casino siteleri 2023
ღირსი კოლუმბა, ირლანდიელი, იონას სახელგანთქმული სავანის დამაარსებელი (+597) - 09 ივნისი (22 ივნისი) - კარიბჭე
ღირსი კოლუმბა, ირლანდიელი, იონას სახელგანთქმული სავანის დამაარსებელი (+597) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ღირსი კოლუმბა, ირლანდიელი, იონას სახელგანთქმული სავანის დამაარსებელი (+597) - 09 ივნისი (22 ივნისი)
წმინდა კოლუმბა (კოლუმ კილე) ირლანდიის საგრაფო დინეგოლში 521 წელს დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ეკლესია განადიდებს კიდევ ერთ უდიდეს ირლანდიელ წმინდანს, კოლუმბა ლუქსეელს (ხსენება 23 ნოემბერს).

კოლუმბა სამეფო წარმომავლობის გახლდათ, აღსაზრდელად და გასანათლებლად წმინდა ეპისკოპოს ფინდბერს მიაბარეს, რომელმაც გარკვეული ხნის შემდგომ ჭაბუკი დიაკვნად აკურთხა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა კოლუმბამ განათლება კლონარდის მონასტერში გაასრულა და განსაკუთრებული გულმოდგინებით სწორედ წმინდა წერილი შეისწავლა, თუმცა, არც პოეტურ ხელოვნებაზე უთქვამს უარი, სრულყოფილად რომ ფლობდა.

სწორედ ამ მონასტერში დაუმეგობრდა იგი თავისი ეპოქის სხვა წმინდანებს - კომგალსა და კანეხს.

მეფე დიარმადთან უთანხმოების მიზეზით ტალტიუს კრებისას კოლუმბა ლამის ეკლესიისგან განკვეთეს და რომ არა წმინდა ბრენდან ბირელის ძალისხმევა, ასეც მოხდებოდა. სწორედ მისი წინასწარმეტყველური რჩევით დატოვა კოლუმბამ სამშობლო და სხვა იმდროინდელ ირლანდიელ წმინდანთა მსგავსად, ღვთის სიტყვის საქადაგებლად წარვიდა.

563 წელს თორმეტი სხვა თანამემამულე მონაზვნითურთ მიაღწია კუნძულ იონას, შოტლანდიის დასავლეთით რომ მდებარეობდა, ყოველი მხრიდან რომ აწყდებოდა ზღვა და სასტიკი ქარები.

კუნძული კლდოვანი გახლდათ, პლატოსებური, ქვიშიანი, პიქტებისა და სკოტების მიწათა შორის მოქცეულიყო და წმინდა კოლუმბას წყალობით სწორედ იგი უნდა ქცეულიყო ირლანდიური ქრისტიანობის ერთ-ერთ ყველაზე უგამოჩინებულეს და წმინდა ადგილად.

მოაწესრიგა რა იონიზე სამონაზვნო ცხოვრება, კოლუმბა წარმართ ჩრდილოელ პიქტთა მოსაქცევად წარვიდა, თარჯიმნის მეშვეობით იქადაგა და სასწაულქმედებით დაამოწმა თავისი სიტყვა.

როდესაც მეფე ბრუდეს ციხესიმაგრეს მიუახლოვდა, კარს წმინდა ჯვარი გამოსახა და ასე განახვნა, ხელმწიფემ დიდი პატივით მიიღო და კუნძულზე მისი უფლებაც ცნო.

ამ ღვაწლმრავალმა და ძალზე დაუდგრომელმა ქრისტეს მსახურმა შოტლანდიასა და ირლანდიაში მრავალი მონასტერი დააფუძნა, წინამძღვრებად თავისი მოწაფენი დაუდგინა, თუმცა, ჭვრეტისა და წინასწარმცნობელობის მადლის წყალობით ამ სავანეებს თავად განაგებდა.

იმათ, ვისაც მისი ღვთივსულიერი რჩევის და ლოცვა-კურთხევის მიღება სწყუროდა, დიდსა თუ პატარას, წარჩინებულს თუ უპოვარს, უდიდესი სიყვარულით, მუხლმოყრით ეგებებოდა, ფერხთ ჰბანდა და კრძალვით ამბორს უყოფდა, თითოეულის გასაჭირს მთელი არსებით თანაეზიარებოდა, თითქოსდა მათი მამა ყოფილიყო, სნეულთ განამრთელებდა, ეპიდემიისას დაურიდებლად უვლიდა ადამიანებს, ეშმაკთ განასხამდა, მოწყალებას უშურველად გასცემდა, მეზღვაურთათვის ლოცვით ზურგის ქარს გამოითხოვდა, მიწათმოქმედთ შეეწეოდა, დანგრეულ ოჯახებს ამრთელებდა, ცოდვილთ სინანულად მოუწოდებდა, ხოლო იმათთვის, ვისაც ეს არ ძალუძდა, გამოიტირებდა.

ღირსი მამის ცხოვრების აღმწერელი, ადამნანი, თავის ნაშრომს ამ სიტყვებით ასრულებს:

- დაე, ყოველი გულისხმიერი მკითხველი თავადვე მიხვდეს, თუ რაოდენ სათნო ეყო მამაი ჩვენი კოლუმბა უფალს, რაოდენ მადლს ფლობდა სასწაულქმედებისა და წინასწარჭვრეტისა და რა აშკარა იყო ის ნათელი, ჯერაც ხორცში მყოფზე რომ გარდამოედინებოდა.

იმათ კი, ვისაც ცოდვათა მონანიება არ სურდა, არ შეიწყნარებდა, ღვთისკენ მოქცეულთა გამო კი მთელი გულით ხარობდა.

ერთხელ მონასტრის კუთვნილ ადგილებზე მოთარეშე ბრაკონიერისთვის სიცოცხლისათვის აუცილებელი საჭიროება შეაგროვებინა, მისცა და გაათავისუფლებინა.

წმინდა მამა მხოლოდ პიქტებზე კი არა, შოტლანდიის დასავლეთით დამკვიდრებულ თანამემამულე სკოტებზეც ზრუნავდა, სწორედ მან აკურთხა კუნძულ იონიზე მათი მეთაური, აედანი, რითიც შოტლანდიურ სამეფო დინასტიას დაუდო სათავე, შემდეგ კი ირლანდიის მეფისგან მათი დამოუკიდებლობაც გამოითხოვა.

სენაკში დაყუდებული სულით მყოფობდა თანამემამულეთა ბრძოლებში და თავის მონაზვნებს წვრილად უამბობდა ომის დეტალებს.

როგორც ამბობენ, იმდროინდელი თავადნი და ძლიერნი ამა ქვეყნისა ღირსი კოლუმბას რჩევის გარეშე არას იქმოდნენ.

ოცდაათი წლის მანძილზე განანათლებდა მოციქულთა დარად წმინდა მამა შოტლანდიას, 597 წელს, 77 წლისას კი მოახლოებული აღსასრულის შესახებ ანგელოზისგან ეუწყა, სამონასტრო სათავსოთა საკურთხებლად წარვიდა, უკანა გზაზე კი ბებერმა, თეთრმა ცხენმა, თითქოს ეთხოვებაო, მტირალმა მიაყრდნო გულზე თავი...

მოწაფეებს ურთიერთსიყვარული და მშვიდობა დაუბარა და ფსალმუნის გადაწერა იწყო, ხოლო იმ ადგილას, სადაც წერია: - {"ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა", შეჩერდა და ყველას იმ მონაზვნისკენ მიუთითა, ვისაც გადაწერა უნდა დაესრულებინა...

შუაღამე იყო, ნეტარი რომ წამოდგა, ტაძრისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა და საკურთხევლის წინ დაემხო, ხოლო როდესაც მოწაფეებმა მისი წამოყენება სცადეს, დიდი ძალისხმევით აკურთხა ისინი და სული უფალს შეჰვედრა.

ღირსი კოლუმბა, წმინდა პატრიკისა და წმინდა ბრიგიტას სწორად, ირლანდიის მფარველად ითვლება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.09.2023
წმინდა თერაპონტე ერთ-ერთია, იმ სამას უცხოტომელი მონაზონიდან (მათ ზოგჯერ ალამანელებსაც ეძახიან),
25.09.2023
უესექსელი მღვდელ-მონაზონი ბურხარდი წმინდა ბონიფანტეს ხელმძღვანელობით, დაახლოებით 732 მისიონერული მიზნით გერმანიაში გაემგზავრა.
25.09.2023
ღირსი კოზმა ერთ-ერთი ვლადიმირელი თავადის მსახური იყო და თავის ბატონს ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს წიგნის კითხვით ანუგეშებდა.
24.09.2023
ღირსი გერვასი დაიბადა XVIII საუკუნეში, ქალკედონში, სოფელ გომატიონში. ის განუდგა სოფელს და მონაზვნად აღიკვეცა ათონზე, ყარაყალის მონასტერში.
24.09.2023
აი, რას მოგვითხრობს წმინდა ფორტუნატეზე წმინდა გრიგოლ დიალოღოსი:
24.09.2023
წმინდა ეგნატე, ერისკაცობაში იოანე აგალიანოსი, დაიბადა დაახლოებით 1480 წელს კუნძულ ლესბოსზე, კალონის სიახლოვეს დაბა ფარანგასში.
24.09.2023
წმინდა ნიკოლოზი XII საუკუნეში მოსაგრეობდა, დავით ჩერნიგოველის ვაჟი გახლდათ და ერისკაცობაში სვიატოსლავი ერქვა.
21.09.2023
25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს.
16.09.2023
რამდენადაც ღირსი სერგის მიერ აღსრულებულ სასწაულთა სრულად აღნუსხვა, სიმრავლის გამო, შეუძლებელია, აქ მხოლოდ მცირედს გავიხსენებთ..
14.09.2023
წმინდა აუდომარი (ომერი) კუტანსის (ნორმანდიაში, საფრანგეთის მიწებზე) მახლობლად მდებარე ქალაქ ორვალში, დაახლოებით, 600 წელს დაიბადა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri