდელთან ერთად.
ღირსი საბა დაუბრუნდა თავის ბერდიაკვნის მსახურებას და, კიდევ რამდენიმე დღე იცხოვრა რა თავისი სასწაულებით აღსავსე ცხოვრება, გარდაიცვალა.
ღვთისმშობლის ქტიტორული ხატი ამჟამად იმყოფება კათოლიკონში ზედა კათედრაზე. ჯვარი კი, ჩვეულებისამებრ, წმინდა ტრაპეზის უკან არის. ჭა, სადაც ხატი იყო დამალული, მდებარეობს სამეფო კარიბჭეში შესასვლელთან მარჯვენა მხარეს. ჭა დაფარულია ფილით და შელესილია. ზემოდან მასზე დგას კარადა, სადაც შესამოსელი ინახება. კანდელი, რომელიც ანთებული იპოვეს, დღემდე მუდმივად ანთია მარჯვნივ ღვთისმშობლის ხატის წინ. ბერები ყურადღებას აქცევენ, რომ ის არ ჩაქრეს, თაობიდან თაობას გადასცემენ, რომ ის იმდენ ხანს ანთია, რამდენი ხანიც თავად მონასტერი არსებობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი