ეს ღვთისკაცი XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და თავიდან ათონზე, ქრისტე პანტოკრატორის მონასტრის მონაზონი იყო.
რამდენადაც მის სულს მდუმარება სწყუროდა, წმინდა იაკობ ახალს (ხსენება 1-ელ ნოემბერს) დაემოწაფა, უდიდესი სულიერებისა და მადლით გაბრწყინებულ მამას, რომელიც ათონის მთის მწვერვალზე გამოცხადების შემდგომ ეტოლიაში, სოფელ დერვეკისტში დაფუძნდა.
თეონი, სხვა მოწაფეებითურთ, მეზობლად მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადავიდა და ყოველმხრივ შეეწეოდა სავანის ძმათა პატრონობაში, ხოლო როდესაც იაკობი შეიპყრეს, თეონა თან გაჰყვა და მოძღვარს სულიერად განამტკიცებდა.
1519 წელს, წმინდა იაკობისა და მისი ორი თანამოღვაწის მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ, სავანის წინამძღვრობა ნეტარმა თეონამ ითავა. გავიდა წელიწადი და მონაზვნები ათონს, სიმონპეტრას მონასტერში გადავიდნენ, საიდანაც მოწამეთა წმინდა ნაწილნი ადრიანოპოლს გადააბრძანეს, შემდგომ კი - თესალონიკს, წმინდა ანასტასიას სახელობის სავანის აღსადგენად გაემართნენ.
მოკლე ხანში იქ 150 მამა დაფუძნდა, რომელნიც წმინდა ბასილის ტრადიციას ერთგულებდნენ და რამდენადაც სავანის მართვისას თეონამ მწყემსმთავრისათვის საჭირო ყველა ღირსება გამოავლინა, 1535 წლის შემდგომ მას თესალონიკის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი.
ამ პატივით მოსილმა, ვითარცა ახალმა მოციქულმა, ყოველი გაიღო სამწყსოზე საზრუნველოდ.
ღირსი მამა 1541 წელს მიიცვალა, მისი უხრწნელი და მირონმდინარე წმინდა ნაწილნი, დღემდე საოცრად რომ კეთილსურნელებენ, წმინდა ანასტასიას სახელობის სავანეში განისვენებენ.
ღირსი თეონის შუამდგომლობით გვაცხოვნე, უფალო!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი