წმინდა მღვდელმოწამე ევგენი ანხიალოს მიტროპოლიტი (1821) - 10 (23) აპრილი.
წმინდა მღვდელმოწამე ევგენი ანხიალოს მიტროპოლიტი (1821) - 10 (23) აპრილი.
წმინდა მღვდელმოწამე ევგენი (ერისკაცობაში ევსტათიოს კარავიასი) დაიბადა ითაკეზე 1752 წლის 27 იანვარს. ახალგაზრდობიდანვე გამოავლინა დიდი მიდრეკილება სწავლის მიმართ და სწავლობდა კეფალონიასა და ითაკეს სკოლებში. შემდეგ სწავლობდა სმირნის სახარების სკოლაში, სადაც ხელდასხმულ იქნა სასულიერო პირად. შემდეგ გადავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც ასწავლიდა მოლდოვალახიის ფანარიოტი მმართველების იოანე კარაძასა და ალექსანდრე კალიმახის შვილებს. 1808 წლის მარტში, გრიგოლ V-ის მეორე საპატრიარქო პერიოდში, არჩეულ იქნა ფილიპუპოლისის მიტროპოლიტად, მაგრამ ამ პოზიციაზე მცირე ხანს დარჩა, რადგან თურქებმა გააძევეს. 1813 წელს გადაიყვანეს თრაკიის ანხიალოს მიტროპოლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც მნიშვნელოვანი ბერძნული ელემენტი არსებობდა.

1816-18 წლებში ევგენი კარავიასი იყო სინოდის წევრი კონსტანტინოპოლში, სადაც იგი ფილიკი ეტერიაში (ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც შეიქმნა 1821 წლის რევოლუციის მოსამზადებლად ბერძნების ოსმალეთის იმპერიისგან გასათავისუფლებლად) ჩააბა მისმა ნათესავმა, სამხედრო პირმა ვასილიოს კარავიასმა.

1821 წლის ბერძნული რევოლუციის დასაწყისმა ევგენი კარავიასს ანხიალოში მოუსწრო. საპატრიარქოს მიერ რევოლუციის შეჩვენებას და მისი ენციკლიკის დამტკიცებას მხოლოდ რამდენიმე მიტროპოლიტმა არ მოაწერა ხელი. მათ შორის, მიტროპოლიტმა ევგენიმ არ მოაწერა ხელი შეჩვენებას და უარი თქვა მის საჯაროდ წაკითხვაზე, როცა ამას თურქები ითხოვდნენ. თურქულმა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და კონსტანტინოპოლში, ბოსტანჯის ციხეში გამოამწყვდია სხვა დაპატიმრებულ ეპისკოპოსებთან: თესალონიკის მიტროპოლიტ იოსებთან, ადრიანოპოლის მიტროპოლიტ დოროთესთან, დერკონის მიტროპოლიტ გრიგორთან, ეფესოს მიტროპოლიტ დიონისესთან, ნიკომედიის მიტროპოლიტ ათანასესთან და ტირნოვოს მიტროპოლიტ იოანიკესთან ერთად.

ისტორიკოსი დიმიტრიოს ლიკუდისი წერს:

ეროვნული მოწამე, ანხიალოს მიტროპოლიტი ევგენი, თურქების მიერ სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე, 1821 წლის 10 აპრილს, ეუბნებოდა თავის ჯალათებს:

"ოჰ! ჯალათებო, რას ფიქრობთ? ეს წამებანი ჩვენთვის მცირეა. დაგვიჭერით კიდურები, დაგვიმსხვრიეთ ძვლები, დაგვწვით ხორცი, მოიფიქრეთ ყველა სახის გაუგონარი სასჯელი. ყველაფერს სიხარულით ავიტანთ. ჩვენს ვენებში მოძრავი სისხლის ერთი მუჭისთვის, სუნთქვის ერთი წუთისთვის, არ გავყიდით ჩვენს რწმენას ურწმუნოების სიგიჟეზე. ჩვენ ვართ მოწამეთა ეკლესიის მღვდელმთავრები. ხალხის მწყემსები, რომლის ერთგულებაზე დავიფიცეთ ვიდრე სიკვდილამდეც კი, ვითარცა ქრისტეს მოწაფეებმა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. ჩვენგან ისწავლეთ, რა ძალა აქვს ქრისტიანთა რწმენას. შეიტყვეთ, რა ერია ის, რომლის შეშინებასაც თქვენი წამებით ცდილობთ. იცოდეთ, რომ ბერძნებმა იციან, ათასჯერ მოკვდნენ, ვიდრე უღალატონ თავიანთ ძმებს და მამაპაპურ რწმენას".

აღდგომის დღეს, 1821 წლის 10 აპრილს, მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრალურ კარიბჭესთან, პატრიარქ გრიგოლ V-ის ჩამოხრჩობის შემდეგ თურქებმა, სულთნის შურისძიების ფარგლებში, წმინდა ევგენი და მიტროპოლიტები: ეფესოსი დიონისე და ნიკომედიის ათანასე ქალაქის სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს და ჩამოახრჩვეს. კერძოდ, ევგენიგალატის კარიბჭესთან, ამავე სახელწოდების ხიდთან ჩამოახრჩვეს. სამივე მიტროპოლიტს მკერდზე შეურაცხმყოფელი წარწერა ჰქონდათ, როგორც მოღალატეებსა და განდგომილებს. მათი სხეულები სამი დღის განმავლობაში იყო ჩამოკიდებული, შემდეგ კი, მას შემდეგ რაც ჩამოხსნეს, თურქულმა და ებრაულმა ბრბომ ქალაქის ქუჩებში შეურაცხმყოფელად ათრიეს და შემდეგ ზღვაში გადაყარეს. რამდენიმე დღის შემდეგ ზოგიერთმა მორწმუნე ქრისტიანმა ამოიღო ისინი და დაკრძალა ზოგი ეპტაპირგიოში, ზოგი კი ახლომდებარე დაუდგენელ კუნძულზე.

1821 წლის 3 ივნისს მოჰყვა დანარჩენი დაპატიმრებული მიტროპოლიტების ჩამოხრჩობა კონსტანტინოპოლის სხვადასხვა ადგილას: ტირნოვოს მიტროპოლიტი იოანიკე არნაუტკიოიში, ადრიანოპოლის მიტროპოლიტი დოროთე მეგა რევმაში, თესალონიკის მიტროპოლიტი იოსები ნეოხორიში და ბოლოს დერკონის მიტროპოლიტი გრიგორი თერაპიაში.

საბერძნეთის ეკკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2021 წლის 15 ივლისს, რევოლუციის დაწყებიდან 200 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, წმინდანთა დასში შეირაცხნენ ეროვნული მოწამე მიტროპოლიტები: ანხიალოს ევგენი კარავიასი, თესალონიკის იოსებ ანტონოპულოსი, დერკონის გრიგორი, ეფესოს დიონისე კალიარხისი, ადრიანოპოლის დოროთე პროიოსი, ნიკომედიის ათანასე და ტირნოვოს იოანიკე.

წმინდა ევგენის საბერძნეთის ეკლესია მოიხსენიებს 10 (23) აპრილს და ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat