წმინდა მოწამე ალბანი ვერულამელი - ხსენება 22 ივნისს (05 ივლისს).
წმინდა მოწამე ალბანი ვერულამელი - ხსენება 22 ივნისს (05 ივლისს).
ქრისტეს განკაცების 284 წლის შემდეგ წარმართი დიოკლეტიანე მთელი რომის იმპერიის იმპერატორად აირჩიეს. 20 წლის განმავლობაში ის მართავდა როგორც სასტიკი ტირანი, კლავდა და ქრისტიანების მოკვლას ბრძანებდა ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა მათი პოვნა. ყველაზე სასტიკი იყო დევნა 303-305 წლებში. ქრისტიანთა ულმობელი დევნა გავრცელდა რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე და მიაღწია შორეულ ინგლისამდეც. იმ დროისთვის სხვა ქვეყნებში უკვე ბევრმა წამებულმა გასწირა თავისი სიცოცხლე ქრისტეს აღსარებისთვის.

ბრიტანეთში თავისი სიცოცხლე უფლისთვის პირველმა გასწირა დიდებულმა მოწამემ ალბანმა (ხსენება 22 ივნისს / 5 ივლისს). წმინდა ალბანს ერთ-ერთი პირველთაგანი იხსენიებს წმინდა ვენანციუს ფორტუნატუსი პუატიედან († 605) თავის "ქალწულთა ქებაში", სადაც ჩამოთვლის წამებულებს, რომლებიც უფალთან მოვიდნენ მთელი მსოფლიოდან: "დიდებული ალბანი, ნაყოფიერი ბრიტანეთის მკვიდრი". წმინდა ალბანის ფართო თაყვანისცემაზე გალიაში მოწმობს სწორედ წმინდა ვენანციუს ფორტუნატუსის მიერ მისი ხსენება, რადგან ამ წამებულის სახელი არ არის არც პირველ იტალიურ და არც მეორე გალიურ რედაქციებში ნეტარი იერონიმეს მარტიროლოგიისა. წმინდა ალბანის წამების შესახებ დეტალურად და ყველაზე სანდოდ მოგვითხრობენ დიდი ინგლისელი წმინდანი, ისტორიკოსი და მეცნიერი ღირსი ბედა პატივცემული (673-735, ხსენება 25 მაისს / 7 ივნისს) თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორია", დაწერილი 731 წელს, ასევე საეკლესიო მწერალი აბატი ელფრიკ ეინშემელი (955-1020) თხზულებაში სახელწოდებით "წმინდა ალბანის, ბრიტანეთის პირველმოწამის მარტვილობა", დაწერილი 1000 წელს. არსებობდა ასევე "წმინდა ალბანის ვნებანი", რომელიც მიეწერება წმინდა გილდას ბრძენს (VI ს.). ელფრიკი, რომლის ნაშრომებიც საკმაოდ ავტორიტეტულია, თავის თხრობაში ძირითადად ეყრდნობოდა ღირსი ბედას ნაშრომს. უკვე არსებობს ლათინურიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე თარგმანი წმინდა ალბანის ცხოვრების ვერსიისა, რომელიც ელფრიკმა დაწერა.

აი რას წერენ წმინდა ალბანის მოწამეობის შესახებ ღირსი ბედა და ელფრიკი.

დაახლოებით 305 წლისთვის უღმერთო იმპერატორ დიოკლეტიანეს სისხლიანმა დევნამ ბრიტანეთამდე მიაღწია, და მკვლელები გააფთრებული სისასტიკით იჭერდნენ ქრისტიანებს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ერთმა მღვდელმა მოახერხა გაქცევა მდევნელებისგან. თავის გზაზე მან დაინახა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა კაცი სახელად ალბანი, და დააკაკუნა კარზე, იმედოვნებდა რა სასტიკი მდევნელებისგან თავშესაფრის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ალბანი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განათლებული წმინდა ნათლობით, მან შეუშვა მღვდელი თავის სახლში და ნება დართო მას დარჩენილიყო. ალბანის ცხოვრების შესახებ მის ტანჯვამდე ვიცით მხოლოდ ის, რომ ის იყო სავარაუდოდ კელტი მეომარი, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ის იყო რომაელი (მისი სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან albus - თეთრი).

გადარჩენილი მღვდელი ყოველდღიურად კითხულობდა ყველა მსახურებას, მღეროდა საეკლესიო საგალობლებს, ლოცულობდა დღე და ღამე და მკაცრად მარხულობდა. ის რეგულარულად ასწავლიდა ალბანს ჭეშმარიტ რწმენას და უყვებოდა მას ღმერთის შესახებ, სანამ მან, ღვთის მადლით განათლებულმა, არ უარყო წარმართობის სიბნელე და არ იწამა ქრისტე, ალბანი მოინათლა და გახდა ერთგული ქრისტიანი.

დიდხანს არ უცხოვრია ამ მღვდელს წმინდა მოწამესთან. მალე იმ მხარის უღმერთო მმართველამდე მიაღწია ხმამ, რომ ქრისტიანმა მღვდელმა თავშესაფარი იპოვა ალბანის სახლში. განრისხებულმა მმართველმა უბრძანა თავის ხალხს დაუყოვნებლივ მიეყვანათ მასთან ქრისტეს მსახური და სიკვდილით დაესაჯათ. როგორც კი მოციქულები მიუახლოვდნენ ალბანის სახლს, მან გადაიცვა მღვდლის სამოსი, არ სურდა რა მისი გადაცემა მდევნელთა ხელში, და გავიდა მათ შესახვედრად, თავს ასაღებდა რა მღვდლად. ალბანი მაშინვე შეკრეს და წაიყვანეს ბოროტ მსაჯულთან, რომელიც სწორედ იმ მომენტში სწირავდა მსხვერპლს თავის "ღმერთებს", ანუ დემონებს.

დაინახა რა მამაცი მოწამე, მსაჯული გაცოფდა, რადგან მიხვდა, რომ მისმა თანამემამულემ თავის სახლში დამალა სიკვდილისგან გაქცეული მღვდელი, და თანაც თავად გადაწყვიტა მის მაგივრად მომკვდარიყო. მსაჯულმა ბრძანა, რომ ალბანი მიეყვანათ წარმართული კერპების გამოსახულებებთან, და როცა ეს შეასრულეს, გააფრთხილა წმინდა მოწამე, რომ ის მკაცრ სასჯელს მიიღებდა მღვდლის ნაცვლად, რომელსაც თავის სახლში მალავდა, თუ დაუყოვნებლივ არ უარყოფდა თავის რწმენას და თაყვანს არ სცემდა წარმართულ ღმერთებს. თუმცა მოწამეს, ღვთის შეწევნით სულიერი ბრძოლისთვის შეიარაღებულს ქრისტეს რწმენით და სასოებით, არ შეეშინდა ამ მუქარისა. მან უპასუხა, რომ არ აპირებს არც მსაჯულის ბრძანებების შესრულებას, არც უსულო კერპებისთვის თაყვანისცემას. მსაჯულმა ჰკითხა მას: "რომელი ოჯახიდან ხარ და რა მდგომარეობა გაქვს საზოგადოებაში?" ალბანმა უპასუხა უღმერთოს: "რა საქმე გაქვს იმასთან, რომელი ოჯახიდანაც ვარ? თუ გინდა სიმართლე გაიგო, გეტყვი, რომ მე ქრისტიანი ვარ და ყოველთვის ვემსახურები მხოლოდ ქრისტეს - ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". - "მითხარი, ბოლოს და ბოლოს, შენი სახელი", - მოითხოვა მსაჯულმა. ქრისტეს მამაცმა მეომარმა უპასუხა მას: "ჩემი სახელია ალბანი, და მე მწამს ქრისტე, მაცხოვარი და ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია. მისადმი ვლოცულობ და მას ვადიდებ უკუნისამდე". მსაჯულმა უთხრა წმინდა მოწამეს: "თუ გსურს გქონდეს მარადიული ცხოვრების ნეტარება, მაშინ დაუყოვნებლივ შესწირე მსხვერპლი ჩვენს დიდ ღმერთებს". ამაზე ალბანმა უპასუხა: "შენი მსხვერპლშეწირვები არა ღმერთებს, არამედ ნამდვილ დემონებს ეწირება, და ისინი არასდროს დაგეხმარებიან შენ. მაგრამ დემონებისთვის მსხვერპლშეწირვის სანაცვლოდ შენ მიიღებ მარადიულ სასჯელს ცეცხლოვან გეენაში". ასეთი პასუხის გაგონებაზე მსაჯული გაცოფდა და ბრძანა წმინდანის გაროზგვა, ფიქრობდა რა, რომ ის დასუსტდებოდა, დაკარგავდა სულის სიმტკიცეს და წარმართულ რწმენას მიუბრუნდებოდა. მაგრამ ქრისტეს მოწამე, უფლის მიერ გაძლიერებული, მოთმინებით იტანდა დარტყმებს, თითქოს ეს მის თავს არ ხდებოდა, და მადლობას უხდიდა ღმერთს იმისთვის, რომ მან ღირსი გახადა მისთვის ეტანჯა. მსაჯული მიხვდა რომ ვერ აიძულებდა ალბანს ქრისტეს უარყოფას, და მოწამის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

წარმართებმა წაიყვანეს წმინდანი სიკვდილით დასჯის ადგილას, რათა თავი მოეკვეთათ. მაგრამ როდესაც ისინი გადიოდნენ მდინარეზე გადებულ ხიდზე, იძულებულნი გახდნენ შეჩერებულიყვნენ, რადგან ადამიანთა დიდმა სიმრავლემ - მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც ღვთის განგებით მოვიდნენ საოცარი მოწამე ალბანის სანახავად - შეავსეს ხიდი. უღმერთო და სისხლისმოწყურებული მსაჯული მარტო დარჩა ქალაქში საღამომდე, არ ჰყავდა რა არც მსახურები, არც დამხმარეები, მარხულობდა რა თავისი ნების წინააღმდეგ.

სურდა რა სწრაფად ეტანჯა ქრისტესთვის, წმინდა ალბანმა, არ ჰქონდა რა შესაძლებლობა გადასულიყო ხიდზე, ჩავიდა მდინარესთან და თავისი მზერა ლოცვით ზეცას მიაპყრო. უეცრად მდინარის წყლები გაიპო, გამოაჩინა რა ფსკერი, და ალბანის წინ გამოჩნდა გზა მეორე ნაპირზე, რასაც ის სთხოვდა უფალს. ჯალათი, რომელსაც უნდა მოეკვეთა თავი ალბანისთვის, ისე გაოგნდა ნანახი სასწაულით, რომ დაუყოვნებლივ დააგდო ხმალი. ის გაიქცა ალბანის კვალდაკვალ და, როგორც კი გადავიდნენ მდინარეზე, დაეცა მის ფეხებთან და აღიარა, რომ ურჩევნია უფრო მასთან ერთად მოკვდეს, ვიდრე სიკვდილს მისცეს იგი. ახლა ყოფილ ჯალათსა და მოწამეს, რომლისთვისაც უნდა მოეკვეთა თავი, აერთიანებდა წმინდა რწმენა.

იქვე ახლოს იყო დაბალი ბორცვი, შემკული საოცარი ყვავილებით. რომელიც, - ღირსი ბედას თქმით, "დიდი ხანია ამზადებდა თავის სილამაზეს იმისთვის, რომ მიეღო ნეტარი მოწამის სისხლი". ბედა პატივცემული დეტალურად აღწერს ამ მაღლობს, და მისი აღწერიდან ჩანს, რომ ეს, სავარაუდოდ, იყო დღემდე არსებული ჰოლმჰერსტ-ჰილი. წმინდა ალბანი სწრაფად ავიდა მასზე და ლოცვაში სთხოვა უფალს გამოეგზავნა ამ ბორცვზე წყალი. მაშინვე წყარო ამოხეთქა წმინდანის ფეხებთან და დაეშვა ბორცვიდან, ისე რომ გაოცებულმა ხალხმა გაიგო, რომ ეს სასწაული მოხდა ღვთის ძალით ალბანის ლოცვით და რომ თვით სტიქიებიც კი ემორჩილებიან ღვთის რჩეულებს. ეს წყარო დიდხანს არსებობდა და ჰქონდა სამკურნალო ძალა.


წმინდა ალბანს თავი მოჰკვეთეს ამ ბორცვზე და მიიღო მოწამის გვირგვინი ზეცაში. მაგრამ ჯალათს, რომელმაც აღასრულა განაჩენი, არ დასცალდა ენახა ალბანის მკვდარი სხეული, რადგან მისი თვალები ამოვარდა ორბიტებიდან და დაეცა მიწაზე ერთ წამში მოწამის წმინდა თავთან ერთად. სხვათა შორის, მას შემდეგ ეს ეპიზოდი ხშირად გამოისახებოდა და დღემდე გამოისახება მრავალი მხატვრის მიერ.

შემდეგ მოკლეს ის ჯალათიც, რომელმაც უარი თქვა მოწამის სიკვდილით დასჯაზე. მისი სახელი არ შემორჩა. მისი სხეული დაეცა წმინდა ალბანის სხეულის გვერდით; ეს ყოფილი ჯალათი მოკვდა, იწამა რა ღმერთი და მიიღო ნათლობა საკუთარი სისხლით, მისი სული აღმაღლდა სამოთხეში. მსგავსი გზით ძველ ეკლესიაში მიიღეს ნათლობა საკუთარ სისხლში ათი ათასობით მოწამემ.

როდესაც ჯალათები დაბრუნდნენ თავიანთ მმართველთან, უამბეს მას საოცარი სასწაულების შესახებ, რომლებიც მოხდა წმინდა ალბანის ლოცვებით. მალე მან შეწყვიტა დევნა და შემდგომში პატივისცემით მოიხსენიებდა მის მიერვე დასჯილ წმინდა მოწამეებს, რომლებიც ვერ შეძლო მოექცია წარმართობაზე არანაირი წამებით. რაც შეეხება უღმერთო იმპერატორ დიოკლეტიანეს, მან 305 წელს დატოვა ხელისუფლება და, როგორც ისტორიკოსები მოწმობენ, თავი მოიკლა დაახლოებით 313 წელს, ვერ იპოვა რა ცხოვრებაში აზრი.

როგორც ელფრიკი წერს, "იმავე დევნის პერიოდში, წმინდა მოწამე ალბანის გარდა, ასევე ეწამნენ წმინდა მოწამეები იულიუსი, აარონი და მრავალი სხვა ქალი და კაცი, გადაიტანეს რა მრავალი ტანჯვა და წამება ქრისტეს რწმენისთვის". და ამატებს, რომ რწმენისთვის მოწამეები გახდნენ ქრისტიანები ინგლისის ყველა რაიონიდან და კუთხიდან. "როდესაც დევნა შეწყდა, - განაგრძობს ელფრიკი, - ქრისტიანები გამოვიდნენ ტყეებიდან და სხვა თავშესაფრებიდან, სადაც მათ უწევდათ დამალვა. მათ დაიწყეს ცხოვრება ხალხს შორის და თანდათან აღადგინეს ქრისტიანობა: ხელახლა ააშენეს დანგრეული ეკლესიები და ცხოვრობდნენ სრულ მშვიდობაში ყველასთან, რჩებოდნენ რა ჭეშმარიტ რწმენაში. მათ ასევე ააშენეს წმინდა ალბანის წამების ადგილზე ასეთი დიდი მოწამისთვის შესაფერისი ეკლესია". ამ უკანასკნელზე მოწმობს ღირსი ბედაც: "ნეტარი ალბანი ეწამა... ქალაქ ვერულამის მახლობლად, რომელსაც ანგლები უწოდებენ ვერლამაკასტირს. აქ, როდესაც ქრისტიანებისთვის დაბრუნდა მშვიდობის დრო, აშენდა საოცარი სილამაზის ეკლესია მისი მოწამეობის სახსოვრად. და დღემდე იმ ადგილას იკურნებიან ავადმყოფები და არ წყდება ყოველგვარი სასწაულები ღვთის სადიდებლად". ბედა პატივცემული ახსენებს, რომ ადგილს, სადაც ეწამა წმინდა ალბანი, ერქვა ვერულამი (Verulamium). ეს იყო დიდი ქალაქი, აშენებული რომაელების მიერ, და ალბანი იყო მისი მკვიდრი. ასე ერქვა ქალაქს 948 წლამდე, როდესაც მას გადაარქვეს სენტ-ოლბანსი - წმინდა ალბანის პატივსაცემად. ის ატარებს ამ სახელს დღემდე. სენტ-ოლბანსი მდებარეობს ლონდონთან ახლოს, ჰარტფორდშირის საგრაფოს დასავლეთით.

ელფრიკი ამატებს თავის თხრობას ღირებულ კომენტარს: "ეს (წმინდა ალბანის ეკლესიის დაარსება. - დ.ლ.) იყო მანამდე, სანამ მეთაურები ჰენგესტი და ჰორზა სისხლიანი ბრძოლის დროს დაამარცხებდნენ ბრიტანელებს. ამის შემდეგ ქრისტიანული ეკლესია კვლავ დაეცა, სანამ წმინდა ეპისკოპოსმა ავგუსტინმა, წმინდა პაპ გრიგოლ დიდის მოწაფემ, არ აღადგინა ის". მართლაც, ჰენგესტი და ჰორზა ეხმარებოდნენ წარმართულ გერმანულ ტომებს ინგლისის დაპყრობაში 449 წელს, მოგვიანებით ეკლესია უკიდურეს დაცემაში მოვიდა და იყო ასეთ მდგომარეობაში მანამ, სანამ წმინდა გრიგოლ დიალოგოსმა, რომის პაპმა, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდგენელმა (540-604, ხსენება 12/25 მარტს), 597 წელს ქვეყნის განსანათლებლად არ გააგზავნა მისია რომაელი ბერების შემადგენლობით, რომელთაც წმინდა ავგუსტინ კენტერბერიელი ხელმძღვანელობდა.

ზოგიერთი მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს დროს, როდესაც წმინდა ალბანმა მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო იმპერატორ დეციუსის (249-251) ან სეპტიმიუს სევერუსის (დაახლ. 210) დევნის პერიოდში. თუმცა, თარიღი 305 წელი არის ტრადიციული და დღემდე არავის მოუხერხებია მისი დამაჯერებლად უარყოფა. ისეთი ყველაზე ავტორიტეტული ისტორიკოსები, როგორებიც არიან წმინდა ბედა და წმინდა გილდასი, ასახელებენ სწორედ 305 წელს.

როგორც უკვე აღინიშნა, მოწამე ალბანი დაკრძალეს ვერულამის ქალაქთან ახლოს და მის საფლავზე ხდებოდა ბევრი სასწაული და განკურნება. ღირსი ბედას დროისთვის მოწამის საფლავზე იდგა დიდი ეკლესია მის სახსოვრად. ადრეული დროიდან უკვე არსებობდა წმინდა ალბანის მონასტერიც ამ ქალაქში (ზუსტი თარიღი და თვით საუკუნეც კი, როდესაც დაარსდა პირველი მონასტერი, უცნობია). ვარაუდობენ, რომ ოფფამ, მერსიის მეფემ (757-796), დააარსა ან განაახლა ამ ადგილას ბენედიქტელთა მონასტერი. ისტორია იმის შესახებ, რომ ოფფას დროს წმინდა ალბანის ნაწილების ლარნაკი საიდუმლოდ გაქრა, შემდეგ კი უცებ კვლავ გამოჩნდა (ეს თითქოს უბიძგებდა მეფეს დაეარსებინა მონასტერი), ალბათ უფრო ლეგენდაა. წმინდა ალბანის სააბატო იყო ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული და ცნობილი ქვეყანაში. ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ 1066 წელს და ქვეყნის კათოლიციზმზე ძალადობრივი გადაყვანის შემდეგ, წმინდა ალბანის მონასტრის და მისი ნაწილების ლარნაკის პოპულარობა დარჩა იგივე. მხოლოდ XVI საუკუნის რეფორმაციის შემდეგ მონასტერი დახურეს, ხოლო სამონასტრო საკათედრო ტაძარი-პრიორატი გახდა ანგლიკანური საკათედრო ტაძარი. მალე რეფორმაციის და ჰენრი VIII-ის მიერ ყველა ინგლისური მონასტრის გაუქმების შემდეგ წმინდა ალბანის ნაწილები წაიღეს გერმანიაში. ამგვარად, წმინდანის უჩვეულოდ ლამაზი ლარნაკი დიდხანს ცარიელი იყო, მაგრამ 2002 წელს ღვთის წყალობით წმინდა ალბანის ნაწილების ნაწილი უკან მოიტანეს სენტ-ოლბანსში ქალაქ კელნიდან (სადაც ნაწილები ინახებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში) და ჩაასვენეს ლარნაკში. დღეს ანგლიკანური საკათედრო ტაძარი (ყოფილი სააბატოს ეკლესია) სენტ-ოლბანსში არის აქტიური მომლოცველობის ცენტრი.

აი რას წერს წმინდა ალბანის სააბატოს შესახებ თანამედროვე ავტორი და მოგზაური დერი ბრებსი, რომელიც სწავლობს ინგლისურ მონასტრებსა და საკათედრო ტაძრებს: "წმინდა ალბანი იყო პირველი ქრისტიანი მოწამე ინგლისში, რომელიც რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს რწმენისთვის IV საუკუნის დასაწყისში. ადრეული მონასტრების ნაგებობები, აშენებული წმინდა ალბანის წამების ადგილზე, არ შემორჩენილა, ხოლო შთამბეჭდავი ზომების სამონასტრო ეკლესია, რომლის გარშემოც გაიზარდა ქალაქი სენტ-ოლბანსი, დააარსა პირველმა ნორმანელმა აბატმა პავლე კანელმა. რადგან ახლოს არ იყო ქვის მასალის წყარო, მშენებლებმა გამოიყენეს აგური ახლოს მდებარე დანგრეული რომაული ქალაქ ვერულამიდან. სენტ-ოლბანსს ეკავა უმაღლესი პოზიცია შუა საუკუნეების სააბატოებს შორის, და პაპმა ადრიან IV-მ 1154 წელს თავის დადგენილებაში გამოაცხადა, რომ სენტ-ოლბანსის მონასტრის აბატი უნდა ჩაითვალოს უფროს აბატად, რომელიც ატარებს მიტრას. ეს გასაგებია, რადგან სწორედ ეს პონტიფიკოსი იყო ერთადერთი ინგლისელი პაპი მთელი ისტორიის განმავლობაში - მისი ნამდვილი სახელია ნიკოლას ბრეიკსპირი, და ის დაიბადა 1100 წელს სწორედ სენტ-ოლბანსის რაიონში. ეკლესიას აქვს გრძელი ნავი თორმეტი მალით, ნავის ზოგიერთი სვეტი შემკულია ახლახან რესტავრირებული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობით, რაც ეხმარება ნორმანული სიმკაცრის შერბილებას. შუა საუკუნეების გამოსახულებები გადახატული იყო საკურთხევლის ხის ჭერზე, ისინი იყვნენ შესანიშნავი ფონი ქვემოთ მდებარე ნატიფი ქვის ტიხრისთვის. XIX საუკუნის რესტავრაციამ ბევრად არ დაინდო შენობის პირვანდელი იერსახე... სამუშაო გულუხვად ფინანსდებოდა ლორდ გრიმთორპის მიერ, ვიქტორიანული ეპოქის არქიტექტორისა და იურისტის მიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, მან დაჟინებით მოითხოვა თავისი გეგმები სააბატოს აღდგენითი სამუშაოებისთვის".

ინგლისში ცხრა ძველი ტაძარი იყო ნაკურთხი წმინდა ალბანის სახელზე. ფაქტობრივად, მოწამის თაყვანისცემა ოფიციალურად შეწყდა მხოლოდ ჰენრი VIII-ის მიერ მონასტრების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 1540 წელს. წმინდა ალბანი თითქმის ერთადერთი წმინდანია, რომელიც წარმოადგენს ხილულ კავშირს IV საუკუნის დასაწყისის ინგლისს, კონტინენტზე ადრეულ წმინდა მამათა პერიოდსა და გვიანდელი რომის იმპერიის ეპოქას შორის.

სადავოა მოსაზრება, რომ წმინდა ალბანის ნაწილაკები XI საუკუნეში გადატანილ იქნა ილაის ქალაქში აბატ ფრედერიკის დროს. თუმცა, ამ ქალაქში დღემდე არსებობს მისი ნაწილების სენტ-ოლბანსიდან გადმოტანის დღესასწაული (15 მაისი). სენტ-ოლბანსში ყოველთვის უარყოფდნენ ამ მოვლენის ნამდვილობას.

ეპისკოპოსი ჯეფრი მონმუთშირიდან (უელსის ჩრდილოეთში), რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნის პირველ ნახევარში და თავის ნაწერებში ისტორიას ზოგჯერ ზედმეტად ფანტასტიკური მითებითა და ლეგენდებით აზავებდა და არ მოიპოვა აღიარება ისტორიკოსებისა და მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობისგან, წერდა, რომ თითქოს მღვდელს, რომელსაც წმინდა ალბანი თავის სახლში მალავდა, ერქვა ამფიბალი. ჯეფრის გარდაცვალებიდან მალევე, 1178 წელს, რედბურნში აღმოაჩინეს ვიღაცის ნეშტი, რომელიც კინაღამ "წმინდა ამფიბალის წმინდა ნაწილებად" აღიარეს. მაგრამ შემდგომში დამტკიცდა, რომ სიტყვა "ამფიბალის" თარგმანი გადამწერის შეცდომაა, ეს სიტყვა არა სახელს, არამედ მღვდლის სამოსს ნიშნავს, რომელიც წმინდა ალბანმა გადაიცვა მმართველის წარგზავნილების შეხვედრისას.

გაცილებით უფრო სარწმუნოა მოსაზრება, რომ წმინდანები გერმანუს ოქსერელი და ლუპ ტრუასელი 429 წელს სტუმრობდნენ წმინდა ალბანის ეკლესიას ვერულამში. მათ თან წაიღეს გალიაში წმინდა ალბანის ნაწილების მცირე ნაწილი, ხოლო სანაცვლოდ დატოვეს მოციქულებისა და მოწამეების ნაწილების ბევრი პატარა ნაწილი. სწორედ 429 წლიდან ფიქსირდება დოკუმენტურად წმინდა ალბანის ოფიციალური საეკლესიო თაყვანისცემა.

წმინდა ალბანის მოწამეობა შთააგონებდა შთამომავლებს შეექმნათ მრავალი ხელოვნების შედევრი სენტ-ოლბანსის სააბატოში. ასეთებს მიეკუთვნება, მაგალითად, წმინდა ალბანის შესანიშნავი ილუსტრირებული ცხოვრება, დაწერილი მეთიუ პარიზელის მიერ XIII საუკუნეში, მისი მრავალრიცხოვანი ხატები და ვიტრაჟები, ასევე შესანიშნავი საფლავი, რომელიც თითქმის მთლიანად შემორჩა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წმინდა ალბანს ხშირად გამოსახავდნენ ჯარისკაცის სახით.

ეს ტრადიცია აღორძინდა ანგლიკანებში, რომლებიც არ სცემენ თაყვანს ხატებს, XX საუკუნეში, რადგან მართლმადიდებლურ ხატებზე წმინდა ალბანი გამოისახებოდა რომაელ მეომრად ხმლით ან ჯვრით ხელში (როგორც მაგალითად "ალბანის ფსალმუნში" გერმანულ ჰილდესჰაიმში ან ვიტრაჟზე ინგლისურ უორიკში).

წმინდა ალბანს განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს არა მხოლოდ მთელ ინგლისში, არამედ საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ოდენსეს ქალაქის მონასტერი, სავარაუდოდ, ინახავს მისი ნაწილების ნაწილებს. დროთა განმავლობაში, მისი თაყვანისცემა გავრცელდა მთელ ევროპაში. საყურადღებოა, რომ წმინდა ალბანი თითქმის ერთადერთია ადრეული ბრიტანელი მოწამეებიდან, რომლის თაყვანისცემა შენარჩუნდა V საუკუნეში ბრიტანეთის ანგლო-საქსური დაპყრობის შემდეგაც. დღემდე გაურკვეველია, წმინდა ალბან ბრიტანელს თუ წმინდა ალბან მაინცელს (V ს., ხსენების დღე 21 ივნისი) ეძღვნება რიგი ადრეული ტაძრებისა საფრანგეთში, და ეს, ალბათ, უკვე შეუძლებელია დადგინდეს.

დიდებული მოწამის ნაწილები ახლა, ღვთის წყალობით, კვლავ განისვენებენ წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულის ადგილზე, იძლევიან იმედს ინგლისის სულიერი აღორძინებისა. და მოგვცეს ღმერთმა, რომ ეს აღსრულდეს წმინდა ალბანის ლოცვებით, რომლის მოწამეობრივი სისხლი გახდა ეკლესიის თესლი ინგლისში, რომელიც ყვაოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

რაც შეეხება წმინდა ალბანის ხსენების დღეს, უძველესი დროიდან მისი ხსენება აღესრულებოდა 22 ივნისს, მოგვიანებით 20 ივნისს თანამედროვე კათოლიკეებში და 17 ივნისს თანამედროვე ანგლიკანებში. მართლმადიდებლები კი დღემდე მისდევენ 22 ივნისის თარიღს (5 ივლისი ახალი სტილით). უკვე ნახსენები ადგილობრივი თაყვანისცემის გარდა ილაიში (15 მაისი) არსებობს კიდევ მისი ნაწილების გადატანის დღესასწაული 1129 წელს სენტ-ოლბანსის ახალ ნორმანულ საკათედრო ტაძარში (2 აგვისტო).

XX საუკუნის ბოლოს წმინდა ალბანისთვის შედგენილ იქნა მართლმადიდებლური მსახურება ინგლისურ ენაზე. ამჟამად კვლავ იწერება წმინდა ალბანის მართლმადიდებლური ხატები.

***

შემდეგ მოგვყავს საინტერესო მოსაზრება წმინდა ალბანისა და მისი ეპოქის შესახებ ჩვენს დროსთან შედარებით, რომელიც ეკუთვნის დეკანოზ ანდრეი ფილიპსს (წიგნიდან "მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ინგლისური ტრადიცია", თარგმანი ინგლისურიდან).

ოდესღაც ცხოვრობდა კაცი სახელად ალბანი. ის ცხოვრობდა მრავალი წლის წინ კრიზისის პერიოდში, ჩვენი მსგავსად. ეს იყო დაცემის, მანკიერებისა და უზნეობის ეპოქა, რადგან მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა არის ზნეობა. ეს იყო სამყარო, დამონებული სიცრუით, სადაც ბატონობდა უსამართლობა და ტირანია, ხოლო თავისუფლება იყო მხოლოდ "თავისუფლება" თაყვანი ეცათ ნებისმიერი რამისთვის, გარდა ჭეშმარიტებისა. ადამიანები თაყვანს სცემდნენ ყველანაირ ცრუ "ღმერთებს" და, პირველ რიგში, რომის იმპერატორს. მათ არ ჰქონდათ თავისუფლება თაყვანი ეცათ ქრისტიანული ღმერთისთვის, რადგან თუ ისინი აირჩევდნენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებას, მაშინ უკვე აღარ ემსახურებოდნენ ცრუ "ღმერთებს". აი რატომ კლავდნენ ქრისტიანებს, აგდებდნენ გარეულ მხეცებთან, უსწორდებოდნენ მათ არენებზე და რომის იმპერიის სხვა საჯარო ადგილებში. ქრისტიანებმა ნამდვილად შეცვალეს იმ გარყვნილი და ბოროტი საზოგადოების საფუძველი.

ალბანმა გაიგო, რომ ყველა ის "ღმერთები" იყო ცრუ, უფრო სწორად, კერპები, დემონები. საზოგადოება, რომელშიც ალბანი ცხოვრობდა, იყო მკვდარი, რადგან ის სიცრუეში ცხოვრობდა; ხოლო ყველაფერი, რაც ცრუა, სულიერად მკვდარია, არ აქვს შინაგანი რეალობა ან შინაგანი სიცოცხლე. იმ საზოგადოებამ დაკარგა თავისი გზა, დაფუძნებული იყო რა ცრუ ღირებულებებზე, სიცრუეზე; ის ენდობოდა საკუთარ თავს და არა ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს, რადგან მისი შემოქმედი - ქრისტე - არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

ალბანი დააპატიმრა ხელისუფლებამ იმის გამო, რომ მან თავის სახლში დამალა ქრისტიანი მღვდელი, რომელმაც მას რწმენა ასწავლა, ასევე ამ მღვდლის გადარჩენის გაბედული მცდელობისთვის, როდესაც მან მისი სამოსი ჩაიცვა და თავი მღვდლად გაასაღა. სანამ მას გაასამართლებდნენ, ალბანმა მთელი გულით წარმოთქვა: "არა, მე უარვყოფ თქვენს ღმერთებს, რადგან ისინი ცრუ არიან. მე თაყვანს ვცემ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს, ყოველივეს შემოქმედს".

თავისი რწმენის აღიარებით, წმინდა ალბანი წავიდა თავისი დროის ჩვეულებების წინააღმდეგ, უარი თქვა დუმილზე მდუმარე უმრავლესობასგან განსხვავებით, რომელსაც დინების მიყოლა ერჩიათ. ალბანმა აღიარა ჭეშმარიტება და ამით მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე. თავისი ღვაწლით მან ქრისტესკენ მოაქცია მოსამართლე და ჯალათი. მისი წყალობით ბრიტანეთის კუნძულზე შეწყდა ქრისტიანთა მკვლელობები და წამებები. საზოგადოებაში დაიწყო სულიერი აღმავლობა და ხალხმა შეძლო თავიდან მოეშორებინა სულიერი და მორალური გულგრილობა, გამხდარიყო ახალი ბრიტანეთი. რაც შეეხება წმინდა ალბანს, მართლმადიდებელი ქრისტიანებს სწამთ, რომ ის იმყოფება სხვა წმინდანებთან ერთად ქრისტეს სასუფეველში, სადაც სუფევს სილამაზე და სიბრძნე. დედამიწაზე მთელი ამ წლების განმავლობაში წმინდა ალბანს პატივს მიაგებენ როგორც ბრიტანეთის პირველმოწამეს, პირველს, ვინც სიცოცხლე გასწირა ქრისტესთვის ამ კუნძულებზე, მოგვიტანა რა ჩვენამდე ღმერთკაცი ქრისტეს - იერუსალიმის პირველი მოწამის სულიერი კეთილსურნელება.

წმინდა ალბანს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან ჩვენც ვეძებთ ჩვენი საზოგადოების აღორძინებას - ახალ ბრიტანეთს. რადგან ჩვენც, ისევე როგორც ის, უარს ვამბობთ დინების მიყოლაზე. ჩვენც უარვყოფთ სიკვდილს, რადგან მასში არ არის ჭეშმარიტება. ჩვენ უარვყოფთ ადამიანურ სიბრძნეს, ისევე როგორც წმინდა ალბანმა, ვხედავთ რა მასში მხოლოდ კერპებსა და დემონებს. ჩვენც, წმინდა ალბანის მსგავსად, დევნილნი ვართ რომის მიერ, მაგრამ არა იმ რომის მიერ, რომლის პერიოდშიც ცხოვრობდა მოწამე, არამედ ადამიანების მიერ, რომლებიც ცდილობენ დინების მიყოლას და ძველი რომის მიბაძვას. ჩვენ, ისევე როგორც წმინდა ალბანი, ვეკუთვნით უმცირესობას, გარშემორტყმულნი აპათიითა და სასოწარკვეთით. ჩვენს წინაშე დგება კითხვა: საით წავალთ აქედან? როგორ დავძლიოთ აპათია და სასოწარკვეთა? წმინდა ალბანი გვაძლევს პასუხს ამ კითხვაზე. ჩვენ დავძლევთ ყველაფერ ამას, ისევე როგორც მან, მსხვერპლშეწირვის საშუალებით, გვახსოვდეს რა, რომ სიტყვა "sacrifice" ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს "წმინდად ქცევას". სწორედ წმინდა ალბანის მსხვერპლშეწირვის წყალობით შეძლო მისმა თანამედროვე საზოგადოებამ აღორძინება. თუ გვინდა ვიხილოთ სულიერი აღმავლობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მსხვერპლშეწირვის გზით. დიდი ერები ყოველთვის მსხვერპლშეწირვით იწყებენ, ხოლო გადაშენებას იწყებენ მხოლოდ მაშინ, როცა უკვე აღარავინ მიისწრაფვის მსხვერპლშეწირვისკენ, როცა ყველა კარგავს რწმენას და ხდება ცინიკური და ცხოვრებით დაღლილი.

ამიტომ ჩვენ სრულიად შეგვიძლია ვუწოდოთ წმინდა ალბანს ჩვენი გამარჯვებული. იცით რა, რომ სახელი ალბანი ნიშნავს "თეთრს", ჩვენ გვახსენდება, რომ ჩვენი კუნძულის ძველ სახელწოდებას - ალბიონს - ბევრი საერთო აქვს წმინდა ალბანთან. ჩვენს კუნძულს ალბიონი დაარქვეს თეთრი კლდეების გამო - ეს იყო ყველაფერი, რაც ძველად იცოდნენ ჩვენზე სხვა ქვეყნების ადამიანებმა, რადგან შეეძლოთ დაენახათ ჩვენი ლამაზი კლდეები ზღვების იქით, შეეხედათ მათი სითეთრისთვის და აღფრთოვანებულიყვნენ. ამრიგად, თავად სახელი ალბანი არის ჩვენი ალბიონის კუნძულის სიმბოლო, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

დაე, წმინდა ალბანმა დაიცვას ეს ალბიონი თავისი წმინდა ლოცვებით დღეს, ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე. წმინდა მოწამე ალბან, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

ტექსტის წყარო: СВЯТОЙ АЛБАН ВЕРУЛАМСКИЙ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat