წმინდა ატრაქტა, კილარახტის წინამძღვარი (VI ს) - ხსენება 11/24 აგვისტოს,
წმინდა ატრაქტა, კილარახტის წინამძღვარი (VI ს) - ხსენება 11/24 აგვისტოს,
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები. უფრო გვიანდელი თხრობები, შედგენილი ბოილის ცისტერციანელი ბერის ლორენსის (XII ს.) და სხვების მიერ, შეიცავს მხოლოდ მცირე ნაწილს სიმართლისა. მათ შორის, ვინც დაწვრილებით წერდა ამ წმინდანზე, იყო ფრანცისკანელი ბერი და ისტორიკოსი ჯონ კოლგანი (დაახლ. 1592 – 1658), რომელმაც შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "ირლანდიელი წმინდანების საქმეები".

წმინდა დედა ატრაქტა იყო განთქმული ირლანდიელი განდეგილი და მონასტრული თემების დამაარსებელი. იგი დაიბადა V საუკუნეში წარჩინებულ ოჯახში და იყო წმინდა პატრიკის, ირლანდიის მოციქულის თანამედროვე, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, აღკვეცა იგი მონაზვნად. წმინდანის სამშობლო იყო ამჟამინდელი სლაიგოს საგრაფო კონახტის პროვინციაში, რომელიც მდებარეობს ირლანდიის რესპუბლიკის დასავლეთში. ბავშვობიდანვე მას სურდა მიეძღვნა თავისი ცხოვრება ღვთის მსახურებისთვის. ატრაქტა მხურვალედ ლოცულობდა, უხვად გასცემდა მოწყალებას და მკაცრად მარხულობდა, აუძლურებდა რა თავის ხორცს.

როდესაც გაიგო, რომ მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ მის სურვილს ემონაზვნა და უნდოდათ გაეთხოვებინათ (გოგონა ძალიან ლამაზი იყო და ახალგაზრდა მამაკაცები ეძებდნენ მის ხელს), წმინდანმა დატოვა მშობლიური სახლი, თან წაიყვანა ორი თანმხლები. თავდაპირველად ატრაქტა გადავიდა სამხრეთ კონახტში, შემდეგ კი დაიწყო განდეგილის ცხოვრება კილარახტში ( "ატრაქტას ეკლესია") სლაიგოს რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლოხ-გარას ტბაზე, შემდეგ კი - დრამში როსკომონის საგრაფოში, რომელსაც მოგვიანებით გადაარქვეს დრამკონელად, რადგან იქ მოღვაწეობდა მისი ძმა - ეპისკოპოსი კონელი. ამ ადგილებში ასკეტმა დააარსა მონასტრული თემები, რომლებიც მოგვიანებით გადაიქცნენ სახელგანთქმულ დედათა მონასტრებად. გადმოცემის თანახმად, თავად წმინდა პატრიკმა ააშენა წმინდა ატრაქტასთვის მონასტერი კილარახტში და დანიშნა იგი წინამძღვრად.

ცნობილია, რომ მონაზვნად აღკვეცის დროს წმინდა პატრიკის მკერდზე ზეციდან დაეშვა მონაზვნის საფარველი. წმინდანმა აჩუქა იგი ატრაქტას და უბრძანა ეტარებინა, როგორც განსაკუთრებული ღვთის კურთხევა, სიცოცხლის ბოლომდე. თავს უღირსად თვლიდა რა, წმინდა ატრაქტა უხალისოდ, ხანგრძლივი დარწმუნების შემდეგ, დათანხმდა ამაზე.

წმინდანმა დააარსა რიგი სხვა მონასტრებისა და ეკლესიებისა ამჟამინდელი ირლანდიის სლაიგოსა და გოლუეის საგრაფოების ტერიტორიაზე კონახტის პროვინციის დასავლეთ სანაპიროზე. შესაძლოა, იგი გარკვეული დროის განმავლობაში მსახურობდა როგორც მის მიერ დაარსებული ყველა თემის წინამძღვარი. აღსანიშნავია, რომ ატრაქტა ირჩევდა მონასტრების მშენებლობისთვის გზაჯვარედინებს ("სადაც შვიდი გზა იკვეთება"), სადაც გადიოდნენ მოგზაურები და მოხეტიალეები, რომლებსაც უწევდნენ სტუმართმოყვარეობას. წმინდა ატრაქტას ყველა მონასტერში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ავადმყოფებზე ზრუნვას და სტუმართმოყვარეობას. არსებობდა მრავალი მოწმობა სასწაულებრივი განკურნებების შესახებ, რომლებიც მოხდა ამ მონასტრებში წმინდა ატრაქტას ლოცვებით. ადგილი ჰქონდა დამბლადაცემულთა განკურნების მრავალ შემთხვევას, ერთხელ კი მხურვალე ლოცვით წმინდანმა წინამძღვარმა სიცოცხლეს დაუბრუნა დამხრჩვალს. ერთხელ ჯვრის სახითა და თავისი წინამძღვრის კვერთხის შეხებით წმინდანმა გაანადგურა "საშინელი ურჩხული", რომელიც იპარავდა გლეხების საქონელს ლუგნას რაიონში და აშინებდა მოსახლეობას.

წმინდანი განთქმული იყო კილარახტის მონასტერთან დაწესებულების დაარსებით, რომელიც აერთიანებდა მოგზაურთა თავშესაფრისა და საავადმყოფოს ფუნქციებს მოგზაურებისა და პილიგრიმებისთვის, სადაც არავის უარს არ ეუბნებოდნენ სტუმართმოყვარეობასა და მკურნალობაზე. ეს ცნობილი სახლი არსებობდა 1000 წელზე მეტ ხანს - 1539 წლამდე!

შესაძლოა, წმინდა ატრაქტა მართავდა კილარახტის მონასტერს თავისი დღეების ბოლომდე. კილარახტისა და მთელი ოლქის მაცხოვრებლებს მხურვალე სიყვარულით უყვარდათ და ღრმად აფასებდნენ წმინდანს მისი ღვთისმოსაური ცხოვრებისა და გონიერებისთვის, მიმართავდნენ მას რჩევისა და ლოცვით დახმარებისთვის როგორც სიცოცხლეში, ისე მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგ. ირლანდიელები პატივს სცემდნენ და აღფრთოვანებულნი იყვნენ წმინდა ატრაქტას მტკიცე და ამავე დროს მშვენიერი ხასიათით; უკლებლივ ყველა მოხიბლული იყო მისი მოწყალებითა და თავაზიანობით, მეგობრული, კეთილი და თვინიერი ბუნებით. გაჭირვებულთა და მარტოსულთათვის იგი იყო უნაზესი და თანაგრძნობის მქონე დედა და მეგობარი, ყოველთვის მზად იყო შეემსუბუქებინა ტკივილი, მოესმინა მწუხარებაში მყოფთათვის და მიემართა ისინი მარადიული ნეტარების გზისკენ.

წმინდა ატრაქტა გარდაიცვალა V საუკუნის მეორე ნახევარში ან VI საუკუნეში. იგი დარიგებას აძლევდა თავის სულიერ შვილებს, მოწაფეებსა და მემკვიდრეებს არასდროს მიეტოვებინათ სტუმართმოყვარეობის სათნოება, რათა თავადაც ეპოვათ წყალობა უფალ იესო ქრისტესთან საშინელი სამსჯავროს დღეს. მისი დედათა მონასტერი კილარახტში, შესაძლოა, არსებობდა რეფორმაციამდეც. ცნობილია, რომ წმინდანის გარდაცვალების შემდეგ აქ ააშენეს ახალი ეკლესია ქრისტე მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ატრაქტას სახელზე. მრავალი წლის განმავლობაში ეს ადგილი ითვლებოდა ძალიან წმინდად და სტუმართმოყვარეობის ცენტრად. შემორჩენილია მოწმობა იმის შესახებ, რომ XV საუკუნეში კილარახტის ეკლესიაში თაყვანს სცემდნენ ორ სიწმინდეს: წმინდა პატრიკის სასწაულთან დაკავშირებულ ჯვარს და წმინდა ატრაქტას თასს. ეკლესია ეკუთვნოდა ახონრის ეპარქიას, რომელიც წმინდანმა თავის მფარველობაში აიყვანა. წმინდა ატრაქტას სახელი გვხვდება მრავალ ადრეულ ირლანდიურ მარტიროლოგიასა და კალენდარში.

წმინდანის საერთო-ეროვნული პატივისცემა იმდენად დიდი იყო, რომ "ზურმუხტოვანი კუნძულის" ტოპონიმთა რიგი ატარებს მის სახელს: კილარახტი, ტობერარახტი ("ატრაქტას წყარო"), კლოხან-არახტი ("ატრაქტას ქვის ნაგებობა") და ა.შ.

1864 წელს პაპმა პიუს IX-მ გამოაცხადა წმინდა ატრაქტას ოფიციალური კათოლიკური თაყვქნისცემა მთელ ირლანდიაში. ამ წმინდანის ხატი, მრავალი სხვა ადგილობრივი წმინდანის ხატებთან ერთად, იმყოფება სუროჟის ეპარქიის წმინდა პეტრესა და პავლეს რუსული მართლმადიდებლური სამრევლოს კანკელზე, დუბლინში.

წმინდა ატრაკტას ხშირად გამოსახავენ ირემთან ერთად. ეს აიხსნება იმით, რომ, გადმოცემის თანახმად, ერთხელ წმინდა ატრაკტას ლოცვების შედეგად, ციხე-სიმაგრის მშენებლობისას ერთ ირლანდიელ მეფეს გამოსულმა ირმებმა შეუცვალეს დაღლილი ცხენები და დაეხმარნენ მშენებლებს ტყიდან მოჭრილი ხეების გამოტანაში.

საუკუნეების განმავლობაში ბევრ გოგონას, განსაკუთრებით ირლანდიის დასავლეთ ნაწილში, ნათლავდნენ სახელით "ატრაკტა" ამ ადრეული წმინდანის პატივსაცემად, რომელიც განთქმული იყო სტუმართმოყვარეობით, მოწყალებით ღარიბების, მოგზაურებისა და უსახლკაროების მიმართ, ასევე სასწაულთმოქმედების ნიჭით. დღესაც კი ზოგიერთი ირლანდიელი ქალი ატარებს სახელს "ატრაკტა" და ლოცულობს ამ წმინდანისადმი.

წმინდა ადგილები, დაკავშირებული წმინდა ატრაკტასთან

სოფელ კილარახტში, სლაიგოს საგრაფოში, რომელიც მდებარეობს როსკომონის საგრაფოს საზღვარზე, მოქმედებს 1875 წელს აშენებული წმინდა ატრაკტას კათოლიკური ეკლესია, რომელიც ეკუთვნის გერტინის მრევლს. ერთ-ერთ ვიტრაჟზე გამოსახულია წმინდა ატრაკტა. იქ, სადაც ოდესღაც არსებობდა დედათა მონასტერი, დღეს სასაფლაოა. ადგილობრივი მრევლი ყოველწლიურად ატარებს მესას სასაფლაოზე 12 აგვისტოსთან ახლოს მდებარე კვირას წმინდა ატრაკტას ხსენების დღეს. სასაფლაოს გვერდით მინდორში შემორჩენილია ძველი, მაგრამ დაფარული და ნახევრად დავიწყებული წმინდა ატრაკტას წყარო. ახლომდებარე სოფელ გერტინში ეკლესია ნაკურთხია წმინდა პატრიკის სახელზე, სადაც წმინდა ატრაკტა და პატრიკი გამოსახულნი არიან ვიტრაჟებზე.

კათოლიკური ეკლესია ბრიდოგში ბალინამინის მრევლში (როსკომონის საგრაფო), საშუალო სკოლა და მრავალი წმინდა წყარო დასავლეთ ირლანდიაში ატარებს მის სახელს. ერთ-ერთი ასეთი წყარო მდებარეობს კლოჰერში სოფელ მონასტერადენის გვერდით სლაიგოს საგრაფოში (კილარახტი მდებარეობს ლოხ-გარას ტბის საპირისპირო მხარეს): მისი წყალი კურნავს რაქიტს და მეჭეჭებს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ატრაკტამ განდევნა წყაროს გვერდით მცხოვრები "გველი", ხოლო ქვებს, რომლებიც დღემდე შეიძლება იპოვოთ მის გვერდით, ხალხში უწოდებენ "გველის კვერცხებს". რადგან მოღვაწემ ეს ადგილი წმინდად აქცია, შუა საუკუნეებში ქალებს, რომლებსაც სურდათ შვილის ყოლა, შეეძლოთ აეღოთ თითო ქვა სახლში და დაებრუნებინათ იგი ძველ ადგილას ბავშვის დაბადების შემდეგ. წყაროს აუზის შენობაში ჩაშენებულია რამდენიმე ფრაგმენტი ძველი ჯვრებისა, რომელთაგან ერთი შეიცავს ჯვარცმის სცენის გამოსახულებას. წყაროს სტუმრობენ მომლოცველები დღესაც.

მეიოს საგრაფოს ქალაქ ჩარლსტაუნიდან ორი მილის დაშორებით, ირლანდიის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთით, არის ადგილი ტამპლი, სადაც შემორჩენილია წმინდა ატრაკტას წყარო, რომელიც 1000 წელზე მეტია თაყვანისცემის საგანია. ყოველწლიურად აქ ჩამოდიან კათოლიკეები მესის ჩასატარებლად წმინდანის ხსენების დღეს (11 აგვისტოს), ხოლო 1954 წელს ახლოს აღმართეს წმინდანის ქანდაკება. ჩარლსტაუნში ამ წმინდანის გამოსახულება შეიძლება ვიპოვოთ სამრევლო ტაძარში.

წმინდა ატრაკტას კიდევ ერთი წყარო მდებარეობს დაბა კილტურაში სლაიგოს საგრაფოს სამხრეთში. ახლოს მდებარეობს ძველი ქვა წარწერებით, მემორიალური დაფა, ქვიშაქვის სვეტი კელტური ჯვრით (წრეზე დადებული) ზემოთ და სხვა საინტერესო ობიექტები. ყველა ისინი თავმოყრილია ძველ მრგვალ გორაკზე, რომლის აღმოსავლეთით მიედინება ნაკადული. ახლო წარსულამდე მომლოცველები ყოველწლიურად სტუმრობდნენ გორაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა წყაროს, ასევე შემოუვლიდნენ კიდეებზე მზარდ კუნელს.

რეფორმაციის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ირლანდიაში კანონგარეშე გამოცხადდა: მონასტრები დაიხურა, ბევრი სიწმინდე განადგურდა, ხოლო თითქმის ყველა კათოლიკური ეკლესია და სხვა შენობები კონფისკებულ იქნა. დევნილ მორწმუნე კათოლიკეებს არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ელოცათ პრაქტიკულად იატაკქვეშეთში. თანდათანობით ჩამოყალიბდა ლოცვებისა და ხალხური რელიგიური დღესასწაულების ჩატარების პრაქტიკა ღია ცის ქვეშ, შემორჩენილი წმინდა წყაროების, მონასტრების ნანგრევებისა და წმინდანთა საფლავების გვერდით (ამ პრაქტიკას ეწოდება "პატტერნს"). მორწმუნეთა ასეთი შეკრებები გავრცელდა სოფლის ირლანდიის მრავალ წმინდა ადგილას, იზიდავდა ასობით და ათასობით მორწმუნეს (მოგვიანებით კათოლიკეებს შეუერთდნენ პროტესტანტებიც). ასე ბევრი წმინდა მფარველი ქალაქებისა და სოფლებისა არ დავიწყებულა. XIX საუკუნეში წყაროების გვერდით დაიწყეს სამლოცველოების აგება საკურთხევლებით. კათოლიკეთა ემანსიპაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც 1829 წელს ღია ცის ქვეშ მსახურების პრაქტიკა ძველ სიწმინდეებთან ახლოს გრძელდებოდა. ის ცოცხალია დღესაც: მოიცავს მესის ჩატარებას, პარაკლისებს ადგილობრივი წმინდანი-მფარველებისადმი, სინანულის ლოცვებს და ირლანდიური ხალხური ტრადიციების ელემენტებს. ამ 400 წლის განმავლობაში დაფიქსირდა მრავალრიცხოვანი სასწაულებრივი განკურნება (მაგალითად, წყალი წყაროდან კილმაკტაიგში კურნავდა ეპილეფსიას). ასე შემოინახა მათ შორის წმინდა ადგილები, დაკავშირებული წმინდა ატრაკტასთან. ქვეყნის მინიმუმ რვა მრევლში შეიძლება ვიპოვოთ წყაროები ამ წმინდანის პატივსაცემად!

დუბლინის საგრაფოში, სადაც მდებარეობს ირლანდიის დედაქალაქი, წმინდა ატრაკტას ეძღვნება კათოლიკური ეკლესია მედოუბრუკში, ასევე ერთი სკოლა და ქუჩა. სოფელ ტუოლესტრეინის მცხოვრებნი სლაიგოს საგრაფოში ლოცულობენ წმინდა ატრაკტასადმი, როგორც თავიანთი ზეციური მფარველისადმი; ადგილობრივი ეკლესია ნაკურთხია მის სახელზე, ასევე წყარო მეზობელ ადგილ გლენავუში, სადაც ხორციელდება მომლოცველობა. წმინდანს განსაკუთრებით პატივს მიაგებენ სოფელ ბალიმოტში სლაიგოს საგრაფოში უმანკო ჩასახვის სახელობის კათოლიკურ მრევლში, სადაც არსებობს მისი გამოსახულება ვიტრაჟზე. ამ ადგილთან დაკავშირებულია უნიკალური შუასაუკუნეების მანუსკრიპტი XIV საუკუნის ბოლოს სახელწოდებით "ბალიმოტის წიგნი" (ინახება დუბლინის სამეფო ირლანდიურ აკადემიაში). წიგნი შეიცავს ნოეს კიდობნის გამოსახულებას, ებრაელთა ისტორიის აღწერას, ტროას დაცემას, წმინდა პატრიკის ცხოვრებას, კორმაკის დარიგებებს, ოლსტერის, ლენსტერის, კონახტისა და მანსტერის პროვინციების ქრისტიანი მეფეებისა და კლანების გენეალოგიებს, საგას მეფე ბრაიან ბორუზე, წესებს ირლანდიურ ლექსთწყობაზე, უფლებათა წიგნს და ა.შ. შუა ირლანდიურ, ნაწილობრივ ლათინურ და ბერძნულ ენებზე.

ცნობილი ვიტრაჟი წმინდა ატრაკტასი არის მეიოს საგრაფოს მხატვრის რიჩარდ კინგის (1907-1974) ნამუშევარი, რომელსაც უყვარდა ადგილობრივი წმინდანები, შექმნა მრავალი მათგანისადმი მიძღვნილი ვიტრაჟები და თვით გარდაიცვალა წმინდა პატრიკის დღეს. მისი მრავალი ნამუშევარი შეიძლება ვიპოვოთ "კაპუცინების წელიწდეულში", რომელიც გამოიცემოდა დუბლინში ირლანდიელი ფრანცისკანელების მიერ 1930-დან 1977 წლამდე.

სტატიის წყარო: ПРЕПОДОБНЫЕ АТТРАКТА КИЛЛАРАХТСКАЯ И МОНЕННА КИЛИВИЙСКАЯ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat