წმინდა ბრენოკის ხსენების დღეა 07 (20) იანვარს (კელტ. და ბრიტ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში).
წმინდა ბრენოკი დაიბადა სამხრეთ უელსში და გახლდათ სამეფო ოჯახის ნათესავი. ახალგაზრდობაში იყო დაქორწინებული.
საერო ცხოვრებით დამძიმებულმა, წმინდა ბრენოკმა VI საუკუნის შუა ხანებში დატოვა სამშობლო და გაემართა თანამედროვე ჩრდილოეთ დევონის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახარების სინათლის გასაცნობად. იქ ის ქადაგებდა, ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას და ააშენა მონასტერი დღევანდელი სოფელ ბრაუნტონის (ბრონტონი, ინგლ. Braunton) ადგილზე.
გადმოცემის თანახმად, სასწაულებრივ ხილვაში მას გამოეცხადა, რომ სავანე უნდა აეშენებინა იმ ადგილას, სადაც მოღვაწე დაინახავდა ღორს გოჭებით. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი გამოსახულია ბრაუნტონის ეკლესიის ვიტრაჟსა და თაღზე.
მასთან დაკავშირებული გადმოცემები რამდენადმე წინააღმდეგობრივია. ზოგიერთი აგიოგრაფი მას აიგივებს წმ. ბრინახთან (Brynach). ვინაიდან ექსეტერში არსებობს ორი ცალკე დღე შესაბამისი წმინდანების მოსახსენიებლად - აპრილში და 7 იანვარს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი წმინდანი ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო.
ბრაუნტონის ძველი სამონასტრო ეკლესია ეძღვნება თავის დამაარსებელს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იქვე დაკრძალეს იგი. ბრაუნტონში ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწლიურად აღნიშნავს წმინდა ბრენოკის ხსენების დღეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი