წმინდა ბრენდან მეზღვაური, კლონფერტის წინამძღვარი - ხსენება 16 (29) მაისს
წმინდა ბრენდან მეზღვაური, კლონფერტის წინამძღვარი - ხსენება 16 (29) მაისს
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ, იყო ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე ირლანდიის მთელი ისტორიის მანძილზე. მისი ადრეული ცხოვრების აღწერილობები არ შემორჩენილა: ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ XII საუკუნის ბოლოს შექმნილმა ლათინურმა და ირლანდიურმა ხელნაწერებმა, ანალებმა და გენეალოგიებმა, ასევე მასთან დაკავშირებულმა ტრადიციებმა და ლეგენდებმა. ის ასევე მოხსენიებულია ზოგიერთი სხვა ირლანდიელი წმინდანის ცხოვრების აღწერილობაში. საუკუნეების მანძილზე ირლანდიელები უყვართ და პატივს სცემენ წმინდა ბრენდანს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო მოღვაწესა და გმირს თავიანთი ისტორიის მანძილზე.

ადრეული წლები

წმინდანი დაიბადა 484 ან 486 წელს, ხოლო გარდაიცვალა, სხვადასხვა ვერსიით, 575, 577 ან 583 წელს, თითქმის ასი წლის ასაკში. მისი მშობლები იყვნენ ფინლუგი და კარა. გადმოცემის თანახმად, მისი დაბადების ადგილი იყო პატარა კუნძული ფენიტი, ამავე სახელწოდების მეთევზეთა სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ტრალიდან 9 კილომეტრში, ირლანდიის კერის საგრაფოში - "ზურმუხტოვანი კუნძულის" სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე. 2000-იან წლებში ახლომდებარე კუნძულ გრეიტ-სამფაირზე (სახელი ითარგმნება როგორც "კრიტმუმი" - საკვები ზღვის წყალმცენარე) ნავსადგურის შესასვლელთან აღიმართა წმინდა ბრენდანის მასიური ბრინჯაოს ქანდაკება. ის ჩვილობისას მონათლა წმინდა ეპისკოპოსმა ერკ სლანელმა. იმ ღამეს, როცა ბრენდანი დაიბადა, ერკმა იხილა ზეციური ნათელი და ანგელოზთა დასი ბრწყინვალე სამოსში, რომლებიც ზეციდან ეშვებოდნენ წმინდანის მშობლების სახლისკენ. წმინდა წყარო  ტრალის მახლობლად, სადაც წმინდა ერკმა მონათლა წმინდა ბრენდანი, შემორჩენილია და მას სტუმრობენ მომლოცველები, რომლებიც მიდიან განკურნებისა და სულიერი გაძლიერებისთვის. წყაროს გვერდით დგას სამლოცველო პატარა საკურთხევლითა და წმინდა ბრენდანის, ერკისა და იტას ფიგურებით. სავარაუდოდ, მოგვიანებით წმინდა ერკმა ბრენდანი მღვდლად აკურთხა.

გადმოცემის თანახმად, ორი წლის ასაკში წმინდა ერკმა პატარა ბრენდანი ჩააბარა სახელგანთქმულ წინამძღვარ იტას მზრუნველობაში, რომელიც იყო ლიმერიკში მდებარე კილიდის მონასტრიდან ( ხსენების დღე: 15 იანვარი) და რომელსაც უწოდებდნენ "ირლანდიელი წმინდანების გამზრდელს". 5 წლის განმავლობაში მომავალი წმინდანი იზრდებოდა და აღიზარდა კილიდიში, სწავლობდა ქრისტიანობის საფუძვლებს; მან მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა სიყვარული და პატივისცემა წმინდა მასწავლებლის მიმართ. კილიდის შემდეგ ბრენდანი გადავიდა თუამში დღევანდელი გოლუეის საგრაფოში, სადაც წმინდა იარლატმა (ხსენების დღე: 6 ივნისი) დააარსა ცნობილი მონასტერი და სკოლა. შემდეგ წმინდანი გახდა დიდი წმინდა ენდას მოწაფე ინიშმორის კუნძულზე (ხსენების დღე: 21 მარტი). ამის შემდეგ წმინდა ბრენდანი გარკვეული დროის განმავლობაში მოღვაწეობდა კლონარდის მონასტერში დღევანდელი მიტის საგრაფოში, სწავლობდა წმინდა ფინიანის (ხსენების დღე: 12 დეკემბერი) ან მისი ერთ-ერთი მემკვიდრის ხელმძღვანელობით. წმინდა ბრენდან მეზღვაური (ისევე როგორც მისი სახელის მქონე წმინდანი, წმინდა ბრენდან ბირრელი ოფალიდან, რომლის ხსენების დღეა 29 ნოემბერი) ითვლება "ირლანდიის თორმეტ მოციქულთაგან" ერთ-ერთად, რომელთაგან თითოეული სწავლობდა კლონარდში. გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრენდანი ასევე სწავლობდა სამონასტრო ცხოვრებას უელსში - წმინდა გილდა ბრძენთან, ან წმინდა კადოკთან ლანკარვანის მონასტერში, რომელიც განთქმული იყო ძმობის განსწავლულობით. იმ ეპოქის ირლანდიისა და უელსის სამონასტრო ტრადიციები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან.

ირლანდიაში მონასტრების დაფუძნება

ცნობილ მამებთან სამონასტრო ცხოვრების სკოლის გავლის შემდეგ, წმინდა ბრენდანმა მონაზვნად აღკვეცა, მღვდელმონაზვნის ხარისხი მიიღო და გაემგზავრა თავისი სამშობლოს, ირლანდიის დასავლეთით - ტაძრების ასაშენებლად, ფართო მისიონერული საქმიანობის წარსამართავად და ქრისტეს მორწმუნე თანამემამულეთა სულიერად დასამოძღვრად. ბრენდანის ბიოგრაფები ადასტურებდნენ, რომ ის ყოველთვის მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და სასწაულმოქმედის მადლი მოიხვეჭა. იგი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი გულმოდგინებით ლოცვაში, უკიდურესი თავშეკავებით, დიდი თავმდაბლობით, მოწყალებითა და სიყვარულით ყველას მიმართ. წმინდანმა დააარსა არაერთი მონასტერი ირლანდიასა და შოტლანდიაში, რომელსაც არაერთხელ ესტუმრა. მის მიერ დაფუძნებულ ყველაზე ცნობილ სამონასტრო ცენტრს წარმოადგენდა კლონფერტი მდებარე მდინარე შენონის დასავლეთ ნაპირზე, ირლანდიის გოლუეის საგრაფოში. კლონფერტის მონასტერი, რომელიც ბრენდანმა დაახლოებით 559 წელს ააშენა, მთელი ირლანდიის ტერიტორიაზე გახდა ცნობილი. წერდნენ, რომ მასში ერთდროულად 3000-მდე ბერი და მომავალი მისიონერი მოღვაწეობდა, რომლებიც შემდგომში კონტინენტური ევროპის სხვადასხვა კუთხეში გაემგზავრნენ ქრისტეს სახარების ნათლის გასავრცელებლად. კლონფერტის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული აღზრდილი, რომელმაც ახალგაზრდობაში ბრენდანისგან მიიღო დარიგება, იყო წმინდა ფურსეი, ანუ ფურსა (ხსენების დღე: 16 იანვარი), მონასტრების დამაარსებელი ინგლისის აღმოსავლეთსა და გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი).

წმინდა ბრენდანის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდა მონასტრისა და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება არდფერტში კერის საგრაფოში, მის სამშობლოსთან ახლოს. არდფერტი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ საეკლესიო და სამონასტრო ცენტრად იქცა. შემდეგ ბრენდანმა დააარსა თემები "Inis-da-druim" კონი-აილენდის კუნძულზე ( აქ შემორჩენილია მის მიერ აშენებული ეკლესიის ნანგრევები) კლერის საგრაფოში და ანადაუნი ამჟამინდელი გოლუეის საგრაფოში - ლოხ-კორიბის ტბის ანადაუნის ყურესთან ახლოს.

შემორჩენილია ცნობები ბრენდანის მისიონერული საქმიანობის შესახებ ისტორიულ ლენსტერის პროვინციაში, ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი ადგილი. მათგან დავასახელებთ დისარტის სამრევლოს, კილენის (აქ მის სახელზეა ეკლესია) და ბრენდონ-ჰილის გორაკს კილკენის საგრაფოში. ეს უკანასკნელი წმინდანის პატივსაცემადაა დასახელებული და საგრაფოს ყველაზე მაღალი გორაკია (სიმაღლე 515 მ). მის მახლობლად ბრენდანმა დააარსა ეკლესია ან სამონასტრო თემი.

წმინდა ბრენდანის გვიანდელ მიღწევებს შორის უნდა აღინიშნოს ინჩიკუინის მონასტერი, ამჟამად კილურსას სამრევლო გოლუეიში, და სავანე ინიშგლორას კუნძულზე მალეტის ნახევარკუნძულთან ახლოს მეიოს საგრაფოში. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ მასზე შემორჩენილია ზოგიერთი სიწმინდე, დაკავშირებული წმინდა ბრენდანთან. სავარაუდოდ, აქ ძველად ერთდროულად მოქმედებდა ორი მონასტერი - მამაკაცთა და ქალთა. კუნძულზე შეიძლება ვიხილოთ წმინდა ბრენდანის ეკლესიის, "მამაკაცთა ეკლესიის", "ქალთა ეკლესიის" ნანგრევები და დავლიოთ წყალი წმინდა ბრენდანის სამკურნალო წყაროდან, რომლითაც სარგებლობდნენ ბერები VI საუკუნეში! ასევე შემორჩენილია ჯვრების ნაშთები და სხვა რელიკვიები სამი "სკიტის-ფიჭის" ნანგრევებთან ახლოს, რომელთაგან ერთ-ერთით ოდესღაც სარგებლობდა წმინდა ბრენდანი.

ამ ადგილთან დაკავშირებულია ბევრი ლეგენდა. უელსელი ისტორიკოსი ჯერალდ კამბრიელი XII საუკუნეში მოგვითხრობდა, რომ სანამ ინიშგლორას კუნძულზე სამონასტრო ცხოვრება გრძელდებოდა, გარდაცვლილთა სხეულებს არ მარხავდნენ და ისინი სრულიად უხრწნელად რჩებოდნენ. მათ ტოვებდნენ ღია ადგილას, რათა შთამომავლობას ენახა თავიანთი წინაპრების სრულიად ხელუხლებელი სხეულები თაობების განმავლობაში (ტრადიცია შეწყდა, როცა ბერებმა კუნძული დატოვეს). იგივე ისტორიკოსი მოწმობდა, რომ არც თაგვები და არც ვირთხები არ სახლდებოდნენ კუნძულზე, სანამ მასზე სამონასტრო ლოცვა აღესრულებოდა. მაშინ როცა მღრღნელები სხვა ირლანდიურ კუნძულებზე ათასობით ბინადრობდნენ, აქ არც ერთი არ შეუმჩნევიათ! თუნდაც ვინმეს ერთი ინდივიდი ჩამოეყვანა, ის მაშინვე კვდებოდა ან გარბოდა და ოკეანეში ხტებოდა. გემები, რომლებიც ინიშგლორას ჩაუვლიდნენ, ყოველთვის დაუშვებდნენ იალქნებს, პატივს მიაგებდნენ რა წმინდა ბრენდანს, რომლის სასწაულმოქმედი ხის ქანდაკება იდგა წმინდა ბრენდანის ეკლესიაში კუნძულზე (ამ ქანდაკების წინ ლოცულობდნენ მშობიარე ქალებისთვის). კუნძულზე დღემდე იზრდება ნიორი, რომელიც ძმობამ 1000 წელზე მეტი ხნის წინ დარგო.

დიდი მეზღვაური

თუმცა, წმინდა ბრენდანის ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობებსა და ზღვაოსნობაში გაატარა (ირლანდიელი ასკეტების დამახასიათებელი ნიშანი), რის გამოც მას "მეზღვაური" ან "მოგზაური" შეარქვეს. VIII და IX საუკუნეებში ერთმა ირლანდიელმა ბერმა შეადგინა საგა სახელწოდებით "წმინდა ბრენდანის ნაოსნობა"1, ხოლო მოგვიანებით სხვა ავტორებმა დაწერეს უფრო ფერადოვანი ვერსიები. მიუხედავად იმისა, რომ ის უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეებში, საგამ ისტორიული ბრენდანის - ასკეტის, იღუმენისა და მეზღვაურის სახე ნახევრად მითიურ თავგადასავლების მაძიებლად აქცია, რომელსაც არაჩვეულებრივი უნარები ჰქონდა და დაუჯერებელ გმირობებს სჩადიოდა. მოთხრობა "ბრენდანის ნაოსნობის" შესახებ დაიყვანება იმაზე, რომ, როდესაც წმინდანი კლონფერტის იღუმენი იყო, მას ესტუმრა ბერი ბარინდი2, რომელმაც უამბო, რომ მან შეძლო გაევლო მკვრივი ნისლის გავლით და მიეღწია "ზეციური იერუსალიმისთვის", რომელიც "მთლიანად ძვირფასი ქვებისგან" შედგებოდა. იქ მზე არასდროს ჩადიოდა, იყო ბევრი მთა, ფრინველები აღუწერლად ლამაზად მღეროდნენ, მდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიედინებოდა, ხოლო ყველა მცენარე მუდმივად ყვაოდა. ბარინდმა იქ ერთი წელი გაატარა.

მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ, ბრენდანმა აირჩია 14 ბერი ძმობიდან, დაბრუნდა მშობლიურ კერიში და მათ ერთად გაცურეს საკუთარი ხელით შექმნილი ნავით, რომელიც ხის ჩარჩოზე იყო გადაჭიმული ხარის ტყავით. ასეთ ნავებს "კურახს" უწოდებდნენ. საკვებისა და სასმელის მარაგი მათ 40 დღეზე ეყოფოდათ, მაგრამ ბერებს ეწერათ ატლანტის ოკეანის სივრცეებში მთელი 7 წელი ემოგზაურათ! "ნაოსნობის" ყველა ვერსიაში ბრენდანი მოწაფეებთან ერთად დიდხანს ეძებდა "ახალ აღთქმულ მიწას"3 ("წმინდანთათვის აღთქმულ სამოთხის მიწას", "ნეტართა კუნძულს"), იპოვეს ასეთი კუნძული და გაატარეს მასზე გარკვეული დრო, გადაიტანეს რა ბევრი საინტერესო, დამაინტრიგებელი და საშიში თავგადასავალი. მოგზაურობის განმავლობაში ბერები იცავდნენ თავიანთი ყოველდღიური მოვალეობების წრეს, რომელიც შედგებოდა ღვთისმსახურებისგან, ლოცვებისა და შრომისგან. "ნეტართა კუნძულზე" გარკვეული დროით შეჩერების შემდეგ, წმინდა ბრენდანმა თითქოს თან წაიღო ცოტაოდენი სამოთხის ნაყოფი, ძვირფასი ქვები და უკან გაცურა.

თანამედროვე მკვლევართა აზრით, საგის ავტორები იმყოფებოდნენ აპოკრიფული ქრისტიანული ლიტერატურის, ასევე ირლანდიური და სკანდინავიური მითოლოგიის გავლენის ქვეშ; მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისტორიულმა ფაქტებმა და თავად ავტორთა ფანტაზიებმა. ტექსტი შემორჩენილია ადრეულ შუასაუკუნეების ლათინურ ხელნაწერებში, არ ჩავთვლით ვერსიებს საშუალო ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ფლამანდიურ, იტალიურ, ნორვეგიულ და პროვანსულ ენებზე. ეს აღტაცების მომგვრელი და მომხიბვლელი საგა, რომელიც მრავალ თანამედროვე ენაზეა თარგმნილი და გამოქვეყნებულია მთელი მსოფლიოს ქვეყნებში, უეჭველად შეიცავს დამრიგებლურ ელემენტებს და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.

რიგი ისტორიკოსების აზრით, წმინდა ბრენდანი და მისი მოწაფეები, მართლაც, შესაძლოა შვიდწლიან ნაოსნობაში წასულიყვნენ ატლანტიკაში მშობლიური ნაპირებიდან დასავლეთით, სტუმრობდნენ რა ერთსა და იმავე კუნძულებს საეკლესიო დღესასწაულებზე ყოველ წელს ლიტურგიის აღსასრულებლად. თუმცა, მათი მოგზაურობების მთავარი მიზანი იყო განუწყვეტელი ლოცვა ღვთისადმი (როგორც ასკეტური პრაქტიკა; ამ შემთხვევაში ოკეანე მათთვის "უდაბნოს" როლს ასრულებდა), ეკლესიებისა და სამლოცველოების მშენებლობა, კუნძულების მცხოვრებთა მოქცევა რწმენაზე და, შესაძლოა, ირლანდიური მანუსკრიპტების გავრცელება. არ არის გამორიცხული, რომ ამ უშიშარმა მისიონერებმა ქრისტეფორე კოლუმბამდე 1000 წლით ადრე და ვიკინგებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მიაღწიეს ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, გრენლანდიის, ნიუფაუნდლენდის, ან თუნდაც სამხრეთ ამერიკისა და კანარის კუნძულების ნაპირებს!

დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ბრენდანმა მიაღწია ჰებრიდის კუნძულებს (სადაც დააარსა არანაკლებ ორი მონასტერი: ტაირის კუნძულზე და კიდევ ერთი სახელწოდებით "Eileach an Naoimh", სადაც შემორჩენილია მონასტრის ძველი ნანგრევები); ორკნეის და შეტლანდის კუნძულებს (შოტლანდიის შემადგენლობაში); მატერიკულ შოტლანდიას (სადაც დააარსა მინიმუმ ერთი მონასტერი დასავლეთ სანაპიროზე და ჰქონდა დასამახსოვრებელი შეხვედრა წმინდა კოლუმბა იონელთან; ფარერის კუნძულებს (ამჟამად დანიის შემადგენლობაში); ისლანდიას (სადაც მის შესახებ ხსოვნა შემორჩა ადრეული გადმოცემების მეშვეობით; უელსს (სადაც წმინდა მალო იყო მის მეგობართა შორის და ბრეტანს.

1970-იან წლებში ბრიტანელი მკვლევარის, მწერლისა და ისტორიკოსის ტიმოთი სევერინის (1940-2020) გუნდმა ააგო ღია ირლანდიური კურახის ზუსტი ასლი 11,5 მ სიგრძისა და 2-3 მ სიგანის, იფნისა და მუხისგან, გადაჭიმული რამდენიმე კილომეტრი თხელი ტყავით, და ირლანდიის სანაპიროდან (დინგლის ნახევარკუნძული) გაცურვის შემდეგ 1976 წლის 17 მაისს, წარმატებით მიაღწია კანადის ნიუფაუნდლენდის სანაპიროს 1977 წლის 26 ივნისს, გზაში რამდენიმე გაჩერებით. მიუხედავად პრაქტიკულად საყოველთაო სკეპტიციზმისა და ურწმუნობისა იმაში, რომ ასეთი საქმის წარმატება შესაძლებელი იყო, 5 კაციანმა ეკიპაჟმა ხის ნავზე "ბრენდანი", VI საუკუნეში ხელმისაწვდომი მასალებისგან, გაიარა საშიში და დაუჯერებელი 7300 კილომეტრიანი გზა ახალ სამყარომდე! ამით დამტკიცდა, რომ ირლანდიელ ბერებს VI საუკუნეში სავსებით შეეძლოთ ამ მარშრუტის გავლა! სევერინის გუნდმა გზად იდენტიფიცირება გაუკეთა რამდენიმე "იდუმალ" ობიექტს, რომლებიც აღწერილია შუასაუკუნეების საგებში წმინდა ბრენდანის შესახებ. მაგალითად, "ცხვრის კუნძული" და "სამოთხის ფრინველთა კუნძული, რომლებიც სულიერ ჰიმნებს მღეროდნენ" (შესაძლოა, ფარერის კუნძულებს შორის); "კრისტალის კოშკები" (სავარაუდოდ, მყინვარები და აისბერგები ჩრდილოეთის კუნძულებზე); "მთები, რომლებიც ქვებს ისროდნენ" (ვულკანები ისლანდიაში); "ზღვის ურჩხულები" (ვეშაპები, ზღვის ღორები და, შესაძლოა, მორჟები) და ა.შ. გასაკვირი არაა, რომ XV საუკუნის ბოლოს ქრისტეფორე კოლუმბს სჯეროდა, რომ წმინდა ბრენდანმა "აღმოაჩინა" ეს მიწები (მაშინ ამერიკას შეცდომით "დასავლეთ ინდოეთს" უწოდებდნენ) მასზე ადრე, და თვითონაც იყენებდა რუკებს, რომლებიც ნაწილობრივ ბრენდანის მარშრუტების საფუძველზე იყო შედგენილი. ცნობილია, რომ "წმინდანთა ეპოქაში" არსებობდა "გემი-მონასტრები", რომლებზეც ასკეტები შორეულ ნაოსნობაში მიემგზავრებოდნენ, რათა მიეღწიათ ყველაზე შორეული მიწებისთვის, ადამიანებისგან მოშორებით, სადაც შეიძლებოდა თავი მიეძღვნათ ლოცვისა და მონანიებისთვის, ღვთის შემეცნებას მისცემოდნენ სრულ სიმშვიდეში.

შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მოუვიდათ ასკეტებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტის ნაპირებზე დასახლდნენ. შევიდნენ თუ არა ისინი კონტაქტში ინდიელთა ტომებთან, მოაქციეს თუ არა ზოგიერთი მათგანი რწმენაში, თუ უფალმა შეინახა ისინი სრულიად უცნობნი ახალი სამყაროს ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნების შუაგულში? ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამ ასკეტებს შესაძლოა დაეტოვებინათ კლდეზე ამოკვეთილი გამოთვლები, რომლებიც აშკარად დაკავშირებულია საეკლესიო კალენდართან და აღდგომასთან.

დეკანოზმა ალექსანდრე შაბანოვმა, წმინდა არსენი ტვერელის ტაძრის წინამძღვარმა ქალაქ ტვერში, რამდენიმე წიგნს უძღვნა ბრიტანეთის კუნძულებისა და ირლანდიის განხეთქილებამდელ წმინდანებს, მათ შორის წმინდა ბრენდანს. თავის ნაშრომებში "წმინდა ბრენდან მეზღვაური. აღთქმული მიწის ძიება" (ტვერი, 2001 წ.) და "ნავები წმინდა ბრენდან მეზღვაურისთვის"4 (2015 წ.) მან სხვადასხვა კუთხით გააანალიზა "ცურვა". ავტორმა, ისევე როგორც რამდენიმე სხვა თანამედროვე მკვლევარმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ საზღვაო მოგზაურობების გარდა, წმინდა ბრენდანი (ან მისი თანამედროვეები) თანმხლებ პირებთან ერთად შესაძლოა გავლილიყვნენ სკანდინავიაში, ბალტიისპირეთში, მისულიყვნენ კოლის ნახევარკუნძულამდე, მოენახულებინათ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის მიწები, განსაკუთრებით ლადოგის ტბის, ილმენის ტბისა და ვოლხოვის მდინარის რაიონში. მან ასევე წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ რუსეთის გაქრისტიანება არ მომხდარა ირლანდიელების მონაწილეობის გარეშე, რომლებმაც შესაძლოა აღმართეს რუსულ მიწებზე რამდენიმე ეკლესია და კელტური "მდგარი" ჯვრები, და რომ პირველი მონასტერი კიევში (XI საუკუნემდე) იყო ირლანდიური. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ჰიპოთეზას დაადასტურებდა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ცალკეული ირლანდიელი მისიონერები შესაძლოა შორს აღმოსავლეთით წავიდნენ და მიაღწიეს დღევანდელი რუსეთის ჩრდილოეთს. ეს სავსებით შესაძლებელი იყო.

ფრანგი ისტორიკოსის, შუა საუკუნეების მკვლევარის ჟაკ ლე გოფის (1924-2014) გამოთვლებით, 200 წლის განმავლობაში ირლანდიის ეკლესიამ "ექსპორტი" გაუკეთა დაახლოებით 115 წმინდანს გერმანიაში (სადაც წმინდა ბრენდანს პატივს სცემდნენ ზოგიერთ მონასტერსა და ეპარქიაში, და ერთი ვერსიით, ქალაქი ბრანდენბურგი მის საპატივცემულოდაა დასახელებული), 45 წმინდანს - საფრანგეთში, 44-ს - ბრიტანეთში, 36-ს - დღევანდელ ბელგიაში, 25-ს - შოტლანდიაში და 13-ს - იტალიაში. მოგვიანებით მათი სულიერი ღვაწლის ადგილებზე შეიქმნა მონასტრები, ეპარქიები, ქალაქები, უნივერსიტეტები, ხოლო მათი სახელები ამ ქვეყნების ფოლკლორში შევიდა. ირლანდიურმა ბერმონაზვნობამ საუკუნეების განმავლობაში ღრმა კვალი დატოვა დასავლური სამყაროს მსოფლმხედველობასა და ტრადიციებზე.

მემკვიდრეობა და გარდაცვალება

ვახსენოთ ზოგიერთი წმინდანი, რომლებიც წმინდა ბრენდანის მოწაფეები იყვნენ:

კოლმან კლოინელი (დაახლ. 522-600; ხსენების დღე: 24 ნოემბერი), რომელიც ახალგაზრდობაში იყო სამეფო მგოსანი კაშელში, შემდეგ მოინათლა წმ. ბრენდანის მიერ, ხელდასხმულ იქნა და გაიგზავნა საქადაგებლად ლიმერიკსა და კორკში; კლოინის ("გამოქვაბულთა მდელო") საკათედრო ტაძრის დამაარსებელი და პირველი ეპისკოპოსი კორკის საგრაფოში; შუა საუკუნეების ანგლიკანური ტაძარი კლოინში და თანამედროვე კათოლიკური ტაძარი ქ. კოვში კორკის საგრაფოში მის საპატივცემულოდაა ნაკურთხი;

ფინანი, ანუ ფინიან კინიტიელი (VI ს.; ხსენების დღე: 7 აპრილი), წმ. ბრენდანის მოწაფე, რომლის კურთხევითაც დააარსა და უხელმძღვანელა კინიტის მონასტერს ოფალის საგრაფოში, სადაც შემორჩენილია ეკლესია და მაღალი ჯვარი, რომლებიც მის სახელს ატარებენ;

მოლონახი, რომელსაც აიგივებენ წმ. მოლუოგთან (VI ს.; ხსენების დღე: 25 ივნისი), წმ. ბრენდანის ერთ-ერთი მოწაფე, რომელმაც დატოვა ირლანდია და მსახურობდა ეპისკოპოს-მისიონერად პიქტებს შორის შოტლანდიაში, განსაკუთრებით ლისმორის კუნძულზე არგაილში; დააარსა ცნობილი ეკლესიები როსმარკიში, მორტლაკში (ამჟამად დაფტაუნი) და არანაკლებ ასი სხვა; მის საპატივცემულოდაა ნაკურთხი ყოფილი საკათედრო ტაძარი ლისმორში;

ფსალმოდიუსი (VII ს.; ხსენების დღე: 14 ივნისი), წმ. ბრენდანის მოწაფე, რომელიც გაემგზავრა გალიაში მოღვაწეობისთვის, სადაც განდეგილის ცხოვრებას ეწეოდა ლიმოჟის მახლობლად.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის სულიერი, ტაძართმშენებლობისა და სამწყსოზე ღვაწლის შემდეგ, წმ. ბრენდან მეზღვაური მშვიდად გარდაიცვალა ანადაუნში და დაკრძალულ იქნა კლონფერტის მონასტერში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მისი ნაწილები განისვენებდა კლონფერტის საკათედრო ტაძარში, სადაც ისინი შესაძლოა დღემდეა შენახული, თუმცა მათი ადგილმდებარეობა უცნობია. წმ. ბრენდანი ყველას უყვარდა სიცოცხლეში, ხოლო სიკვდილის შემდეგ მისი ღრმა თაყვანისცემა გავრცელდა მთელს ირლანდიაში, შოტლანდიაში, უელსში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ისლანდიაში, ბრეტანში და კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებში, მიაღწია სიცილიამდეც კი, სადაც "სან ბრანდანუს" ეკლესია არსებობდა XVI საუკუნიდან. მისი სახელი გვხვდება ყველა ძველ ირლანდიურ მარტიროლოგიაში. მეზღვაურები და მოგზაურები ყოველთვის მოუხმობდნენ მას თავიანთ ლოცვებში. ირლანდიისა და შოტლანდიის სანაპიროებზე უთვალავი ეკლესია და სამლოცველო იყო ნაკურთხი მის პატივსაცემად, რომელთაგან ზოგიერთი შემორჩენილია.

წმინდა ადგილები, დაკავშირებული წმ. ბრენდანთან ირლანდიაში

მრავალი ადგილი, განსაკუთრებით ირლანდიის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, წმ. ბრენდანის სახელს ატარებს: მათ შორისაა ბრენდან-ბეი, ბრენდან-პოინტი, ბრენდან-უელი, ბრენდან-ჰედი და ბრენდან-კრიკი.

წმ. ბრენდანი ითვლება დინგლის ნახევარკუნძულის მთავარ წმინდან-მფარველად კერის საგრაფოში, სადაც მდებარეობს ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი! სწორედ აქედან გაემგზავრა წმინდანი თავის თანამოაზრეებთან ერთად ცნობილ მოგზაურობაში და მიაღწია ამერიკას. ადგილობრივი ბრენდან-კრიკის ყურის აღმოსავლეთით მდებარეობს მაუნტ-ბრანდონის მთა, რომელიც მის სახელს ატარებს. ყოველ აგვისტოს აქ მოდიან მართლმადიდებლები და კათოლიკეები პილიგრიმობისთვის. მაუნტ-ბრანდონი 1200 წლის განმავლობაში ნახევარკუნძულის მთავარი წმინდა ადგილია. ის მდებარეობს ბრენდანის სამშობლოსთან ახლოს. მისი სიმაღლეა 950 მეტრზე მეტი, ეს ქვეყნის მერვე ყველაზე მაღალი მწვერვალია. გადმოცემის თანახმად, წმ. ბრენდანი ლოცულობდა მის მწვერვალზე სამი დღის განმავლობაში, სანამ შვიდწლიან ნაოსნობაში წავიდოდა, და აქ მას გამოეცხადა ანგელოზთა დასი. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მათი საყვარელი წმინდანი დაკრძალულია ამ მთის მწვერვალზე, სადაც შემორჩენილია ძველი ქვის ნაგებობის ნაწილი, რომელიც კუბოს მოგვაგონებს. მწვერვალი ხშირად ნისლითაა დაფარული. მთა მდებარეობს ძველი ქრისტიანული სამომლოცველო მარშრუტის "წმინდანთა გზის" ბოლოში, რომელიც დღეს აღდგენილია. გზაზე გვხვდება რამდენიმე პატარა თეთრი ჯვარი, ხოლო ზემოთ პილიგრიმებს ხვდება დიდი ლითონის ჯვარი. ფერდობებიდან და მწვერვალიდან იშლება ხედები პატერნოსტერის ("მამაო ჩვენო") ტბებისა და შემოგარენის. მთის ძირში დგას სოფელი სახელწოდებით ბრანდონი - ასევე წმინდანის პატივსაცემად. აღსანიშნავია ორი დიდი ძველქრისტიანული სიწმინდე, რომლებიც მდებარეობს წმ. ბრენდანის მთის უშუალო სიახლოვეს დინგლის ნახევარკუნძულზე. პირველ რიგში, ეს არის გალარუსის სამლოცველო - შესანიშნავად შემონახული ადრეული ქვის სამლოცველო, რომელიც ძველად გამოიყენებოდა ან პილიგრიმების თავშესაფრად, ან დასაკრძალავად. მეორე, ძველი სამონასტრო ადგილი კილმალკედარი, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ მონასტრის ან სკიტის დამაარსებელი ბრენდანი იყო. შემორჩენილია ქვის ეკლესია, სამლოცველო ან კელია, ჯვარი, წმინდა წყარო, ქვა ოღამური წარწერით5, მზის საათი და სხვა.

გოლუეის საგრაფოს სოფელ კლონფერტში ("სასაფლაო მინდორი"), სადაც წმინდა ბრენდანმა დააარსა მონასტერი და სკოლა, მდებარეობს წმინდა ბრენდანის ანგლიკანური ტაძარი. ბრენდანის მიერ დაარსებული ბერების თემი არსებობდა XVI საუკუნემდე, თუმცა 1016 წელს მონასტერი ვიკინგებმა გაძარცვეს და ორჯერ დაიწვა XII საუკუნეში. დღევანდელი პატარა ტაძარი თარიღდება 1180 წლით, თუმცა საკურთხეველი და ლამაზი აღმოსავლეთის ფანჯარა უფრო ადრეულია. მასში შემონახულია მრავალი ძველი ძეგლი. ყველაზე შესამჩნევი დეტალია 850 წლის წინანდელი დასავლეთის კარი რომანულ სტილში, მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ორნამენტებით. საკურთხევლის თაღზე ჩანს XV საუკუნის ანგელოზების ფიგურები და ქალთევზაც კი. ძველი მონასტრიდან შემორჩენილია 1000 წლოვანი ურთხელების ხეივანი ტაძრის გვერდით. წმინდა ბრენდანის მიერ დაარსებული მონასტერი და სკოლა დახურა მეფე ჰენრი VIII-მ. 1641 წელს ტაძარი მძიმედ დაზიანდა და აღდგენილ იქნა მხოლოდ 100 წლის წინ. დღეს მას კვლავ სტუმრობენ მომლოცველები.

წმინდანმა მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი დააარსა არდფერტში ("სასწაულების გორაკი" - ახლა სოფელი ტრალის ქალაქთან ახლოს) კერის ჩრდილოეთით. ეს მონასტერი დაიწვა 1089 წელს, ხოლო მისი რეკონსტრუქციის შემდეგ ახალმა ხანძარმა დაასრულა სამონასტრო დასახლების არსებობა 1151 წელს. დღეს არდფერტს დაჰყურებს ნაწილობრივ შემორჩენილი XII საუკუნის საკათედრო ტაძარი, რომელიც ეძღვნება წმინდა ბრენდანს. დიდებული ტაძრის სახურავი განადგურდა 1641-1652 წლების6 ირლანდიის აჯანყების დროს, მაგრამ სამხრეთი ტრანსეპტი გაფართოვდა და აღდგა იმავე მშფოთვარე XVII საუკუნის ბოლოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა არ ტარდება, ის ცნობილია ლამაზი მორთულობით, შუა საუკუნეების ვიტრაჟებით, საეკლესიო მოღვაწეთა ქანდაკებებით და ა.შ. ახლოს შემორჩენილია (თუმცა არა სრულად) XII და XV საუკუნეების ორი მნიშვნელოვანი ეკლესია. არდფერტში მოქმედებს წმინდა ბრენდან მეზღვაურის რომაულ-კათოლიკური მრევლი. აქ ასევე არსებობდა კათოლიკური ფრანცისკანული მონასტერი შუა საუკუნეებში. არდფერტი იყო საეპისკოპოსო კათედრის ცენტრი 1660 წლამდე.

გოლუეის საგრაფოს სოფელ ანადაუნში ("ციხე-სიმაგრის ჭაობი"), სადაც წმინდა ბრენდანმა დააარსა კიდევ ერთი მონასტერი მეფის მიერ ბოძებულ მიწაზე, ასევე ქალთა სავანე თავისი დისთვის ბრიგისთვის, კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების კათოლიკური მონასტრის და წმინდა ბრენდანის ტაძრის ნანგრევები. ადგილის ისტორია სუსტადაა დოკუმენტირებული, მაგრამ ცნობილია, რომ XII საუკუნეში აქ იყო მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი და არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა.

ირლანდიის გოლუეის საგრაფოს ქალაქ ლოხრეიში ("ნაცრისფერი ტბა") მოქმედებს 100 წლის წინ აშენებული წმინდა ბრენდანის კათოლიკური ტაძარი. კორკის საგრაფოს პატარა ქალაქ ბანტრიში მოქმედებს წმინდა ბრენდან მეზღვაურის ეკლესია, ხოლო მის გვერდით მოედანზე დგას მისი თანამედროვე ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ზღვისკენ იყურება. წმინდანთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი ადგილები გაბნეულია მთელს ირლანდიის კუნძულზე. მხოლოდ კერის საგრაფოში შეიძლება იპოვოთ უამრავი მისადმი მიძღვნილი წმინდა წყარო.

შოტლანდიაში

შოტლანდიის ისეთი ადგილები, როგორიცაა კილბრანდონის ("ბრენდანის ეკლესია") მრევლი არგაილ-ენდ-ბიუტის ოლქში და კილბრანანის სრუტე, რომელიც ყოფს არანის კუნძულს და კინტაირის ნახევარკუნძულს, მიუთითებს წმინდა ბრენდანის პოპულარობასა და გავლენაზე ქვეყანაში. სანაპირო სოფელ სკიპნესში კინტაირის ნახევარკუნძულზე, არგაილ-ენდ-ბიუტის ოლქში შემორჩენილია წმინდა ბრენდანის შუა საუკუნეების სამლოცველო. კიდევ ერთი ასეთი სამლოცველო წმინდა ბრენდანისა შეიძლება ვიხილოთ ბირნის მრევლში ქალაქ ელჯინთან ახლოს, მორის ოლქში. ეკლესია აშენებულია 1140 წელს და თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო მორის ეპარქიის პირველი საკათედრო ტაძარი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია შოტლანდიის მიწაზე, სადაც წირვა-ლოცვა ტარდება ამდენი საუკუნის განმავლობაში. საკურთხეველი და ნავი პატარაა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიის მრგვალი ფორმა მიუთითებს, რომ თავდაპირველი ეკლესია დონორმანული იყო. ელიზაბეთ რიის თანახმად, რომელიც არის ფუნდამენტური ნაშრომის "კელტური ადგილებისა და მათი წმინდანების აუცილებელი გზამკვლევის" ავტორი, ამ ეკლესიის მღვდლის სახლში ინახება უცნობი კელტი ბერის ძველი ხელის ზარი. პატარა ხელის ზარების შენახვა და სამლოცველოებისთვის ან განდეგილთა სენაკებისთვის ანდერძით დატოვება იყო ირლანდიური ტრადიციის მოღვაწეთა დამახასიათებელი ნიშანი. ბირნის ეკლესიის სასაფლაოზე შემორჩენილია უნიკალური გამოკვეთილი პიქტური ქვა.

პატარა ქალაქ კილბირნის ("ბრენდანის ეკლესია") ჩრდილოეთ ეიშირში შეუძლია იამაყოს წმინდა ბრენდანის XV საუკუნის ძველი ეკლესიით, თუმცა თავდაპირველი ნაგებობა დონორმანული იყო. მასში არის საკურთხეველი, ნავი, ტრანსეპტი და ორი გვერდითი ნავი, ხოლო ეკლესიის სასაფლაოზე - უნიკალური მზის საათი. ასეთი ტაძრები ხშირად შენდებოდა განდეგილთა სენაკების ადგილზე ან უდაბნოს მამათა შრომების სახსოვრად. ყოველი წლის მაისში ქალაქი ატარებდა ბაზრობას წმინდა ბრენდანის პატივსაცემად. სამწუხაროდ, ასეთი ღვთისმოსავი ტრადიციები დიდი ხანია დავიწყებულია წმინდა ადგილების უმეტესობაში. ძველად კი წმინდა ბრენდანი განსაკუთრებით საყვარელი წმინდანი იყო შოტლანდიის სანაპირო რაიონებში. ის ითვლებოდა ბიუტის კუნძულის ზეციურ მფარველად - ეს არის დიდი კუნძული კლაიდის ყურეში, ირლანდიის ზღვაში, შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. ძველთაგანვე ბიუტის კუნძულის მცხოვრებლები თავიანთ თავს უწოდებდნენ "ბრენდანის ხალხს", რადგან ზღვაზე ცურვა და გადაადგილება მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ისინი ყოველდღე სრულად ანდობდნენ თავს წმინდა ბრენდანის ზრუნვასა და მფარველობას, იმედოვნებდნენ რა მის სასწაულებრივ დახმარებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გაოცებით აღვნიშნოთ, რამდენჯერ იხსნა წმინდა ბრენდანმა ადამიანები - მოცურავეები, მეზღვაურები, ვაჭრები, მოგზაურები, წმინდანები და უბრალო მოკვდავნი - ქარიშხლებისგან, გემის ჩაძირვისგან, სხვა ინციდენტებისგან და არ მისცა ბევრს დახრჩობის საშუალება.

შოტლანდიის მიწაზე წმინდა ბრენდანი ასევე არის ზოგიერთი ადგილის მფარველი მალის (დიდი კუნძული შიდა ჰებრიდების შემადგენლობაში) და აილეის (შიდა ჰებრიდების ყველაზე სამხრეთი კუნძული) კუნძულებზე, ინვერნესისა და მორის რაიონებში, ბანფის ქალაქის მიდამოებში აბერდინშირში და ა.შ. მალერიანი ბრანდერის უღელტეხილი ჰაილენდში, სანაპირო ქალაქ ობანთან ახლოს, რომელიც მდებარეობს მალის კუნძულის პირდაპირ, აშკარად დასახელებულია წმინდა ბრენდანის პატივსაცემად. იონას კუნძულის მისიონერები, რომელთა შორის იყო ბევრი წმინდა ბრენდანის თაყვანისმცემელი, იყენებდნენ ამ უღელტეხილს კონტინენტურ შოტლანდიაში გადასვლისას. წმინდა ბრენდანის თაყვანისცემის კვალი ჩანს მშვიდ, ლამაზ გლენ-ლიონის ხეობაში, პერტ-ენდ-კინროსის ოლქში, ცენტრალურ შოტლანდიაში, სადაც ადგილ კეროუმორში შეიძლება ვიპოვოთ ძალიან ძველი სამლოცველოს ნანგრევები ბრენდან მეზღვაურის პატივსაცემად, რომელსაც გარს არტყია ძველი სასაფლაო, რომლის ზოგიერთი საფლავი წინაისტორიულ პერიოდს მიეკუთვნება! სამლოცველოს ერთ-ერთი კედლის ნიშაში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა "წმინდა ადომნანის ზარი", რომელიც შემდეგ გადაიტანეს ინნერვიკის სოფლის ეკლესიაში, ხოლო უახლოეს ხანებში გადასცეს პერტის ქალაქის მუზეუმს. სავარაუდოდ, ბრენდანი არ სტუმრობდა ამ შორეულ რაიონს, ხოლო მისი თაყვანისცემა აქ მოიტანეს იონას ბერებმა, წმინდა წინამძღვარ ადომნანის თანამოღვაწეებმა, რომელიც თავის "წმინდა კოლუმბას ცხოვრებაში" ახსენებდა წმინდა ბრენდანს.

სხვა მიწებზე

წმინდა ბრენდანს ასევე პატივს მიაგებენ მენის კუნძულზე. შესაძლოა, ის თვითონ სტუმრობდა კუნძულს ან აგზავნიდა აქ მოწაფეებს თემების დასაარსებლად. ძალიან ძველი სამრევლო ბრადანი დუგლასთან ახლოს (მენის კუნძულის მთავარი ქალაქი) მის სახელს ატარებს. აქ მდებარეობს ძველი ეკლესია, რომელიც ნაკურთხია წმინდა ბრენდანის სახელზე. 1291 წელს გოლუეის ეპისკოპოსმა სწორედ ამ ტაძარში ჩაატარა საეკლესიო კრება! ეკლესიის ღირსშესანიშნაობებს შორისაა კელტური ჯვრის ნაწილი მასზე დადებული წრით და წინასწარმეტყველ დანიელის რელიეფური გამოსახულება ლომების ხაროში, რაც დიდი იშვიათობაა. XIX საუკუნეში სამრევლოში აშენდა წმინდა ბრენდანის ახალი ეკლესია, რომელიც ასევე მოქმედია დღესაც.

ინგლისის დარემის საგრაფოს სოფელ ბრანსეპეტში სამრევლო ეკლესია მიძღვნილია "წმინდა ბრანდონისადმი", რომელსაც აიგივებენ წმინდა ბრენდანთან. შუა საუკუნეების ტაძარი დაზიანდა ხანძრის შედეგად 1998 წელს და ფაქტობრივად ხელახლა აშენდა. სამრევლო ეკლესია მალერიან სოფელ ბრენდონთან ახლოს ("ყავისფერი გორაკი" ან "მაყვლის გორაკი" ძველი ინგლისურიდან თარგმანში) ინგლისის დევონის საგრაფოს "ექსმურის" ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე ნაკურთხია მის სახელზე. თავდაპირველი ეკლესია აშენებული იყო მეზობელი სოფელ ჩერიტონის ბერების მიერ შორეულ წარსულში. გორაკების რიგს ინგლისის სომერსეტის საგრაფოს დასავლეთში ეწოდება ბრენდონ-ჰილსი. კათოლიკური მრევლი ქალაქ კორბიში ინგლისის ნორთჰემპტონშირის საგრაფოში, სადაც თავმოყრილია დიდი შოტლანდიური თემი, ნაკურთხია წმინდა ბრენდანის სახელზე.

კათოლიკური, ანგლიკანური და პროტესტანტული ეკლესიები წმინდა ბრენდან მეზღვაურის სახელზე შეიძლება ვიპოვოთ აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვა ქვეყნებში. საინტერესოა, რომ ტები ჩირკბის XIII საუკუნის პროტესტანტული ეკლესიის კარიბჭეზე სტოკჰოლმთან ახლოს არის XV საუკუნის ფრესკა წმინდა ბრენდან მეზღვაურის მკაფიო გამოსახულებით, რომელიც დგას ვეშაპის ზურგზე. წმინდა ბრენდან მეზღვაურისადმია მიძღვნილი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ქალაქ ასტორიაში, ორეგონის შტატში. მის სახელს ატარებს რამდენიმე სკოლა, კოლეჯი და საავადმყოფო ინგლისურენოვან ქვეყნებში.

წმინდა ბრენდანს ჩვეულებრივ გამოსახავენ ბერად ან მღვდლად, რომელიც აღასრულებს ლიტურგიას გემზე, მაშინ როცა თევზები იკრიბებიან მის მოსასმენად; ვეშაპთან ერთად (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად "მოგზაურობისა", ერთხელ წმინდა ბრენდანის ბერები აღმოჩნდნენ გიგანტური ვეშაპის ზურგზე და იქ აღასრულეს საპასექო ლიტურგია, არ იცოდნენ რა სად იმყოფებოდნენ); ნავში სხვა ბერებთან ერთად. "ბრენდანი" რჩება პოპულარულ სანათლავ სახელად ირლანდიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც არის დიდი ირლანდიური თემები.

არსებობს თანამედროვე მართლმადიდებლური მსახურება წმინდა ბრენდან მეზღვაურისადმი ინგლისურ ენაზე და აკათისტო ფრანგულ ენაზე.

შენიშვნები:

[1] წმინდა ბრენდან მეზღვაურის მოგზაურობების შესახებ წიგნი ავტორ ნიკოლაი გორელოვის მიერ რუსულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://librebook.me/plavanie_sviatogo_brendana

[2] წმინდა ბარრინდი (Barrindus, Barrfoin; ხსენების დღე: 21 მაისი) იხსენიება წმინდანთა დასში. თავდაპირველად ის მართავდა თემს, რომელიც დააარსა წმინდა კოლუმბა იონელმა ოფალიში, ირლანდიაში, ხოლო შემდგომ მოღვაწეობდა დონეგოლის საგრაფოს ადგილ კილბარონში. ისტორიკოსები თვლიან, რომ ერთ-ერთი თავისი მოგზაურობის დროს წმინდა ბარრინდმა შესაძლოა მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს, ხოლო შემდეგ ამის შესახებ უამბო წმინდა ბრენდანს. ცხოვრების ბოლოს ის მსახურობდა ეპისკოპოსად.

[3] საუკუნეების განმავლობაში ხალხს სჯეროდა, რომ "ახალი აღთქმული მიწის" პროტოტიპი, ანუ "წმინდა ბრენდანის კუნძული" რეალურად არსებობდა სადღაც ატლანტიკაში ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსთან ახლოს. ეს მითიური კუნძული აისახებოდა ქრისტეფორე კოლუმბის დროინდელ ზოგიერთ რუკაზე და ესპანურად ეწოდებოდა "La Isle de San Borondon". ცნობილი XIII საუკუნის "Mappa Mundi" ("მსოფლიო რუკა"), რომელიც ინახება ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში (ინგლისი), შეიცავს მთელი არქიპელაგის აღწერას: "ნეტართა კუნძულებისა და წმინდა ბრენდანის კუნძულის". 1522 წელს ფერდინანდ მაგელანის ექსპედიციის წევრებმა არგენტინის სანაპიროსთან ერთ-ერთ ყურეს უწოდეს წმინდა ბრენდანის სახელი, თვლიდნენ რა, რომ მისი ნახევარწრიული ფორმა აიხსნება იმით, რომ მისგან თითქოს გამოეყო მოხეტიალე კუნძულაკი! მოგვიანებით, XVI და XIX საუკუნეებს შორის, შემოთავაზებული იყო სხვა თეორიებიც: ბევრი მკვლევარი, მეზღვაური და სასულიერო პირი ხედავდა, როგორ გამოჩნდებოდა ატლანტის ოკეანეში ნისლიდან იდუმალი კუნძული, განსაკუთრებით კანარის კუნძულებთან ახლოს. სხვა კანდიდატებს შორის სახელდებოდა მადეირა, აზორის კუნძულების ზოგიერთი კუნძული და ერთი კუნძული ირლანდიის სამხრეთით.

[4] https://azbyka.ru/otechnik/Zhitija_svjatykh/korabliki-svjatomu-brendanu-moreplavatelyu/

[5] ოღამურ დამწერლობას ეწოდებოდა ძველი კელტების (ასევე პიქტების) დამწერლობა ირლანდიაში, შოტლანდიაში, მენის კუნძულზე და ბრიტანეთის დასავლეთში ძვ. წ. I საუკუნიდან დაახლოებით ახ. წ. X საუკუნემდე. მისი წარმოშობა უცნობია. სავარაუდოდ, ის გამოიყენებოდა როგორც საიდუმლო დამწერლობა, მაგრამ უფრო ხშირად - ქვებზე წარწერების გასაკეთებლად. ის შედგება 20 ასოსგან და იყოფა 4 "ოჯახად", თითოეულში 5 ასოთი. არსებითად, ამ ანბანის ნიშნები წარმოადგენს ხაზებს, რომლებიც ასხმულია ძირითად ხაზზე (სულ 60 ვარიაცია); წერის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ ან ქვევიდან ზევით.

[6] ირლანდიელი მოსახლეობის კათოლიკური უმრავლესობის შეიარაღებული ბრძოლა ინგლისური კოლონიზაციის, ლონდონის პოლიტიკური და რელიგიური (პროტესტანტული) ჩაგვრის წინააღმდეგ. საბოლოოდ ირლანდიელებმა მარცხი განიცადეს და ინგლისელებს ერგოთ ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი მიწების 70%, ხოლო ბევრ მკვიდრ მოსახლეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა.
.............................................................................................................................................................................................


სტატიის წყარო: Преподобный Брендан Мореплаватель, игумен Клонфертский, чудотворец

აქვე წაიკითხეთ: ღირსი ბრენდან მწირი (+დაახლ. 575-583) - 16 (29) მაისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
26.10.2024
ხსენების დღე 26 მაისი (კელტური და ბრიტანული) და ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებულში
25.10.2024
წმინდა დანსტანი (ლათ. Dunstanus; ძველი ინგლისური Dunstan) (დაახლ. 909-988), გახლდათ კენტერბერის მთავარეპისკოპოსი (960-988),
23.10.2024
წმინდა ფელიქსის ხსენების დღეა 8 მარტს (კელტური და ბრიტანული, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
23.10.2024
წმინდა ვირინი დაიბადა დაახლოებით 600 წელს. სავარაუდოდ, ეპისკოპოსად ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა ასტერიუსმა გენუაში.
13.10.2024
წმინდა ჰონორიუს (ონორიუსი) კენტერბერიელის, დორუვერნის (დუროვერნის, თანამედროვე კენტერბერის) არქიეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 სექტემბერი
12.10.2024
წმინდა მღვდელმონაზონ გრიგოლ დომესტიკოსი, გლიკისი (გლიკა, ბერძნ. Γρηγόριος ο Δομέστικος, Γλυκύς] (1355 / დაახლ. 1360), იხსენიება 1 ოქტომბერს
10.10.2024
წმინდა ბრენოკის ხსენების დღეა 07 (20) იანვარს (კელტ. და ბრიტ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში).
08.10.2024
წმინდა ბრანვალადერის ხსენების დღეებია: 19 იანვარი (კელტური და ბრიტანული კალენდრების მიხედვით), 9 თებერვალი (კელტური და ბრიტანული) და 6 ივნისი (კელტური და ბრიტანული).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat