წმ. ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+ დაახლ. 640) - ხსენება 31 აგვისტოს (13 სექტემბერი)
წმ. ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+ დაახლ. 640) - ხსენება 31 აგვისტოს (13 სექტემბერი)
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?

პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ეს იყო წმინდა ენსვიტა ფოლკსტონელი.

ვინ იყო ის?

წმინდა ენსვიტა იყო კენტის მეფის ედბალდისა და მისი მეუღლის, გალიელი ემას ქალიშვილი. ის იყო წმინდა კენტის მეფის ეთელბერტის (ალბერტის) († 616; ხსენება 25 თებერვალს) შვილიშვილი, რომელიც თავად წმინდა ავგუსტინმა, ანგლების მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე. წმინდანს არ ახსოვდა თავისი პაპა, რადგან დაიბადა დაახლოებით 614 წელს. ახალგაზრდობაში ენსვიტაზე დიდი გავლენა მოახდინეს ინგლისელმა მისიონერებმა წმინდა ლავრენტი კენტერბერიელმა, წმინდა მელიტი ლონდონელმა, წმინდა იუსტ როჩესტერელმა და, უდავოდ, მისმა დეიდამ წმინდა დედოფალმა ეთელბურგამ. წმინდა ენსვიტას ცხოვრება გვიამბობს, რომ ის მუდამ ესწრაფვოდა ღვთის მსახურებას, "არაფრად აგდებდა ამ ქვეყნის სიმდიდრეს და, გულით შეიმეცნებდა რა წმინდა წერილს, მთელი სულით წყუროდა ზეციური სასუფეველი". მან მტკიცედ უარი თქვა ქორწინებაზე ნორთუმბრიის წარმართ მეფესთან, რომელსაც მამამისი სთავაზობდა. ამის ნაცვლად ენსვიტა გაემგზავრა გალიაში, ფარმუტიეს მონასტერში, რათა შეესწავლა სამონაზვნო საქმე. სავარაუდოდ, 630 წელს ის დაბრუნდა სახლში და ამჟამინდელი კენტის საგრაფოს ქალაქ ფოლკსტონის თეთრ კლდეებზე დააარსა დედათა მონასტერი წმინდა ონორი კენტერბერიელის ლოცვა-კურთხევით. ამ მონასტერში ეკლესია ეკურთხა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე, რაც ჩვეულებრივი იყო ადრეული ინგლისისთვის. ეს იყო პირველი დედათა მონასტერი ინგლისის მიწაზე, წმინდა დედა ენსვიტა გახდა მისი პირველი წინამძღვარი. შესაძლოა, რჩევითა და მხარდაჭერით მას გალიელი მონაზვნები ეხმარებოდნენ. როგორც ჩაწერილია, მონაზვნების საყვარელი საქმიანობა იყო განუწყვეტლივ მადლობის შეწირვა და ღვთის დიდება, განსაკუთრებით მისი კურთხევისა და რწმენისთვის, რომელიც ინგლისის მიწაზე მისმა მოციქულმა წმინდა ავგუსტინმა მოიტანა.

წმინდა ენსვიტა, წინამძღვრად ყოფნისას, დედობრივად ზრუნავდა მონაზვნებზე. მან რამდენიმე სასწაული მოახდინა. ერთხელ მან მსუბუქად დაარტყა კლდეს და ამ ადგილას მაშინვე წყარო ამოხეთქა. სხვა დროს მან განკურნა ბრმა ქალი, განდევნა ეშმაკი შეპყრობილისგან. მონასტერში წმინდა ენსვიტა ცხოვრობდა სიწმინდით, განუწყვეტელი სინანულითა და ლოცვით; ის გარდაიცვალა, ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა, 640 წლის აგვისტოს ბოლო დღეს. მისი ხსენება აღინიშნება 31 აგვისტოს/13 სექტემბერს და ადგილობრივად 12/25 სექტემბერს. წმინდანისთვის შედგენილია წირვა და კანონი.

დაახლოებით 865 წელს მისი მონასტერი დანიელმა დამპყრობლებმა დაანგრიეს, მაგრამ 927 წელს სავანის ეკლესია მეფე ეთელსტანმა აღადგინა, თუმცა 1052 წელს ის გაანადგურა გრაფმა გოდვინმა, რომელმაც მაშინ ფოლკსტონი გაძარცვა. 1095 წელს ამ ადგილას აშენდა ნორმანული მონასტერი, მაგრამ ისიც დროთა განმავლობაში გაქრა, რადგან კლდე, რომელზეც ის იდგა, ზღვამ ჩარეცხა. თუმცა 1138 წელს კუნძულის სიღრმეში აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც ეკურთხა წმინდა მარიამისა და ენსვიტას სახელზე. იმავე წლის 12 სექტემბერს წმინდა ენსვიტას წმინდა ნაწილები გადაასვენეს ამ ეკლესიაში, და დღე, როდესაც ეს მოვლენა მოხდა, დღემდე არის წმინდანის ხსენების ადგილობრივი დღე. "მთელი კენტის სასწაულმოქმედის" წმინდა ენსვიტას, ამჟამად ქალაქ ფოლკსტონის მფარველის, წმინდა ნაწილების ლარნაკთან შუა საუკუნეებში მრავალი მომლოცველი ჩამოდიოდა, მაგრამ ინგლისური რეფორმაციის პერიოდში წმინდანის ნაწილები დამალეს და გარკვეული დროით დაკარგული იყო. ღვთის წყალობით XII საუკუნის ტყვიის კუბო წმინდა ქალწულის ნაწილებით აღმოჩენილ იქნა სარესტავრაციო სამუშაოების დროს 1885 წლის 17 ივნისს: ის ნაპოვნი იყო ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში. წმინდა ენსვიტას წმინდა ნაწილები დღემდე ინახება იმავე კუბოში მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის. ფოლკსტონი ახლა მართლმადიდებელთა მომლოცველობის ადგილია.

ღირს ენსვიტას გამოსახავენ წიგნითა და ორი თევზით ხელში. მისი გამოსახულება არის ფოლკსტონის ბეჭედზე. ის განსაკუთრებით თაყვანისცემულია სენტ-ოგასტინში, კენტერბერიში და დარემში.

სტატიის წყარო: СВЯТЫЕ ЭНСВИТА ФОЛКСТОНСКАЯ И ФРИДЕСВИДА ОКСФОРДСКАЯ

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ენსვიტა ფოლკსტოუნელი (+640) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat