წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
წმინდა მანია გახლდათ ერთ-ერთი 37 ქალწულთაგანი, რომლებიც მოღვაწეობდნენ დედათა მონასტერში რომში იღუმენია გაიანეს ხელმძღვანელობით. ისინი გაიქცნენ დიოკლეტიანეს დევნისაგან თავის დასაღწევად და სომხეთში ეწამნენ ღირს მოწამე რიფსიმესთან ერთად.
სომხური გადმოცემის თანახმად, მანიამ, რომელმაც შეძლო სიკვდილისგან თავის დაღწევა, მიაღწია სომხურ ქალაქ ერზნკას ეკეღეაცის პროვინციაში და გადაწყვიტა განდეგილად ეცხოვრა. მან იპოვა გამოქვაბული სეფუხის მთაზე დარანალეაცის მხარეში და იქ მოღვაწეობდა 20 წელზე მეტხანს. მისი საცხოვრებელი აღმოაჩინა წმინდა მოწამე გრიგოლ განმანათლებელმა, როდესაც ის ეპისკოპოსის კათედრის დატოვების შემდეგ, მთებში წავიდა, რათა თავისი დარჩენილი დღეები განდეგილობისთვის მიეძღვნა. წმინდა მანიამ სთხოვა გრიგოლს, რომ მის გამოქვაბულს გასცლოდა და სამი დღის შემდეგ დაბრუნებულიყო. სამი დღის გასვლის შემდეგ, წმინდანი მოვიდა გამოქვაბულთან და აღმოაჩინა, რომ წმინდა მანია უკვე გარდაცვლილი იყო. ლოცვებითა და ფსალმუნებით მან მიაბარა იგი მიწას, თვითონ კი დასახლდა იმავე გამოქვაბულში, რომელსაც მრავალი საუკუნის შემდეგაც "მანეს გამოქვაბულს" უწოდებდნენ.
სტატიის წყარო:
МАНИЯ АРМЯНСКАЯ