წმინდა ჰილდა, უიტბის იღუმენია - 17(30) ნოემბერი.
წმინდა ჰილდა, უიტბის იღუმენია - 17(30) ნოემბერი.
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს), ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.); ის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ფრიად პატივცემული წმინდა ქალია; მას ასევე "ინგლისელთა ერის იღუმენიასაც" და "ინგლისელთა სულიერ დედასაც" უწოდებენ.

წმინდა ჰილდა დაიბადა 614 წელს დღევანდელი ინგლისეთის ჩრდილოეთში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ გადასახლებაში მცირე ბრიტანულ სამეფო ელემეტში (დაახლოებით ჩრდილოეთ იორკშირში). წმინდა ჰილდა მონათესავე იყო ნორთამბრიისა და აღმოსავლეთ ინგლისის მეფურ სახლებთან. მისი ნათესავების შორის იყვნენ წმინდა მეფე ედვინ-მოწამე, წმინდა ჰერესვითა ტელსელი და წმინდა ეთელდრედა (ოდრი) ელისელი.

წმინდა ჰილდას მამამის ერქვა ჰერერიკი, იგი პრინცი და წმინდა ედვინ ნორთამბრიელის დის ძე იყო. ჰილდას დედას ერქვა ბრეგსვითა. როდესაც წმინდა ჰილდა ჩვილი იყო, მის დედას ესიზმრა უჩვეულო სიზმარი, რომელშიც მან საკუთარ სამოსში იპოვა მშვენიერ საყურე და, როდესაც იგი მას ათვალიერებდა, საყურე ისე გაბრწყინდა, რომ მისმა საოცარმა გამოსხივებამ მთელი ინგლისი გაანათა. ეს ხილვა ასრულდა მის ქალიშვილ წმინდა ჰილდაზე, რადგან მან მიაღწია დიდ სიწმინდეს, ხოლო მისი ცხოვრება იყო ნამდვილი მაგალითი და სინათლე მრავალთათვის, ვინც მიისწრაფოდა სიმართლისკენ.

სავარაუდოდ, წმინდა ჰილდა აღზრდილი იყო ნორთამბრიის სამეფო კარზე, წმინდა მეფე ედვინთან. წმინდა ჰილდამ ახალგაზრდა ასაკში მიიღო ქრისტიანობა - წმინდა ედვინთან ერთად, იგი მონათლა წმინდა პაულინუს იორკელმა. ეს მოხდა, სავარაუდოდ, 627 წლის აღდგომის კვირადღეს ქალაქ იორკში მდებარე პატარა ხის ეკლესიაში.


წმინდა ჰილდამ ქვეყანაზე 66 წელი იცოცხლა; 33 წელი მან გაატარა სამოქალაქო ცხოვრებაში, ღირსეულად და ღვთისმოშიშურად ცხოვრობდა თავის ნათესავებსა და თანამემამულეებს შორის, ხოლო მისი ცხოვრების სხვა 33 წელი კიდევ უფრო ღირსეულად ემსახურებოდა ღმერთს მონასტრული წესით. ჩვენთვის უცნობია, სად ცხოვრობდა წმინდა ჰილდა 633 (მეფე ედვინის მოკვლის და ნორთამბრიაში წარმართული რეაქციის დაწყების) და 647 წლებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ წმინდა ჰილდა რაღაც ხანს კენტში ცხოვრობდა.

647 წელს, 33 წლის ასაკში, ღირსი ჰილდა იღებს მონაზონური აღთქმას ჰარტლპულის (ქართულად "ირმის ნაკადული") დედათა მონასტერში, რიგან ტესის მდინარის პირას, ნორთამბრიის სამეფოში, დარემს (დღეს ეს არის დარემის საგრაფო) სიახლოვეს. წმინდა ჰილდა გახდა წმინდა აიდან ლინდისფარნელის მოწაფე და სულიერი შვილი. იმავე წელს იგი ესტუმრა აღმოსავლეთ ინგლისეთის სამეფოს და თავდაპირველად აპირებდა, თავისი და, წმინდა ჰერესვითას, კვალდაკვალ წასვლას გალიაში და იქ დედათა მონასტერში შესვლას. მაგრამ წმინდა აიდანმა, რომელიც ხედავდა ღვთის სათნომყოფელის მომავალს, მოუწოდა მას ნორთამბრიაში, სადაც მდინარე უირის ჩრდილოეთ ნაპირზე გამოუყო მცირე მიწის ნაკვეთი, ერთი ჰაიდის ფართობით, ანუ დაახლოებით 100 აკრი (ეს ადგილი ახლა ზუსტად ვერ განისაზღვრება). აქ წმინდა ჰილდა ერთად ვინმე სხვა ღვთისმოშიშ მონაზვნებთან ეწეოდა სწავლას კელტური ირლანდიური მონაზვნური ტრადიციის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისეთში შეიტანა აიონას სკოტიური კუნძულიდან წმინდა აიდანმა. წმინდა აიდანი ხედავდა მონაზონ ჰილდაში ძლიერ სიყვარულს ღმერთისადმი და სიბრძნეს, ხშირად ეწვეოდა მას და სულიერ რჩევებს აძლევდა. თუმცა, მალე, ღირსი მოღვაწე გადავიდა ჰარტლპულის მონასტერში და იქ დაინიშნა იღუმენად, წმინდა ჰიუს შემდეგ, რომელმაც შემდეგ ტადკასტერის მონასტერში გადაინაცვლა. ჰარტლპულში (ეს იყო ორმხრივი მონასტერი) წმინდა ჰილდამ ორგანიზება გაუწია ცხოვრებას ირლანდიური მონასტრების მიხედვით, შესაძლოა, ნაწილობრივ წმინდა კოლუმბას წესის გამოყენებით. ჰარტლპულის მონასტრის შენობებიდან არაფერი არ შემორჩენილა, მაგრამ ბოლო დროს მის სიახლოვეს, ადგილობრივ წმინდა ჰილდას ეკლესიასთან, აღმოჩნდა საქსონური მონასტრის სასაფლაო და ძველი მონაზვნური უჯრედების ნარჩენები.

დაახლოებით 654 წელს წმინდა ჰილდას დაევალა, რომ ამ მონასტერში აღეზრადა პატარა ელფლედა, ნორთამბრიის მეფე ოსვიუს ქალიშვილი და ტახტის მემკვიდრე, მომავალი დიადი წმინდა იღუმენია. შემდგომ მეფე ოსვიუმ ჰილდა მიწებით დააჯილდოვა, და მან დააარსა (ან, შესაძლოა, აღადგინა) ორმხრივი მონასტერი ქალაქ უიტბის აღმოსავლეთით, დღევანდელი ჩრდილო-იორკშირის საგრაფოში (მაშინ უიტბი ეწოდებოდა სტრენესკალკს, ხოლო თანამედროვე სახელი მხოლოდ XII საუკუნეში მიიღო). "უიტბის" სახელი ძველ-სკანდინავურიდან ნიშნავს "თეთრ დასახლებას".

655 წელს, ბრძოლამდე, მეფე ოსვიუ ენერგიულად ევედრებოდა უფალს გამარჯვების მოხვეჭას მერსიული მეფის, პენდას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცების წინააღმდეგ და იძლეოდა აღთქმას, რომ გამარჯვების შემდეგ მთელ ქვეყანაში დაარსებდა მონასტრებს. მოხდა სასწაული: ოსვიუს მცირერიცხოვანმა ჯარმა დაამარცხა რაოდენობრივად უფრო მძლავრი წარმართი მებრძოლები, ისე რომ თვითონ მეფე პენდა და მისი ჯარის უმრავლესობა დაიღუპა. მეფე ოსვიუმ გამოჰყო 12 მამული - ექვსი ჩრდილოეთ და ექვსი სამხრეთ ინგლისში - მონასტრების დასაარსებლად, მათ შორის უიტბიშიც (მაშინ ოსვიუს მმართველობას ექვემდებარებოდა არა მხოლოდ ნორთამბრია, არამედ მრავალი სხვა მიწებიც სამხრეთით). უიტბის მონასტერს აჩუქა 10 ჰაიდი მიწა, ანუ დაახლოებით 1200 აკრი.

657 წელს წმინდა ჰილდა გახდა უიტბის მონასტრის იღუმენია. ეს იყო ე.წ. "ორმხრივი", ანუ შერეული, მონასტერი (ცალ-ცალკე მონაზონთა და ბერთა საზოგადოებებით, რომლებიც ლოცულობდნენ საერთო ეკლესიაში). იმ დროისთვის ასეთი მონასტრები უკვე კარგად იყო ცნობილი გალიაში. უიტბის მონასტერში აღიზრდებოდა ჯვარცმული წმინდა ელფლედა. ჰილდას მონასტრისთვის გადაცემული მიწები არ გამოირჩეოდნენ დიდი სილამაზით. აქ მდინარე ესკი ზღვაში ჩაედინება, წარმოქმნის მრგვალ ყურეს, რომლის გარშემოც ფრიალო კლდეებია. ერთ-ერთი კლდის წვერზე, 300 ფუტის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, აღმართული იყო ღირსი ჰილდას მონასტერი.

ერთი მხრიდან მონასტრიდან იშლებოდა ფართო იორკშირული ჭაობიანი მიწები, ხოლო მეორე მხრიდან - უსაზღვრო ზღვა, რომლის ტალღები მუდმივად ეხეთქებოდნენ მაღალ კლდეს, რომელიც იცავდა მონასტერს. აღსანიშნავია, რომ უიტბი, ლინდისფარნი და აიონა, სულაც არ გამოირჩევიან მშვენიერი კლიმატით, თუმცა მაინც გახდნენ მონასტრული ცხოვრების დიადი ცენტრები და წარმოშვეს მრავალი მისიონერი.

უიტბი, წმინდა ჰილდას მადლით, გახდა ყველაზე ცნობილი სულიერი და ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც ცნობილი იყო მთელ ბრიტანეთში და მისგან შორსაც. აქ ვითარდებოდა ლიტერატურა და ხელოვნება, სულიერი და საერო მეცნიერებები, სხვადასხვა ხელობები, ხოლო ყველაზე მთავარი - ხორციელდებოდა მკაცრი მონასტრული ცხოვრება. წმინდა ჰილდას ხელმძღვანელობით უიტბი გახდა მონასტრული საქმიანობის, განათლების, სწავლულობისა და მაღალი კულტურის ნიმუში. წმინდა ჰილდა იყო ანგლო-საქსონური სულიერი მოღვაწის და მწყემსის, წმინდა კედმონის მფარველი, რომელმაც მიიიღო მონაზვნობა უიტბიში და იქ იცხოვრა სიცოცხლის ბოლომდე, დაწერა უამრავი უძვირფასესი ლექსი ქრისტიანული თემებზე, რომლებიც ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენენ იმავე დროის უმაღლესი პოეზიისა.


წმინდა იღუმენიის ჰილდას აქტიური მონაწილეობით 663-664 წლებში მოწვეულ იქნა ცნობილი და მნიშვნელოვანი ეკლესიური საეპისკოპოსო კრება უიტბიში, სადაც გადაწყდა, რომ ინგლისის ეკლესიამ უნდა დაიცვას ძველი რომაული მართლმადიდებლური პრაქტიკა აღდგომის დღესასწაულის დათარიღებისა და ტონზურის მოპარსვის საქმეში. თავდაპირველად წმინდა ჰილდა უჭერდა მხარს "ირლანდიულ ფრთას" საეპისკოპოსო კრებაზე და იყო მხარდამჭერი ძველი კელტური ტრადიციის შენარჩუნებისა, მაგრამ მოისმინა ეკლესიის ხმა და დაემორჩილა საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილებას რომაული წესების შემოღების შესახებ.

წმინდა დედა ჰილდა იყო გასაოცრად უნარიანი, აქტიური და ენერგიული იღუმენია. ღვთის სიტყვის შესწავლას წმინდა იღუმენია თვლიდა თავის მონაზონთა და მორჩილთა ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებად, იმავე ხარისხში, როგორც სიკეთის საქმეების კეთებას. მონასტერში აუცილებელი იყო მშვიდობის დაცვა და მოწყალების საქმეების შესრულება. წმინდა ჰილდას ენთუზიაზმი განათლების საქმეში ისე დიდი იყო, რომ ის თავად ქმნიდა უზარმაზარ, მდიდარ ბიბლიოთეკებს, ასწავლიდა მღვდლებსა და სხვა საეკლესიო პირებს ლათინურ ენასა და ლიტერატურას. ამ წმინდანის განსჯადობა და სიბრძნე ისე დიდი იყო, რომ ხშირად მეფეებიც და თუნდაც ეპისკოპოსებიც მიმართავდნენ მის რჩევებს. ამ წმინდანს ერთდროულად ღრმად პატივცემდნენ და თავიანთ სულიერ მასწავლებლად თვლიდა მრავალი საეკლესიო მოღვაწე და მეცნიერი, მმართველი და ჩვეულებრივი ხალხი. ღირსმა ჰილდამ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოხატა ღარიბებისა და დაჩაგრულებისადმი, რის გამოც მას "თავისი ქვეყნის დედას" უწოდებენ. ჩვენი აზრით, ღირს ჰილდაზე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი წმინდა ცხოვრებამ, ავტორიტეტმა, პოპულარობამ და გავლენამ არანაკლები როლი ითამაშეს ეკლესიის გაერთიანებასა და ქრისტიანობის გავრცელებაში მთელ ინგლისში VII საუკუნეში. წმინდა ჰილდას მაგალითი აჩვენებს, რომ ქალთა მონაზვნობა და სწავლულობა ანგლო-საქსონურ პერიოდში ძალიან მაღალ დონეზე იყო და ქვეყანაში არა მარტო წმინდა, განათლებული და ნიჭიერი იღუმენები და მასწავლებლები, არამედ იღუმენიებიც და მასწავლებლებიც იყვნენ. ხუთი მონაზონი, წმინდა ჰილდას მონასტრის აღზრდილები, გახდნენ ეპისკოპოსები, და მათგან ოთხი კი წმინდანთა რიცხვში ჩაიწერა. ესენი არიან ეპისკოპოსები: სასწაულმოქმედი წმინდა იოანე ბევერლიელი († 721; ხსენება 7/20 მაისი; მისი ნაწილები განუსვენებს ქალაქ ბევერლის, აღმოსავლეთ რაიდინგის იორკშირის, ცნობილ მონასტრულ ტაძარში); წმინდა ვილფრიდ უმცროსი, იორკის ეპისკოპოსი († 744; ხსენება 29 აპრილ/12 მაისი); წმინდა ბოზა იორკელი († 705; ხსენება 9/22 მარტი); წმინდა ჰედა დორჩესტელი და უინჩესტერელი († 705; ხსენება 7/20 ივლისი); ეპისკოპოსი ოპთფორ ვუსტერული († 693).

უიტბის მონასტრის დიდი სახელი, როგორც "დიადი სავანისა, ცნობილი თავისი მკაცრი წესებითა და თავისი მოსახლეთა სიწმინდით, წმინდანების სამჭედლოთი და მომავალი ეპისკოპოსების სკოლისა" და მისი ღირსი წინამძღოლის ჰილდასი, სწრაფად გავრცელდა მთელ ინგლისში. იმ დროს წმინდა ჰილდამ დიდი გავლენა იქონია ეთელდრედა ელიელის, ნორთამბრიის დედოფლის, მონაზვნური გზის არჩევაზე, რომელიც გახდა იღუმენია ელიში და, წმინდა ჰილდასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქალი ინგლისის მიწაზე. უიტბის სავანეში წლები გაატარა დაყუდებულმა წმინდა ტრუმუინმა, აბერკორნის ანგლო-საქსმა ეპისკოპოსმა შოტლანდიაში, რომელსაც, წარმართების წინააღმდეგობის შემდეგ, მოუხდა ამ ქვეყნის დატოვება და ინგლისში დაბრუნება. წმინდა ჰილდამ ხელი შეუწყო წმინდა თეოდორეს, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის, წარმოშობით ბერძენის საქმიანობას, რომელსაც უნდა გაერთიანებინა მთელი ინგლისის ეკლესია და ინგლისის სახელმწიფო. 678 წელს იგი მხარს უჭერდა წმინდა თეოდორეს მიერ ვიზირიდის ძალიან დიდი ეპარქიის გაყოფას რამდენიმე პატარა ეპარქიად, ხოლო მისი ორი აღზრდილი (წმინდა იოანე და ბოსა) მალე გახდნენ იორკის სახელგანთქმული ეპისკოპოსები. ზეპირსიტყვიერების მიხედვით, წმინდა ჰილდამ უიტბის სიახლოვეს ლოცვით ქვებად აქცია ყველა გველი, რომლებიც მაშინ ნამდვილ უბედურებას წარმოადგენდნენ ამ რეგიონში - ამბობენ, რომ დღესაც შეიძლება ვიხილოთ ამ ქვებიდან ზოგიერთი.

ღირსი ჰილდას ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალი შეგვიძლია შევიტყოთ წმინდა ბედას "ინგლისის ხალხის ეკლესიის ისტორიიდან", სადაც იგი, კერძოდ, წერს, რომ წმინდა ჰილდამ "ყველას ასწავლა თავის მონასტერში მკაცრად დაცვა სამართლიანობის, ღვთისმოსაობისა და სიწმინდის ღირსებებისა. ყველანი, ვინც იცნობდნენ ქრისტეს მსახურს და იღუმენია ჰილდას, უწოდებდნენ მას დედას მისი განსაკუთრებული ღვთისმოსაობისა და სიკეთის გამო. იგი არა მხოლოდ იყო წმინდა ცხოვრების მაგალითი იმათათვის, ვინც მის მონასტერში ცხოვრობდა, არამედ ხსნისა და მონანიების საშუალებას აძლევდა მათაც, ვინც შორს ცხოვრობდა და მისი ღვაწლისა და ქველმოქმედების შესახებ გაეგონათ". ღირსი ბედა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იხსენიებს წმინდა ჰილდას და მას ისეთ საოცარ წმინდანებთან აიგივებს, როგორებიც არიან აიდანი და კუტბერტი. "წმინდა ჰილდა იყო ენერგიული და ნიჭიერი მონასტრის მართვისა და სწავლების საქმეში; თუმცა, ძალიან ძლიერი ხასიათით გამოირჩეოდა, მაგრამ დედობრივი სიყვარულით ზრუნავდა მონასტერში თავის მოსწავლეებზე, ეხმარებოდა ღარიბებსა და მოგზაურებს (მწირებს).

წმინდა იღუმენია ჰილდა თავისი გარდაცვალებამდე ექვსი წლით ადრე მძიმე, განუკურნებელი სნეულებით დაავადდა (ეს იყო ცხელება). თუმცა, ფიზიკური ტანჯვა არანაირად არ აისახა მისი სულის სიძლიერეზე და არ შეარყია მისი ნებისყოფა, როგორც იღუმენიასი და მასწავლებლისა. წმინდა ბედა წერდა, რომ წმინდა ჰილდა ავადმყოფობის დროსაც არ წყვეტდა ღმერთის დიდებას: "საკუთარი გამოცდილებით ნასწავლი, მან (ჰილდამ) ყველას ასწავლა, ვისაც ფიზიკური ჯანმრთელობა აქვს, მონდომებით ემსახუროს უფალს და ფიზიკურ სისუსტეშიც არ დაივიწყოს მისთვის მადლიერების გამოხატვა".

წმინდა ჰილდა, საბოლოოდ ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებას და მშვიდად გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 680 წლის 17 ნოემბერს. მისი გარდაცვალების დღე შემდგომში მისი ხსოვნის მთავარი დღე გახდა. ამბობდნენ, რომ მას სურდა სიცოცხლე დაესრულებინა თავის მიერ დაარსებულ მონასტერში, ჰეკნესში (ახლანდელი სოფელი ჩრდილოეთ იორკშირში; იქ შემორჩენილია საქსონური ჯვარი), მაგრამ ეს ვერ შეძლო. ამ დიდი ღვთის სათნომყოფელის გარდაცვალებას თან ახლდა სასწაულები. ასე, მაგალითად, ზემოთხსენებულ ჰეკნესის ქალთა მონასტერში, რომელიც უიტბიდან 13 მილის დაშორებით მდებარეობდა, ჰილდას გარდაცვალების მომენტში ზარები სასწაულებრივად თავისით დაირეკა, ხოლო მართალმა მონაზონმა, სახელად ბეგუ, მისი სიკვდილის ღამეს ანგელოზები დაინახა, რომლებსაც წმინდანის სული სამოთხეში მიჰყავდათ. იმნაირივე ხილვა ჰქონდა უიტბის მონასტრის ერთ-ერთ დას. წმინდა ჰილდას ნაწილებიდან მრავალი სასწაული ხდებოდა, მასთან მრავალი საუკუნის განმავლობაში მიდიოდნენ მომლოცველები.

წმინდა ჰილდას იღუმენობის დროს უიტბის მონასტრის ცხოვრება ბევრ თვისებით ირლანდიური (მაგალითად, მონაზვნები ორ-სამნი ცხოვრობდნენ პატარა, მარტივ სახლებში-კელიებში) და გალური მონასტრების ცხოვრებას ჰგავდა. ყველა ნივთი მონაზვნებს საერთო ჰქონდათ. დიდი ყურადღება ექცეოდა ბიბლიის შესწავლას. გასაკვირი არ არის, რომ წმინდა ჰილდა, თუმცა რომაელი მისიონერის, წმინდა პავლინეს მიერ იყო მონათლული და ძველი რომაული მართლმადიდებლური ტრადიციებით იზრდებოდა, მაგრად სიმწიფის ასაკში მრავალი წელი იმყოფებოდა კელტური მოღვაწეების დიდი გავლენის ქვეშ, როგორიც იყვნენ წმინდა აიდანი, წმინდა ფინანი, წმინდა კუტბერტი ლინდისფარნელი.

წმინდა ჰილდას შემდეგ უიტბის იღუმენები ისეთი საოცარი წმინდანები იყვნენ, როგორებიც გახლდნენ წმინდა ენფლედა და წმინდა ელფლედა. დაახლოებით იმავე დროს უიტბის მონასტრის ცხოვრება რომაული ნიმუშის მიხედვით იყო მოწყობილი. "მთელი ინგლისელი ხალხის იღუმენიას" გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ მის მონასტერში დაიწერა ყველაზე ადრეული ცხოვრება, რომის პაპისა და წმინდა ავგუსტინეს წარმატებული მისიის ორგანიზატორისა წმინდა გრიგოლ დიალოგოსისა. აღსანიშნავია ასევე, რომ უიტბი დიდი ხნის განმავლობაში ნორთუმბრიის მთავარი მონასტერი იყო, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამეფო სახლთან და იქ დეირის სამეფო ოჯახის წევრები იმარხებოდნენ.

დაახლოებით 800 წლიდან წარმართმა ვიკინგებმა დაიწყეს ინგლისზე რეგულარული თავდასხმები, მათ გვერდი არ აუარეს უიტბის მონასტერსაც, რომელიც 867 წელს გაანადგურეს; ახალი, კათოლიკური მონასტერი დაარსდა ნორმანების დაპყრობის შემდეგ (1078) და წმინდა პეტრესა და წმინდა ჰილდასადმი იყო მიძღვნილი. ეს მონასტერი რეფორმაციის დროს, 1539 წელს დაიშალა. დიდი ალბათობით, დანიელების თავდასხმების დროს წმინდა ჰილდას ნაწილები ინგლისელმა მეფე ედმუნდ I-მა († 946) უიტბიდან გლასტონბერიში, სომერსეტის საგრაფოში გადაასვენა, სადაც მათ პატივს მიაგებდნენ. გლოსტერშირის საგრაფოს ქალაქ გლოსტერის წმინდა პეტრეს სახელობის მონასტერსაც, შესაძლოა, მისი ნაწილები ჰქონოდა. დიდი ალბათობით, წმინდანის ნაწილები და რელიქვიები დარემის მონასტერშიც იყო და მრავალი მკვლევარი თვლის, რომ წმინდანის წმინდა თავი დღემდე შეიძლება ინახებოდეს ქალაქ დარემის საკათედრო ტაძარში, დარემის საგრაფოში. XII საუკუნიდან უიტბის ქალაქში წმინდა ჰილდას ხსოვნის დღეებში ყოველწლიურად იმართებოდა ბაზრობა.

წმინდა ჰილდას პატივს სცემდნენ მთელ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით ჩრდილოეთში. მინიმუმ 15 ძველი ეკლესია იყო ნაკურთხი წმინდა ჰილდას სახელზე; მათგან 11 იორკშირში მდებარეობდა და ორი - დარემის მახლობლად. დღესაც ბევრი ეკლესიაა მიძღვნილი ამ დიდი ღვთის სათნომყოფელისადმი. უიტბის, დარემის და გლასტონბერის გარდა, წმინდა ჰილდას განსაკუთრებით პატივს სცემენ ჰარტლპულში, სადაც, როგორც ვიცით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღუმენია იყო, ასევე ივშემში, ვუსტერშირის საგრაფოში, რადგან ითვლება, რომ ძლიერმა ივშემის მონასტერმა მთავარი როლი ითამაშა XI საუკუნეში უიტბის მონასტრის აღდგენაში (ამჯერად უკვე მამათა მონასტრის სახით).

დღეს უიტბის პატარა ქალაქი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და დაახლოებით 13 ათასი მოსახლე ცხოვრობს, წმინდა ჰილდას მონასტრის კარგად შემონახული ნანგრევებით, ასევე წმინდა მარიამის ძველი ეკლესიით, მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ქრისტიანების მუდმივი მომლოცველობის ადგილია. ამ ქალაქში ასევე არის ეკლესიები წმინდა ნინიანის, მიქაელ მთავარანგელოზის, წმინდა იოანეს სახელზე და ორი ეკლესია წმინდა ჰილდას სახელზე: ერთი - ანგლიკანური, მეორე - კათოლიკური (ორივე XIX საუკუნით თარიღდება). უიტბის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი ცნობილი 199 საფეხური, რომელიც უკვე 600 წელზე მეტი ხნისაა და დღევანდელი ქვის საფეხურები დაახლოებით 200 წლის წინ შეცვალა უფრო ძველმა ხის საფეხურებმა. ეს საფეხურები ჩერჩ-სტრიტის ქუჩიდან მიდის უიტბის ძველი ქალაქის "ქვედა ნაწილიდან" აღმოსავლეთ კლდეზე, რომელსაც "ქალაქის ზედა ნაწილს" უწოდებენ და სადაც მდებარეობს წმინდა ჰილდას სააბატოს ნანგრევები და წმინდა მარიამის ეკლესია. და მიუხედავად იმისა, რომ სააბატომდე თანამედროვე გზით მისვლა შეიძლება, ბევრი ტურისტი და მომლოცველი მაინც ამჯობინებს ამ უნიკალური 199 საფეხურის ასვლას აბატამდე.

არსებობს საინტერესო რწმენა, რომ წმინდა ჰილდასადმი პატივისცემის ნიშნად ზღვის ფრინველები არ გადაფრენენ უიტბის სააბატოს ნანგრევებზე და თუ ზოგიერთი მათგანი მაინც გადაფრენს მათზე, აუცილებლად შეანელებს ფრენას წმინდა იღუმენიას ხსოვნისადმი.

წმინდა ჰილდის სახელობაზე ნაკურთხია უკვე დასახელებულთან ერთად შემდეგი ტაძრებიც: ეკლესია შერბურნის სოფელში, ნორთ-იორქშირში; ეკლესია ბილსბეროუს სოფელში, ლანკაშირში; ეკლესია ეგტონის სოფელში, უიტბიდან 8 კმ-ში დასავლეთით, ნორთ-იორქშირში; ეკლესია ჰაი-სტრიტზე ქალაქ ჰართლპულში, დარემში (წმ. ჰილდა 649-657 წ.წ. იყო ადგილობრივი საქსონური მონასტრის წინამძღვარი, რომელიც დაახლოებით 640 წელს დაარსა წმ. აიდან ლინდისფარნელმა; ეს მონასტერი 800 წელს გაძარცვებს ვიკინგებმა; თავად ეკლესია, ექსპერტთა გადმოცემით, ერთ-ერთი საუკეთესო ადრეინგლისური სტილის ძეგლია ქვეყანაში); ეკლესია წმ. ჰილდასი სამხრეთ-შილდში, ტაინ-ანდ-უირის საგრაფოში; საქსონური ეკლესია სოფელ ემპლფორთში, ნორთ-იორქშირის საგრაფოში; ეკლესია უორლი-ვუდსში (ამჟამად ბირმინგემის ნაწილია), დასავლეთ-მიდლენდის საგრაფოში; ეკლესია ოდენშოში, დიდი მანჩესტერის საგრაფოში; ერთ-ერთი ეკლესია მანჩესტერშიც წმინდა ჰილდას სახელზეა ნაკურთხი; ერთ-ერთი ეკლესია იორკშიც მისადმის არის მიძღვნილი; ეკლესია წმ. ჰილდასი ეშფორდში, საურეის საგრაფოში; ეკლესია ელერბერნის სოფელში, ნორთ-იორქშირის საგრაფოში; ეკლესია ლონდონის სამხრეთ გარეუბანში, კროფტონ-პარკში; ერთ-ერთი ეკლესია კინგსტონ-აპონ-ჰალში, აღმოსავლეთ იორქშირში; და ლიდსის ეკლესია წმ. ჰილდისადმი მიძღვნილი, სადაც არის მისი ქანდაკება და ერთ-ერთ ვიტრაჟზე მისი გამოსახულება (ქალაქ ლიდსში რამდენიმე ქუჩა მისი სახელობისაა). წმინდა ჰილდას სახელობის ტაძრებს ასევე შეხვდებით კანადაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც.

წმინდა ჰილდა უძველესი დროიდანვე, და განსაკუთრებით დღესაც, დიდი პატივისცემით სარგებლობს განათლების, სწავლა-განათლების, კულტურისა და პოეზიის მფარველად. მრავალი გოგონათა სკოლა და ქალთა კოლეჯი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ წმინდანის სახელზეა დასახელებული (აშშ-ში, ავსტრალიაში, სინგაპურში და თითქოს კი იამაიკაშიც!). წმ. ჰილდას სამშობლო ინგლისში ფუნქციონირებს მისი სახელობის კოლეჯები - წმ. ბედისა და წმ. ჰილდის კოლეჯი დერჰემში და წმ. ჰილდის კოლეჯი ოქსფორდში. "ჰილდას" სახელი დღემდე წარმოადგენს ინგლისში ქალთათვის მიცემულ საკრისტიო სახელს.

წმინდა ჰილდას ყველაზე ხშირად გამოსახავენ როგორც იღუმენს, რომელსაც ხელში უჭირავს უიტბის მონასტერი, გვირგვინით თავზე ან მის ფეხებთან. მას ასევე გამოსახავენ გველების ქვებად გადაქცევისას ან გარეული ფრინველების მოსავლის განადგურებისგან შეჩერებისას; ზოგჯერ გვხვდება გამოსახულებები, სადაც წმინდანის სული ანგელოზების მიერ ზეცად ამაღლებულია.

ტექსტის წყარო: СВЯТАЯ ХИЛЬДА ИЗ УИТБИ – ИГУМЕНЬЯ АНГЛИЙСКОГО НАРОДА

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat